სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა
მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა

მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ას­თან მიმ­დი­ნა­რე ორი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია ხმა­უ­რი­სა და მცი­რე ინ­ცი­დენ­ტე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, კან­ცე­ლა­რი­ას­თან შეკ­რე­ბილ, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აზ­რის მქო­ნე აქ­ტი­ვის­ტებს შო­რის რამ­დენ­ჯერ­მე სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. მათ შო­რის, ერთ შემ­თხვე­ვა­ში ეს იმ ფაქ­ტმა გა­მო­იწ­ვია, რომ ხუთი ახალ­გაზ­რდა მი­წა­ზე დაწ­ვა და სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბა ამ ფორ­მით გა­აპ­რო­ტეს­ტა. აღ­ნიშ­ნულ ფაქტს მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ გავ­ლე­ბუ­ლი ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვის მიღ­მა მყო­ფი პი­რე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც "გარ­ყვნი­ლე­ბის" პრო­პა­გან­დის კა­ნო­ნით აკ­რძალ­ვის მო­თხოვ­ნით გა­მო­დი­ოდ­ნენ.

მათი გან­ცხა­დე­ბით, ამ­გვა­რი ქმე­დე­ბა კი­დევ ერთი დე­მონ­სტრი­რე­ბა იყო იმი­სა, რომ რიგი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ე.წ. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი რე­ა­ლუ­რად სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის პრო­პა­გან­დის­ტე­ბი არი­ან.

სი­ტუ­ა­ცია ფი­ზი­კურ შეხ­ლა-შე­მოხ­ლამ­დე არ მი­სუ­ლა და ის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჩა­რე­ვის შე­დე­გად მა­ლე­ვე გა­ნი­მუხ­ტა.

დღე­ვან­დელ აქ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იყო ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ­მა პი­რებ­მა და მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რომ­ლებ­მაც აქ­ცი­ის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით შე­ი­ტყვეს. ისი­ნი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან მო­ძა­ლა­დე­ე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი პი­რე­ბის დას­ჯას მო­ი­თხოვ­დნენ.

ამას­თან, კან­ცე­ლა­რი­ას­თან გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა თბი­ლი­სის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ლაშა ჯო­ხა­ძემ. მან აღ­ნიშ­ნა, რომ გუ­შინ­დელ შემ­თხვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ძრუ­ლია რამ­დე­ნი­მე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და მიმ­დი­ნა­რე­ობს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა.

აქ­ცია ამ დრო­ის­თვის დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა

მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა

მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე ორი საპროტესტო აქცია ხმაურისა და მცირე ინციდენტების ფონზე მიმდინარეობდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, კანცელარიასთან შეკრებილ, საწინააღმდეგო აზრის მქონე აქტივისტებს შორის რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მათ შორის, ერთ შემთხვევაში ეს იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ხუთი ახალგაზრდა მიწაზე დაწვა და სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობა ამ ფორმით გააპროტესტა. აღნიშნულ ფაქტს მწვავე რეაქცია მოჰყვა სამართალდამცველების მიერ გავლებული ცოცხალი ჯაჭვის მიღმა მყოფი პირებისგან, რომლებიც "გარყვნილების" პროპაგანდის კანონით აკრძალვის მოთხოვნით გამოდიოდნენ.

მათი განცხადებით, ამგვარი ქმედება კიდევ ერთი დემონსტრირება იყო იმისა, რომ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები და ე.წ. უფლებადამცველები რეალურად სექსუალური უმცირესობების პროპაგანდისტები არიან.

სიტუაცია ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე არ მისულა და ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ჩარევის შედეგად მალევე განიმუხტა.

დღევანდელ აქციაში, რომელიც მიმართული იყო ძალადობრივი ქმედებების წინააღმდეგ, მონაწილეობა მიიღეს უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა პირებმა და მოქალაქეებმა, რომლებმაც აქციის შესახებ სოციალური ქსელით შეიტყვეს. ისინი ქვეყნის ხელისუფლებისგან მოძალადეებისა და ძალადობის წამახალისებელი პირების დასჯას მოითხოვდნენ.

ამასთან, კანცელარიასთან განცხადება გააკეთა თბილისის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა ჯოხაძემ. მან აღნიშნა, რომ გუშინდელ შემთხვევებთან დაკავშირებით აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტების გამოძიება.

აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"