დღეს, 15 მაისს ოჯახის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. გთავაზობთ შოუ-ბიზნესში ყველაზე მყარი ოჯახების სიას.
1. ცნობილმა მსახიობმა სამუელ ელ ჯექსონმა მომავალი მეუღლე ლატანია რიჩარდსონი ჯერ კიდევ კოლეჯში გაიცნო. შეყვარებულმა წყვილმა ერთად გაიკაფა გზა პოპულარობისკენ: სამუელი ცნობილი კინომსახიობი, ხოლო ლატანია პოპულარული სატელევიზიო მსახიობი და პროდიუსერი გახდა. წელს წყვილი ქორწინების 33-ე წლისთავს აღნიშნავს.
2. მთელმა მსოფლიომ იცის, თუ როგორი ძალისხმევა დასჭირდა ოზი ოსბორნს ოჯახის შესანარჩუნებლად. მიუხედავად ყველაფრისა, ოზი და შერონ ოსბორნები 4 ივლისს ქორწინების 31-ე წლისთავს იზეიმებენ.
3. გასაკვირი არაა, რომ ცოტა ხნის წინ ტომ ჰენქსი პირველ ადგილას გავიდა იმ ვარსკვლავთა რეიტინგში, რომლებსაც ამერიკელები ყველაზე მეტად ენდობიან. გარდა იმისა, რომ მან დიდი ხანია, ჰოლივუდში "კარგი ბიჭის" სახელი დაიმკვიდრა, მსახიობი უკვე წლებია ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება. ტომმა და მისმა მეუღლემ რიტა უილსონმა 1988 წელს იქორწინეს.
4. "ოქროს გლობუსის" მფლობელები, კირა სეჯვიკი და კევინ ბეიკონი წელს "ვერცხლის ქორწილს" იზეიმებენ. წყვილი 1988 წლის 4 სექტემბერს დაქორწინდა. მას შემდეგ 2 შვილი ეყოლათ, თუმცა მიუხედავად ამისა, არცერთს არ შეუწყვეტია კარიერული წინსვლა.
5. ანეტ ბენინგმა და უორენ ბიტიმ ერთმანეთი 1991 წელს გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. ფილმის მთავარი როლების შემსრულებლებს ერთმანეთი შეუყვარდათ. ერთი წლის შემდეგ 54 წლის უორენი და 33 წლის ანეტი დაქორწინდნენ. მათი ქორწინება უკვე 21 წელია გრძელდება.
6. სტინგისა და ტრუდი ტაილერის ქორწილი უკვე 2 ათწლეულია გრძელდება. წყვილი ღიად საუბრობს მათ ინტიმურ ცხოვრებაზე და სწორედ ამას მიიჩნევს ბედნიერი ქორწინების საიდუმლოდ. მათ 6 შვილი ჰყავთ.
7. 1995 წელს, როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ, მელანი გრიფიტი და ანტონიო ბანდერასი ქორწინებაში იმყოფებოდნენ, თუმცა ამან მათ ხელი ვერ შეუშალა ორივე მათგანი გაშორდა მეუღლეს და ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირა. როგორც ჩანს, ქორწინების 17 წლის განმავლობაში წყვილს ეს გადაწყვეტილება არცერთხელ არ უნანია.
8. სარა ჯესიკა პარკერს და მის საკულტო პერსონაჟ ქერი ბრედშოუს, როგორც ჩანს, მხოლოდ ერთი საერთო აქვთ - სტილის შეგრძნება. ყველაფერ სხვა დანარჩენში მათი აზრი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. სარა მეთიუ ბროდერიკს 32 წლის ასაკში გაყვა ცოლად. წყვილს სამი შვილი ჰყავს. სულ მალე კი, 19 მაისს სარა და მეთიუ ქორწინების 16-ე წლისთავს იზეიმებენ.
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.