პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალეკო მალხაზიშვილი - შემდეგ კორპორატიულზე თუ ბიძინა ივანიშვილიც მოვა და თავის პაროდისტს გაიცნობს, გამიხარდება
ალეკო მალხაზიშვილი - შემდეგ კორპორატიულზე თუ ბიძინა ივანიშვილიც მოვა და თავის პაროდისტს გაიცნობს, გამიხარდება

"რუს­თა­ვი 2"-ის იუ­მო­რის­ტთა ჯგუ­ფის­თვის წინა კვი­რა ხმა­უ­რი­ა­ნი გა­მოდ­გა. აჟი­ო­ტა­ჟის მი­ზე­ზი მათი ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლი გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი გახ­და.

"მინ­დო­და, პრე­ზი­დენ­ტის პა­რო­დი­ას გა­ვა­კე­თებ­დი და მინ­დო­და - დამ­ლა­გებ­ლი­სას"

პრე­ზი­დენ­ტის პა­რო­დის­ტმა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია მო­იწ­ვია და სწო­რედ ამ ჯგუ­ფის ლი­დერ­თა მხრი­დან მისი შე­ვიწ­რო­ე­ბი­სა და დაბ­ლოკ­ვის ფაქ­ტებ­ზე ისა­უბ­რა. მსა­ხი­ო­ბი აცხა­დებ­და, რომ მას პრე­ზი­დენ­ტის პა­რო­დი­ის კე­თე­ბა აუკ­რძა­ლეს: "არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა პი­რად სა­უ­ბარ­ში მი­თხრა, რომ პრე­ზი­დენ­ტის პა­რო­დია მოძ­ველ­და, ტაბუ და­ე­დო და აღარ უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. მე­ო­რე დღეს ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვი­ლი მო­ვი­და ჩემს სახ­ლთან და მი­თხრა, რომ თუ ამ თე­მა­ზე შე­კი­თხვე­ბი გაჩ­ნდე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან, უნდა მეთ­ქვა, რომ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა იხუმ­რა. ამის შემ­დეგ მი­ვი­ღე სა­რე­დაქ­ციო თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც შემ­დეგ გაქ­რა... ჩემი მი­ზა­ნია ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მარ­ტო და­ტო­ვე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, თუმ­ცა ის მარ­ტო არ მოქ­მე­დებს. მისი მე­გობ­რე­ბი ამ საქ­მე­ში არი­ან ბა­ტო­ნი ალე­კო ავ­ლაბ­რე­ლი, იგი­ვე მალ­ხა­ზიშ­ვი­ლი, ბა­ტო­ნი უხამ­სი ვარ­თე და შე­და­რე­ბით სა­თუ­თი და ნაზი ოთო ლომ­თა­ძე", - გა­ნა­ცხა­და პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გი­ორ­გი აფ­ცი­ა­ურ­მა. მსა­ხი­ობ­მა იუ­მო­რის­ტთა გუნ­დის სხვა წევ­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლი­სა თუ და­თხოვ­ნის მი­ზე­ზებ­ზეც ისა­უბ­რა. თქვა, რომ ამი­კო ჩო­ხა­რა­ძე­სა და ლე­ვან გო­გო­რე­ლი­ანს ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა შე­უქ­მნეს იმის­თვის, რომ სამ­სა­ხუ­რი და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ და თუ სხვა მი­ზე­ზი ვი­ცო­დით მათი წას­ვლის შე­სა­ხებ, ყვე­ლა­ფე­რი სიც­რუე იყო. "თემო მჟა­ვი­ას ხელ­ფა­სი 700 ლა­რამ­დე შე­უმ­ცი­რეს, რა­საც 14-ჯერ აღე­მა­ტე­ბო­და ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის გა­სამ­რჯე­ლო".

პრე­ზი­დენ­ტის პა­რო­დის­ტი ნიკა გრი­გო­ლი­ას სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნა­საც შე­ე­ხო, თქვა, რომ ნი­კას სამ­სა­ხუ­რი­დან გაშ­ვე­ბა არ აკ­მა­რეს და ფი­ზი­კუ­რა­დაც გა­უს­წორ­დნენ. ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ ადა­მი­ა­ნებს გი­ორ­გი "სექ­ტას" უწო­დებს, ამ­ბობს, რომ ისი­ნი სი­ცი­ლი­თა და იუ­მო­რით შე­დი­ან ადა­მი­ან­თა სუ­ლებ­ში და იქა­უ­რო­ბას ანაგ­ვი­ა­ნე­ბენ. ამა­ვე პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აფ­ცი­ა­ურ­მა გუნდში დარ­ჩე­ნილ მის­თვის მი­სა­ღებ მსა­ხი­ო­ბებს მი­მარ­თა და მო­უ­წო­და, გა­ე­მიჯ­ნონ "სექ­ტას". და­სას­რულ კი თა­ვი­სი ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ გაგ­ვიმ­ხი­ლა. მსა­ხი­ო­ბი სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა "პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის" ახალ­გაზ­რდულ ფრთას.

- გი­ორ­გი, რა­ტომ დუმ­დი აქამ­დე?

- მე რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ამ სა­კი­თხზე რამე მეთ­ქვა, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა კუ­დებს გა­მო­ა­ბამ­დნენ, რომ ფული გა­და­მი­ხა­დეს, რომ მო­ღა­ლა­ტე ვარ. ამ ამ­ბის პო­ლი­ტი­ზე­ბა არ მინ­დო­და.

- მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბი­დან შვი­დი თვე გა­ვი­და, დღეს რა­ტომ გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი ეს სა­კი­თხი?

- რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რამ­დე­ნი თვე გა­ვი­და. ერ­თწ­ლი­ა­ნი უმუ­შევ­რო­ბის პე­რი­ო­დი მქონ­და, მეტი ფიქ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა, და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე.

- ეს უთან­ხმო­ე­ბა ხომ ბევ­რად ადრე და­ი­წყო, შენ ჯერ კი­დევ 2011 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­მო­ე­ყა­ვი გუნდს და მარ­ტომ და­ი­წყე "თქვე­ნი შოუს" კე­თე­ბა. რა იყო გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მი­ზე­ზი?

- ვერ და­გე­თან­ხმე­ბი, 2012-ში იყო ეგ ამ­ბა­ვი. რაც შე­ე­ხე­ბა გან­ხეთ­ქი­ლე­ბას, სწო­რედ სა­რე­დაქ­ციო თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვი­თხოვ­დი. ეს რომ მქო­ნო­და, მინ­დო­და, პრე­ზი­დენ­ტის პა­რო­დი­ას გა­ვა­კე­თებ­დი და მინ­დო­და - დამ­ლა­გებ­ლი­სას.

- თუ პრე­ზი­დენ­ტის პა­რო­დი­ის კე­თე­ბა აღარ სურ­დათ, რა­ტომ აიყ­ვა­ნეს ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლი?

- ვერ გე­ტყვით. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ არ­გუ­მენ­ტი ჰქო­ნო­დათ დღე­ვან­დე­ლი დღის­თვის.

- რისი თქმა გინ­და, თა­ვის მარ­თლე­ბის­თვის აიყ­ვა­ნეს ახა­ლი პა­რო­დის­ტი?

- არ ვიცი. ჩემ­თვის ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, დღეს რა­ტომ ჰყავთ პრე­ზი­დენ­ტის პა­რო­დის­ტი. ქარ­თლო­სი ნი­ჭი­ე­რი კა­ცია, კარ­გი ადა­მი­ა­ნი და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ.

- მარ­თა­ლია, რომ ქარ­თლო­სი შენ­თან სა­თა­ნამ­შრომ­ლოდ მო­ვი­და "თქვენს შო­უ­ში" და შენ ის არ მი­ი­ღე?

- არა, ეს ტყუ­ი­ლია.

"დღეს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უკან სხე­დან"

იუ­მო­რის­ტთა გუნ­დის "სექ­ტად" მო­ნათ­ლულ წევ­რებს "რუს­თა­ვი 2"-ში ვეს­ტუმ­რეთ და გა­ჩე­ნილ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი ვთხო­ვეთ.

- ალე­კო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს "კო­მე­დი ჯგუ­ფის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ჰგო­ნია, რა­ტომ?

ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვი­ლი:

- ეს აფ­ცი­ა­უ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ალ­ბათ. ზო­გა­დად ჩვენ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა გვაქვს. ერ­თპი­როვ­ნუ­ლად არ ვწყვეტთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს.

- რო­გორც ვანო გა­და­წყვეტს, ისე იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რიო, - ეს ფრა­ზა თქვა გი­ორ­გიმ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

- მისი ფრა­ზე­ბის გარ­ჩე­ვას არ ვა­პი­რებ. როცა ვუ­ყუ­რებ­დი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას, ისე­თი იუ­მო­რის­ტუ­ლი იყო მისი გა­მოს­ვლა, მე­გო­ნა, ბო­ლოს იტყო­და, "კო­მე­დი შოუ" იწყე­ბაო. ტყუ­ი­ლი და ბოდ­ვა იყო მისი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია. პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რი მის­ცა ყვე­ლა­ფერს, თუმ­ცა ამას რა­ტომ­ღაც შემ­დეგ უარ­ყოფ­და. ამ­ბობ­და, თით­ქოს არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე მოხ­და გან­ხეთ­ქი­ლე­ბა ჩვენ შო­რის. არა­და, ზუს­ტად მახ­სოვს, 2011 წლის ნო­ემ­ბრი­დან აღარ არის ჩვენს გუნდში. ამის მი­ზე­ზე­ბი იყო და სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა მომ­ცეთ, ცოტა ვრცლად მოვ­ყვე. ზო­გა­დად არ მიყ­ვარს ჩვენს თა­ნა­გუნ­დე­ლებ­ზე აუ­გად სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ რად­გან სხვა გზა არ დაგ­ვი­ტო­ვა და პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე შე­კი­თხვე­ბი თა­ვად დას­ვა ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით, მოვ­ყვე­ბი.

პირ­ველ რიგ­ში, როცა ის ამ­ბობს, რომ "თქვე­ნი შოუ" მისი სა­ავ­ტო­რო პრო­ექ­ტი იყო, ცრუ­ობს. მან გა­ა­კე­თა "სხვა კონ­ცერ­ტი", მოგ­ვე­წო­ნა ამ კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე ახა­ლი თა­ო­ბა და გა­დავ­წყვი­ტეთ, მოგ­ვე­ფიქ­რე­ბი­ნა პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც ამ ბი­ჭებს და­ვა­საქ­მებ­დით. ამა­ში "რუს­თა­ვი 2"-ის მა­შინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაც იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. თუ შე­ა­და­რებთ "თქვენს შოუს" და "სხვა კონ­ცერტს", აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ბი­ჭე­ბი გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რის მოყ­ვა­ნი­ლი იყ­ვნენ არხზე, წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად გა­და­ცე­მის ტიტ­რებ­ში ავ­ტო­რის გას­წვრივ გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი მი­ვუ­თი­თეთ. სხვა­თა შო­რის, იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, არ გა­ა­კე­თო ეს, თავ­ში აუ­ვარ­დე­ბაო, მაგ­რამ არ და­ვუ­ჯე­რე. გა­და­ვა­ხა­ლი­სეთ, გა­და­ვარ­ჩი­ეთ ეს გუნ­დი, და­ვუ­მა­ტეთ წამ­ყვა­ნე­ბი - ამი­კო და ფაქო. ამა­შიც გვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და გი­ორ­გი, უნ­დო­და, კაკი და პა­რუ­ნა ყო­ფი­ლიყ­ვნენ გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბი. ჩვენ ავუხ­სე­ნით, რომ ამი­კო და ფაქო უკვე სა­ხე­ე­ბი იყ­ვნენ და გა­და­ცე­მის რე­ი­ტინგს წა­ად­გე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც ნა­წყე­ნი დარ­ჩა. ყვე­ლა­ფერ­ზე "ჭე­დავ­და". და­ვახ­მა­რეთ ჩვე­ნი სცე­ნა­რის­ტე­ბიც და კვი­რა­ში ერთი დღე მთე­ლი "კო­მე­დი ჯგუ­ფი" ამ გა­და­ცე­მა­ზე ვმუ­შა­ობ­დით.

ოთხ თვე­ში გი­ორ­გის ამ­ბი­ცი­ე­ბი გა­უჩ­ნდა, რომ ჩვენ ვბლო­კავ­დით მას და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნ­დო­და. რას ნიშ­ნავ­და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ვერ ამიხ­სნა, მაგ­რამ მე მივ­ხვდი, ეს იმას ნიშ­ნავ­და, როცა აფ­ცი­ა­უ­რი სცე­ნარს და­წერს, შენ არ უნდა ჩა­ე­რიო. ბევ­რი ცუდი ხუმ­რო­ბა იყო, რე­დაქ­ტი­რე­ბას ითხოვ­და, რა­საც ვარ­თე და ოთო აგ­ვა­რებ­დნენ. ამას გა­მოც­დი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა, ეს კი გი­ორ­გის­თვის გა­უ­გე­ბა­რი იყო.

რამ­დენ­ჯერ­მე შე­ნიშ­ვნა მი­ვე­ცი დაგ­ვი­ა­ნე­ბა­ზე. დი­რექ­ტო­რო­ბა მო­ინ­დო­მა, ბი­ჭებს სცე­ნა­რებს აწე­რი­ნებ­და, სა­ღა­მოს მო­ვი­დო­და, ხუმ­რო­ბებს გა­და­ხე­დავ­და და ეგ იყო მისი საქ­მე. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ მისი სწრაფ­ვა გა­ცი­ლე­ბით ადრე და­ი­წყო, სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მოგ­ვი­ცხა­და, მე ჩემი ნომ­რით გა­მო­ვა­ლო. ჩა­კე­ტა თა­ვი­სი მოყ­ვა­ნი­ლი ბი­ჭე­ბი, ატა­რებ­და თათ­ბი­რებს, რომ ჩვენ ცუ­დე­ბი ვი­ყა­ვით, რომ ამ "სას­ტა­ვის" დათ­რე­ვას ვცდი­ლობ­დით. საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, სტი­ლის­ტი და ვი­ზა­ჟის­ტი მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, ალე­კო, აფ­ცი­ა­უ­რის ბავ­შვე­ბი რა­ტომ მე­კი­თხე­ბი­ან, ხელ­ფა­სი რამ­დე­ნი გვაქ­ვსო. უკვე ამო­მას­ხა. ვუ­თხა­რი, ჩვენ ერ­თად ვერ ვი­მუ­შა­ვებთ, ავი­დეთ არ­ხის გენ­დი­რექ­ტორ­თან და რამე გა­დავ­წყვი­ტოთ-მეთ­ქი. მას უკვე ამ­ბა­ვი ჰქონ­და მი­ტა­ნი­ლი, რომ ჩვენ ვბლო­კავ­დით, სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დი­ას არ ვა­კე­თე­ბი­ნებ­დით. ერთი სი­ტყვით, მე და გენ­დი­რექ­ტორ­მა მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გი­ორ­გი ცალ­კე გა­სუ­ლი­ყო, რად­გან ბიჭს უნ­დო­და პრო­დი­უ­სე­რო­ბა და მხო­ლოდ მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დი­ით არ კმა­ყო­ფილ­დე­ბო­და. გა­და­ცე­მის ბი­უ­ჯე­ტი და ცალ­კე ოთა­ხი მი­ვე­ცით და გა­ვუშ­ვით, გა­ვა­ტა­ნეთ თა­ვი­სი მოყ­ვა­ნი­ლი ბი­ჭე­ბიც. წა­ვარ­თვით მხო­ლოდ სცე­ნა­რის­ტე­ბი და წამ­ყვა­ნე­ბი. ეს უნ­დო­და მას, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

- არ მოგ­წონ­და გი­ორ­გის გა­კე­თე­ბუ­ლი "თქვე­ნი შოუ"?

- რა თქმა უნდა, არ მომ­წონ­და. მას მერე, რაც ჩვენ­გან წა­ვი­და, მკვეთ­რად და­ე­ცა გა­და­ცე­მის რე­ი­ტინ­გი და ბო­ლოს და­ი­ხუ­რა კი­დეც ამ მი­ზე­ზით. და­ბალ­რე­ი­ტინ­გუ­ლებს შო­რის მოხ­ვდა ასე­ვე სე­რი­ა­ლი "ალუბ­ლე­ბის ქუჩა" და გა­და­ცე­მა "ეთა­მა­შე ვარ­სკვლავს".

- ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილს რა თა­ნამ­დე­ბო­ბა აქვს გუნდში?

- იუ­მო­რის­ტუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ბორ­დის წევ­რია... დაბ­ლოკ­ვა და უსა­მარ­თლოდ სამ­სა­ხუ­რი­დან გაშ­ვე­ბა გი­ორ­გის ოს­ტა­ტო­ბაა. როცა ცალ­კე გა­ვუშ­ვით, გუნ­დი და ბი­უ­ჯე­ტი ჩა­ვა­ბა­რეთ, ორ კვი­რა­ში ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი, უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი ლე­ვან კვა­რა­ცხე­ლია და და­ვით ფი­ფია გა­უშ­ვა. შეთ­ქმუ­ლე­ბას მი­წყობ­დნე­ნო, თქვა. კი­დევ ერთი იუ­მო­რის­ტი, გი­ორ­გი მარ­შა­ნია, ერთი თვის შემ­დეგ ჩვენ­თან დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობ­და, რა­ზეც აფ­ცი­ა­ურ­მა არ­ხის გენ­დი­რექ­ტორ­თან უჩივ­ლა, გი­ორ­გი მარ­შა­ნია "რუს­თა­ვი 2"-დან გა­აგ­დე, მალ­ხა­ზიშ­ვილ­თან მი­დი­სო, ეუბ­ნე­ბო­და. მტრე­ბად მოგ­ვი­აზ­რებ­და, მისი ქცე­ვე­ბი ში­ზოფ­რე­ნი­უ­ლი იყო.

- მან არა­ერ­თი თქვე­ნი ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლის სამ­სა­ხუ­რი­დან გაშ­ვე­ბის მი­ზე­ზებ­ზე ისა­უბ­რა.

- რა­ღაც არ მეს­მის, სხვის მა­გივ­რად რა­ტომ ლა­პა­რა­კობს. ყვე­ლა ჩვენს ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დელს იყე­ნებს თა­ვი­სი მიზ­ნე­ბის­თვის. არა­და, ყვე­ლა სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით წა­ვი­და. ამი­კო, ფაქო და თემო მჟა­ვია თვი­თონ წა­ვიდ­ნენ. ნიკა გრი­გო­ლია და სიკო ჭუმ­ბუ­რი­ძე ჩვენ გა­ვუშ­ვით.

- გი­ორ­გიმ მჟა­ვი­ა­სა და ვა­ნოს ხელ­ფა­სე­ბიც შე­ა­და­რა ერ­თმა­ნეთს.

- ეს სი­სუ­ლე­ლეა. ჩვენ არ ვართ სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რომ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ხელ­ფა­სე­ბის ოდე­ნო­ბა კე­დელ­ზე გა­მო­ვაკ­რათ. თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს აქვს ისე­თი ანა­ზღა­უ­რე­ბა, რო­გორ­საც იმ­სა­ხუ­რებს.

- ნიკა გრი­გო­ლი­ას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნე­ნო, გი­ორ­გიმ თქვა...

- ნიკა გრი­გო­ლია უდის­ციპ­ლი­ნო­ბის გამო გა­ვუშ­ვით სამ­სა­ხუ­რი­დან. ბევ­რს ეს რა­ტომ­ღაც ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა. გუ­შინ ბა­ტონ და­ვით აქუ­ბარ­დი­ას ვუს­მენ­დი "კავ­კა­სი­ა­ზე". დიდ პა­ტივს ვცემ და­ვითს, მაგ­რამ გა­მიკ­ვირ­და, დის­ციპ­ლი­ნის გამო თა­ნამ­შრომ­ლის სამ­სა­ხუ­რი­დან გაშ­ვე­ბა რომ შე­ი­ცხა­და. თუ მისი ოპე­რა­ტო­რი არ მოვა ერთხელ, ორ­ჯერ, სამ­ჯერ, სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ მო­იქ­ცე­ვა თვი­თონ?! სწო­რედ ეს გა­აპ­რო­ტეს­ტა ნიკა გრი­გო­ლი­ა­მაც, ყვე­ლას­გან მა­ინ­ტე­რე­სებს პა­სუ­ხი, რა­ტომ გა­მიშ­ვით სამ­სა­ხუ­რი­და­ნო, ყვი­რო­და. ამა­ვე შე­კი­თხვით თა­ვის ყო­ფილ ქვისლთან, ან­დღუ­ლა­ძეს­თა­ნაც მი­ვი­და, წა­ებ­ლა­ტა­ვა. მი­შამ ვერ მო­ით­მი­ნა, გა­არ­ტყა, ამა­ნაც გა­ი­წია, ჩვენ გა­ვაშ­ვე­ლეთ. სულ ეს იყო, მე­ო­რე დღეს­ვე შე­რიგ­დნენ ქვის­ლე­ბი.

