პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ლიკა ლაბაძის შეყვარებული
ვინ არის ლიკა ლაბაძის შეყვარებული

"ფსი­ქოს" სტუ­მა­რია ყო­ფი­ლი ბა­ლე­რი­ნა, პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და ახლა უკვე ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი, მშვე­ნი­ე­რი ლიკა ლა­ბა­ძე.

- ლიკა, დიდი ხა­ნია, რაც ბა­ლე­ტი­დან ტე­ლე­მე­დი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლე. არ გე­ნატ­რე­ბა შენი ძვე­ლი პრო­ფე­სია?

- ვიდ­რე ბა­ლეტს თავს და­ვა­ნე­ბებ­დი, კარ­გად გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, სწორ ნა­ბიჯს ვდგამ­დი თუ არა და ვხვდე­ბი, რომ სწო­რად მო­ვი­ქე­ცი. მარ­თლა ძა­ლი­ან მინ­დო­და პრო­ფე­სი­ის შეც­ვლა. ბა­ლეტს ნა­ხე­ვა­რი ცხოვ­რე­ბა მი­ვუ­ძღვე­ნი, მაგ­რამ დღეს ერთი წუ­თი­თაც არ ვნა­ნობ, რომ ბა­ლეტ­ში აღარ ვარ. თან ისე მომ­წონს ჩემი ამ­ჟა­მინ­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­რე­შე არ­სე­ბო­ბა ვე­ღარ წარ­მო­მიდ­გე­ნია.

- ერთხელ თქვი კი­დეც, ხინ­კალ­ში გავცვა­ლე ბა­ლე­ტიო...

- (იცი­ნის) ეს იმი­ტომ ვთქვი, რომ ბა­ლეტს რომ შე­ვეშ­ვი, სა­ხინ­კლე­ში 17 ხინ­კა­ლი შევ­ჭა­მე. მარ­თა­ლია, კუ­ჭე­ბის გა­რე­შე, მაგ­რამ მა­ინც (იცი­ნის). ხინ­კლის კუ­ჭე­ბი თეფ­შზე მთა­სა­ვით და­ვახ­ვა­ვე. სხვა­თა შო­რის, ახ­ლაც შე­მემ­თხვა მსგავ­სი ამ­ბა­ვი. ნა­ყი­ნის ერთი უშ­ვე­ლე­ბე­ლი ბურ­თუ­ლა მა­მა­კა­ცებ­მაც ვერ შე­ჭა­მეს მთლი­ა­ნად, მე კი სამ ბურ­თუ­ლას გა­ვუმკლავ­დი. მერე ხმა­მაღ­ლა ვთქვი, კი­დევ კარ­გი, ბა­ლეტ­ში აღარ ვარ და "გე­დე­ბის ტბა­ში" არ მაქვს სა­ცეკ­ვი, თო­რემ პა­ჩკას რა ჩა­მაც­მევ­და-მეთ­ქი. ასე რომ, მი­ხა­რია - ადრე რისი უფ­ლე­ბაც არ მქონ­და, ახლა თა­მა­მად ვა­კე­თებ.

- რომ არა ბა­ლე­რი­ნა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, ვინ იქ­ნე­ბო­დი პრო­ფე­სი­ით?

- ბავ­შვო­ბი­დან მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ვა­პი­რებ­დი კი­დეც თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბას, მაგ­რამ სა­ბა­ლე­ტო თე­ატ­რში ისე და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ვერ მო­ვა­ხერ­ხე. თუმ­ცა მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ოც­ნე­ბას ის­რუ­ლებს და ადრე თუ გვი­ან, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვა­ბა­რებ სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე. სხვა­თა შო­რის, ხუთ სა­კურ­სო ფილმში ვარ გა­და­ღე­ბუ­ლი. ახ­ლა­ხან კი გა­და­მი­ღეს ფილმში "რა მოხ­და კი­ევ­ში", რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მალე გა­მო­ვა კი­ნო­თე­ატ­რებ­ში.

- სე­რე­ნა­და უმ­ღე­რი­ათ შენ­თვის?

