მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღიმილის კაცი - გივი ბერიკაშვილი 80 წლის გახდა
ღიმილის კაცი - გივი ბერიკაშვილი 80 წლის გახდა

ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი და ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი 80 წლის გახ­და. ეკ­რა­ნი­სა და სცე­ნის ღი­მი­ლი - ასე შე­იძ­ლე­ბა და­ა­ხა­სი­ა­თო ორი სი­ტყვით... ის არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თა­ნაბ­რად უყ­ვართ სოფ­ლებ­სა და ქა­ლა­ქებ­ში, მისი თა­ნაბ­რად ეს­მით სწავ­ლუ­ლებ­სა და გლე­ხებს...

მე და პრე­ზი­დენ­ტი ბუში ორი კაცი ვართ მსოფ­ლი­ო­ში, ვისი სა­ხე­ლიც ქუ­ჩებს სი­ცო­ცხლე­ში­ვე და­არ­ქვეს. ორი­ვე ქუჩა სა­ქარ­თვე­ლო­შია, ერთი აე­რო­პორ­ტის გზა­ზე, მე­ო­რე კი სო­ფელ კო­ლაგ­ში - გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლის გამ­ზი­რიო, - ხუმ­რობს გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი და მსმე­ნე­ლი გუ­ლი­ა­ნად იცი­ნის. შე­უძ­ლე­ბე­ლია, გულ­გრი­ლი დარ­ჩეს. ეს ხომ გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლია, მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად უყ­ვართ, რომ მარ­ტო თვი­თონ კი არა, პა­პა­მი­სი პანწკა­ლაც ახ­ლობ­ლად მი­აჩ­ნი­ათ... ცნო­ბი­ლი არ­ტის­ტი ხომ ყველ­გან სი­ა­მა­ყით აცხა­დებს - მა­მა­ჩე­მის მა­მამ, პანწკა­ლა პა­პამ აღ­მზარ­დაო...

ქარ­თვე­ლი გლე­ხკა­ცის გამ­ჭრი­ა­ხი, ხა­ლა­სი იუ­მო­რიც პანწკა­ლა პა­პის­გან მოს­დევს. ხა­ლი­სით ჰყვე­ბა არა­ერთ ამ­ბავს პა­პა­ზე:

- მიყ­ვარს სო­ფე­ლი... იქა­უ­რებ­საც ვუყ­ვარ­ვარ. ზურა ქა­ფი­ა­ნი­ძემ ჩა­მო­ი­ტა­ნა ჩვე­ნი სოფ­ლი­დან აფი­შა, რო­მელ­ზეც და­უ­წე­რი­ათ: "კო­ლა­გის კლუბ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი მხ. ფილ­მი "ლონ­დრე". მთა­ვარ როლ­ში ჩვე­ნი სოფ­ლის მკვიდ­რი - პანწკა­ლას შვი­ლიშ­ვი­ლი გი­ვია ბე­რი­კაშ­ვი­ლი".

ერთ ზა­ფხულს შინ მი­სულს პა­პამ ვი­ღა­ცის სამ­ხედ­რო ბი­ლე­თი მომ­ცა.

ეს რა არის-მეთ­ქი. ამან და მის­მა ძმა­კაც­მა ჯი­ბი­დან 80 მა­ნე­თი ამო­მა­ცა­ლე­სო.

გა­ვი­კი­თხე და ვი­პო­ვე, ვინც იყო ქურ­დი. ის 80 მა­ნე­თი გა­მო­ვარ­თვი, მაგ­რამ მე­უბ­ნე­ბა: - იცი, რა მა­ინ­ტე­რე­სებს, ჯი­გა­რო? ეგ ფული რომ ამო­ვა­ცა­ლეთ, გა­ქა­ნე­ბუ­ლი მან­ქა­ნი­დან გად­მოვ­ხტით მე და ჩემი ძმა­კა­ცი. ეგეც რომ გად­მოხ­ტაო!..

მან­ქა­ნის "კუ­ზა­ო­დან" გად­მომხტა­რა პა­პა­ჩე­მი. ერთი და­უ­ჭე­რია და სა­ბუ­თი წა­ურ­თმე­ვია, მე­ო­რე კი გაქ­ცე­უ­ლა. კაცო, ეს რა გიქ­ნია-მეთ­ქი, - მივ­ვარ­დი პა­პას. რა გი­თხრე­სო... გა­ქა­ნე­ბუ­ლი მან­ქა­ნი­დან გად­მომხტარ­ხარ-მეთ­ქი.

ეგე­ნი სხვი­სი ფუ­ლის გუ­ლის­თვის გა­დახ­ტნენ და მე ჩემი ფუ­ლის გუ­ლის­თვის აღარ გა­დავმხტა­რი­ყა­ვიო?

პანწკა­ლა პა­პას ნათ­ქვა­მი, "პალ­ტო­ი­ა­ნი მკვდა­რი გი­ნა­ხავ­სო", ხომ ფრთი­ან გა­მოთ­ქმად და­დის: - რამ­დე­ნი პალ­ტოც უნდა გქონ­დეს, რომ მოკ­ვდე­ბი, არც ერთს არ ჩა­გაც­მე­ვე­ნო, - ას­წავ­ლი­და შვი­ლიშ­ვილს, - ამი­ტომ პალ­ტო­ებ­სა და ქო­ნე­ბა­ზე თვა­ლი არ უნდა დაგ­რჩე­სო... არც დარ­ჩე­ნია... გივი ბე­რი­კაშ­ვილს თა­ვი­სი საქ­მე უყ­ვარს და აკე­თებს კი­დეც ბრწყინ­ვა­ლედ...

- ფი­ან­და­ზე­ბით მო­ფე­ნი­ლი გზა არ დამ­ხვედ­რია, დიდი შრო­მა დამ­ჭირ­და, სა­ნამ მა­ღი­ა­რებ­დნენ. ქუ­ჩა­ში რომ ცნო­ბა და­მი­წყეს, 40 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.

ერთხანს გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, მსა­ხი­ო­ბო­ბის­თვის თავი და­მე­ნე­ბე­ბი­ნა. სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში უფრო ბევ­რი ძმა­კა­ცი მყავს, ვიდ­რე ჩემი პრო­ფე­სი­ი­სა. სა­მე­ზობ­ლო, სკო­ლის მე­გობ­რე­ბი - სულ ექი­მე­ბი გახ­დნენ. ერთ-ერ­თმა მი­თხრა, - წა­მო­დი, სა­წყობ­ში წა­გიყ­ვან, კარ­ში და­ჯე­ქი და და­ით­ვა­ლე, რამ­დენ "მე­შოკ­საც" გა­ი­ტა­ნენ, აღ­რი­ცხავ და სულ ეს იქ­ნე­ბა შენი საქ­მე. ხელ­ფა­სი 400-500 მა­ნე­თი გექ­ნე­ბაო. ჩავ­ფიქ­რდი. თან ეს დიდი თან­ხა იყო. იმავდრო­უ­ლად, გი­ორ­გი შატ­ბე­რაშ­ვი­ლის პი­ე­სა­ზე, "მკვდრის მზე­ზე" რო­ლე­ბი გა­ნა­წილ­და. მე სოფ­ლის გი­ჟის, ყა­ჭი­ას როლი მომ­ცეს, რო­მელ­მაც შვიდ­ზე მეტი თვლა არ იცო­და. მთა­ვარ როლს ალე ომი­ა­ძე თა­მა­შობ­და. სპექ­ტაკ­ლი რომ დამ­თავ­რდა და "მა­ყუ­რე­ბელ­თან სა­მად­ლო­ბე­ლოდ გა­ვე­დით, ალე მო­მი­ახ­ლოვ­და, ხელი მომ­კი­და, სცე­ნა­ზე წინ და­მა­ყე­ნა და თა­ვად უკან და­ი­ხია. დარ­ბა­ზი კი­ნა­ღამ ტა­შით ჩა­მო­იქ­ცა. მსა­ხი­ო­ბებ­მაც მო­მი­ლო­ცეს. ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი როლი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ღიმილის კაცი - გივი ბერიკაშვილი 80 წლის გახდა

ღიმილის კაცი - გივი ბერიკაშვილი 80 წლის გახდა

ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი მსახიობი გივი ბერიკაშვილი 80 წლის გახდა. ეკრანისა და სცენის ღიმილი - ასე შეიძლება დაახასიათო ორი სიტყვით... ის არის ადამიანი, რომელიც თანაბრად უყვართ სოფლებსა და ქალაქებში, მისი თანაბრად ესმით სწავლულებსა და გლეხებს...

მე და პრეზიდენტი ბუში ორი კაცი ვართ მსოფლიოში, ვისი სახელიც ქუჩებს სიცოცხლეშივე დაარქვეს. ორივე ქუჩა საქართველოშია, ერთი აეროპორტის გზაზე, მეორე კი სოფელ კოლაგში - გივი ბერიკაშვილის გამზირიო, - ხუმრობს გივი ბერიკაშვილი და მსმენელი გულიანად იცინის. შეუძლებელია, გულგრილი დარჩეს. ეს ხომ გივი ბერიკაშვილია, მსახიობი, რომელიც იმდენად უყვართ, რომ მარტო თვითონ კი არა, პაპამისი პანწკალაც ახლობლად მიაჩნიათ... ცნობილი არტისტი ხომ ყველგან სიამაყით აცხადებს - მამაჩემის მამამ, პანწკალა პაპამ აღმზარდაო...

ქართველი გლეხკაცის გამჭრიახი, ხალასი იუმორიც პანწკალა პაპისგან მოსდევს. ხალისით ჰყვება არაერთ ამბავს პაპაზე:

- მიყვარს სოფელი... იქაურებსაც ვუყვარვარ. ზურა ქაფიანიძემ ჩამოიტანა ჩვენი სოფლიდან აფიშა, რომელზეც დაუწერიათ: "კოლაგის კლუბში ნაჩვენები იქნება ქართული მხ. ფილმი "ლონდრე". მთავარ როლში ჩვენი სოფლის მკვიდრი - პანწკალას შვილიშვილი გივია ბერიკაშვილი".

ერთ ზაფხულს შინ მისულს პაპამ ვიღაცის სამხედრო ბილეთი მომცა.

ეს რა არის-მეთქი. ამან და მისმა ძმაკაცმა ჯიბიდან 80 მანეთი ამომაცალესო.

გავიკითხე და ვიპოვე, ვინც იყო ქურდი. ის 80 მანეთი გამოვართვი, მაგრამ მეუბნება: - იცი, რა მაინტერესებს, ჯიგარო? ეგ ფული რომ ამოვაცალეთ, გაქანებული მანქანიდან გადმოვხტით მე და ჩემი ძმაკაცი. ეგეც რომ გადმოხტაო!..

მანქანის "კუზაოდან" გადმომხტარა პაპაჩემი. ერთი დაუჭერია და საბუთი წაურთმევია, მეორე კი გაქცეულა. კაცო, ეს რა გიქნია-მეთქი, - მივვარდი პაპას. რა გითხრესო... გაქანებული მანქანიდან გადმომხტარხარ-მეთქი.

ეგენი სხვისი ფულის გულისთვის გადახტნენ და მე ჩემი ფულის გულისთვის აღარ გადავმხტარიყავიო?

პანწკალა პაპას ნათქვამი, "პალტოიანი მკვდარი გინახავსო", ხომ ფრთიან გამოთქმად დადის: - რამდენი პალტოც უნდა გქონდეს, რომ მოკვდები, არც ერთს არ ჩაგაცმევენო, - ასწავლიდა შვილიშვილს, - ამიტომ პალტოებსა და ქონებაზე თვალი არ უნდა დაგრჩესო... არც დარჩენია... გივი ბერიკაშვილს თავისი საქმე უყვარს და აკეთებს კიდეც ბრწყინვალედ...

- ფიანდაზებით მოფენილი გზა არ დამხვედრია, დიდი შრომა დამჭირდა, სანამ მაღიარებდნენ. ქუჩაში რომ ცნობა დამიწყეს, 40 წელს გადაცილებული ვიყავი.

ერთხანს გადაწყვეტილი მქონდა, მსახიობობისთვის თავი დამენებებინა. სამედიცინო სფეროში უფრო ბევრი ძმაკაცი მყავს, ვიდრე ჩემი პროფესიისა. სამეზობლო, სკოლის მეგობრები - სულ ექიმები გახდნენ. ერთ-ერთმა მითხრა, - წამოდი, საწყობში წაგიყვან, კარში დაჯექი და დაითვალე, რამდენ "მეშოკსაც" გაიტანენ, აღრიცხავ და სულ ეს იქნება შენი საქმე. ხელფასი 400-500 მანეთი გექნებაო. ჩავფიქრდი. თან ეს დიდი თანხა იყო. იმავდროულად, გიორგი შატბერაშვილის პიესაზე, "მკვდრის მზეზე" როლები განაწილდა. მე სოფლის გიჟის, ყაჭიას როლი მომცეს, რომელმაც შვიდზე მეტი თვლა არ იცოდა. მთავარ როლს ალე ომიაძე თამაშობდა. სპექტაკლი რომ დამთავრდა და "მაყურებელთან სამადლობელოდ გავედით, ალე მომიახლოვდა, ხელი მომკიდა, სცენაზე წინ დამაყენა და თავად უკან დაიხია. დარბაზი კინაღამ ტაშით ჩამოიქცა. მსახიობებმაც მომილოცეს. ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული როლი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"