მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორები, რომლებმაც ბასა ხარაზი "შეაძაგძაგეს"
ავტორები, რომლებმაც ბასა ხარაზი "შეაძაგძაგეს"

წიგ­ნებ­ზე, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე ლა­პა­რა­კი უყ­ვარს. ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი მკი­თხვე­ლი მოს­წავ­ლე­ო­ბი­სა და სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში იყო. არ უყ­ვარს, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ახალ ნა­წარ­მო­ე­ბებს ეც­ნო­ბი­ან და მერე იმ წიგ­ნის სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რო­ბენ. ასე­თი რამ თა­ვად მა­შინ და­ე­მარ­თა, როცა ბო­რის ვი­ა­ნის "დღე­ე­ბის ქაფი" წა­ი­კი­თხა. რე­ჟი­სო­რი და მსა­ხი­ო­ბი ბასა ხა­რა­ზი საყ­ვა­რელ ავ­ტო­რებ­ზე, ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე, პო­ე­ზი­ა­ზე, მხატ­ვრო­ბა­სა და იმ როლ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, რო­მელ­საც სე­რი­ალ­ში - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ას­რუ­ლებს.

- ბასა, ვი­ა­ნის გარ­და, შენ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა კი­დევ რო­მელ­მა ავ­ტო­რებ­მა მო­ახ­დი­ნეს?

- "დღე­ე­ბის ქაფი" ერთ დროს აკ­რძა­ლუ­ლი იყო, ფრან­გუ­ლი ორი­გი­ნა­ლი ვნა­ხე და ქარ­თუ­ლად ვთარ­გმნე, მაგ­რამ არ გა­მო­მი­ცია. ბო­რის ვი­ა­ნი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რია, ყო­ველ ჯერ­ზე ღრმა და შე­უ­და­რე­ბე­ლი. მერე იყო ჯორჯ ორუ­ე­ლი, რო­მელ­მაც შე­მა­ძაგ­ძა­გა. მიყ­ვარს რე­მარ­კი, ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი­დან - ოთარ ჭი­ლა­ძე და გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი. როცა ჟიულ ვერნს ვკი­თხუ­ლობ, წიგ­ნის პერ­სო­ნა­ჟი ვხდე­ბი, მას მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში "მივ­ყვე­ბი". დე­ტექ­ტი­ვის კი­თხვი­სას გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ვარ და ა.შ. როცა ბავ­შვო­ბა მე­ნატ­რე­ბა, "პა­ტა­რა უფ­ლის­წულს" ვუბ­რუნ­დე­ბი და ყო­ველ ჯერ­ზე მას­ში რა­ღაც ახალს ვპო­უ­ლობ.

- ახლა რას კი­თხუ­ლობ?

- მა­გი­და­ზე სეი სი­ო­ნა­გო­ნის "მარ­ტო­ო­ბის ჟამს ჩა­ნა­წე­რე­ბი" მი­დევს და პე­რი­ო­დუ­ლად ვუბ­რუნ­დე­ბი. ეს წიგ­ნი მე­გო­ბარს, რამ­დე­ნი­მე მცდე­ლო­ბის შემ­დეგ მოვ­პა­რე.

- რო­მელ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- რე­მარ­კის ჟოან მა­დუს­თან, მე თვი­თონ რა­ვი­კი ვიქ­ნე­ბო­დი. რა­ტომ­ღაც "ტრი­უმ­ფა­ლუ­რი თა­ღის" პირ­ვე­ლად წა­კი­თხვის შემ­დეგ სა­კუ­თარ თავს ამ პერ­სო­ნაჟ­თან ვა­ი­გი­ვებ. და­დე­ბით თვი­სე­ბებ­ზე არ ვი­ლა­პა­რა­კებ. გე­ტყვით, რომ მა­სა­ვით ხის­ტი, ჩუმი და უე­მო­ციო (სხვის თვალ­ში) ვარ.

- ბასა, გვა­რად სამ­ხა­რა­ძე ხარ, ახლა კი ხა­რა­ზად გიც­ნო­ბენ.

- წარ­მო­შო­ბით ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ უსა­ხე­ლო­დან ვარ. ჩემს დიდ ბა­ბუ­ას და სა­ერ­თოდ, სამ­ხა­რა­ა­ძე­ე­ბის ამ შტოს ხა­რა­ზად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. გვა­რი და­ვიბ­რუ­ნე, მალე სა­ბუ­თე­ბი­თაც ხა­რა­ზი ვიქ­ნე­ბი და იმე­დია, არა­ვინ მი­წყენს. მგო­ნი, ამით წი­ნაპ­რებს უფრო ვუ­ახ­ლოვ­დე­ბი.

- ყვე­ლას გვახ­სოვს, შენი თა­ნა­რე­ჟი­სო­რო­ბით გა­და­ღე­ბუ­ლი კლი­პი ქეთა თო­ფუ­რი­ას სიმ­ღე­რა­ზე - "შა­ი­რი". ახლა რო­გორც რე­ჟი­სო­რი, რა­ტომ აღარ მუ­შა­ობ?

- სიმ­ღე­რა, რო­მელ­ზეც ვი­მუ­შა­ვებ, უნდა მა­ინ­ტე­რე­სებ­დეს, ჩემ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­მე­ბი­დან ერთი მა­ინც უნდა შე­ირ­ხეს. ძა­ლი­ან მომ­წონს ახ­ლა­ხან გა­მო­ჩე­ნი­ლი 2 შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, რომ­ლებ­თა­ნაც შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში ვი­თა­ნამ­შრომ­ლო. ქე­თას­თან, რო­გორც სო­ლის­ტთან და თუ ხმა­მა­ღალ ნათ­ქვა­მად არ გა­მო­მი­ვა, - "ა სტუ­დი­ოს­თა­ნაც" დღე­საც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მუ­შა­ვებ­დი.

- რას გვე­ტყვი შენს პერ­სო­ნაჟ­ზე, რო­მელ­საც სე­რი­ალ­ში - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" თა­მა­შობ?

- ამ სე­რი­ალს დიდი აუ­დი­ტო­რია ჰყავს, ქუ­ჩა­ში ყვე­ლა მცნობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში გეის რო­ლის თა­მა­ში დის­კომ­ფორ­ტია. ხში­რად მეს­მის რეპ­ლი­კე­ბიც. ხალ­ხს ავი­წყდე­ბა, რომ მსა­ხი­ო­ბის პერ­სო­ნაჟ­თან გა­ი­გი­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

- რო­გორც ვიცი, არა მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბა, ფი­ზი­კა და ას­ტრო­ნო­მი­აც გი­ტა­ცებს.

- ნამ­დვი­ლად ასეა, ეს მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი ბავ­შვო­ბი­დან მა­ინ­ტე­რე­სებს.

- რო­გორ შე­იც­ვლე­ბა მოძ­რა­ვი სხე­უ­ლის კი­ნე­ტი­კუ­რი ენერ­გია, მისი სიჩ­ქა­რის 3-ჯერ გაზ­რდი­სას?

- ცხრა­ჯერ გა­იზ­რდე­ბა.

- რას ვუ­წო­დებთ ნატ­რი­უ­მის ქლო­რიდს?

- მა­რილს, რო­მელ­საც სა­ერ­თოდ არ გა­მო­ვი­ყე­ნებ. უმა­რი­ლო საკ­ვებს გემ­რი­ე­ლად მი­ვირ­თმევ.

- რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი და­ნი­ე­ლი ფი­ზი­კო­სი მი­მარ­თავ­და აინშტა­ინს შემ­დე­გი სი­ტყვე­ბით: "აინშტა­ინ, გეყო ღმერ­თის­თვის მი­თი­თე­ბე­ბის მი­ცე­მა"?

- არ ვიცი.

- ნილს ბორი. თვითმფრი­ნავ­ში ჰერ­მე­ტი­ზა­ცი­ის დარ­ღვე­ვი­სას სხე­უ­ლე­ბი გა­რეთ ცვი­ვა. რა­ტომ?

- თვითმფრი­ნავ­ში ატ­მოს­ფე­როს წნე­ვა­ზე მეტი წნე­ვაა.

- რა ერ­ქვა წვე­ტი­ან ჯოხს, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც ძველ რომ­ში სა­ქო­ნელს მი­ე­რე­კე­ბოდ­ნენ?

- არ ვიცი.

- მი­გა­ნიშ­ნებ, ამ სი­ტყვას დღეს ხში­რად ვამ­ბობთ საქ­მის კე­თე­ბის დროს, მას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

- (ფიქ­რობს) სტი­მუ­ლი ხომ არა?

- გა­მო­ი­ცა­ნი. "ღმერ­თმა შექ­მნა არც ისე ბევ­რი სრულ­ყო­ფი­ლი თავი, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი და­ფა­რა თმით". ეს ერთ-ერთი კლუ­ბის დე­ვი­ზია. რა სა­ერ­თო აქვთ ამ კლუბ­ში გა­წევ­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს?

- ლო­გი­კუ­რად თუ ვიმ­სჯე­ლებთ, მე­ლო­ტე­ბი უნდა იყ­ვნენ.

- სა­და­უ­რი სი­ტყვაა "სა­დის­ტი"?

- ფრან­გუ­ლი.

- რო­გო­რი სა­ა­თი უჩ­ვე­ნებს დღე-ღა­მე­ში სწორ დროს მხო­ლოდ 2-ჯერ?

- გა­ჩე­რე­ბუ­ლი.

- რა ერ­ქვა ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რის ცოლს?

- ვერ ვიხ­სე­ნებ.

- ლელა. ძვე­ლად რო­მა­ე­ლი ბა­ტო­ნე­ბი თა­ვი­ან­თი სამ­ფლო­ბე­ლო­ე­ბის და­სა­ცა­ვად შავ დო­გებს იყე­ნებ­დნენ, სიბ­ნე­ლე­ში მათი შემ­ჩნე­ვა რთუ­ლი იყო. მა­შინ გაჩ­ნდა და ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია ამ გა­მოთ­ქმამ, რო­მე­ლიც მხო­ლოდ 3 სი­ტყვის­გან შედ­გე­ბა.

- ეზო­ში ავი ძაღ­ლია.

- და­ას­რუ­ლე ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "სარ­კე ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია, არას­დროს იცი­ნის, როცა..."

- ვერ და­ვას­რუ­ლებ...

- "...როცა ვტი­რი". პო­ე­ზია გიყ­ვარს?

- ძა­ლი­ან, იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ კარ­გი მკი­თხვე­ლი ვარ, მაგ­რამ ლექსს მხო­ლოდ ვიწ­რო სა­მე­გობ­რო­ში ვკი­თხუ­ლობ. არ მინ­და, ძა­ლი­ან გა­ვუ­ში­ნა­ურ­დე და ემო­ცია გავცვი­თო. ძა­ლი­ან მომ­წონს ოთარ ჭი­ლა­ძის "გა­მო­თხო­ვე­ბა". პო­ე­ზი­ას­თან ზედ­მე­ტად ინ­ტი­მუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს. ლექ­სის­გან მი­ღე­ბუ­ლი ემო­ცი­ით მი­ბღავ­ლია და არა მხო­ლოდ - მე... რომ გა­ვი­ხე­დე, გარ­შე­მო მყო­ფე­ბიც ჩემ­ნა­ირ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ.

- საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის­თვის მი­გი­ძღვნია ლექ­სი?

- საყ­ვა­რელ ქალს მირ­ჩევ­ნია, ჩემი სი­ტყვე­ბი ვუ­თხრა. რით­მუ­ლად თუ გა­მო­მი­ვა, შე­იძ­ლე­ბა ლექ­სი და­ერ­ქვას. ქა­ლის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი სათ­ქმე­ლი სი­ჩუ­მი­თა და ერთი შე­ხედ­ვით მით­ქვამს. მად­ლო­ბა ღმერ­თს, გა­უ­გია. სი­ტყვე­ბი ხში­რად ჩემ­ში დიდ ხმა­ურს იწ­ვევს, მე­ტყვე­ლი სი­ჩუ­მე მირ­ჩევ­ნია.

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი არ გიყ­ვარს.

- რა უნდა ვი­ლა­პა­რა­კო? მხო­ლოდ იმას გე­ტყვი, რომ ახლა ჩემი გული თა­ვი­სუ­ფა­ლია. მო­მა­ვალ­ში ვინ­მე ისე თუ შე­მიყ­ვარ­დე­ბა, ვის­თა­ნაც ჩემი ცხოვ­რე­ბის და­კავ­ში­რე­ბა მო­მინ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ვი­ლა­პა­რა­კო. წარ­სუ­ლი მხო­ლოდ ჩე­მია.

- მხატ­ვრო­ბა­ში ერ­კვე­ვი?

- თა­ვა­დაც ვხა­ტავ, მაგ­რამ გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბას არ ვა­პი­რებ. ჩემს მხატ­ვრო­ბას, ემო­ცი­ის ტი­ლო­ზე ფე­რე­ბად გა­და­ტა­ნა ჰქვია. ეს დიდი კა­ი­ფია.

- შენს ნა­ხა­ტებ­ში რო­მე­ლი ფე­რე­ბი ჭარ­ბობს?

- შავი, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად ფე­რა­დია, სი­ცო­ცხლის ფე­რია და მწვა­ნე - სი­ხა­რუ­ლის ფერი.

- რა პო­ზა­ში აქვს ხე­ლე­ბი ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის ჯო­კონ­დას?

- გა­დაჯ­ვა­რე­დი­ნე­ბუ­ლი.

- ეს უმ­დიდ­რე­სი მხატ­ვა­რი ფულს ბან­კში არას­დროს ინა­ხავ­და. ამ­ბობ­და, ბან­კე­ბი კოტ­რდე­ბი­ან და მათი მე­ა­ნაბ­რე­ე­ბი ფან­ჯრე­ბი­დან ხტე­ბი­ა­ნო. და­ა­სა­ხე­ლე, რო­მელ მხატ­ვარ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- სალ­ვა­დორ და­ლი­ზე.

- ცდე­ბი.

- პაბ­ლო პი­კა­სო. ეს ორი მხატ­ვა­რი მფლან­გვე­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და.

- ნე­ბის­მი­ერ ზრდას­რულ ვე­ფხვს სა­კუ­თა­რი სა­ნა­დი­რო ტე­რი­ტო­რია აქვს, სა­დაც არა­ვის უშ­ვებს, მაგ­რამ ხდე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სიც. რო­დის?

- როცა გამ­რავ­ლე­ბის პე­რი­ო­დი აქვთ.

- წყალ­ბა­დის გარ­და, რო­მე­ლი ელე­მენ­ტი შე­დის მა­რილმჟა­ვას შე­მად­გენ­ლო­ბა­ში - ქლო­რი, გო­გირ­დი, ნატ­რი­უ­მი თუ აზო­ტი?

- ქლო­რი.

- სად არ­სე­ბობ­და ძვე­ლი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ძვე­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა?

- ალექ­სან­დრი­ა­ში.

- "რო­მე­ლი ქვეყ­ნის ხალ­ხი გვას­წავ­ლის: "თუ მარ­თლა გინ­და გა­ჭირ­ვე­ბულს და­ეხ­მა­რო, ას­წავ­ლე მას რა­ი­მე ხე­ლო­ბა".

- არ ვიცი...

- ჩი­ნე­ლე­ბი. "ლი­ტე­რა­ტუ­რა ჩემი კა­ნო­ნი­ე­რი ცო­ლია, ხოლო მე­დი­ცი­ნა - საყ­ვა­რე­ლი. როცა ვიღ­ლე­ბი ერთ-ერთი მათ­გა­ნის­გან, მთელ ღა­მეს ვა­ტა­რებ მე­ო­რეს­თან". რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი რუსი მწე­რა­ლი და დრა­მა­ტურ­გი ამ­ბობ­და ამ სი­ტყვებს?

- (ფიქ­რობს).

- ის პრო­ფე­სი­ით ექი­მი იყო. მისი პი­ე­სის მი­ხედ­ვით არა­ერ­თი სპექ­ტაკ­ლია დად­გმუ­ლი.

- ან­ტონ ჩე­ხო­ვი.

- მსა­ხი­ო­ბო­ბა­სა და რე­ჟი­სო­რო­ბას შო­რის რო­მე­ლია შენი ცოლი და რო­მე­ლი - საყ­ვა­რე­ლი?

- ხან ერ­თთან ვარ, ხან - მე­ო­რეს­თან, რო­მე­ლი რო­მე­ლია, თა­ვა­დაც არ ვიცი. პო­ლი­გა­მი­უ­რი ოჯა­ხი გვაქვს, შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლად ვცხოვ­რობთ.

- რა ერ­ქვა ლუ­არ­სა­ბი­სა და და­რე­ჯა­ნის მა­ჭან­კალს, რო­მელ­საც მეტ­სა­ხე­ლად სუტ კნე­ი­ნა­საც ეძახ­დნენ?

- არ შე­მახ­სე­ნო, გი­პა­სუ­ხებ. (პა­უ­ზის შემ­დეგ) ხო­რე­შა­ნი, არა? მო­ახ­ლეს ლა­მა­ზი­სე­უ­ლი ერ­ქვა.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე რე­მარ­კის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი სურ­ნე­ლო­ვან ყვა­ვი­ლებს ჰგვა­ნან, ერთი სა­სი­ა­მოვ­ნოა და თა­ი­გულ­მა შე­იძ­ლე­ბა თავი..."

- "...თავი აგატ­კი­ოს".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ავტორები, რომლებმაც ბასა ხარაზი "შეაძაგძაგეს"

ავტორები, რომლებმაც ბასა ხარაზი "შეაძაგძაგეს"

წიგნებზე, ლიტერატურაზე ლაპარაკი უყვარს. ამბობს, რომ ყველაზე აქტიური მკითხველი მოსწავლეობისა და სტუდენტობის წლებში იყო. არ უყვარს, როცა ადამიანები ახალ ნაწარმოებებს ეცნობიან და მერე იმ წიგნის სამყაროში ცხოვრობენ. ასეთი რამ თავად მაშინ დაემართა, როცა ბორის ვიანის "დღეების ქაფი" წაიკითხა. რეჟისორი და მსახიობი ბასა ხარაზი საყვარელ ავტორებზე, ნაწარმოებებზე, პოეზიაზე, მხატვრობასა და იმ როლზე გვესაუბრება, რომელსაც სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" ასრულებს.

- ბასა, ვიანის გარდა, შენზე შთაბეჭდილება კიდევ რომელმა ავტორებმა მოახდინეს?

- "დღეების ქაფი" ერთ დროს აკრძალული იყო, ფრანგული ორიგინალი ვნახე და ქართულად ვთარგმნე, მაგრამ არ გამომიცია. ბორის ვიანი ერთ-ერთი საყვარელი ავტორია, ყოველ ჯერზე ღრმა და შეუდარებელი. მერე იყო ჯორჯ ორუელი, რომელმაც შემაძაგძაგა. მიყვარს რემარკი, ქართველი ავტორებიდან - ოთარ ჭილაძე და გურამ დოჩანაშვილი. როცა ჟიულ ვერნს ვკითხულობ, წიგნის პერსონაჟი ვხდები, მას მოგზაურობაში "მივყვები". დეტექტივის კითხვისას გამომძიებელი ვარ და ა.შ. როცა ბავშვობა მენატრება, "პატარა უფლისწულს" ვუბრუნდები და ყოველ ჯერზე მასში რაღაც ახალს ვპოულობ.

- ახლა რას კითხულობ?

- მაგიდაზე სეი სიონაგონის "მარტოობის ჟამს ჩანაწერები" მიდევს და პერიოდულად ვუბრუნდები. ეს წიგნი მეგობარს, რამდენიმე მცდელობის შემდეგ მოვპარე.

- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- რემარკის ჟოან მადუსთან, მე თვითონ რავიკი ვიქნებოდი. რატომღაც "ტრიუმფალური თაღის" პირველად წაკითხვის შემდეგ საკუთარ თავს ამ პერსონაჟთან ვაიგივებ. დადებით თვისებებზე არ ვილაპარაკებ. გეტყვით, რომ მასავით ხისტი, ჩუმი და უემოციო (სხვის თვალში) ვარ.

- ბასა, გვარად სამხარაძე ხარ, ახლა კი ხარაზად გიცნობენ.

- წარმოშობით ჭიათურის რაიონის სოფელ უსახელოდან ვარ. ჩემს დიდ ბაბუას და საერთოდ, სამხარააძეების ამ შტოს ხარაზად მოიხსენიებდნენ. გვარი დავიბრუნე, მალე საბუთებითაც ხარაზი ვიქნები და იმედია, არავინ მიწყენს. მგონი, ამით წინაპრებს უფრო ვუახლოვდები.

- ყველას გვახსოვს, შენი თანარეჟისორობით გადაღებული კლიპი ქეთა თოფურიას სიმღერაზე - "შაირი". ახლა როგორც რეჟისორი, რატომ აღარ მუშაობ?

- სიმღერა, რომელზეც ვიმუშავებ, უნდა მაინტერესებდეს, ჩემში არსებული სიმებიდან ერთი მაინც უნდა შეირხეს. ძალიან მომწონს ახლახან გამოჩენილი 2 შემსრულებელი, რომლებთანაც შეიძლება მომავალში ვითანამშრომლო. ქეთასთან, როგორც სოლისტთან და თუ ხმამაღალ ნათქვამად არ გამომივა, - "ა სტუდიოსთანაც" დღესაც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი.

- რას გვეტყვი შენს პერსონაჟზე, რომელსაც სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" თამაშობ?

- ამ სერიალს დიდი აუდიტორია ჰყავს, ქუჩაში ყველა მცნობს. საქართველოში გეის როლის თამაში დისკომფორტია. ხშირად მესმის რეპლიკებიც. ხალხს ავიწყდება, რომ მსახიობის პერსონაჟთან გაიგივება არ შეიძლება.

- როგორც ვიცი, არა მხოლოდ ხელოვნება, ფიზიკა და ასტრონომიაც გიტაცებს.

- ნამდვილად ასეა, ეს მეცნიერებები ბავშვობიდან მაინტერესებს.

- როგორ შეიცვლება მოძრავი სხეულის კინეტიკური ენერგია, მისი სიჩქარის 3-ჯერ გაზრდისას?

- ცხრაჯერ გაიზრდება.

- რას ვუწოდებთ ნატრიუმის ქლორიდს?

- მარილს, რომელსაც საერთოდ არ გამოვიყენებ. უმარილო საკვებს გემრიელად მივირთმევ.

- რომელი ცნობილი დანიელი ფიზიკოსი მიმართავდა აინშტაინს შემდეგი სიტყვებით: "აინშტაინ, გეყო ღმერთისთვის მითითებების მიცემა"?

- არ ვიცი.

- ნილს ბორი. თვითმფრინავში ჰერმეტიზაციის დარღვევისას სხეულები გარეთ ცვივა. რატომ?

- თვითმფრინავში ატმოსფეროს წნევაზე მეტი წნევაა.

- რა ერქვა წვეტიან ჯოხს, რომლის დახმარებითაც ძველ რომში საქონელს მიერეკებოდნენ?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, ამ სიტყვას დღეს ხშირად ვამბობთ საქმის კეთების დროს, მას დიდი მნიშვნელობა აქვს.

- (ფიქრობს) სტიმული ხომ არა?

- გამოიცანი. "ღმერთმა შექმნა არც ისე ბევრი სრულყოფილი თავი, ხოლო დანარჩენი დაფარა თმით". ეს ერთ-ერთი კლუბის დევიზია. რა საერთო აქვთ ამ კლუბში გაწევრებულ ადამიანებს?

- ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მელოტები უნდა იყვნენ.

- სადაური სიტყვაა "სადისტი"?

- ფრანგული.

- როგორი საათი უჩვენებს დღე-ღამეში სწორ დროს მხოლოდ 2-ჯერ?

- გაჩერებული.

- რა ერქვა ალუდა ქეთელაურის ცოლს?

- ვერ ვიხსენებ.

- ლელა. ძველად რომაელი ბატონები თავიანთი სამფლობელოების დასაცავად შავ დოგებს იყენებდნენ, სიბნელეში მათი შემჩნევა რთული იყო. მაშინ გაჩნდა და ჩვენამდე მოაღწია ამ გამოთქმამ, რომელიც მხოლოდ 3 სიტყვისგან შედგება.

- ეზოში ავი ძაღლია.

- დაასრულე ჩარლი ჩაპლინის ცნობილი გამონათქვამი: "სარკე ჩემი საუკეთესო მეგობარია, არასდროს იცინის, როცა..."

- ვერ დავასრულებ...

- "...როცა ვტირი". პოეზია გიყვარს?

- ძალიან, იმასაც ამბობენ, რომ კარგი მკითხველი ვარ, მაგრამ ლექსს მხოლოდ ვიწრო სამეგობროში ვკითხულობ. არ მინდა, ძალიან გავუშინაურდე და ემოცია გავცვითო. ძალიან მომწონს ოთარ ჭილაძის "გამოთხოვება". პოეზიასთან ზედმეტად ინტიმური დამოკიდებულება მაქვს. ლექსისგან მიღებული ემოციით მიბღავლია და არა მხოლოდ - მე... რომ გავიხედე, გარშემო მყოფებიც ჩემნაირ მდგომარეობაში იყვნენ.

- საყვარელი ქალისთვის მიგიძღვნია ლექსი?

- საყვარელ ქალს მირჩევნია, ჩემი სიტყვები ვუთხრა. რითმულად თუ გამომივა, შეიძლება ლექსი დაერქვას. ქალისთვის ყველაზე დიდი სათქმელი სიჩუმითა და ერთი შეხედვით მითქვამს. მადლობა ღმერთს, გაუგია. სიტყვები ხშირად ჩემში დიდ ხმაურს იწვევს, მეტყველი სიჩუმე მირჩევნია.

- პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ გიყვარს.

- რა უნდა ვილაპარაკო? მხოლოდ იმას გეტყვი, რომ ახლა ჩემი გული თავისუფალია. მომავალში ვინმე ისე თუ შემიყვარდება, ვისთანაც ჩემი ცხოვრების დაკავშირება მომინდება, შეიძლება ვილაპარაკო. წარსული მხოლოდ ჩემია.

- მხატვრობაში ერკვევი?

- თავადაც ვხატავ, მაგრამ გამოფენის მოწყობას არ ვაპირებ. ჩემს მხატვრობას, ემოციის ტილოზე ფერებად გადატანა ჰქვია. ეს დიდი კაიფია.

- შენს ნახატებში რომელი ფერები ჭარბობს?

- შავი, რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად ფერადია, სიცოცხლის ფერია და მწვანე - სიხარულის ფერი.

- რა პოზაში აქვს ხელები ლეონარდო და ვინჩის ჯოკონდას?

- გადაჯვარედინებული.

- ეს უმდიდრესი მხატვარი ფულს ბანკში არასდროს ინახავდა. ამბობდა, ბანკები კოტრდებიან და მათი მეანაბრეები ფანჯრებიდან ხტებიანო. დაასახელე, რომელ მხატვარზეა ლაპარაკი?

- სალვადორ დალიზე.

- ცდები.

- პაბლო პიკასო. ეს ორი მხატვარი მფლანგველობით გამოირჩეოდა.

- ნებისმიერ ზრდასრულ ვეფხვს საკუთარი სანადირო ტერიტორია აქვს, სადაც არავის უშვებს, მაგრამ ხდება გამონაკლისიც. როდის?

- როცა გამრავლების პერიოდი აქვთ.

- წყალბადის გარდა, რომელი ელემენტი შედის მარილმჟავას შემადგენლობაში - ქლორი, გოგირდი, ნატრიუმი თუ აზოტი?

- ქლორი.

- სად არსებობდა ძველი მსოფლიოს ყველაზე ძველი ბიბლიოთეკა?

- ალექსანდრიაში.

- "რომელი ქვეყნის ხალხი გვასწავლის: "თუ მართლა გინდა გაჭირვებულს დაეხმარო, ასწავლე მას რაიმე ხელობა".

- არ ვიცი...

- ჩინელები. "ლიტერატურა ჩემი კანონიერი ცოლია, ხოლო მედიცინა - საყვარელი. როცა ვიღლები ერთ-ერთი მათგანისგან, მთელ ღამეს ვატარებ მეორესთან". რომელი ცნობილი რუსი მწერალი და დრამატურგი ამბობდა ამ სიტყვებს?

- (ფიქრობს).

- ის პროფესიით ექიმი იყო. მისი პიესის მიხედვით არაერთი სპექტაკლია დადგმული.

- ანტონ ჩეხოვი.

- მსახიობობასა და რეჟისორობას შორის რომელია შენი ცოლი და რომელი - საყვარელი?

- ხან ერთთან ვარ, ხან - მეორესთან, რომელი რომელია, თავადაც არ ვიცი. პოლიგამიური ოჯახი გვაქვს, შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ.

- რა ერქვა ლუარსაბისა და დარეჯანის მაჭანკალს, რომელსაც მეტსახელად სუტ კნეინასაც ეძახდნენ?

- არ შემახსენო, გიპასუხებ. (პაუზის შემდეგ) ხორეშანი, არა? მოახლეს ლამაზისეული ერქვა.

- დაბოლოს, დაასრულე რემარკის ცნობილი გამონათქვამი: "ჭკვიანი ადამიანები სურნელოვან ყვავილებს ჰგვანან, ერთი სასიამოვნოა და თაიგულმა შეიძლება თავი..."

- "...თავი აგატკიოს".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს