მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაფანყური საშინელი სიმართლის მოლოდინშია
ლაფანყური საშინელი სიმართლის მოლოდინშია

"მინ­და, რომ ჩვენ­მა ქის­ტმა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­მა და და­ღუ­პულ­თა ახ­ლობ­ლებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად იცოდ­ნენ, რომ ამ უბე­დუ­რე­ბას ჩვენ გა­მო­უ­ძი­ე­ბელს არ დავ­ტო­ვებთ, ყვე­ლა­ფერს გა­ვარ­კვევთ. გპირ­დე­ბით ყვე­ლას, რომ დამ­ნა­შა­ვე არ დარ­ჩე­ბა და­უს­ჯე­ლი".

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, 9 სექ­ტემ­ბე­რი, 2012 წ.

"მე წა­ვე­დი სა­კუ­თა­რი რე­ლი­გი­ის, მა­მა­პა­პუ­რი ადათ-წე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ჩემი შვი­ლი საფ­ლა­ვი­დან ამო­ვა­ღე­ბი­ნე იმ იმე­დით, რომ ექ­სპერ­ტი­ზა სი­მარ­თლის დად­გე­ნა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. შიში მი­პყრობს: ო, ალაჰ, თა­ვი­სი­ა­ნე­ბის მოკ­ლუ­ლი არ აღ­მოჩ­ნდეს. თუ არა­ფე­რი გა­ირ­კვა, ხე­ო­ბის სა­სა­ცი­ლო­ნი გავ­ხდე­ბით".

რამ­ზან ბა­ღა­კაშ­ვი­ლი, ბა­ჰა­უ­დინ ბა­ღა­კაშ­ვი­ლის მამა

8 მა­ისს, დი­ლით, მო­სახ­ლე­ო­ბის სამდღი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ, დუ­ი­სის სა­საფ­ლა­ო­ზე ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის საფ­ლა­ვე­ბის გახ­სნა და­ი­წყო... პირ­ვე­ლად სა­ლამ ზა­ურ­ბე­კო­ვის საფ­ლა­ვი გა­იხ­სნა. რო­დე­საც სა­ლა­მის ცხე­და­რი ამო­ას­ვე­ნეს, მის­მა უბე­დურ­მა დე­დამ ჩა­ი­ლა­პა­რა­კა, - უკვე მე­სა­მედ ამო­თხა­რეს ჩემი 19 წლის ბიჭი საფ­ლა­ვი­და­ნო და ჩა­ი­კე­ცა... ზა­ურ­ბე­კოვ­თან ერ­თად ას­ლან მარ­გოშ­ვი­ლის და ბა­ჰა­უ­დინ ბა­ღა­კაშ­ვი­ლის ცხედ­რე­ბიც ამო­ას­ვე­ნეს. რამ­ზან ბა­ღა­კაშ­ვი­ლი (მისი ოჯა­ხი სა­გან­გე­ბოდ ამ დღის­თვის ჩა­მო­ვი­და ავ­სტრი­ი­დან) სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფ­თან მი­ვი­და და სთხო­ვა, - ჩემს რძალს უკა­ნას­კნე­ლად უნდა მე­უღ­ლის ნახ­ვა და, თუ შე­იძ­ლე­ბა, ცე­ლო­ფა­ნი გახ­სე­ნი­თო (გარ­დაც­ვლი­ლე­ბი შავ ცე­ლო­ფან­ში გახ­ვე­ულ­ნი იყ­ვნენ და­საფ­ლა­ვე­ბულ­ნი). თქვე­ნი შვი­ლის ცხე­და­რი ყვე­ლა­ზე ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია (საფ­ლა­ვი­დან თით­ქმის ნა­წილ-ნა­წილ ამო­ი­ღეს), მძი­მე სა­ნა­ხა­ვი იქ­ნე­ბა ჭი­რი­სუფ­ლის­თვი­სო.გახ­სე­ნი­თო - მო­ი­თხო­ვა მა­მამ. რო­დე­საც თხოვ­ნა შე­ას­რუ­ლეს, ბა­ღა­კაშ­ვი­ლის ქვრივ­მა ცხე­დარ­თან ჩა­ი­მუხ­ლა და ქმრის ნეშ­ტის ნა­წი­ლებს მო­ე­ფე­რა. ამ სუ­რა­თის მა­ყუ­რე­ბე­ლი ქა­ლე­ბის მოთ­ქმამ ხე­ო­ბა შეძ­რა...

ბა­ღა­კაშ­ვი­ლის, მარ­გოშ­ვი­ლის და ზა­ურ­ბე­კო­ვის ცხედ­რე­ბი თბი­ლის­ში წა­მო­ას­ვე­ნეს ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. დუ­ი­სის სა­საფ­ლა­ო­ზე სამი საფ­ლა­ვი ისევ ცა­რი­ე­ლი დარ­ჩა.

მუს­ლი­მა­ნუ­რი წე­სით, საფ­ლა­ვე­ბის გახ­სნა უმ­ძი­მეს ცოდ­ვად ით­ვლე­ბა, ხოლო ცა­რი­ე­ლი საფ­ლა­ვე­ბი - უბე­დუ­რე­ბის მა­უ­წყე­ბე­ლია, ამი­ტომ ხე­ო­ბა ავის მო­ლო­დი­ნით ცხოვ­რობს.

ვფიქ­რობ­დით, ჩვე­ნი ხალ­ხის (ქის­ტე­ბის) ტრა­გე­დია ლო­პო­ტა­ში დამ­თავ­რდაო, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა ლო­პო­ტა­ში და­ი­წყოო, - ამ­ბო­ბენ ხე­ო­ბა­ში."

...***1999 წლის ზამ­თარ­ში, ჩეჩ­ნეთ­ში რუ­სე­თის მიერ სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბის შემ­დეგ იჩ­ქე­რი­ის სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი ხში­რად იყე­ნებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ას, კერ­ძოდ, პან­კი­სის ხე­ო­ბას სუ­ლის მო­სათ­ქმე­ლად და ძა­ლე­ბის მო­საკ­რე­ბად, რა­საც რუ­სე­თი რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ ტო­ვებ­და. ბოლო დროს რუ­სე­თი ხმა­მაღ­ლა აცხა­დებ­და, რომ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, "კავ­კა­სი­ის ემი­რატს" და მის თავ­კაცს, დოკუ უმAAაროვს, ტე­რო­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელს სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უწყობ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სე­თის გან­ცხა­დე­ბებს აბ­სურ­დულს უწო­დებ­და, თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­ო­რე მხრივ, ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის მეშ­ვე­ო­ბით, თა­ნამ­შრომ­ლობ­და ემი­რატ­თან. უმა­რო­ვის ინ­ტე­რე­სებს ქარ­თვე­ლებ­თან აჰ­მად ჩა­ტა­ე­ვი ("ცალ­ხე­ლა აჰ­მა­დი") წარ­მო­ად­გენ­და, რო­მე­ლიც ვინ­მე "გუს­ლი­კას­თან" ერ­თად ევ­რო­პა­ში ემი­რა­ტის სამ­ხედ­რო რაზ­მე­ბის­თვის მო­ხა­ლი­სე­ებს არ­ჩევ­და საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი იყო რაულ პა­პას­კი­რიც, მეტ­სა­ხე­ლად "ზო­ო­ნი". სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ორ კურ­დღელს იჭერ­და - ძირს უთხრი­და რუ­სე­თის რე­ჟიმს ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში და ფი­ნან­სურ სარ­გე­ბელ­საც ნა­ხუ­ლობ­და. "ქარ­თუ­ლი დე­რე­ფა­ნი" ემი­რა­ტის არაბ დამ­ფი­ნან­სებ­ლებს რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი უჯ­დე­ბო­დათ. არა­ვინ იცის, ჩეჩ­ნურ-ქარ­თუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა რამ­დენ ხანს გას­ტან­და, რომ არა 2012 წლის 25 აგ­ვის­ტოს ლა­ფან­ყურ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი.

ყვე­ლა­ფე­რი უფრო ადრე, აგ­ვის­ტოს დამ­დეგს და­ი­წყო, რო­დე­საც პან­კის­ში ნა­თე­სა­ვე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ახალ­გაზ­რდა ჩა­მო­ვი­და ევ­რო­პი­დან.

"ჩემი შვი­ლე­ბი (ორი ბიჭი მყავს) აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ ავ­სტრი­ი­დან, უფ­რო­სი ბიჭი რომ და­ვი­ნა­ხე, ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და - უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლას ვერ ახერ­ხებს. შე­მე­შინ­და, პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მნას-მეთ­ქი. ნუ გე­ში­ნია, ზე­მო­დან მო­მიგ­ვა­რე­სო, - და­მამ­შვი­და. მათ­თან ღამ­ღა­მო­ბით შავი ჯიპი მო­დი­ო­და, სა­დღაც მი­დი­ოდ­ნენ და გამ­თე­ნი­ი­სას მო­დი­ოდ­ნენ. ერთხელ, რო­დე­საც ის ჯიპი ისევ გა­მოჩ­ნდა, ჩემ­მა უმ­ცროს­მა შვილ­მა უფ­როსს გას­ძა­ხა, - ცალ­ხე­ლა მო­ვი­დაო. სო­ფელ­ში ათი დღე იყ­ვნენ. ერთ სა­ღა­მოს გა­მო­მი­ცხა­დეს, - უკან მივ­დი­ვართ, საქ­მე ჩა­ი­შა­ლაო. ჩა­ვე­ძიე, - სად­მე გა­დას­ვლას ხომ არ აპი­რებ­დით-მეთ­ქი. ამ ეტაპ­ზე ვერ შევ­თან­ხმდით, გა­რან­ტი­ებს არ გვაძ­ლე­ვე­ნო. მეტი არა­ფე­რი უთ­ქვამთ. წას­ვლის წინ ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე და მა­ინც ვკი­თხე, - ალა­ჰის გუ­ლის­თვის მი­თხა­რი, ვინ შე­მო­გიშ­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში-მეთ­ქი. შს სა­მი­ნის­ტრო­დან ვინ­მე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­მო (სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ. - ავტ.). მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში გა­ვი­გე, რომ ჩემს ბი­ჭებ­თან ერ­თად ჩა­მო­სულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ევ­რო­პა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა".

ნა­თე­ლა, სო­ფე­ლი ჯო­ყო­ლო

2012 წლის 25 აგ­ვის­ტოს ხუთი ლა­ფან­ყუ­რე­ლი ახალ­გაზ­რდა ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში გა­უ­ჩი­ნარ­და. სა­ძებ­ნე­ლად წა­სულ­მა თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­მა ტყე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 20-კა­ცი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფი შე­ნიშ­ნეს, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდე­ბი მძევ­ლად აეყ­ვა­ნა. ჯგუ­ფი რუ­სე­თის სა­ზღვრის და­ღეს­ტნის მო­ნაკ­ვე­თის­კენ მი­ი­წევ­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­მა იცო­და ჯგუ­ფის გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ და სა­ზღვარ­თან მათ ელო­დე­ბოდ­ნენ კი­დეც. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ში­შობ­და, რომ და­ღეს­ტან­ში იმ დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის მცდე­ლო­ბას რუ­სე­თი სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნებ­და და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას და­ი­წყებ­და, რაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ომის გა­მო­ცხა­დე­ბას ნიშ­ნავ­და. ალ­ყა­ში მოქ­ცე­ულ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ჯგუფ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ი­წყო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ლაფანყური საშინელი სიმართლის მოლოდინშია

ლაფანყური საშინელი სიმართლის მოლოდინშია

"მინდა, რომ ჩვენმა ქისტმა თანამემამულეებმა და დაღუპულთა ახლობლებმა აუცილებლად იცოდნენ, რომ ამ უბედურებას ჩვენ გამოუძიებელს არ დავტოვებთ, ყველაფერს გავარკვევთ. გპირდებით ყველას, რომ დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი".

ბიძინა ივანიშვილი, 9 სექტემბერი, 2012 წ.

"მე წავედი საკუთარი რელიგიის, მამაპაპური ადათ-წესების წინააღმდეგ და ჩემი შვილი საფლავიდან ამოვაღებინე იმ იმედით, რომ ექსპერტიზა სიმართლის დადგენაში დაგვეხმარება. შიში მიპყრობს: ო, ალაჰ, თავისიანების მოკლული არ აღმოჩნდეს. თუ არაფერი გაირკვა, ხეობის სასაცილონი გავხდებით".

რამზან ბაღაკაშვილი, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის მამა

8 მაისს, დილით, მოსახლეობის სამდღიანი ლოდინის შემდეგ, დუისის სასაფლაოზე ლოპოტის ხეობაში დაღუპული ახალგაზრდების საფლავების გახსნა დაიწყო... პირველად სალამ ზაურბეკოვის საფლავი გაიხსნა. როდესაც სალამის ცხედარი ამოასვენეს, მისმა უბედურმა დედამ ჩაილაპარაკა, - უკვე მესამედ ამოთხარეს ჩემი 19 წლის ბიჭი საფლავიდანო და ჩაიკეცა... ზაურბეკოვთან ერთად ასლან მარგოშვილის და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრებიც ამოასვენეს. რამზან ბაღაკაშვილი (მისი ოჯახი საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოვიდა ავსტრიიდან) საგამოძიებო ჯგუფთან მივიდა და სთხოვა, - ჩემს რძალს უკანასკნელად უნდა მეუღლის ნახვა და, თუ შეიძლება, ცელოფანი გახსენითო (გარდაცვლილები შავ ცელოფანში გახვეულნი იყვნენ დასაფლავებულნი). თქვენი შვილის ცხედარი ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია (საფლავიდან თითქმის ნაწილ-ნაწილ ამოიღეს), მძიმე სანახავი იქნება ჭირისუფლისთვისო.გახსენითო - მოითხოვა მამამ. როდესაც თხოვნა შეასრულეს, ბაღაკაშვილის ქვრივმა ცხედართან ჩაიმუხლა და ქმრის ნეშტის ნაწილებს მოეფერა. ამ სურათის მაყურებელი ქალების მოთქმამ ხეობა შეძრა...

ბაღაკაშვილის, მარგოშვილის და ზაურბეკოვის ცხედრები თბილისში წამოასვენეს ექსპერტიზის ჩასატარებლად. დუისის სასაფლაოზე სამი საფლავი ისევ ცარიელი დარჩა.

მუსლიმანური წესით, საფლავების გახსნა უმძიმეს ცოდვად ითვლება, ხოლო ცარიელი საფლავები - უბედურების მაუწყებელია, ამიტომ ხეობა ავის მოლოდინით ცხოვრობს.

ვფიქრობდით, ჩვენი ხალხის (ქისტების) ტრაგედია ლოპოტაში დამთავრდაო, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენი უბედურება ლოპოტაში დაიწყოო, - ამბობენ ხეობაში.”

...***1999 წლის ზამთარში, ჩეჩნეთში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ იჩქერიის სამხედრო დაჯგუფებები ხშირად იყენებდნენ საქართველოს ტერიტორიას, კერძოდ, პანკისის ხეობას სულის მოსათქმელად და ძალების მოსაკრებად, რასაც რუსეთი რეაგირების გარეშე არ ტოვებდა. ბოლო დროს რუსეთი ხმამაღლა აცხადებდა, რომ მსოფლიოში აღიარებულ ტერორისტულ ორგანიზაციას, "კავკასიის ემირატს" და მის თავკაცს, დოკუ უმAAაროვს, ტერორისტულ საქმიანობაში ხელს სწორედ საქართველოს ხელისუფლება უწყობდა. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის განცხადებებს აბსურდულს უწოდებდა, თუმცა, სავარაუდოდ, მეორე მხრივ, ანტიტერორისტული ცენტრის მეშვეობით, თანამშრომლობდა ემირატთან. უმაროვის ინტერესებს ქართველებთან აჰმად ჩატაევი ("ცალხელა აჰმადი") წარმოადგენდა, რომელიც ვინმე "გუსლიკასთან" ერთად ევროპაში ემირატის სამხედრო რაზმებისთვის მოხალისეებს არჩევდა საქმეში ჩართული იყო რაულ პაპასკირიც, მეტსახელად "ზოონი". საქართველოს ხელისუფლება ამ თანამშრომლობით ორ კურდღელს იჭერდა - ძირს უთხრიდა რუსეთის რეჟიმს ჩრდილოეთ კავკასიაში და ფინანსურ სარგებელსაც ნახულობდა. "ქართული დერეფანი" ემირატის არაბ დამფინანსებლებს რამდენიმე მილიონი უჯდებოდათ. არავინ იცის, ჩეჩნურ-ქართული თანამშრომლობა რამდენ ხანს გასტანდა, რომ არა 2012 წლის 25 აგვისტოს ლაფანყურში განვითარებული მოვლენები.

ყველაფერი უფრო ადრე, აგვისტოს დამდეგს დაიწყო, როდესაც პანკისში ნათესავების მოსანახულებლად რამდენიმე ათეული ახალგაზრდა ჩამოვიდა ევროპიდან.

"ჩემი შვილები (ორი ბიჭი მყავს) აგვისტოს დასაწყისში ჩამოვიდნენ ავსტრიიდან, უფროსი ბიჭი რომ დავინახე, ძალიან გამიკვირდა - უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში შემოსვლას ვერ ახერხებს. შემეშინდა, პრობლემები არ შეექმნას-მეთქი. ნუ გეშინია, ზემოდან მომიგვარესო, - დამამშვიდა. მათთან ღამღამობით შავი ჯიპი მოდიოდა, სადღაც მიდიოდნენ და გამთენიისას მოდიოდნენ. ერთხელ, როდესაც ის ჯიპი ისევ გამოჩნდა, ჩემმა უმცროსმა შვილმა უფროსს გასძახა, - ცალხელა მოვიდაო. სოფელში ათი დღე იყვნენ. ერთ საღამოს გამომიცხადეს, - უკან მივდივართ, საქმე ჩაიშალაო. ჩავეძიე, - სადმე გადასვლას ხომ არ აპირებდით-მეთქი. ამ ეტაპზე ვერ შევთანხმდით, გარანტიებს არ გვაძლევენო. მეტი არაფერი უთქვამთ. წასვლის წინ ვეღარ მოვითმინე და მაინც ვკითხე, - ალაჰის გულისთვის მითხარი, ვინ შემოგიშვა საქართველოში-მეთქი. შს სამინისტროდან ვინმე ლორთქიფანიძემო (სავარაუდოდ, მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძემ. - ავტ.). მომდევნო დღეებში გავიგე, რომ ჩემს ბიჭებთან ერთად ჩამოსულთა უმრავლესობა ევროპაში დაბრუნებულა".

ნათელა, სოფელი ჯოყოლო

2012 წლის 25 აგვისტოს ხუთი ლაფანყურელი ახალგაზრდა ლოპოტის ხეობაში გაუჩინარდა. საძებნელად წასულმა თანასოფლელებმა ტყეში დაახლოებით 20-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი შენიშნეს, რომელსაც ახალგაზრდები მძევლად აეყვანა. ჯგუფი რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთისკენ მიიწევდა. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთმა იცოდა ჯგუფის გადაადგილების შესახებ და საზღვართან მათ ელოდებოდნენ კიდეც. საქართველოს ხელისუფლება შიშობდა, რომ დაღესტანში იმ დროს განვითარებული მოვლენების ფონზე შეიარაღებული ჯგუფის მიერ საზღვრის გადაკვეთის მცდელობას რუსეთი სათავისოდ გამოიყენებდა და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ანტიტერორისტულ სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა, რაც, ფაქტობრივად, ომის გამოცხადებას ნიშნავდა. ალყაში მოქცეულ შეიარაღებულ ჯგუფთან მოლაპარაკებები დაიწყო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