კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ გასცა ბაიკერებზე "ნადირობის" ბრძანება?
ვინ გასცა ბაიკერებზე "ნადირობის" ბრძანება?

თბი­ლის­ში ბოლო ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში "ბა­ი­კე­რე­ბის" მა­სობ­რი­ვი და­ჯა­რი­მე­ბა მოხ­და. რო­გორც ექ­სტრე­მა­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, პატ­რუ­ლი მათ მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ღა­მის სა­ა­თებ­ში სხვა­დას­ხვა უსა­ფუძ­ვლო მი­ზე­ზის გამო აჩე­რებ­და. ამ­ჟა­მად, და­ახ­ლო­ე­ბით 150 მათ­გა­ნია და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი, 70 მო­ტო­ციკ­ლე­ტი კი - ჩა­მორ­თმე­უ­ლია. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან და­ჯა­რი­მე­ბის მთა­ვარ მი­ზე­ზე­ბად მო­ტო­ე­ბის უსი­ა­მოვ­ნო ხმა, და­ფა­რუ­ლი ნომ­რე­ბი და უვარ­გი­სი სა­ბუ­რა­ვე­ბი და­სა­ხელ­და. სპორ­ტსმე­ნე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მოყ­ვა­ნი­ლი მი­ზე­ზე­ბი, უბ­რა­ლოდ, უსა­ფუძ­ვლო და უსა­მარ­თლოა.

და­ვით ძო­წე­ნი­ძე, "ბა­ი­კე­რი":

- შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ, რომ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც გავ­რცელ­და, სრუ­ლი სი­მარ­თლეა. მარ­თა­ლია, 150 და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი "ბა­ი­კე­რი­დან" ყვე­ლას არ ვიც­ნობ, მაგ­რამ მათ­გან ბევ­რი ჩემი მე­გო­ბა­რია და მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბი ჩემ­თან ერ­თად ჩა­მო­არ­თვეს. მე და ჩემი ორი მე­გო­ბა­რი სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში ჩვენ-ჩვე­ნი მო­ტო­ციკ­ლე­ბით შუქ­ნი­შან­თან ვი­დე­ქით. მო­უ­ლოდ­ნე­ლად პატ­რუ­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი წა­მოგ­ვე­წია. ერთ-ერ­თმა ჩვენ­გან­მა წი­თელ­ზე გა­ი­ა­რა, პატ­რუ­ლი კი მას გა­ე­კი­და. შუქ­ნი­შან­ზე მწვა­ნე აინ­თო და და­ნარ­ჩე­ნებ­მა გზა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­ვაგ­რძე­ლეთ, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში პო­ლი­ცი­ის სამი-ოთხი მან­ქა­ნა გა­მოჩ­ნდა და გა­ჩე­რე­ბის­კენ მოგ­ვი­წო­დეს. ჩვენ მო­მენ­ტა­ლუ­რად და­ვე­მორ­ჩი­ლეთ,მაგ­რამ ჯა­რი­მა მა­ინც და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის გამო გა­მოგ­ვი­წე­რეს. გვი­თხრეს, რომ მარ­თვის მოწ­მო­ბას ორი წლით გვარ­თმევ­დნენ. აღ­ნიშ­ნეს, რომ ასე­თი ბრძა­ნე­ბა ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი.

- შე­იძ­ლე­ბა, თქვე­ნი და­ჯა­რი­მე­ბის მი­ზე­ზი ის ყო­ფი­ლი­ყო, რომ ჯგუ­ფუ­რად და სწრა­ფად მოძ­რა­ობ­დით, რაც ხი­ფათს ქმნი­და?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 10 სა­ა­თის შემ­დეგ მოხ­და, შე­სა­ბა­მი­სად, მოძ­რა­ო­ბა დღის სა­ა­თებ­თან შე­და­რე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო. შე­საძ­ლე­ბე­ლია, სწრა­ფად გა­და­ვად­გილ­დე­ბო­დით და სიჩ­ქა­რე­საც გა­და­ვა­ჭარ­ბეთ, მაგ­რამ სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცია არ შექ­მნი­ლა და მი­ზე­ზა­დაც ეს არა­ვის და­უ­სა­ხე­ლე­ბია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ვი­დეო: ბა­ი­კე­რე­ბი პატ­რუ­ლის მიერ მათი მა­სობ­რი­ვი და­ჯა­რი­მე­ბის ვი­დე­ო­მა­სა­ლას ავ­რცე­ლე­ბენ

ვინ გასცა ბაიკერებზე "ნადირობის" ბრძანება?

ვინ გასცა ბაიკერებზე "ნადირობის" ბრძანება?

თბილისში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში "ბაიკერების" მასობრივი დაჯარიმება მოხდა. როგორც ექსტრემალები ამბობენ, პატრული მათ მთელი კვირის განმავლობაში ღამის საათებში სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზის გამო აჩერებდა. ამჟამად, დაახლოებით 150 მათგანია დაჯარიმებული, 70 მოტოციკლეტი კი - ჩამორთმეულია. პოლიციელების მხრიდან დაჯარიმების მთავარ მიზეზებად მოტოების უსიამოვნო ხმა, დაფარული ნომრები და უვარგისი საბურავები დასახელდა. სპორტსმენები ამტკიცებენ, რომ მოყვანილი მიზეზები, უბრალოდ, უსაფუძვლო და უსამართლოა.

დავით ძოწენიძე, "ბაიკერი":

- შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, სრული სიმართლეა. მართალია, 150 დაჯარიმებული "ბაიკერიდან" ყველას არ ვიცნობ, მაგრამ მათგან ბევრი ჩემი მეგობარია და მართვის მოწმობები ჩემთან ერთად ჩამოართვეს. მე და ჩემი ორი მეგობარი საღამოს საათებში ჩვენ-ჩვენი მოტოციკლებით შუქნიშანთან ვიდექით. მოულოდნელად პატრულის ავტომობილი წამოგვეწია. ერთ-ერთმა ჩვენგანმა წითელზე გაიარა, პატრული კი მას გაეკიდა. შუქნიშანზე მწვანე აინთო და დანარჩენებმა გზა ჩვეულებრივად გავაგრძელეთ, რამდენიმე წუთში პოლიციის სამი-ოთხი მანქანა გამოჩნდა და გაჩერებისკენ მოგვიწოდეს. ჩვენ მომენტალურად დავემორჩილეთ,მაგრამ ჯარიმა მაინც დაუმორჩილებლობის გამო გამოგვიწერეს. გვითხრეს, რომ მართვის მოწმობას ორი წლით გვართმევდნენ. აღნიშნეს, რომ ასეთი ბრძანება ჰქონდათ მიღებული.

- შეიძლება, თქვენი დაჯარიმების მიზეზი ის ყოფილიყო, რომ ჯგუფურად და სწრაფად მოძრაობდით, რაც ხიფათს ქმნიდა?

- ეს ყველაფერი დაახლოებით ღამის 10 საათის შემდეგ მოხდა, შესაბამისად, მოძრაობა დღის საათებთან შედარებით თავისუფალი იყო. შესაძლებელია, სწრაფად გადავადგილდებოდით და სიჩქარესაც გადავაჭარბეთ, მაგრამ სახიფათო სიტუაცია არ შექმნილა და მიზეზადაც ეს არავის დაუსახელებია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო: ბაიკერები პატრულის მიერ მათი მასობრივი დაჯარიმების ვიდეომასალას ავრცელებენ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