პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპანია "ასკანელი ძმები" საწარმოო სიმძლავრეებს ზრდის
კომპანია "ასკანელი ძმები" საწარმოო სიმძლავრეებს ზრდის

ელი­ტა­რუ­ლი ალ­კოჰო­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია "ას­კა­ნე­ლი ძმე­ბი" სა­წარ­მოო სიმ­ძლავ­რე­ე­ბის გაზ­რდას აპი­რებს. სა­ინ­ვეს­ტი­ციო გეგ­მე­ბი "ას­კა­ნე­ლი ძმე­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ჯიმ­შერ ჩხა­ი­ძე-ას­კა­ნელ­მა მა­ს­მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს 23 მა­ისს ქარ­ხა­ნა­ში გა­მარ­თუ­ლი მე­დია-ტუ­რის დროს გა­აც­ნო.

მისი თქმით, ახა­ლი სა­ამ­ქრო ამ­ჟა­მად პრო­ექ­ტი­რე­ბის ეტაპ­ზეა. მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მელ­შიც 3 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­ი­დე­ბა, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­ი­წყე­ბა და ISO სტან­დარ­ტე­ბის სრუ­ლი დაც­ვით წა­რი­მარ­თე­ბა. ახა­ლი სა­წარ­მოო ხაზი გათ­ვლი­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც არ­სე­ბუ­ლი ბაზ­რე­ბის მზარ­დი მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე, ასე­ვე ახა­ლი ბაზ­რე­ბის მო­ძი­ე­ბა­ზე, ასორ­ტი­მენ­ტის გაზ­რდა­ზე და "ას­კა­ნე­ლის" სა­ვაჭ­რო ნიშ­ნის ღირ­სე­უ­ლი სა­ხე­ლით დამ­კვიდ­რე­ბა­ზე მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე.

მე­დია-ტუ­რის დროს მა­ს­მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს ლი­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ქარ­ხა­ნა, და­ეს­წრნენ ღვი­ნი­სა და კო­ნი­ა­კის ჩა­მოს­ხმის პრო­ცესს, გა­ეც­ნენ ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მუ­შა­ო­ბის სტან­დარ­ტებს, მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია კომ­პა­ნი­ის სა­ინ­ვეს­ტი­ციო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ და ასე­ვე სხვა­დას­ხვა წლო­ვა­ნე­ბის ქარ­თუ­ლი ბრენ­დი და ღვი­ნო და­ა­გე­მოვ­ნეს.

ქარ­ხა­ნა, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს 2005 წელს აშენ­და და მას­ში 5 მი­ლი­ო­ნი ლარი ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­ი­დო. მისი წარ­მა­დო­ბა ერთ სა­მუ­შა­ო­დღე­ში 25 000 ბოთლს შე­ად­გენს. ქარ­ხა­ნა აღ­ჭურ­ვი­ლია Gavagnino&Gatti-ს და Fimer-ის იტა­ლი­უ­რი წარ­მო­ე­ბის უახ­ლე­სი და­ნად­გა­რე­ბით და გერ­მა­ნუ­ლი ბრენ­დის ZEITZ -ის ფილტრა­ცი­ის სის­ტე­მით. ქარ­ხა­ნას გა­აჩ­ნია ბრენ­დის და ჭა­ჭის სახ­დე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რა. სა­კო­ნი­ა­კე სპირ­ტე­ბი და სა­მარ­კო ღვი­ნო­ე­ბი ინა­ხე­ბა მუ­ხის კას­რებ­ში. წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სის ყვე­ლა ეტა­პის მკაც­რი კონ­ტრო­ლი (მთე­ლი ციკ­ლი ყუ­რძნის მი­ღე­ბი­დან ჩა­მოს­ხმამ­დე და სა­ექ­სპორ­ტოდ გაგ­ზავ­ნამ­დე), ასე­ვე სი­ცი­ვით და­მუ­შა­ვე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­სა და ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტის ღვი­ნი­სა და კო­ნი­ა­კის წარ­მო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ქარ­ხა­ნა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს უნი­კა­ლუ­რი და უძ­ვე­ლე­სი სახ­დე­ლი, რო­მელ­შიც კო­ნი­ა­კის გა­მოხ­და ფრან­გუ­ლი მე­თო­დით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რაც შე­ე­ხე­ბა ხა­რის­ხის კონ­ტროლს, რო­გორც ქარ­ხნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის უფ­რო­სი თეა ქი­ტუ­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი მუდ­მი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბა და იწყე­ბა იმ ნი­ა­და­გის შეს­წავ­ლით, სა­დაც იზ­რდე­ბა ყუ­რძე­ნი. ლა­ბო­რა­ტო­რია იკ­ვლევს რა რე­აქ­ტი­ვე­ბით იწამ­ლე­ბა ყუ­რძე­ნი ნა­ად­რევ ეტაპ­ზე, შემ­დეგ სის­ტე­მა­ტუ­რად სიმ­წი­ფე­ში შეს­ვლი­სას, იღებს სა­ერ­თო შაქ­რი­ა­ნო­ბის ანა­ლიზს, დუ­ღი­ლის დროს მუდ­მი­ვად ამოწ­მებს ქი­მი­უ­რად და გე­მო­ზე. "შე­მოწ­მე­ბის მე­თო­დე­ბი გოს­ტი­რე­ბუ­ლია და სას­მე­ლი გა­დის შე­მოწ­მე­ბას არა მხო­ლოდ ჩვენ­თან, არა­მედ ვაგ­ზავ­ნით ნი­მუ­შებს აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­და­კონ­ტრო­ლე­ბი­სათ­ვის. და­მო­უ­კი­დე­ბელ და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ვი­ღებთ სერ­ტი­ფი­კა­ტებს, რათა ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში გვქონ­დეს პრო­დუქ­ცი­ის გაგ­ზავ­ნის უფ­ლე­ბა. რაც მთა­ვა­რია, ვირ­ჩევთ მხო­ლოდ მა­ღალ­ხა­რის­ხი­ან წი­თელ და თეთრ ყუ­რძენს და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბი­დან. ალ­კოჰო­ლუ­რი დუ­ღი­ლის პრო­ცეს­ში ვი­ყე­ნებთ სპე­ცი­ა­ლურ სა­ფუვ­რებს, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ალ­კოჰო­ლუ­რი ფერ­მენ­ტა­ცი­ის სა­ი­მე­დო­ო­ბას და ამ­ცი­რე­ბენ ფერ­მენ­ტა­ცი­ის შე­დე­გად არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო არო­მა­ტე­ბის წარ­მოქ­მნას. ჩვენ ვი­ყე­ნებთ მხო­ლოდ იმ პრე­პა­რა­ტებს, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბას" -აცხა­დებს თეა ქი­ტუ­აშ­ვი­ლი.

ხა­რისხთან და­კავ­ში­რე­ბით "ას­კა­ნე­ლი ძმე­ბის" მედ­ლე­ბი­სა და ჯილ­დო­ე­ბის კო­ლექ­ცი­ას ამ დღე­ებ­ში შე­ე­მა­ტა "Decanter 2013 World Wine Awards"-ის სამი ახა­ლი აღი­ა­რე­ბა. ლონ­დონ­ში დე­კან­ტე­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ღვი­ნის 2013 წლის ფეს­ტი­ვალ­ზე და­ჯილ­დოვ­და ღვი­ნო­ე­ბი "ცო­ლი­კა­უ­რი 2012 წლის მო­სა­ვა­ლი", "როზე 2012 წლის მო­სა­ვა­ლი" და "სა­ფე­რა­ვი 2011 წლის მო­სა­ვა­ლი".

კომ­პა­ნი­ას "ას­კა­ნე­ლი ძმე­ბი" მუდ­მი­ვად უწე­ვენ კონ­სულ­ტა­ცი­ას უცხო­ე­ლი სა­ხე­ლო­ვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. მათ შო­რის: ივან პრი­და - პრო­ფე­სო­რი, მოლ­და­ვე­თის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მეღ­ვი­ნე, მი­ლოშ მიხ­ლოვ­სკი - ცნო­ბი­ლი ჩეხი პრო­ფე­სო­რი, დე­გუს­ტა­ტო­რი და ფრან­გი სო­მე­ლიე, ღვი­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი - ჰი­უგ­ბო.

ასე­ვე სის­ტე­მა­ტუ­რად იმაღ­ლე­ბენ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ქარ­ხნის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­დამ­ზა­დე­ბას ევ­რო­პა­ში გა­დი­ან. ტრე­ნინ­გე­ბი მოწ­ვე­უ­ლი ამე­რი­კე­ლი და გერ­მა­ნე­ლი ტექ­ნო­ლო­გე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ მათ­თვის სა­ქარ­თვე­ლო­შიც იმარ­თე­ბა.

კომ­პა­ნია იცავს მა­ღალ სტან­დარ­ტებს და აკ­მა­ყო­ფი­ლებს სხვა­დას­ხვა ბაზ­რის მო­თხოვ­ნებ­სა და პა­რა­მეტ­რებს. "ას­კა­ნე­ლი ძმე­ბი"-ს მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი სას­მე­ლე­ბი გა­დის ექ­სპორტზე აშშ-ში, უკ­რა­ი­ნა­ში, ჩი­ნეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ეს­ტო­ნეთ­ში, ლიტ­ვა­ში, ლატ­ვი­ა­ში, პო­ლო­ნეთ­ში, ჩე­ხეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, ფი­ნეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში და ბე­ლო­რუ­სი­ა­ში.

კომ­პა­ნია "ას­კა­ნე­ლი ძმე­ბი" 15 წლის წინ და­არ­სდა და სა­დღე­ი­სოდ ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­აა ქარ­თუ­ლი ელი­ტა­რუ­ლი ალ­კოჰო­ლის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ებს შო­რის. კომ­პა­ნია აწარ­მო­ებს 8 სა­ხე­ო­ბის კო­ნი­აკს, 32 და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნოს, 4 და­სა­ხე­ლე­ბის ჭა­ჭას. "ას­კა­ნე­ლი ძმე­ბის" პრო­დუქ­ცია აღი­ა­რე­ბუ­ლია სა­უ­კე­თე­სოდ და მი­ღე­ბუ­ლი აქვს 100-ზე მეტი ჯილ­დო სხვა­დას­ხვა გა­მო­ფე­ნებ­სა და დე­გუს­ტა­ცი­ებ­ზე.

ცნო­ბის­თვის: კომ­პა­ნი­ის ის­ტო­რია სა­თა­ვეს ბევ­რად უფ­როა დრე, 1880 წელს გუ­რი­ის სო­ფელ ას­კა­ნა­ში იღებს და ან­თი­მოზ ჩხა­ი­ძეს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­მაც ას­კა­ნა­ში ღვი­ნის მა­რა­ნი და­არ­სა. მის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არო­მა­ტით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. ან­თი­მოზ ჩხა­ი­ძის შთა­მო­მავ­ლებ­მა გა­აგ­ძე­ლეს წი­ნაპ­რის ტრა­დი­ცია და დღეს სა­ქარ­თვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნო­სა და ბრენ­დის სთა­ვა­ზო­ბენ.

R

კომპანია "ასკანელი ძმები" საწარმოო სიმძლავრეებს ზრდის

კომპანია "ასკანელი ძმები" საწარმოო სიმძლავრეებს ზრდის

ელიტარული ალკოჰოლის მწარმოებელი კომპანია "ასკანელი ძმები" საწარმოო სიმძლავრეების გაზრდას აპირებს. საინვესტიციო გეგმები "ასკანელი ძმების" დამფუძნებელმა, ჯიმშერ ჩხაიძე-ასკანელმა მასმედიის წარმომადგენლებს 23 მაისს ქარხანაში გამართული მედია-ტურის დროს გააცნო.

მისი თქმით, ახალი საამქრო ამჟამად პროექტირების ეტაპზეა. მშენებლობა, რომელშიც 3 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება, უახლოეს მომავალში დაიწყება და ISO სტანდარტების სრული დაცვით წარიმართება. ახალი საწარმოო ხაზი გათვლილი იქნება როგორც არსებული ბაზრების მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ასევე ახალი ბაზრების მოძიებაზე, ასორტიმენტის გაზრდაზე და "ასკანელის" სავაჭრო ნიშნის ღირსეული სახელით დამკვიდრებაზე მსოფლიო ბაზარზე.

მედია-ტურის დროს მასმედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ლილოში არსებული ქარხანა, დაესწრნენ ღვინისა და კონიაკის ჩამოსხმის პროცესს, გაეცნენ ლაბორატორიის მუშაობის სტანდარტებს, მიიღეს ინფორმაცია კომპანიის საინვესტიციო გეგმების შესახებ და ასევე სხვადასხვა წლოვანების ქართული ბრენდი და ღვინო დააგემოვნეს.

ქარხანა, რომელიც ჟურნალისტებმა დაათვალიერეს 2005 წელს აშენდა და მასში 5 მილიონი ლარი ინვესტიცია ჩაიდო. მისი წარმადობა ერთ სამუშაოდღეში 25 000 ბოთლს შეადგენს. ქარხანა აღჭურვილია Gavagnino&Gatti-ს და Fimer-ის იტალიური წარმოების უახლესი დანადგარებით და გერმანული ბრენდის ZEITZ -ის ფილტრაციის სისტემით. ქარხანას გააჩნია ბრენდის და ჭაჭის სახდელი თანამედროვე აპარატურა. საკონიაკე სპირტები და სამარკო ღვინოები ინახება მუხის კასრებში. წარმოების პროცესის ყველა ეტაპის მკაცრი კონტროლი (მთელი ციკლი ყურძნის მიღებიდან ჩამოსხმამდე და საექსპორტოდ გაგზავნამდე), ასევე სიცივით დამუშავება მაღალი ხარისხისა და ფართო ასორტიმენტის ღვინისა და კონიაკის წარმოების საშუალებას იძლევა. ქარხანაში ფუნქციონირებს უნიკალური და უძველესი სახდელი, რომელშიც კონიაკის გამოხდა ფრანგული მეთოდით მიმდინარეობს.

რაც შეეხება ხარისხის კონტროლს, როგორც ქარხნის ლაბორატორიის უფროსი თეა ქიტუაშვილი აცხადებს, ხარისხის კონტროლი მუდმივად ხორციელდება და იწყება იმ ნიადაგის შესწავლით, სადაც იზრდება ყურძენი. ლაბორატორია იკვლევს რა რეაქტივებით იწამლება ყურძენი ნაადრევ ეტაპზე, შემდეგ სისტემატურად სიმწიფეში შესვლისას, იღებს საერთო შაქრიანობის ანალიზს, დუღილის დროს მუდმივად ამოწმებს ქიმიურად და გემოზე. "შემოწმების მეთოდები გოსტირებულია და სასმელი გადის შემოწმებას არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ვაგზავნით ნიმუშებს აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადაკონტროლებისათვის. დამოუკიდებელ და სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში ვიღებთ სერტიფიკატებს, რათა ნებისმიერ ქვეყანაში გვქონდეს პროდუქციის გაგზავნის უფლება. რაც მთავარია, ვირჩევთ მხოლოდ მაღალხარისხიან წითელ და თეთრ ყურძენს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან. ალკოჰოლური დუღილის პროცესში ვიყენებთ სპეციალურ საფუვრებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ალკოჰოლური ფერმენტაციის საიმედოობას და ამცირებენ ფერმენტაციის შედეგად არასასიამოვნო არომატების წარმოქმნას. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ იმ პრეპარატებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალხარისხიანი სასმელების მიღებას" -აცხადებს თეა ქიტუაშვილი.

ხარისხთან დაკავშირებით "ასკანელი ძმების" მედლებისა და ჯილდოების კოლექციას ამ დღეებში შეემატა "Decanter 2013 World Wine Awards"-ის სამი ახალი აღიარება. ლონდონში დეკანტერის საერთაშორისო ღვინის 2013 წლის ფესტივალზე დაჯილდოვდა ღვინოები "ცოლიკაური 2012 წლის მოსავალი", "როზე 2012 წლის მოსავალი" და "საფერავი 2011 წლის მოსავალი".

კომპანიას "ასკანელი ძმები" მუდმივად უწევენ კონსულტაციას უცხოელი სახელოვანი სპეციალისტები. მათ შორის: ივან პრიდა - პროფესორი, მოლდავეთის დამსახურებული მეღვინე, მილოშ მიხლოვსკი - ცნობილი ჩეხი პროფესორი, დეგუსტატორი და ფრანგი სომელიე, ღვინის სპეციალისტი - ჰიუგბო.

ასევე სისტემატურად იმაღლებენ კვალიფიკაციას ქარხნის სპეციალისტები, რომლებიც გადამზადებას ევროპაში გადიან. ტრენინგები მოწვეული ამერიკელი და გერმანელი ტექნოლოგებისა და სპეციალისტების მიერ მათთვის საქართველოშიც იმართება.

კომპანია იცავს მაღალ სტანდარტებს და აკმაყოფილებს სხვადასხვა ბაზრის მოთხოვნებსა და პარამეტრებს. "ასკანელი ძმები"-ს მიერ წარმოებული სასმელები გადის ექსპორტზე აშშ-ში, უკრაინაში, ჩინეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, ყაზახეთში, ფინეთში, აზერბაიჯანში და ბელორუსიაში.

კომპანია "ასკანელი ძმები" 15 წლის წინ დაარსდა და სადღეისოდ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ქართული ელიტარული ალკოჰოლის მწარმოებელ კომპანიებს შორის. კომპანია აწარმოებს 8 სახეობის კონიაკს, 32 დასახელების ღვინოს, 4 დასახელების ჭაჭას. "ასკანელი ძმების" პროდუქცია აღიარებულია საუკეთესოდ და მიღებული აქვს 100-ზე მეტი ჯილდო სხვადასხვა გამოფენებსა და დეგუსტაციებზე.

ცნობისთვის: კომპანიის ისტორია სათავეს ბევრად უფროა დრე, 1880 წელს გურიის სოფელ ასკანაში იღებს და ანთიმოზ ჩხაიძეს უკავშირდება, რომელმაც ასკანაში ღვინის მარანი დაარსა. მის მიერ დამზადებული ღვინოები მრავალფეროვნებითა და განსაკუთრებული არომატით გამოირჩეოდნენ. ანთიმოზ ჩხაიძის შთამომავლებმა გააგძელეს წინაპრის ტრადიცია და დღეს საქართველოსა და მსოფლიოს საუკეთესო ღვინოსა და ბრენდის სთავაზობენ.

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო