პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კანში 66-ე კინოფესტივალი გაიხსნა
კანში 66-ე კინოფესტივალი გაიხსნა

კა­ნის 66-ე კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი 15 მა­ისს ავ­სტრა­ლი­ე­ლი რე­ჟი­სო­რის, ბაზ ლურ­მა­ნის ფილ­მით "დი­დე­ბუ­ლი გეთსბი" გა­იხ­სნა, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბი ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო ას­რუ­ლებს.

კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რე ლე­გენ­და­რუ­ლი ამე­რი­კე­ლი რე­ჟი­სო­რი სტი­ვენ სპილ­ბერ­გია. ცე­რე­მო­ნი­ას ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი ოდრი ტატუ უძღვე­ბა.

კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი პრე­მი­ის "ოქ­როს პალ­მის რტოს­თვის" 20 ფა­ვო­რი­ტი ფილ­მი იბ­რძვის. ესე­ნია: "მხო­ლოდ ღმერ­თი მო­გი­ტე­ვებს" - რე­ჟი­სო­რი ნი­კო­ლას ვინ­დინგ რეფ­ნი, "ვე­ნე­რა ბეწ­ვით" - რე­ჟი­სო­რი რო­მან პო­ლანსკი, "ლე­ვინ დე­ვი­სის შიგ­ნით" - რე­ჟი­სო­რე­ბი ძმე­ბი ჯოან და ითან კო­ე­ლე­ბი, "ნებ­რას­კა" - რე­ჟი­სო­რი ალექ­სან­დერ პე­ი­ნი, "ახალ­გაზ­რდა და ლა­მა­ზი" - რე­ჟი­სო­რი ფრან­სუა ოზო­ნი, "ჩა­ლის ფარი" - რე­ჟი­სო­რი ტა­კა­ში მი­ი­კე, "ემიგ­რან­ტი" - რე­ჟი­სო­რი ჯე­იმს გრეი, "წარ­სუ­ლი" - რე­ჟი­სო­რი ას­გარ ფარ­ხა­დი, "სა­სახ­ლე იტა­ლი­ა­ში" - რე­ჟი­სო­რი ვა­ლე­რია ბრუ­ნი-ტე­დეს­კი, "მხო­ლოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი გა­დარ­ჩე­ბი­ან" - რე­ჟი­სო­რი ჯიმ ჯარ­მუ­ში და სხვა.

გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლავთცვე­ნა იყო. თუმ­ცა, კან­ში ცე­რე­მო­ნი­ის დროს წვიმ­და და წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ყვე­ლა ვარ­სკვლა­ვი ქოლ­გით მი­ვი­და. სა­პა­ტიო ვარ­სკვლავ­თა შო­რის იყ­ვნენ ჰო­ლი­ვუ­დის ყვე­ლა­ზე შე­მო­სავ­ლი­ა­ნი სე­ლებ­რი­თე­ბი - ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო, ნი­კოლ კიდ­მა­ნი და ჯუ­ლი­ა­ნა მური. ასე­ვე კერი მა­ლი­გა­ნი, ფრი­და პინ­ტო, ტობი მა­გუ­ა­ი­რი, სუ­პერ­მო­დე­ლი სინ­დი კრო­უ­ფორ­დი, მო­დე­ლე­ბი ჯორ­ჯია მეი ჯა­გე­რი და კარა დე­ლე­ვი­ნი.

კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი 15-დან 26 მა­ი­სის ჩათ­ვლით გა­ი­მარ­თე­ბა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

კანში 66-ე კინოფესტივალი გაიხსნა

კანში 66-ე კინოფესტივალი გაიხსნა

კანის 66-ე კინოფესტივალი 15 მაისს ავსტრალიელი რეჟისორის, ბაზ ლურმანის ფილმით "დიდებული გეთსბი" გაიხსნა, რომელშიც მთავარ როლს ჰოლივუდის მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს.

კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი სტივენ სპილბერგია. ცერემონიას  ფრანგი მსახიობი ოდრი ტატუ უძღვება.

კანის კინოფესტივალის მთავარი პრემიის "ოქროს პალმის რტოსთვის" 20 ფავორიტი ფილმი იბრძვის. ესენია: "მხოლოდ ღმერთი მოგიტევებს" - რეჟისორი ნიკოლას ვინდინგ რეფნი, "ვენერა ბეწვით" - რეჟისორი რომან პოლანსკი, "ლევინ დევისის შიგნით" - რეჟისორები ძმები ჯოან და ითან კოელები, "ნებრასკა" - რეჟისორი ალექსანდერ პეინი, "ახალგაზრდა და ლამაზი" - რეჟისორი ფრანსუა ოზონი, "ჩალის ფარი" - რეჟისორი ტაკაში მიიკე, "ემიგრანტი" - რეჟისორი ჯეიმს გრეი, "წარსული" - რეჟისორი ასგარ ფარხადი, "სასახლე იტალიაში" - რეჟისორი ვალერია ბრუნი-ტედესკი, "მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან" - რეჟისორი ჯიმ ჯარმუში და სხვა.

გახსნის ცერემონიაზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო. თუმცა, კანში ცერემონიის დროს წვიმდა და წითელ ხალიჩაზე ყველა ვარსკვლავი ქოლგით მივიდა. საპატიო ვარსკვლავთა შორის იყვნენ ჰოლივუდის ყველაზე შემოსავლიანი სელებრითები - ლეონარდო დიკაპრიო, ნიკოლ კიდმანი და ჯულიანა მური. ასევე კერი მალიგანი, ფრიდა პინტო, ტობი მაგუაირი, სუპერმოდელი სინდი კროუფორდი, მოდელები ჯორჯია მეი ჯაგერი და კარა დელევინი.

კინოფესტივალი 15-დან 26 მაისის ჩათვლით გაიმართება.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება