მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნახატები, რომელსაც თვითმფრინავი ხატავს
ნახატები, რომელსაც თვითმფრინავი ხატავს

ფლო­რი­დე­ლი მხატ­ვა­რი ავ­სტრი­ე­ლი პრინ­ცე­სა ტა­რი­ნან ფონ ან­ჰალ­ტი, აბ­სტრაქ­ტულ ნა­ხა­ტებს ქმნის. მისი ხატ­ვის პრო­ცე­სი ყვე­ლას­გან გას­ხვა­ვე­ბუ­ლია. მხატ­ვა­რი ტი­ლო­ზე სა­ღე­ბავს თვითმფრი­ნა­ვის ტურ­ბო­რე­აქ­ტი­უ­ლი ძრა­ვის ცხე­ლი ნა­კა­დის მეშ­ვე­ო­ბით ისე აშ­ხე­ფებს, რომ ნა­ხა­ტი თა­ვად იქ­მნე­ბა.

ეს ხატ­ვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია, თუმ­ცა პრინ­ცე­სა ტა­რა­ნი­ნის კლი­ენ­ტე­ბი მზად არი­ან, გა­და­ი­ხა­დონ 50 000 დო­ლა­რი, რათა ოს­ტა­ტის მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს და­ეს­წრონ.

ფერ­წე­რის ეს უც­ნა­უ­რი ხერ­ხი, რო­მელ­საც jet art (რე­აქ­ტი­უ­ლი მხატ­ვრო­ბა) ქვია, ჯერ კი­დევ 1982 წელს, ავ­სტრი­ელ­მა პრინცმა იურ­გენ ფონ ან­ჰალტმა მო­ი­გო­ნა. რო­დე­საც ის გარ­და­იც­ვა­ლა, მისი საქ­მი­ა­ნო­ბა მის­მა მე­უღ­ლე ტა­რი­ნან­მა გა­ნაგ­რძო.

ის პირ­ვე­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით ხა­ტავს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ პრინ­ცე­სა ერთ-ერთი კერ­ძო ავი­ა­კომ­პა­ნი­ის 50 წლის­თავ­ზე მი­იწ­ვი­ეს. მხატ­ვარ­მა 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 110 ნა­მუ­შე­ვა­რი შექ­მნა.

ვი­ღა­ცამ შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როს, რომ ტა­რი­ნა­ნი ქი­ლე­ბით ხელ­ში სუფ­თა ტი­ლოს წინ დარ­ბის და მას სა­ღე­ბავს ას­ხამს, თუმ­ცა შე­მოქ­მედს ნა­ხა­ტის შე­საქ­მნე­ლად, თვითმფრი­ნა­ვის ძრა­ვი­დან წა­მო­სულ ჰა­ე­რის ნა­კად­თან და ტემ­პე­რა­ტუ­რას­თან გამ­კლა­ვე­ბა უწევს, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა 250 გრა­დუს­საც კი მი­აღ­წი­ოს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია drunov.ru-ს მი­ხედ­ვით.

ნახატები, რომელსაც თვითმფრინავი ხატავს

ნახატები, რომელსაც თვითმფრინავი ხატავს

ფლორიდელი მხატვარი ავსტრიელი პრინცესა ტარინან ფონ ანჰალტი, აბსტრაქტულ ნახატებს ქმნის. მისი ხატვის პროცესი ყველასგან გასხვავებულია. მხატვარი ტილოზე საღებავს თვითმფრინავის ტურბორეაქტიული ძრავის ცხელი ნაკადის მეშვეობით ისე აშხეფებს, რომ ნახატი თავად იქმნება.

ეს ხატვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მეთოდია, თუმცა პრინცესა ტარანინის კლიენტები მზად არიან, გადაიხადონ 50 000 დოლარი, რათა ოსტატის მუშაობის პროცესს დაესწრონ.

ფერწერის ეს უცნაური ხერხი, რომელსაც jet art (რეაქტიული მხატვრობა) ქვია, ჯერ კიდევ 1982 წელს, ავსტრიელმა პრინცმა იურგენ ფონ ანჰალტმა მოიგონა. როდესაც ის გარდაიცვალა, მისი საქმიანობა მისმა მეუღლე ტარინანმა განაგრძო.

ის პირველი ქალია, რომელიც ამ მეთოდის გამოყენებით ხატავს. რამდენიმე დღის წინ პრინცესა ერთ-ერთი კერძო ავიაკომპანიის 50 წლისთავზე მიიწვიეს. მხატვარმა 2 დღის განმავლობაში 110 ნამუშევარი შექმნა.

ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ტარინანი ქილებით ხელში სუფთა ტილოს წინ დარბის და მას საღებავს ასხამს, თუმცა შემოქმედს ნახატის შესაქმნელად, თვითმფრინავის ძრავიდან წამოსულ ჰაერის ნაკადთან და ტემპერატურასთან გამკლავება უწევს, რომელმაც შესაძლოა 250 გრადუსსაც კი მიაღწიოს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს