პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ის ძალა ვართ, რომელმაც დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით გადააბარა ხელისუფლება"
"ჩვენ ის ძალა ვართ, რომელმაც დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით გადააბარა ხელისუფლება"

"ჩვენ ცო­ცხლე­ბი ვართ კი არა, ვმუ­შა­ობთ, ვმოქ­მე­დებთ და სი­ახ­ლე­ებს ვგეგ­მავთ. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას"რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან მხარ­და­ჭე­რის პრობ­ლე­მა არ აქვს, ეს თვალ­ნათ­ლივ გვაჩ­ვე­ნა 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ამ, რი­სიც ასე ძა­ლი­ან ეში­ნო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას", - აცხა­დებს უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ხა­თუ­ნა ოჩი­ა­უ­რი. მისი თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეი­ფო­რი­ამ თან­და­თან გა­და­უ­ა­რა და რე­ა­ლო­ბის აღ­ქმა და­ი­წყო...

- რაც უნდა სა­წყე­ნი იყოს ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბის­თვის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა"ის ძა­ლაა, რო­მელ­საც დღე და ღამე უკი­ჟი­ნებ­დნენ, კა­ცი­ჭა­მი­ე­ბის, მკვლე­ლე­ბი­სა და სა­დის­ტე­ბის პარ­ტია ხართ, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი ერის გა­და­შე­ნე­ბა აქვს გან­ზრა­ხუ­ლიო. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჩვენ ის ძალა ვართ, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით გა­და­ა­ბა­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხალ­ხის მიერ არ­ჩე­ულ კო­ა­ლი­ცი­ას. ასე რომ, სწო­რედ ახლა, დიდი სი­ა­მა­ყით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩვენ დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფოს ვა­შე­ნებ­დით. დიახ, იყო შეც­დო­მე­ბიც, მაგ­რამ ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნი­სას მათი გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა ვის­წავ­ლეთ. ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კი­დევ წინ არის...

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ამას მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს, უბ­რა­ლოდ, იმის თქმა მინ­და, რომ პო­ლი­ტი­კურ ძილ­სა და მო­დუ­ნე­ბას არ ვა­პი­რებთ, პი­რი­ქით, ბოლო დროს კარ­გად ჩანს ჩვე­ნი თან­მიმ­დევ­რუ­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა. სწო­რედ ეს აფრ­თხობთ ჩვენს ოპო­ნენ­ტებს.

- კონ­კრე­ტუ­ლად რაში გა­მოი­ხა­ტე­ბა?.. არა­ერ­თხელ გა­მო­ჟო­ნა ინ­ფორ­მა­ცი­ამ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში"არ­სე­ბუ­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბის შე­სა­ხებ, სა­უ­ბა­რია მე­რა­ბიშ­ვი­ლი-სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე, ახა­ლა­ი­ე­ბის "მოკ­ვე­თა­ზე"...

- არ არის ასე, არ მინ­და სა­უ­ბა­რი ცალ­კე­ულ პერ­სო­ნებ­ზე, მაგ­რამ აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­შია და ეს ნორ­მა­ლუ­რია. ბაჩო ახა­ლა­ია არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მარ­თლაც დიდი საქ­მე გა­ა­კე­თა. მან შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო და ქურ­დუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი ალაგ­მა ქვე­ყა­ნა­ში. მა­შინ, რო­დე­საც ხალ­ხს ეი­ფო­რია გა­და­უვ­ლის და მად­ლო­ბა ღმერ­თს, ამის ნიშ­ნე­ბი უკვე არის, მიხ­ვდე­ბა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა"ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მტე­რი კი არ იყო, ბევ­რი კარ­გი საქ­მე გა­ა­კე­თა... ვნა­ხოთ, რას გა­ა­კე­თებს "ქარ­თვე­ლი ერის გა­დამ­რჩე­ნე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა". ჯერ­ჯე­რო­ბით რა­საც ვხე­დავ, ყვე­ლაფ­რის გაძ­ვი­რე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან გაშ­ვე­ბის გარ­და არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა. პა­რა­ლე­ლუ­რად, მუდ­მი­ვად გვეს­მის, რომ უამ­რა­ვი რა­მის დე­მონ­ტაჟს გეგ­მა­ვენ, უნ­დათ და­შა­ლონ "მშვი­დო­ბის ხიდი", მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რი რი­ყე­ზე, ახა­ლი იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი თბი­ლის­ში, რო­მელ­მაც არა­ერ­თი უცხო­ე­ლი აღაფრ­თო­ვა­ნა...

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ჩვენ ის ძალა ვართ, რომელმაც დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით გადააბარა ხელისუფლება"

"ჩვენ ის ძალა ვართ, რომელმაც დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით გადააბარა ხელისუფლება"

"ჩვენ ცოცხლები ვართ კი არა, ვმუშაობთ, ვმოქმედებთ და სიახლეებს ვგეგმავთ. "ნაციონალურ მოძრაობას"რომ საზოგადოებისგან მხარდაჭერის პრობლემა არ აქვს, ეს თვალნათლივ გვაჩვენა 19 აპრილის აქციამ, რისიც ასე ძალიან ეშინოდა ხელისუფლებას", - აცხადებს უმცირესობის წევრი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ხათუნა ოჩიაური. მისი თქმით, საზოგადოებას ეიფორიამ თანდათან გადაუარა და რეალობის აღქმა დაიწყო...

- რაც უნდა საწყენი იყოს ჩვენი ოპონენტებისთვის, "ნაციონალური მოძრაობა"ის ძალაა, რომელსაც დღე და ღამე უკიჟინებდნენ, კაციჭამიების, მკვლელებისა და სადისტების პარტია ხართ, რომელსაც ქართველი ერის გადაშენება აქვს განზრახულიო. სინამდვილეში, ჩვენ ის ძალა ვართ, რომელმაც ყველაზე დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით გადააბარა ხელისუფლება ხალხის მიერ არჩეულ კოალიციას. ასე რომ, სწორედ ახლა, დიდი სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებდით. დიახ, იყო შეცდომებიც, მაგრამ ოპოზიციაში ყოფნისას მათი გაანალიზება ვისწავლეთ. ასე რომ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის...

- რას გულისხმობთ?

- ამას მომავალი გვიჩვენებს, უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ პოლიტიკურ ძილსა და მოდუნებას არ ვაპირებთ, პირიქით, ბოლო დროს კარგად ჩანს ჩვენი თანმიმდევრული და ორგანიზებული პოლიტიკა. სწორედ ეს აფრთხობთ ჩვენს ოპონენტებს.

- კონკრეტულად რაში გამოი­ხატება?.. არაერთხელ გამოჟონა ინფორმაციამ "ნაციონალურ მოძრაობაში"არსებული განხეთქილების შესახებ, საუბარია მერაბიშვილი-სააკაშვილის დაპირისპირებაზე, ახალაიების "მოკვეთაზე"...

- არ არის ასე, არ მინდა საუბარი ცალკეულ პერსონებზე, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა ყველა პოლიტიკურ პარტიაშია და ეს ნორმალურია. ბაჩო ახალაია არის ადამიანი, რომელმაც მართლაც დიდი საქმე გააკეთა. მან შეუძლებელი შეძლო და ქურდული მენტალიტეტი ალაგმა ქვეყანაში. მაშინ, როდესაც ხალხს ეიფორია გადაუვლის და მადლობა ღმერთს, ამის ნიშნები უკვე არის, მიხვდება, რომ "ნაციონალური მოძრაობა"ქართველი საზოგადოების მტერი კი არ იყო, ბევრი კარგი საქმე გააკეთა... ვნახოთ, რას გააკეთებს "ქართველი ერის გადამრჩენელი ხელისუფლება". ჯერჯერობით რასაც ვხედავ, ყველაფრის გაძვირებისა და ადამიანების სამსახურებიდან გაშვების გარდა არაფერი გაკეთებულა. პარალელურად, მუდმივად გვესმის, რომ უამრავი რამის დემონტაჟს გეგმავენ, უნდათ დაშალონ "მშვიდობის ხიდი", მუსიკისა და დრამის თეატრი რიყეზე, ახალი იუსტიციის სახლი თბილისში, რომელმაც არაერთი უცხოელი აღაფრთოვანა...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"