- ალე­კო, "რუს­თა­ვი 2"-ს ნაც­მოძ­რა­ო­ბას­თან კე­თილ­გან­წყო­ბა­ში ხში­რად ამ­ხე­ლენ, ამ­ბო­ბენ, რომ ეს მოძ­რა­ო­ბა მფარ­ვე­ლობ­და თქვენს გუნდსაც. "კო­მე­დი ჯგუ­ფის" კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ზე პრე­ზი­დენ­ტიც კი მო­ვი­და. ვინ მო­იწ­ვია ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი იუ­მო­რის­ტე­ბის სა­ღა­მო­ზე?

- ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბი ჩემი გუნ­დის წევ­რებს, ნუ გა­ე­რე­ვი­ან პო­ლი­ტი­კა­ში, ნუ გახ­დე­ბი­ან ვი­ღა­ცის სახე. იყო ასე­თი ფაქ­ტი, როცა გიგი უგუ­ლა­ვა მერი გახ­და, მის უკან კადრში ჩან­დნენ ნიკა გრი­გო­ლია, თემო მჟა­ვია, ლე­ვან გო­გო­რე­ლი­ა­ნი, გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი. როცა მათ ამა­ზე შე­ნიშ­ვნა მი­ვე­ცი, აფ­ცი­ა­ურ­მა მი­თხრა, უკან არ დავ­ჯე­ქი, კადრში არ გა­მოვ­ჩე­ნილ­ვა­რო. და­ნარ­ჩე­ნებ­მა გან­მი­მარ­ტეს, ეს ჩვენ­თვის კარ­გია, გა­მოგ­ვად­გე­ბაო. მე უკეთ ვიცი, რა გა­მოგ­ვად­გე­ბა, პო­ლი­ტი­კა­ში ნუ ერე­ვით-მეთ­ქი, ვუ­საყ­ვე­დუ­რე. დღეს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უკან სხე­დან.

- პრე­ზი­დენ­ტის სტუმ­რო­ბა­ზე გე­კი­თხე­ბო­დი...

- ეს ჩვე­ნი გუნ­დის კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­ღა­მო იყო, მო­ვიწ­ვი­ეთ ჩვე­ნი არ­ხის დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მი­აც. ორი სა­ა­თის შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­მო­ვი­და პრე­ზი­დენ­ტი, პა­რო­დის­ტე­ბის გაც­ნო­ბა სურ­და. სხვა­თა შო­რის, პირ­ვე­ლად ვნა­ხე პრე­ზი­დენ­ტი "ლა­ივ­ში".

- რო­გორ გა­ი­გო, რომ თქვე­ნი სა­ღა­მო იმარ­თე­ბო­და და ასე უცე­რე­მო­ნი­ოდ, და­უ­პა­ტი­ჟებ­ლად მო­ვი­და?

- შემ­დეგ კორ­პო­რა­ტი­ულ­ზე თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით მოვა და თა­ვის პა­რო­დისტს გა­იც­ნობს, მხო­ლოდ გა­მი­ხარ­დე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ალეკო მალხაზიშვილი - შემდეგ კორპორატიულზე თუ ბიძინა ივანიშვილიც მოვა და თავის პაროდისტს გაიცნობს, გამიხარდება

ალეკო მალხაზიშვილი - შემდეგ კორპორატიულზე თუ ბიძინა ივანიშვილიც მოვა და თავის პაროდისტს გაიცნობს, გამიხარდება

"რუსთავი 2"-ის იუმორისტთა ჯგუფისთვის წინა კვირა ხმაურიანი გამოდგა. აჟიოტაჟის მიზეზი მათი ყოფილი თანაგუნდელი გიორგი აფციაური გახდა.

"მინდოდა, პრეზიდენტის პაროდიას გავაკეთებდი და მინდოდა - დამლაგებლისას"

პრეზიდენტის პაროდისტმა პრესკონფერენცია მოიწვია და სწორედ ამ ჯგუფის ლიდერთა მხრიდან მისი შევიწროებისა და დაბლოკვის ფაქტებზე ისაუბრა. მსახიობი აცხადებდა, რომ მას პრეზიდენტის პაროდიის კეთება აუკრძალეს: "არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ვანო ჯავახიშვილმა პირად საუბარში მითხრა, რომ პრეზიდენტის პაროდია მოძველდა, ტაბუ დაედო და აღარ უნდა გამეკეთებინა. მეორე დღეს ალეკო მალხაზიშვილი მოვიდა ჩემს სახლთან და მითხრა, რომ თუ ამ თემაზე შეკითხვები გაჩნდებოდა საზოგადოების მხრიდან, უნდა მეთქვა, რომ ჯავახიშვილმა იხუმრა. ამის შემდეგ მივიღე სარედაქციო თავისუფლება, რომელიც შემდეგ გაქრა... ჩემი მიზანია ვანო ჯავახიშვილის მარტო დატოვება ჟურნალისტებთან, თუმცა ის მარტო არ მოქმედებს. მისი მეგობრები ამ საქმეში არიან ბატონი ალეკო ავლაბრელი, იგივე მალხაზიშვილი, ბატონი უხამსი ვართე და შედარებით სათუთი და ნაზი ოთო ლომთაძე", - განაცხადა პრესკონფერენციაზე გიორგი აფციაურმა. მსახიობმა იუმორისტთა გუნდის სხვა წევრების სამსახურიდან წასვლისა თუ დათხოვნის მიზეზებზეც ისაუბრა. თქვა, რომ ამიკო ჩოხარაძესა და ლევან გოგორელიანს ყველანაირი პირობა შეუქმნეს იმისთვის, რომ სამსახური დაეტოვებინათ და თუ სხვა მიზეზი ვიცოდით მათი წასვლის შესახებ, ყველაფერი სიცრუე იყო. "თემო მჟავიას ხელფასი 700 ლარამდე შეუმცირეს, რასაც 14-ჯერ აღემატებოდა ვანო ჯავახიშვილის გასამრჯელო".

პრეზიდენტის პაროდისტი ნიკა გრიგოლიას სამსახურიდან დათხოვნასაც შეეხო, თქვა, რომ ნიკას სამსახურიდან გაშვება არ აკმარეს და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ზემოთ აღნიშნულ ადამიანებს გიორგი "სექტას" უწოდებს, ამბობს, რომ ისინი სიცილითა და იუმორით შედიან ადამიანთა სულებში და იქაურობას ანაგვიანებენ. ამავე პრესკონფერენციაზე აფციაურმა გუნდში დარჩენილ მისთვის მისაღებ მსახიობებს მიმართა და მოუწოდა, გაემიჯნონ "სექტას". დასასრულ კი თავისი ახალი სამსახურის შესახებ გაგვიმხილა. მსახიობი სათავეში ჩაუდგა "პროფესიული კავშირების" ახალგაზრდულ ფრთას.

-  გიორგი, რატომ დუმდი აქამდე?

-  მე რომ არჩევნებამდე ამ საკითხზე რამე მეთქვა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა კუდებს გამოაბამდნენ, რომ ფული გადამიხადეს, რომ მოღალატე ვარ. ამ ამბის პოლიტიზება არ მინდოდა.

-  მაგრამ არჩევნებიდან შვიდი თვე გავიდა, დღეს რატომ გახდა აქტუალური ეს საკითხი?

-  რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი თვე გავიდა. ერთწლიანი უმუშევრობის პერიოდი მქონდა, მეტი ფიქრის საშუალება, და გადაწყვეტილება მივიღე.

-  ეს უთანხმოება ხომ ბევრად ადრე დაიწყო, შენ ჯერ კიდევ 2011 წლის დეკემბერში გამოეყავი გუნდს და მარტომ დაიწყე "თქვენი შოუს" კეთება. რა იყო განხეთქილების მიზეზი?

-  ვერ დაგეთანხმები, 2012-ში იყო ეგ ამბავი. რაც შეეხება განხეთქილებას, სწორედ სარედაქციო თავისუფლებას ვითხოვდი. ეს რომ მქონოდა, მინდოდა, პრეზიდენტის პაროდიას გავაკეთებდი და მინდოდა - დამლაგებლისას.

-  თუ პრეზიდენტის პაროდიის კეთება აღარ სურდათ, რატომ აიყვანეს ქართლოს ნატროშვილი?

-  ვერ გეტყვით. ალბათ იმიტომ, რომ არგუმენტი ჰქონოდათ დღევანდელი დღისთვის.

-  რისი თქმა გინდა, თავის მართლებისთვის აიყვანეს ახალი პაროდისტი?

-  არ ვიცი. ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, დღეს რატომ ჰყავთ პრეზიდენტის პაროდისტი. ქართლოსი ნიჭიერი კაცია, კარგი ადამიანი და წარმატებებს ვუსურვებ.

-  მართალია, რომ ქართლოსი შენთან სათანამშრომლოდ მოვიდა "თქვენს შოუში" და შენ ის არ მიიღე?

-  არა, ეს ტყუილია.

"დღეს ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის უკან სხედან"

იუმორისტთა გუნდის "სექტად" მონათლულ წევრებს "რუსთავი 2"-ში ვესტუმრეთ და გაჩენილ შეკითხვებზე პასუხი ვთხოვეთ.

-  ალეკო, საზოგადოების დიდ ნაწილს "კომედი ჯგუფის" ხელმძღვანელი ვანო ჯავახიშვილი ჰგონია, რატომ?

ალეკო მალხაზიშვილი:

-  ეს აფციაურის დამსახურებაა ალბათ. ზოგადად ჩვენ დემოკრატიული მმართველობა გვაქვს. ერთპიროვნულად არ ვწყვეტთ მნიშვნელოვან საკითხებს.

-  როგორც ვანო გადაწყვეტს, ისე იქნება ყველაფერიო, - ეს ფრაზა თქვა გიორგიმ პრესკონფერენციაზე.

-  მისი ფრაზების გარჩევას არ ვაპირებ. როცა ვუყურებდი პრესკონფერენციას, ისეთი იუმორისტული იყო მისი გამოსვლა, მეგონა, ბოლოს იტყოდა, "კომედი შოუ" იწყებაო. ტყუილი და ბოდვა იყო მისი პრესკონფერენცია. პოლიტიკური ელფერი მისცა ყველაფერს, თუმცა ამას რატომღაც შემდეგ უარყოფდა. ამბობდა, თითქოს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა განხეთქილება ჩვენ შორის. არადა, ზუსტად მახსოვს, 2011 წლის ნოემბრიდან აღარ არის ჩვენს გუნდში. ამის მიზეზები იყო და საშუალება უნდა მომცეთ, ცოტა ვრცლად მოვყვე. ზოგადად არ მიყვარს ჩვენს თანაგუნდელებზე აუგად საუბარი, მაგრამ რადგან სხვა გზა არ დაგვიტოვა და პრესკონფერენციაზე შეკითხვები თავად დასვა ჩვენი მისამართით, მოვყვები.

პირველ რიგში, როცა ის ამბობს, რომ "თქვენი შოუ" მისი საავტორო პროექტი იყო, ცრუობს. მან გააკეთა "სხვა კონცერტი", მოგვეწონა ამ კონცერტში მონაწილე ახალი თაობა და გადავწყვიტეთ, მოგვეფიქრებინა პროექტი, რომელშიც ამ ბიჭებს დავასაქმებდით. ამაში "რუსთავი 2"-ის მაშინდელი ხელმძღვანელობაც იღებდა მონაწილეობას. თუ შეადარებთ "თქვენს შოუს" და "სხვა კონცერტს", აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ვინაიდან ბიჭები გიორგი აფციაურის მოყვანილი იყვნენ არხზე, წასახალისებლად გადაცემის ტიტრებში ავტორის გასწვრივ გიორგი აფციაური მივუთითეთ. სხვათა შორის, იყვნენ ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ, არ გააკეთო ეს, თავში აუვარდებაო, მაგრამ არ დავუჯერე. გადავახალისეთ, გადავარჩიეთ ეს გუნდი, დავუმატეთ წამყვანები - ამიკო და ფაქო. ამაშიც გვეწინააღმდეგებოდა გიორგი, უნდოდა, კაკი და პარუნა ყოფილიყვნენ გადაცემის წამყვანები. ჩვენ ავუხსენით, რომ ამიკო და ფაქო უკვე სახეები იყვნენ და გადაცემის რეიტინგს წაადგებოდა, მაგრამ მაინც ნაწყენი დარჩა. ყველაფერზე "ჭედავდა". დავახმარეთ ჩვენი სცენარისტებიც და კვირაში ერთი დღე მთელი "კომედი ჯგუფი" ამ გადაცემაზე ვმუშაობდით.

ოთხ თვეში გიორგის ამბიციები გაუჩნდა, რომ ჩვენ ვბლოკავდით მას და შემოქმედებითი თავისუფლება უნდოდა. რას ნიშნავდა შემოქმედებითი თავისუფლება, ვერ ამიხსნა, მაგრამ მე მივხვდი, ეს იმას ნიშნავდა, როცა აფციაური სცენარს დაწერს, შენ არ უნდა ჩაერიო. ბევრი ცუდი ხუმრობა იყო, რედაქტირებას ითხოვდა, რასაც ვართე და ოთო აგვარებდნენ. ამას გამოცდილება სჭირდება, ეს კი გიორგისთვის გაუგებარი იყო.

რამდენჯერმე შენიშვნა მივეცი დაგვიანებაზე. დირექტორობა მოინდომა, ბიჭებს სცენარებს აწერინებდა, საღამოს მოვიდოდა, ხუმრობებს გადახედავდა და ეგ იყო მისი საქმე. დამოუკიდებლობისკენ მისი სწრაფვა გაცილებით ადრე დაიწყო, საახალწლო კონცერტებზე გამოგვიცხადა, მე ჩემი ნომრით გამოვალო. ჩაკეტა თავისი მოყვანილი ბიჭები, ატარებდა თათბირებს, რომ ჩვენ ცუდები ვიყავით, რომ ამ "სასტავის" დათრევას ვცდილობდით. საქმე იქამდე მივიდა, სტილისტი და ვიზაჟისტი მეკითხებოდნენ, ალეკო, აფციაურის ბავშვები რატომ მეკითხებიან, ხელფასი რამდენი გვაქვსო. უკვე ამომასხა. ვუთხარი, ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთ, ავიდეთ არხის გენდირექტორთან და რამე გადავწყვიტოთ-მეთქი. მას უკვე ამბავი ჰქონდა მიტანილი, რომ ჩვენ ვბლოკავდით, სააკაშვილის პაროდიას არ ვაკეთებინებდით. ერთი სიტყვით, მე და გენდირექტორმა მივიღეთ გადაწყვეტილება, გიორგი ცალკე გასულიყო, რადგან ბიჭს უნდოდა პროდიუსერობა და მხოლოდ მიშა სააკაშვილის პაროდიით არ კმაყოფილდებოდა. გადაცემის ბიუჯეტი და ცალკე ოთახი მივეცით და გავუშვით, გავატანეთ თავისი მოყვანილი ბიჭებიც. წავართვით მხოლოდ სცენარისტები და წამყვანები. ეს უნდოდა მას, შემოქმედებითი თავისუფლება.

-  არ მოგწონდა გიორგის გაკეთებული "თქვენი შოუ"?

-  რა თქმა უნდა, არ მომწონდა. მას მერე, რაც ჩვენგან წავიდა, მკვეთრად დაეცა გადაცემის რეიტინგი და ბოლოს დაიხურა კიდეც ამ მიზეზით. დაბალრეიტინგულებს შორის მოხვდა ასევე სერიალი "ალუბლების ქუჩა" და გადაცემა "ეთამაშე ვარსკვლავს".

-  ვანო ჯავახიშვილს რა თანამდებობა აქვს გუნდში?

-  იუმორისტული დეპარტამენტის ბორდის წევრია... დაბლოკვა და უსამართლოდ სამსახურიდან გაშვება გიორგის ოსტატობაა. როცა ცალკე გავუშვით, გუნდი და ბიუჯეტი ჩავაბარეთ, ორ კვირაში ორი თანამშრომელი, უახლოესი მეგობარი ლევან კვარაცხელია და დავით ფიფია გაუშვა. შეთქმულებას მიწყობდნენო, თქვა. კიდევ ერთი იუმორისტი, გიორგი მარშანია, ერთი თვის შემდეგ ჩვენთან დაბრუნებას ცდილობდა, რაზეც აფციაურმა არხის გენდირექტორთან უჩივლა, გიორგი მარშანია "რუსთავი 2"-დან გააგდე, მალხაზიშვილთან მიდისო, ეუბნებოდა. მტრებად მოგვიაზრებდა, მისი ქცევები შიზოფრენიული იყო.

-  მან არაერთი თქვენი ყოფილი თანაგუნდელის სამსახურიდან გაშვების მიზეზებზე ისაუბრა.

-  რაღაც არ მესმის, სხვის მაგივრად რატომ ლაპარაკობს. ყველა ჩვენს ყოფილ თანაგუნდელს იყენებს თავისი მიზნებისთვის. არადა, ყველა სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით წავიდა. ამიკო, ფაქო და თემო მჟავია თვითონ წავიდნენ. ნიკა გრიგოლია და სიკო ჭუმბურიძე ჩვენ გავუშვით.

-  გიორგიმ მჟავიასა და ვანოს ხელფასებიც შეადარა ერთმანეთს.

-  ეს სისულელეა. ჩვენ არ ვართ სახელმწიფო დაწესებულება, რომ თანამშრომლების ხელფასების ოდენობა კედელზე გამოვაკრათ. თითოეულ თანამშრომელს აქვს ისეთი ანაზღაურება, როგორსაც იმსახურებს.

-  ნიკა გრიგოლიას ფიზიკურად გაუსწორდნენო, გიორგიმ თქვა...

-  ნიკა გრიგოლია უდისციპლინობის გამო გავუშვით სამსახურიდან. ბევრს ეს რატომღაც ვერ წარმოედგინა. გუშინ ბატონ დავით აქუბარდიას ვუსმენდი "კავკასიაზე". დიდ პატივს ვცემ დავითს, მაგრამ გამიკვირდა, დისციპლინის გამო თანამშრომლის სამსახურიდან გაშვება რომ შეიცხადა. თუ მისი ოპერატორი არ მოვა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, საინტერესოა, როგორ მოიქცევა თვითონ?! სწორედ ეს გააპროტესტა ნიკა გრიგოლიამაც, ყველასგან მაინტერესებს პასუხი, რატომ გამიშვით სამსახურიდანო, ყვიროდა. ამავე შეკითხვით თავის ყოფილ ქვისლთან, ანდღულაძესთანაც მივიდა, წაებლატავა. მიშამ ვერ მოითმინა, გაარტყა, ამანაც გაიწია, ჩვენ გავაშველეთ. სულ ეს იყო, მეორე დღესვე შერიგდნენ ქვისლები.

-  ალეკო, "რუსთავი 2"-ს ნაცმოძრაობასთან კეთილგანწყობაში ხშირად ამხელენ, ამბობენ, რომ ეს მოძრაობა მფარველობდა თქვენს გუნდსაც. "კომედი ჯგუფის" კორპორატიულ საღამოზე პრეზიდენტიც კი მოვიდა. ვინ მოიწვია ქვეყნის პირველი პირი იუმორისტების საღამოზე?

-  ყოველთვის ვეუბნები ჩემი გუნდის წევრებს, ნუ გაერევიან პოლიტიკაში, ნუ გახდებიან ვიღაცის სახე. იყო ასეთი ფაქტი, როცა გიგი უგულავა მერი გახდა, მის უკან კადრში ჩანდნენ ნიკა გრიგოლია, თემო მჟავია, ლევან გოგორელიანი, გიორგი აფციაური. როცა მათ ამაზე შენიშვნა მივეცი, აფციაურმა მითხრა, უკან არ დავჯექი, კადრში არ გამოვჩენილვარო. დანარჩენებმა განმიმარტეს, ეს ჩვენთვის კარგია, გამოგვადგებაო. მე უკეთ ვიცი, რა გამოგვადგება, პოლიტიკაში ნუ ერევით-მეთქი, ვუსაყვედურე. დღეს ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის უკან სხედან.

-  პრეზიდენტის სტუმრობაზე გეკითხებოდი...

-  ეს ჩვენი გუნდის კორპორატიული საღამო იყო, მოვიწვიეთ ჩვენი არხის დირექტორი ნიკა გვარამიაც. ორი საათის შემდეგ მოულოდნელად შემოვიდა პრეზიდენტი, პაროდისტების გაცნობა სურდა. სხვათა შორის, პირველად ვნახე პრეზიდენტი "ლაივში".

-  როგორ გაიგო, რომ თქვენი საღამო იმართებოდა და ასე უცერემონიოდ, დაუპატიჟებლად მოვიდა?

-  შემდეგ კორპორატიულზე თუ ბიძინა ივანიშვილიც საკუთარი სურვილით მოვა და თავის პაროდისტს გაიცნობს, მხოლოდ გამიხარდება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"