სპორტი
პოლიტიკა
კონფლიქტები

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მომრავლდნენ საქართველოში უცხოტომელები
რატომ მომრავლდნენ საქართველოში უცხოტომელები

ორი­ო­დე თვის წინ, როცა ინ­ტერ­ნე­ტქ­სელ­ში 60-მდე ინ­დო­ე­ლის სია და იმ მი­წე­ბის ნუს­ხა და­ი­დო, რო­მელ­თა ყიდ­ვა მათ სა­მი­ოდ თვე­ში მო­ა­ხერ­ხეს, ბევ­რმა არ და­ი­ჯე­რა. მაგ­რამ როცა ამ მი­წებ­ზე ჩალ­მი­ა­ნი ინ­დო­ე­ლე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, ყვე­ლა მიხ­ვდა, რომ საქ­მე არც ისე მარ­ტი­ვად ყო­ფი­ლა. მი­წე­ბის და­კარ­გვის გარ­და, კი­დევ რა სა­შიშ­რო­ე­ბას შე­ი­ცავს ეს მოვ­ლე­ნა, პო­ლი­ტო­ლო­გი სოსო ცინ­ცა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ინ­დი­ვი­დის გამ­რავ­ლე­ბას სა­სი­ცო­ცხლო სივ­რცის შემ­ცი­რე­ბა მოს­დევს. ამი­ტომ ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში აზია-აფ­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტე­ბი­დან ხალ­ხის შე­მო­დი­ნე­ბა. ბევ­რს აღარ ვი­სა­უბ­რებ ჩი­ნე­ლებ­ზე, რომ­ლებ­მაც არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი რი­ცხვით მხო­ლოდ აღ­მო­სავ­ლეთ ციმ­ბირ­ში ექვს მი­ლი­ონს მი­აღ­წი­ეს და ჩვენ­თა­ნაც საკ­მაო სივ­რცე და­ი­კა­ვეს. დი­ლით

ში­ნი­დან რომ გავ­დი­ვარ, უკვე მხარ­ბე­ჭი­ა­ნი შავ­კა­ნი­ა­ნე­ბიც მხვდე­ბი­ან. ცო­ტას რომ გა­ვივ­ლი - არა­ბე­ბი, მერე თურ­ქე­ბი, ინ­დო­ე­ლე­ბი... ცხა­დია, აქ სა­შიმ­ში­ლოდ არა­ვინ ჩა­მო­დის.

მარ­თა­ლია, ზოგი ჩა­მოს­ვლის მი­ზე­ზად თა­ვი­სი ეროვ­ნუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბის გახ­სნას ასა­ხე­ლებს, მაგ­რამ ეს მტკნა­რი სიც­რუ­ეა, - სო­კო­ე­ბი­ვით მომ­რავ­ლე­ბულ ჩი­ნურ რეს­ტორ­ნებ­შიც კი თითო-ორო­ლა კერ­ძი თუ მზად­დე­ბა ჩი­ნუ­რი, და­ნარ­ჩე­ნი - ქარ­თუ­ლია. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მათ იაფი და ნა­ყო­ფი­ე­რი მი­წე­ბის და­პატ­რო­ნე­ბა სურთ, რაც ყვე­ლა­ზე მყა­რი სა­კუთ­რე­ბაა და მო­მა­ვალ­ში დიდ ფულ­საც გა­ა­კე­თე­ბი­ნებს, - ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა მო­სა­ვა­ლი ხომ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ­ზე ბევ­რად ძვი­რია. გარ­და ამი­სა, დღეს ჩა­ლის ფა­სად შე­ძე­ნილ მი­წებს მო­მა­ვალ­ში ცე­ცხლის ფა­სა­დაც მიჰ­ყი­დი­ან თა­ნა­ტო­მე­ლებს.

- ფაქ­ტია, ათა­სი უცხო­ტო­მე­ლი, მათ შო­რის სიქ­ჰე­ბი ინ­დო­ე­თი­დან, ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი ხდე­ბი­ან.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­დო­ე­თი მი­ლი­არდ ორას­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქვე­ყა­ნაა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პით უკვე მო­იხ­სე­ნი­ე­ბა "ეკო­ნო­მი­კის ახალ­გაზ­რდა ვე­ფხვებს" შო­რის, მის ქუ­ჩებ­ში 60 მი­ლი­ო­ნი მა­თხო­ვა­რი შიმ­ში­ლით კვდე­ბა. გარ­და ამი­სა, იქ კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრზე 364, ანუ ჩი­ნეთ­ზე სამ­ჯერ მეტი და ეთ­ნი­კუ­რად ჭრე­ლი მასა ცხოვ­რობს. ამ მა­სა­ში შე­დი­ან მსოფ­ლი­ოს 7 ფუნ­და­მენ­ტუ­რი რე­ლი­გი­ის აღმსა­რებ­ლე­ბი და 2000-მდე კას­ტის მიმ­დევ­რე­ბი. აქვთ და­ახ­ლო­ე­ბით 160 და მათ შო­რის 20-მდე სა­ხელ­მწი­ფო ენა. ამას­თან, არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ 10 წე­ლი­წად­ში ინ­დო­ე­ლე­ბი ჩი­ნე­ლებ­ზე მეტ­ნი იქ­ნე­ბი­ან და რა გა­საკ­ვი­რია, რომ ინ­დო­ეთს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ათ­ვი­სე­ბა უნ­დო­დეს. ის სიქ­ჰი კი, რო­მე­ლიც აქ მი­წას ყი­დუ­ლობს, ჩა­მო­იყ­ვანს ოჯა­ხის წევ­რებს...

ამ ხალ­ხს აუ­ცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბა თა­ვი­ან­თი სა­ლო­ცა­ვე­ბი. ეს სა­კი­თხი კი ჩვე­ნის­თა­ნა მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ერის­თვის ასე ჰა­ი­ჰა­რად გა­და­სა­წყვე­ტი არ არის.

გარ­და ამი­სა, თავს იჩენს ხა­სი­ა­თობ­რი­ვი შე­უ­თავ­სებ­ლო­ბაც - ბა­თუმ­ში თა­ვად ვი­ყა­ვი იმ დროს, როცა თურ­ქმა აჭა­რელ ტაქ­სის მძღოლს დანა მხო­ლოდ იმი­ტომ გა­უ­ყა­რა, რომ ვერ და­ი­თან­ხმა, წა­ეყ­ვა­ნა იქ, სა­დაც უნ­დო­და. მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კი თურ­ქი დი­ლით და­ი­ჭი­რა და სა­ღა­მოს გა­უშ­ვა.

მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ერ­თმა ინ­დო­ელ­მა მე­ო­რე ინ­დო­ელს სახლ-კარი გა­ა­ყიდ­ვი­ნა - წა­მო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მი­ლი­ო­ნებს გა­შოვ­ნი­ნე­ბო. დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცუდ დღე­შია, - მსოფ­ლი­ო­ში კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია და თუ ამ ხალ­ხს მი­ვად­გე­ბით, ჩვენ­თან მი­წე­ბი რომ შე­ი­ძი­ნეს, მსოფ­ლიო სა­ქარ­თვე­ლოს­კენ გა­მო­იშ­ვერს ხელს, რო­გორც ვე­ლუ­რე­ბი­სა­კენ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

რატომ მომრავლდნენ საქართველოში უცხოტომელები

რატომ მომრავლდნენ საქართველოში უცხოტომელები

ორიოდე თვის წინ, როცა ინტერნეტქსელში 60-მდე ინდოელის სია და იმ მიწების ნუსხა დაიდო, რომელთა ყიდვა მათ სამიოდ თვეში მოახერხეს, ბევრმა არ დაიჯერა. მაგრამ როცა ამ მიწებზე ჩალმიანი ინდოელები გამოჩნდნენ, ყველა მიხვდა, რომ საქმე არც ისე მარტივად ყოფილა. მიწების დაკარგვის გარდა, კიდევ რა საშიშროებას შეიცავს ეს მოვლენა, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გვესაუბრება:

- ინდივიდის გამრავლებას სასიცოცხლო სივრცის შემცირება მოსდევს. ამიტომ ხდება საქართველოში აზია-აფრიკის კონტინენტებიდან ხალხის შემოდინება. ბევრს აღარ ვისაუბრებ ჩინელებზე, რომლებმაც არაოფიციალური რიცხვით მხოლოდ აღმოსავლეთ ციმბირში ექვს მილიონს მიაღწიეს და ჩვენთანაც საკმაო სივრცე დაიკავეს. დილით

შინიდან რომ გავდივარ, უკვე მხარბეჭიანი შავკანიანებიც მხვდებიან. ცოტას რომ გავივლი - არაბები, მერე თურქები, ინდოელები... ცხადია, აქ საშიმშილოდ არავინ ჩამოდის.

მართალია, ზოგი ჩამოსვლის მიზეზად თავისი ეროვნული რესტორნების გახსნას ასახელებს, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა, - სოკოებივით მომრავლებულ ჩინურ რესტორნებშიც კი თითო-ოროლა კერძი თუ მზადდება ჩინური, დანარჩენი - ქართულია. სინამდვილეში, მათ იაფი და ნაყოფიერი მიწების დაპატრონება სურთ, რაც ყველაზე მყარი საკუთრებაა და მომავალში დიდ ფულსაც გააკეთებინებს, - ეკოლოგიურად სუფთა მოსავალი ხომ ყველა ქვეყანაში გენმოდიფიცირებულზე ბევრად ძვირია. გარდა ამისა, დღეს ჩალის ფასად შეძენილ მიწებს მომავალში ცეცხლის ფასადაც მიჰყიდიან თანატომელებს.

- ფაქტია, ათასი უცხოტომელი, მათ შორის სიქჰები ინდოეთიდან, ჩვენი მეზობლები ხდებიან.

- მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი მილიარდ ორასმილიონიანი ქვეყანაა და ეკონომიკური განვითარების ტემპით უკვე მოიხსენიება "ეკონომიკის ახალგაზრდა ვეფხვებს" შორის, მის ქუჩებში 60 მილიონი მათხოვარი შიმშილით კვდება. გარდა ამისა, იქ კვადრატულ კილომეტრზე 364, ანუ ჩინეთზე სამჯერ მეტი და ეთნიკურად ჭრელი მასა ცხოვრობს. ამ მასაში შედიან მსოფლიოს 7 ფუნდამენტური რელიგიის აღმსარებლები და 2000-მდე კასტის მიმდევრები. აქვთ დაახლოებით 160 და მათ შორის 20-მდე სახელმწიფო ენა. ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომ 10 წელიწადში ინდოელები ჩინელებზე მეტნი იქნებიან და რა გასაკვირია, რომ ინდოეთს ტერიტორიების ათვისება უნდოდეს. ის სიქჰი კი, რომელიც აქ მიწას ყიდულობს, ჩამოიყვანს ოჯახის წევრებს...

ამ ხალხს აუცილებლად დასჭირდება თავიანთი სალოცავები. ეს საკითხი კი ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის ასე ჰაიჰარად გადასაწყვეტი არ არის.

გარდა ამისა, თავს იჩენს ხასიათობრივი შეუთავსებლობაც - ბათუმში თავად ვიყავი იმ დროს, როცა თურქმა აჭარელ ტაქსის მძღოლს დანა მხოლოდ იმიტომ გაუყარა, რომ ვერ დაითანხმა, წაეყვანა იქ, სადაც უნდოდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ კი თურქი დილით დაიჭირა და საღამოს გაუშვა.

მაქვს ინფორმაცია, რომ ერთმა ინდოელმა მეორე ინდოელს სახლ-კარი გააყიდვინა - წამოდი საქართველოში, მილიონებს გაშოვნინებო. დღეს ხელისუფლება ცუდ დღეშია, - მსოფლიოში კერძო საკუთრება ხელშეუხებელია და თუ ამ ხალხს მივადგებით, ჩვენთან მიწები რომ შეიძინეს, მსოფლიო საქართველოსკენ გამოიშვერს ხელს, როგორც ველურებისაკენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"