- არა, რა­ტომ უნდა ემ­ღე­რათ?

- რა ვიცი, რო­მან­ტი­კუ­ლი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი არ გყო­ლია?

- არაა, რო­გორც ჩანს, არ მყო­ლია (იცი­ნის).

- რა ხდე­ბა შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში?

- რა­ღაც სი­ახ­ლე­ე­ბი არის, თუმ­ცა არ მსურს ამა­ზე სა­უ­ბა­რი.

- ანუ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?

- (იცი­ნის)...

- ვინ არის შენი რჩე­უ­ლი, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია?

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა მას იც­ნობს.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ძვირ­ფა­სი ნივ­თი რომ გა­ჩუ­ქოს, რა რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- ვააა, მო­ი­ცა, წარ­მო­ვიდ­გი­ნო... რა­ტომ უნდა მა­ჩუ­ქოს?

- სა­ა­კაშ­ვილს ხომ იც­ნობ?

- მი­სალ­მე­ბის დო­ნე­ზე ვიც­ნობ. მა­ჩუ­ქოს, გა­მო­ვარ­თმევ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ჩუქ­რე­ბი.

- და ეს ნივ­თი სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტი­დან რომ იყოს ნა­ყი­დი?

- უი, ამ ამ­ბავს რო­გორც კი გა­ვი­გებ, დიდი ხა­ნიც რომ იყოს გა­სუ­ლი, სა­ჩუ­ქარს უკან მი­ვუბ­რუ­ნებ, ან პირ­და­პირ სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯეტ­ში და­ვაბ­რუ­ნებ.

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლის­თვის უკან და­გიბ­რუ­ნე­ბია სა­ჩუ­ქა­რი?

- თუ ადა­მი­ა­ნი არ მომ­წონ­და, მის­გან ყვა­ვილ­საც კი არ ვი­ღებ­დი, არა­თუ ძვირ­ფას ნივთს.

- ვინ არი­ან შენი საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცე­ბი?

- ჯონი დეპი და ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, შენ გამო ჯონი დეპი დი­კაპ­რი­ოს დუ­ელ­ში იწ­ვევს, რო­გო­რი რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- და ამათ­გან ვინც გა­დარ­ჩე­ბა, ის მე დამ­რჩე­ბა (იცი­ნის)? არ მინ­და არც მოკ­ლუ­ლი და არც მკვლე­ლი. აზრი არ ექ­ნე­ბა მათ დუ­ელს, მა­ინც არ ვი­სურ­ვებ­დი გა­დარ­ჩე­ნილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას (იცი­ნის). სხვა­თა შო­რის, ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის სა­სიკ­ვდი­ლოდ ვე­რა­ვის გა­ვი­მე­ტებ.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, დი­ლით ყი­დუ­ლობ ჟურ­ნალს და ხე­დავ, რომ გა­რე­კან­ზე შენი შიშ­ვე­ლი ფო­ტოა და­ბეჭ­დი­ლი. რო­გო­რი რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- სულ შიშ­ვე­ლი? ლა­მა­ზი მა­ინც ვარ? ამ ჟურ­ნალს აუ­ცი­ლებ­ლად ვუ­ჩივ­ლებ, რად­გან სხვის ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბა არა­ვის აქვს. სხვა­თა შო­რის, ამა­ზე ხში­რად მი­ფიქ­რია. ჩემი სახ­ლის ფან­ჯრებს ერ­თა­დერ­თი სახ­ლის ფან­ჯრე­ბი უყუ­რებს და იქი­დან შე­იძ­ლე­ბა ჩემ­თვის ვინ­მეს მო­ეკ­რა თვა­ლი, მთლად შიშ­ვე­ლის­თვის თუ არა, ში­ლი­ფად ჩაც­მუ­ლის­თვის მა­ინც (იცი­ნის).

- წარ­მო­იდ­გი­ნე, ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რად გყავს კახა ბენ­დუ­ქი­ძე, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ეთერ­ში უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბის კო­რი­ან­ტელს აყე­ნებს. რო­გორ რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- მა­ყუ­რე­ბელს ბო­დიშს მო­ვუხ­დი და ბენ­დუ­ქი­ძეს კო­რექ­ტუ­ლო­ბის­კენ მო­ვუ­წო­დებ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე­თი რეს­პონ­დენ­ტი არ მყო­ლია.

- რას აჩუ­ქებ­დი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს?

- ვააა, რა ვა­ჩუ­ქო? პუ­ან­ტებს ხომ არ ვა­ჩუ­ქებ? არა, სჯობს, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის კონ­ცერ­ტის ბი­ლე­თი ვა­ჩუ­ქო. მას ხომ უყ­ვარს ასე­თი რა­ღა­ცე­ბი (იცი­ნის).

ფსი­ქო­ლო­გის დას­კვნა

მა­რი­ამ ღონ­ღა­ძე, ფსი­ქო­ლო­გი: - მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, თუმ­ცა ზოგ­ჯერ ზედ­მე­ტად გულ­წრფე­ლიც. არის ერ­თგუ­ლი და სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი. არ უყ­ვარს ტყუ­ი­ლი.

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ვინ არის ლიკა ლაბაძის შეყვარებული

ვინ არის ლიკა ლაბაძის შეყვარებული

"ფსიქოს" სტუმარია ყოფილი ბალერინა, პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული და ახლა უკვე ტელეკომპანია "იმედის" დილის გადაცემის წამყვანი, მშვენიერი ლიკა ლაბაძე.

- ლიკა, დიდი ხანია, რაც ბალეტიდან ტელემედიაში გადაინაცვლე. არ გენატრება შენი ძველი პროფესია?

- ვიდრე ბალეტს თავს დავანებებდი, კარგად გავაცნობიერე, სწორ ნაბიჯს ვდგამდი თუ არა და ვხვდები, რომ სწორად მოვიქეცი. მართლა ძალიან მინდოდა პროფესიის შეცვლა. ბალეტს ნახევარი ცხოვრება მივუძღვენი, მაგრამ დღეს ერთი წუთითაც არ ვნანობ, რომ ბალეტში აღარ ვარ. თან ისე მომწონს ჩემი ამჟამინდელი საქმიანობა, რომ ტელევიზიის გარეშე არსებობა ვეღარ წარმომიდგენია.

- ერთხელ თქვი კიდეც, ხინკალში გავცვალე ბალეტიო...

- (იცინის) ეს იმიტომ ვთქვი, რომ ბალეტს რომ შევეშვი, სახინკლეში 17 ხინკალი შევჭამე. მართალია, კუჭების გარეშე, მაგრამ მაინც (იცინის). ხინკლის კუჭები თეფშზე მთასავით დავახვავე. სხვათა შორის, ახლაც შემემთხვა მსგავსი ამბავი. ნაყინის ერთი უშველებელი ბურთულა მამაკაცებმაც ვერ შეჭამეს მთლიანად, მე კი სამ ბურთულას გავუმკლავდი. მერე ხმამაღლა ვთქვი, კიდევ კარგი, ბალეტში აღარ ვარ და "გედების ტბაში" არ მაქვს საცეკვი, თორემ პაჩკას რა ჩამაცმევდა-მეთქი. ასე რომ, მიხარია - ადრე რისი უფლებაც არ მქონდა, ახლა თამამად ვაკეთებ.

- რომ არა ბალერინა და ტელეწამყვანი, ვინ იქნებოდი პროფესიით?

- ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი. ვაპირებდი კიდეც თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებას, მაგრამ საბალეტო თეატრში ისე დაკავებული ვიყავი, ვერ მოვახერხე. თუმცა მე ვარ ადამიანი, რომელიც ყველა ოცნებას ისრულებს და ადრე თუ გვიან, აუცილებლად ჩავაბარებ სამსახიობო ფაკულტეტზე. სხვათა შორის, ხუთ საკურსო ფილმში ვარ გადაღებული. ახლახან კი გადამიღეს ფილმში "რა მოხდა კიევში", რომელიც ძალიან მალე გამოვა კინოთეატრებში.

- სერენადა უმღერიათ შენთვის?

- არა, რატომ უნდა ემღერათ?

- რა ვიცი, რომანტიკული თაყვანისმცემელი არ გყოლია?

- არაა, როგორც ჩანს, არ მყოლია (იცინის).

- რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

- რაღაც სიახლეები არის, თუმცა არ მსურს ამაზე საუბარი.

- ანუ შეყვარებული ხარ?

- (იცინის)...

- ვინ არის შენი რჩეული, ცნობილი ადამიანია?

- საზოგადოება მას იცნობს.

- მიხეილ სააკაშვილმა ძვირფასი ნივთი რომ გაჩუქოს, რა რეაქცია გექნება?

- ვააა, მოიცა, წარმოვიდგინო... რატომ უნდა მაჩუქოს?

- სააკაშვილს ხომ იცნობ?

- მისალმების დონეზე ვიცნობ. მაჩუქოს, გამოვართმევ. ძალიან მიყვარს საჩუქრები.

- და ეს ნივთი საქართველოს ბიუჯეტიდან რომ იყოს ნაყიდი?

- უი, ამ ამბავს როგორც კი გავიგებ, დიდი ხანიც რომ იყოს გასული, საჩუქარს უკან მივუბრუნებ, ან პირდაპირ საქართველოს ბიუჯეტში დავაბრუნებ.

- თაყვანისმცემლისთვის უკან დაგიბრუნებია საჩუქარი?

- თუ ადამიანი არ მომწონდა, მისგან ყვავილსაც კი არ ვიღებდი, არათუ ძვირფას ნივთს.

- ვინ არიან შენი საყვარელი მსახიობი მამაკაცები?

- ჯონი დეპი და ლეონარდო დიკაპრიო.

- წარმოიდგინე, შენ გამო ჯონი დეპი დიკაპრიოს დუელში იწვევს, როგორი რეაქცია გექნება?

- და ამათგან ვინც გადარჩება, ის მე დამრჩება (იცინის)? არ მინდა არც მოკლული და არც მკვლელი. აზრი არ ექნება მათ დუელს, მაინც არ ვისურვებდი გადარჩენილთან ურთიერთობას (იცინის). სხვათა შორის, ჩემი ბედნიერებისთვის სასიკვდილოდ ვერავის გავიმეტებ.

- წარმოიდგინე, დილით ყიდულობ ჟურნალს და ხედავ, რომ გარეკანზე შენი შიშველი ფოტოა დაბეჭდილი. როგორი რეაქცია გექნება?

- სულ შიშველი? ლამაზი მაინც ვარ? ამ ჟურნალს აუცილებლად ვუჩივლებ, რადგან სხვის ცხოვრებაში ჩარევის უფლება არავის აქვს. სხვათა შორის, ამაზე ხშირად მიფიქრია. ჩემი სახლის ფანჯრებს ერთადერთი სახლის ფანჯრები უყურებს და იქიდან შეიძლება ჩემთვის ვინმეს მოეკრა თვალი, მთლად შიშველისთვის თუ არა, შილიფად ჩაცმულისთვის მაინც (იცინის).

- წარმოიდგინე, ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად გყავს კახა ბენდუქიძე, რომელიც პირდაპირ ეთერში უცენზურო სიტყვების კორიანტელს აყენებს. როგორ რეაქცია გექნება?

- მაყურებელს ბოდიშს მოვუხდი და ბენდუქიძეს კორექტულობისკენ მოვუწოდებ. საბედნიეროდ, ასეთი რესპონდენტი არ მყოლია.

- რას აჩუქებდი საქართველოს პრე­ზიდენტს?

- ვააა, რა ვაჩუქო? პუანტებს ხომ არ ვაჩუქებ? არა, სჯობს, მსოფლიოში ცნობილი მომღერლის კონცერტის ბილეთი ვაჩუქო. მას ხომ უყვარს ასეთი რაღაცები (იცინის).

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, თუმცა ზოგჯერ ზედმეტად გულწრფელიც. არის ერთგული და საუკეთესო მეგობარი. არ უყვარს ტყუილი.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება