Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
შეურიგდება თუ არა თამუნა მუსერიძე ყოფილ ქმარს
შეურიგდება თუ არა თამუნა მუსერიძე ყოფილ ქმარს

"ფსი­ქოს" სტუ­მა­რია ცნო­ბი­ლი ტელე და რა­დი­ო­წამ­ყვა­ნი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე. ვი­საც მას­თან ერ­თად რა­დიო "აფხა­ზე­თის ხმა­ში" "თეთ­რი ღა­მე­ე­ბი" გი­თე­ნე­ბი­ათ და თქვე­ნი გუ­ლის წუ­ხი­ლი მის­თვის გა­გიმ­ხე­ლი­ათ, ამ ინ­ტერ­ვი­უ­თი მას­ზე ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლის გა­გე­ბას შეძ­ლებთ.

- თა­მუ­ნა, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ხარ: მუ­შა­ობ რა­დი­ო­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში.. ხომ არ არის კი­დევ რამე სი­ახ­ლე შენს კა­რი­ე­რა­ში?

- ვმუ­შა­ობ კლუბ Moscow-შიც, ვგეგ­მავ სა­ღა­მო­ებ­სა და პი­არს. ამ კლუ­ბის მე­ნე­ჯერ­მა ანკა რაზ­მა­ძემ ქარ­თუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბის გა­კე­თე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, მეც სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი და პირ­ვე­ლი "პან­ჩოს" სა­ღა­მო გა­ვა­კე­თე. ძა­ლი­ან კარ­გი გა­მო­ვი­და.

- ასე­თი დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ხელს არ გიშ­ლის?

- არა. ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც იწყებს შენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, თა­ვი­დან­ვე იცის, რო­გო­რი რე­ჟი­მით და რიტ­მით ცხოვ­რობ. შე­სა­ბა­მი­სად, თუ უნდა შენ­თან ყოფ­ნა, ცდი­ლობს, ფეხი აგი­წყოს და გა­გი­გოს.

- თუ არის ადა­მი­ა­ნი, ვინც ცდი­ლობს, ფეხი აუ­წყოს შენი ცხოვ­რე­ბის რიტმს?

- ჯერ არ ვიცი. ვნა­ხოთ, მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს (იცი­ნის).

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია?

- არა, ცნო­ბი­ლი არ არის. ამ თე­მა­ზე ჯერ სა­უ­ბა­რი არ მინ­და.

- რა­დი­ო­ში უძღვე­ბი გა­და­ცე­მას, რომ­ლი­თაც ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნე­თის გაც­ნო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი, ბევ­რი წყვი­ლი და­ა­ო­ჯა­ხე?

- რაც მე ვიცი - 30 წყვი­ლია - ეს ვინც მო­ვი­და ან და­რე­კა და გაგ­ვა­გე­ბი­ნა, შე­იძ­ლე­ბა უფრო მე­ტიც არის, მაგ­რამ არ შე­მოგ­ვხმი­ა­ნე­ბი­ან.

- თა­ვად თუ გა­გიც­ნია მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ერთხანს ვირ­ტუ­ა­ლუ­რად ესა­უბ­რე­ბო­დი?

- კი, მაგ­რამ თა­ვი­დან­ვე მე­გობ­რუ­ლი მიზ­ნე­ბით გა­ვი­ცა­ნი და დღეს ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი ვართ.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, შენი ყო­ფი­ლი ქმრე­ბი (აჩი და გუფი) დაბ­რუ­ნე­ბას გთხო­ვენ, რას მო­ი­მოქ­მე­დებ?

- ორი­ვე? და მე­ო­რეს ცოლი რომ ჰყ­ავს? ვაა, აქამ­დე და­ეთ­მოთ და ეთხო­ვათ დაბ­რუ­ნე­ბა, უკვე გვი­ა­ნია (იცი­ნის).

- მა­ინც რო­მელ­თან შე­რი­გე­ბა­ზე და­ფიქ­რდე­ბო­დი?

- არც ერ­თთან. ორი­ვეს ვე­ტყო­დი, რომ აღარ მიყ­ვარს. თუმ­ცა, ორი­ვეს შე­მო­ვი­პა­ტი­ჟებ­დი და ყა­ვით გა­ვუ­მას­პინ­ძლდე­ბო­დი. ისე, მე და აჩი ვმე­გობ­რობთ და თბი­ლის­ში როცა ჩა­მო­დის, ყა­ვას ხში­რად ვსვამთ ერ­თად, ოღონდ შე­რი­გე­ბა­ზე სა­უბ­რის გა­რე­შე.

- ხომ არ მი­გაჩ­ნია, რომ პარტნი­ო­რად მუ­სი­კო­სი მა­მა­კა­ცი არ უნდა აირ­ჩიო?

- არა, უბ­რა­ლოდ, ვიდ­რე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ, ადა­მი­ა­ნი კარ­გად უნდა გა­იც­ნო, პრო­ფე­სი­ას მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ძვირ­ფას სა­ჩუ­ქარს გი­ძღვნის, რო­გო­რი რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­დე­ბა, ან მე რა­ტომ უნდა მა­ჩუ­ქოს?

- რა ვიცი, რომ გა­ჩუ­ქოს, მი­ი­ღებ­დი?

- პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე არ ვმუ­შა­ობ, შე­სა­ბა­მი­სად, არ მაქვს პო­ლი­ტი­კო­სებ­თან კონ­ტაქ­ტი. რო­გორც წესი, ასეთ სა­ჩუქ­რებს ტყუ­ი­ლად არ იღე­ბენ. შენც და მეც ბევ­რი სტა­ტია გვაქვს ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით წა­კი­თხუ­ლი და ამი­ტომ ძა­ლი­ან შემ­რცხვე­ბო­და.

- თვი­თონ რას აჩუ­ქებ­დი მას?

- არა­ფერს, რა უნდა აჩუ­ქო ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფე­რი აქვს? რომ ვიც­ნობ­დე, და­ახ­ლო­ე­ბით მე­ცო­დი­ნე­ბო­და მისი გე­მოვ­ნე­ბა და, ალ­ბათ, რა­მეს მო­ვი­ფიქ­რებ­დი, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში წარ­მოდ­გე­ნაც კი არ მაქვს მის გე­მოვ­ნე­ბა­ზე.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ ჩვე­ნი გა­ზე­თის პირ­ველ გვერ­დზე შენი ძა­ლი­ან სექ­სუ­ა­ლუ­რი ფო­ტოა, სა­დაც კარ­გად ჩანს შენი მკერ­დი. რას მო­ი­მოქ­მე­დებ­დი?

- ფო­ტო­შო­პია?

- არა, ჩვენ მო­ვი­პო­ვეთ ეს ფოტო.

- ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დე­ბი, მაგ­რამ ვე­რა­ფერს ვი­ზამ, რად­გან ვიცი, რომ ჟურ­ნა­ლისტს აქვს უფ­ლე­ბა, გა­მო­აქ­ვეყ­ნოს ფოტო, რო­მე­ლიც თვი­თონ მო­ი­პო­ვა.

- შე­გიძ­ლია გაგ­ვიმ­ხი­ლო, რა­ტომ არ გაც­ვია დე­კოლ­ტე უკვე ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი მკერ­დის ოპე­რა­ცი­ის მერე?

- (იცი­ნის) იმი­ტომ, რომ ჯერ არ ვარ შეჩ­ვე­უ­ლი მოშ­ტე­რე­ბულ მზე­რას. უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ თავს, როცა და­ჟი­ნე­ბით მი­ყუ­რე­ბენ. ხან­და­ხან კი ვიც­ვამ, როცა სად­მე მივ­დი­ვარ, ყო­ველ­დღი­უ­რად - არა.

- ხომ არ უნდა ვე­ლო­დოთ, რომ მალე შენს რჩე­ულს სა­ზო­გა­დო­ე­ბაც იხი­ლავს?

- არა, ყვე­ლა­ფერს მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს (იცი­ნის).

ფსი­ქო­ლო­გის დას­კვნა

ლე­ვან ოდი­შა­რია, ფსი­ქო­ლო­გი: - არის აქ­ტი­უ­რი, იმ­პულ­სუ­რი და დო­მი­ნან­ტი. ვერ ვი­ტყვი, რომ ჩა­კე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნია, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან გულ­ღია და გულ­წრფე­ლია. ცხოვ­რე­ბა­ში მა­ძი­ებ­ლის პო­ზი­ცია უკა­ვია და როცა მი­აჩ­ნია, რომ სა­ჭი­როა - არის აგ­რე­სი­უ­ლიც.

მაკა ქო­ბა­ლია

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

შეურიგდება თუ არა თამუნა მუსერიძე ყოფილ ქმარს

შეურიგდება თუ არა თამუნა მუსერიძე ყოფილ ქმარს

"ფსიქოს" სტუმარია ცნობილი ტელე და რადიოწამყვანი თამუნა მუსერიძე. ვისაც მასთან ერთად რადიო "აფხაზეთის ხმაში" "თეთრი ღამეები" გითენებიათ და თქვენი გულის წუხილი მისთვის გაგიმხელიათ, ამ ინტერვიუთი მასზე ბევრი საინტერესო სიახლის გაგებას შეძლებთ.

- თამუნა, ძალიან აქტიური ხარ: მუშაობ რადიოში, ტელევიზიაში.. ხომ არ არის კიდევ რამე სიახლე შენს კარიერაში?

- ვმუშაობ კლუბ Moscow-შიც, ვგეგმავ საღამოებსა და პიარს. ამ კლუბის მენეჯერმა ანკა რაზმაძემ ქართული საღამოების გაკეთება შემომთავაზა, მეც სიამოვნებით დავთანხმდი და პირველი "პანჩოს" საღამო გავაკეთე. ძალიან კარგი გამოვიდა.

- ასეთი დატვირთული სამუშაო პირად ცხოვრებაში ხელს არ გიშლის?

- არა. ადამიანმა, რომელიც იწყებს შენთან ურთიერთობას, თავიდანვე იცის, როგორი რეჟიმით და რიტმით ცხოვრობ. შესაბამისად, თუ უნდა შენთან ყოფნა, ცდილობს, ფეხი აგიწყოს და გაგიგოს.

- თუ არის ადამიანი, ვინც ცდილობს, ფეხი აუწყოს შენი ცხოვრების რიტმს?

- ჯერ არ ვიცი. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს (იცინის).

- საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანია?

- არა, ცნობილი არ არის. ამ თემაზე ჯერ საუბარი არ მინდა.

- რადიოში უძღვები გადაცემას, რომლითაც ადამიანებს ერთმანეთის გაცნობაში ეხმარები, ბევრი წყვილი დააოჯახე?

- რაც მე ვიცი - 30 წყვილია - ეს ვინც მოვიდა ან დარეკა და გაგვაგებინა, შეიძლება უფრო მეტიც არის, მაგრამ არ შემოგვხმიანებიან.

- თავად თუ გაგიცნია მამაკაცი, რომელსაც ერთხანს ვირტუალურად ესაუბრებოდი?

- კი, მაგრამ თავიდანვე მეგობრული მიზნებით გავიცანი და დღეს ძალიან ახლო მეგობრები ვართ.

- წარმოიდგინე, შენი ყოფილი ქმრები (აჩი და გუფი) დაბრუნებას გთხოვენ, რას მოიმოქმედებ?

- ორივე? და მეორეს ცოლი რომ ჰყ­ავს? ვაა, აქამდე დაეთმოთ და ეთხოვათ დაბრუნება, უკვე გვიანია (იცინის).

- მაინც რომელთან შერიგებაზე დაფიქრდებოდი?

- არც ერთთან. ორივეს ვეტყოდი, რომ აღარ მიყვარს. თუმცა, ორივეს შემოვიპატიჟებდი და ყავით გავუმასპინძლდებოდი. ისე, მე და აჩი ვმეგობრობთ და თბილისში როცა ჩამოდის, ყავას ხშირად ვსვამთ ერთად, ოღონდ შერიგებაზე საუბრის გარეშე.

- ხომ არ მიგაჩნია, რომ პარტნიორად მუსიკოსი მამაკაცი არ უნდა აირჩიო?

- არა, უბრალოდ, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებ, ადამიანი კარგად უნდა გაიცნო, პროფესიას მნიშვნელობა არა აქვს.

- წარმოიდგინე, საქართველოს პრე­ზიდენტი ძვირფას საჩუქარს გიძღვნის, როგორი რეაქცია გექნება?

- ძალიან გამიკვირდება, ან მე რატომ უნდა მაჩუქოს?

- რა ვიცი, რომ გაჩუქოს, მიიღებდი?

- პოლიტიკურ თემებზე არ ვმუშაობ, შესაბამისად, არ მაქვს პოლიტიკოსებთან კონტაქტი. როგორც წესი, ასეთ საჩუქრებს ტყუილად არ იღებენ. შენც და მეც ბევრი სტატია გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით წაკითხული და ამიტომ ძალიან შემრცხვებოდა.

- თვითონ რას აჩუქებდი მას?

- არაფერს, რა უნდა აჩუქო ადამიანს, რომელსაც ყველაფერი აქვს? რომ ვიცნობდე, დაახლოებით მეცოდინებოდა მისი გემოვნება და, ალბათ, რამეს მოვიფიქრებდი, მაგრამ ამ შემთხვევაში წარმოდგენაც კი არ მაქვს მის გემოვნებაზე.

- წარმოიდგინე, რომ ჩვენი გაზეთის პირველ გვერდზე შენი ძალიან სექსუალური ფოტოა, სადაც კარგად ჩანს შენი მკერდი. რას მოიმოქმედებდი?

- ფოტოშოპია?

- არა, ჩვენ მოვიპოვეთ ეს ფოტო.

- ძალიან გავბრაზდები, მაგრამ ვერაფერს ვიზამ, რადგან ვიცი, რომ ჟურნალისტს აქვს უფლება, გამოაქვეყნოს ფოტო, რომელიც თვითონ მოიპოვა.

- შეგიძლია გაგვიმხილო, რატომ არ გაცვია დეკოლტე უკვე ყველასათვის ცნობილი მკერდის ოპერაციის მერე?

- (იცინის) იმიტომ, რომ ჯერ არ ვარ შეჩვეული მოშტერებულ მზერას. უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა დაჟინებით მიყურებენ. ხანდახან კი ვიცვამ, როცა სადმე მივდივარ, ყოველდღიურად - არა.

- ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ მალე შენს რჩეულს საზოგადოებაც იხილავს?

- არა, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს (იცინის).

ფსიქოლოგის დასკვნა

ლევან ოდიშარია, ფსიქოლოგი: - არის აქტიური, იმპულსური და დომინანტი. ვერ ვიტყვი, რომ ჩაკეტილი ადამიანია, პირიქით, ძალიან გულღია და გულწრფელია. ცხოვრებაში მაძიებლის პოზიცია უკავია და როცა მიაჩნია, რომ საჭიროა - არის აგრესიულიც.

მაკა ქობალია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები