პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ყიდულობენ საფლავებს წინასწარ
რატომ ყიდულობენ საფლავებს წინასწარ

"თქვენ დღეს იმ­ყო­ფე­ბით ცნო­ბი­ლი მო­ქან­და­კის, აგუ­ლი ერის­თა­ვის პერ­სო­ნა­ლურ გა­მო­ფე­ნა­ზე. გა­მო­ფე­ნას გახ­სნი­ლად ვა­ცხა­დებთ! აქ­ვეა მჭე­დე­ლი სავ­ლე, ამ ად­რინ­დელ ნა­წარ­მო­ებ­ში ჩანს ან­ტი­კუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის გავ­ლე­ნა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მხატ­ვა­რი მა­ინც ახერ­ხებს სა­კი­თხის ექ­სპრე­სი­ო­ნის­ტუ­ლად გა­და­წყვე­ტას და აი, შე­დე­გიც - ცხვი­რი ჰგავს? - ჰგავს, თვა­ლე­ბი ჰგავს? - ჰგავს, შუბ­ლი ჰგავს? - ჰგავს, ესე იგი - ჰგავს..."- ალ­ბათ, გეც­ნოთ ეპი­ზო­დი ფილ­მი­დან "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა", სა­დაც აგუ­ლი ერის­თა­ვი მე­უღ­ლეს თა­ვი­სი მარ­ჯვე­ნით შექ­მნილ "შე­დევ­რებს"აც­ნობს. ამ ქან­და­კე­ბებს შო­რის ერთ-ერთი ბა­ტონ ბო­ნას ეკუთ­ვნის - კაცს, რო­მე­ლიც ჯან­მრთე­ლი და საღ-სა­ლა­მა­თია, კის­ლო­ვოდსკშიც ის­ვე­ნებს, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს საფ­ლა­ვი წი­ნას­წარ გა­უმ­ზა­და(?!).

ხუმ­რო­ბა იქით იყოს და, სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს უამ­რა­ვი ასე­თი საფ­ლა­ვია - საფ­ლა­ვი, რო­მელ­საც მისი მო­მა­ვა­ლი პატ­რო­ნე­ბი წი­ნას­წარ იზო­მა­ვენ და წი­ნას­წარ გეგ­მა­ვენ, რა მოხ­დე­ბა მათი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ. საფ­ლა­ვის წი­ნას­წარ მო­ზომ­ვა კი ძა­ლი­ან ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა და რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, სულ მცი­რე, ათა­სი ლარი მა­ინც ღირს. სა­ხელ­მწი­ფო სა­საფ­ლა­ო­ზე ფა­სე­ბი აშ­კა­რად შე­ღა­ვა­თი­ა­ნია, თუმ­ცა მათ გარ­და თბი­ლის­ში კერ­ძო სა­საფ­ლა­ო­ე­ბიც არ­სე­ბობს, სა­დაც ფა­სებს მფლო­ბე­ლი ად­გენს და ორად­გი­ლი­ა­ნი საფ­ლა­ვი ხში­რად 6, 7, 10 ათა­სი ლა­რიც კი ღირს. თუმ­ცა, არ­სე­ბობს უფრო ძვირ­ფა­სი საფ­ლა­ვე­ბიც და რაც უფრო პრეს­ტი­ჟულ უბან­ში მო­ი­სურ­ვებთ დაკ­რძალ­ვას, მით უფრო ძვი­რი იქ­ნე­ბა თქვე­ნი სა­მუ­და­მო ნავ­სა­ყუ­დე­ლი...

სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ყო­ველ­თვი­უ­რად თბი­ლის­ში 600-700-მდე დაკ­რძალ­ვა რე­გის­ტრირ­დე­ბა, ხოლო მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით - 50 ათა­სამ­დე. გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა სა­საფ­ლა­ო­ე­ბის ფარ­თო­ბიც და საფ­ლა­ვის ად­გი­ლის პოვ­ნაც ძნე­ლი ხდე­ბა. მარ­თა­ლია, უფა­სო სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე ორად­გი­ლი­ან საფ­ლავ­ში ჭი­რი­სუ­ფა­ლი ფულს არ იხ­დის, მაგ­რამ ასე­თი საფ­ლა­ვის პოვ­ნას და უამ­რა­ვი პრო­ცე­დუ­რის გავ­ლას ჭი­რი­სუ­ფა­ლი ხში­რად ვერ ას­წრებს, ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა კერ­ძო სა­საფ­ლა­ოს მი­მარ­თოს, სა­დაც ფა­სე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. თუ გა­გი­მარ­თლათ და ორად­გი­ლი­ა­ნი უფა­სო საფ­ლა­ვის მფლო­ბე­ლი გახ­დით, მხო­ლოდ 230 ლა­რის გა­დახ­და მო­გი­წევთ - საფ­ლა­ვის გაჭ­რის, ჩას­ვე­ნე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის. და­მა­ტე­ბით თითო ად­გი­ლი კი უკვე 500 ლარი ღირს. რაც შე­ე­ხე­ბა დაკ­რძა­ლულ მიც­ვა­ლე­ბულ­ზე მე­ო­რე მიც­ვა­ლე­ბუ­ლის დაკ­რძალ­ვას, ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა 300 ლარი ღირს და პირ­ვე­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლის დაკ­რძალ­ვი­დან 20 წელი უნდა იყოს გა­სუ­ლი. ეს - ოფი­ცი­ა­ლუ­რად, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც სა­საფ­ლა­ოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან შე­თან­ხმე­ბით წყდე­ბა…

შალ­ვა ნ. უკვე 32 წე­ლია ერთ-ერთ დამ­კრძა­ლავ ბი­უ­რო­ში მუ­შა­ობს. აი, რა გვი­თხრა მან: "ფა­სებ­საც გე­ტყვით, შვი­ლო და ყვე­ლა­ფერ­საც, თუ ამ სი­ბე­რე­ში გა­ზეთ­ში არ გა­მო­მა­ჭე­ნებთ: ჩვენ­თან ბალ­ზა­მი­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 80 ლა­რია, კა­ტა­ფალ­კა - 80 ლარი ღირს, 52-კა­ცი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სი - 150 ლარი, ხოლო სა­სახ­ლე-მა­ცი­ვა­რი 310 ლარი. აბა, რა საფ­ლა­ვი იქ­ნე­ბა მე­მო­რი­ა­ლუ­რი და­ფის გა­რე­შე, ჰოდა ეს დაფა სუ­რა­თი­თა და წარ­წე­რით, სულ მცი­რე, 150 ლარი ჯდე­ბა. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი მა­ინც კუ­ბოა. სულ ნაირ-ნა­ი­რი კუ­ბო­ე­ბი გვაქვს - ფასი 250 ლა­რი­დან იწყე­ბა და 4-5 ათას ლა­რამ­დეც ადის. ზო­გი­ერ­თი მუ­ხი­საა, ზოგი - წიფ­ლი­სა, ზოგი კი­დევ - თე­ლის... გა­აჩ­ნია, ვის რო­გო­რი მოს­წონს. ვინ იცის, რამ­დენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი არ მო­სუ­ლა აქ: ერთი კაცი გა­ხა­რე­ბუ­ლი მო­ვარ­და - რო­გორც იქნა, სი­დედ­რი და­მე­ღუ­პა და სა­უ­კე­თე­სო კუბო შე­მირ­ჩი­ეთ, ხა­ვერ­დით და ატ­ლა­სით რომ იყოს გა­წყო­ბი­ლიო(!) ერთი კლი­ენ­ტი მყავ­და, იმას რა და­მა­ვი­წყებს - მთხოვ­და, ძმა­კა­ცი და­მე­ღუ­პა, ცხო­ნე­ბულს ჩემ­სა­ვით და­ლე­ვა უყ­ვარ­და და ისე­თი კუბო და­მიმ­ზა­დეთ, შიგ სულ ღვი­ნი­სა და არ­ყის სუნი ტრი­ა­ლებ­დე­სო. დღემ­დე არ ვიცი, მარ­თალს ამ­ბობ­და თუ მა­ი­მუ­ნობ­და, ერთი სი­ტყვით, უც­ნა­ურ კლი­ენ­ტებს რა გა­მო­ლევს, ამ­დე­ნი წლის მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ კი მივ­ხვდი, რომ ყვე­ლა ჭი­რი­სუ­ფალს ჭი­რი­სუ­ფა­ლი არ უნდა ერ­ქვას…

მო­სახ­ლე­ო­ბა ხში­რად ჩი­ვის, რომ არც კერ­ძო და არც მე­რი­ის გა­კე­თე­ბულ სა­საფ­ლა­ობ­ზე არ არის სა­სურ­ვე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, დარ­ღვე­უ­ლია სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბი, არ არის წყა­ლი... რო­გორც თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს"თავ­მჯდო­მა­რე ზაზა გა­ბუ­ნი­ამ გვი­თხრა, ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი თე­მაა, ამი­ტომ მოქ­ნილ მიდ­გო­მას სა­ჭი­რო­ებს: "წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო იმ სერ­ვი­სით, რა­საც სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე სთა­ვა­ზობ­დნენ. საფ­ლა­ვის ფასი სიმ­ბო­ლუ­რი უნდა იყოს, ჩვენ­თან კი ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ისე­დაც დამ­წუხ­რე­ბუ­ლია, უამ­რავ ფი­ნან­სურ სირ­თუ­ლეს აწყდე­ბა, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია. ხში­რად სა­ხელ­მწი­ფო სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე ად­გი­ლი არ არის, კერ­ძო სა­საფ­ლაო კი ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს. ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში, ფა­სე­ბი უნდა იყოს შე­სა­ბა­მი­სი. გარ­და ამი­სა, ახა­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბიც უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რად­გან სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე ად­გი­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტია.

მო­ამ­ზა­და ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძემ

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რატომ ყიდულობენ საფლავებს წინასწარ

რატომ ყიდულობენ საფლავებს წინასწარ

"თქვენ დღეს იმყოფებით ცნობილი მოქანდაკის, აგული ერისთავის პერსონალურ გამოფენაზე. გამოფენას გახსნილად ვაცხადებთ! აქვეა მჭედელი სავლე, ამ ადრინდელ ნაწარმოებში ჩანს ანტიკური ხელოვნების გავლენა, მიუხედავად ამისა, მხატვარი მაინც ახერხებს საკითხის ექსპრესიონისტულად გადაწყვეტას და აი, შედეგიც - ცხვირი ჰგავს? - ჰგავს, თვალები ჰგავს? - ჰგავს, შუბლი ჰგავს? - ჰგავს, ესე იგი - ჰგავს..."- ალბათ, გეცნოთ ეპიზოდი ფილმიდან "არაჩვეულებრივი გამოფენა", სადაც აგული ერისთავი მეუღლეს თავისი მარჯვენით შექმნილ "შედევრებს"აცნობს. ამ ქანდაკებებს შორის ერთ-ერთი ბატონ ბონას ეკუთვნის - კაცს, რომელიც ჯანმრთელი და საღ-სალამათია, კისლოვოდსკშიც ისვენებს, მაგრამ საკუთარ თავს საფლავი წინასწარ გაუმზადა(?!).

ხუმრობა იქით იყოს და, საქართველოში დღეს უამრავი ასეთი საფლავია - საფლავი, რომელსაც მისი მომავალი პატრონები წინასწარ იზომავენ და წინასწარ გეგმავენ, რა მოხდება მათი სიკვდილის შემდეგ. საფლავის წინასწარ მოზომვა კი ძალიან ძვირი სიამოვნებაა და როგორც გავარკვიეთ, სულ მცირე, ათასი ლარი მაინც ღირს. სახელმწიფო სასაფლაოზე ფასები აშკარად შეღავათიანია, თუმცა მათ გარდა თბილისში კერძო სასაფლაოებიც არსებობს, სადაც ფასებს მფლობელი ადგენს და ორადგილიანი საფლავი ხშირად 6, 7, 10 ათასი ლარიც კი ღირს. თუმცა, არსებობს უფრო ძვირფასი საფლავებიც და რაც უფრო პრესტიჟულ უბანში მოისურვებთ დაკრძალვას, მით უფრო ძვირი იქნება თქვენი სამუდამო ნავსაყუდელი...

სტატისტიკის მიხედვით, ყოველთვიურად თბილისში 600-700-მდე დაკრძალვა რეგისტრირდება, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით - 50 ათასამდე. გარდაცვლილთა რიცხვიდან გამომდინარე, წლიდან წლამდე იზრდება სასაფლაოების ფართობიც და საფლავის ადგილის პოვნაც ძნელი ხდება. მართალია, უფასო სასაფლაოებზე ორადგილიან საფლავში ჭირისუფალი ფულს არ იხდის, მაგრამ ასეთი საფლავის პოვნას და უამრავი პროცედურის გავლას ჭირისუფალი ხშირად ვერ ასწრებს, ამიტომ იძულებული ხდება კერძო სასაფლაოს მიმართოს, სადაც ფასები საკმაოდ მაღალია. თუ გაგიმართლათ და ორადგილიანი უფასო საფლავის მფლობელი გახდით, მხოლოდ 230 ლარის გადახდა მოგიწევთ - საფლავის გაჭრის, ჩასვენებისა და მომსახურებისთვის. დამატებით თითო ადგილი კი უკვე 500 ლარი ღირს. რაც შეეხება დაკრძალულ მიცვალებულზე მეორე მიცვალებულის დაკრძალვას, ეს მომსახურება 300 ლარი ღირს და პირველი მიცვალებულის დაკრძალვიდან 20 წელი უნდა იყოს გასული. ეს - ოფიციალურად, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მაინც სასაფლაოს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით წყდება…

შალვა ნ. უკვე 32 წელია ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროში მუშაობს. აი, რა გვითხრა მან: "ფასებსაც გეტყვით, შვილო და ყველაფერსაც, თუ ამ სიბერეში გაზეთში არ გამომაჭენებთ: ჩვენთან ბალზამირების ღირებულება 80 ლარია, კატაფალკა - 80 ლარი ღირს, 52-კაციანი ავტობუსი - 150 ლარი, ხოლო სასახლე-მაცივარი 310 ლარი. აბა, რა საფლავი იქნება მემორიალური დაფის გარეშე, ჰოდა ეს დაფა სურათითა და წარწერით, სულ მცირე, 150 ლარი ჯდება. ყველაზე მთავარი კი მაინც კუბოა. სულ ნაირ-ნაირი კუბოები გვაქვს - ფასი 250 ლარიდან იწყება და 4-5 ათას ლარამდეც ადის. ზოგიერთი მუხისაა, ზოგი - წიფლისა, ზოგი კიდევ - თელის... გააჩნია, ვის როგორი მოსწონს. ვინ იცის, რამდენნაირი ადამიანი არ მოსულა აქ: ერთი კაცი გახარებული მოვარდა - როგორც იქნა, სიდედრი დამეღუპა და საუკეთესო კუბო შემირჩიეთ, ხავერდით და ატლასით რომ იყოს გაწყობილიო(!) ერთი კლიენტი მყავდა, იმას რა დამავიწყებს - მთხოვდა, ძმაკაცი დამეღუპა, ცხონებულს ჩემსავით დალევა უყვარდა და ისეთი კუბო დამიმზადეთ, შიგ სულ ღვინისა და არყის სუნი ტრიალებდესო. დღემდე არ ვიცი, მართალს ამბობდა თუ მაიმუნობდა, ერთი სიტყვით, უცნაურ კლიენტებს რა გამოლევს, ამდენი წლის მუშაობის შემდეგ კი მივხვდი, რომ ყველა ჭირისუფალს ჭირისუფალი არ უნდა ერქვას…

მოსახლეობა ხშირად ჩივის, რომ არც კერძო და არც მერიის გაკეთებულ სასაფლაობზე არ არის სასურველი ინფრასტრუქტურა, დარღვეულია სანიტარული ნორმები, არ არის წყალი... როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს"თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ გვითხრა, ეს ძალიან რთული თემაა, ამიტომ მოქნილ მიდგომას საჭიროებს: "წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი უკმაყოფილო იყო იმ სერვისით, რასაც სასაფლაოებზე სთავაზობდნენ. საფლავის ფასი სიმბოლური უნდა იყოს, ჩვენთან კი ოჯახი, რომელიც ისედაც დამწუხრებულია, უამრავ ფინანსურ სირთულეს აწყდება, რაც დაუშვებელია. ხშირად სახელმწიფო სასაფლაოებზე ადგილი არ არის, კერძო სასაფლაო კი ძალიან ძვირი ღირს. ამიტომ, პირველ რიგში, ფასები უნდა იყოს შესაბამისი. გარდა ამისა, ახალი ტერიტორიებიც უნდა გამოვიყენოთ, რადგან სასაფლაოებზე ადგილების დეფიციტია.

მოამზადა ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძემ

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"