პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ხაჩიძე - ”გახუხულია უკვე ქართული ეკონომიკა”
გოგა ხაჩიძე  - ”გახუხულია უკვე ქართული ეკონომიკა”

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი გოგა ხა­ჩი­ძე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ველ გია ხუ­ხაშ­ვილს სა­რეკ­ლა­მო ბიზ­ნეს­ზე ზე­წო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. რო­გორც ხა­ჩი­ძე "ფე­ი­ბუქ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს, გია ხუ­ხაშ­ვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის - Outdoor.ge-სა და media port-ის ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ცდი­ლობს. დე­პუ­ტა­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მი­მარ­თავს და ამ საქ­მის მი­ხედ­ვას სთხოვს.

"ქ-ნ ბე­სე­ლი­ას თუ და­ვუ­ჯე­რებთ, ხუ­ხაშ­ვი­ლი ჩემი ახა­ლი მუ­ზაა.

ჰოდა, მუ­ზას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მინ­და ახა­ლი ამ­ბა­ვი გი­ამ­ბოთ.

პირ­ველ რიგ­ში ბ-ნ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მინ­და მივ­მარ­თო.

ბ-ნო ბი­ძი­ნა!

მცი­რე, მაგ­რამ მა­ინც იმე­დი მაქვს, რომ თქვე­ნამ­დე ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არ აღ­წევს, ამი­ტომ თუ ჩემი "მცი­რე იმე­დი" რე­ა­ლუ­რია, გთხოვთ ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ თქვენს ფა­ვო­რიტ მრჩე­ველს.

და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, სან­დო წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით, რომ ბ-ნი ხუ­ხაშ­ვი­ლი ინ­ტენ­სი­ურ, პირ­და­პირ ზე­წო­ლას ახ­დენს კომ­პა­ნი­ებ­ზე Outdoor.ge და media porti ბიზ­ნე­სის წარ­თმე­ვის მიზ­ნით.

ეს ორი კომ­პა­ნია სა­რეკ­ლა­მო ბიზ­ნეს­ში მოღ­ვა­წე­ობს და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც.

"ბიზ­ნე­სის წარ­თმე­ვა" ჰქვია იმას, რო­დე­საც აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ებს ეუბ­ნე­ბი: ბიზ­ნე­სი გად­მოგ­ვი­ფორ­მეთ, ფასს შენ თვი­თონ ად­გენ და ამ ფა­სის გა­დახ­და­საც მა­შინ "პირ­დე­ბი", რო­დე­საც თვი­თონ ეს ბიზ­ნე­სი გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ჩა­ფიქ­რე­ბულ თან­ხას.

უფრო მეტი კონ­კრე­ტი­კა თუ გინ­დათ, შე­იძ­ლე­ბა გი­ორ­გი ღამ­ბა­ში­ძე­ზეც ლა­პა­რა­კი, რო­მელ­საც სხვა­თა შო­რის ოფი­ცი­ა­ლურ ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში, დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი კრე­დო აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი: "მი­ზა­ნი ამარ­თლებს სა­შუ­ა­ლე­ბას". ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბა აქვს გა­მოთ­ქმუ­ლი ლო­მებ­ზე და მე­ლი­ებ­ზე.

გთა­ვა­ზობთ ცი­ტა­ტას ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან :

"ყვე­ლა ცხო­ვე­ლი­დან დაე ბა­ტო­ნი ორ მათ­განს ჰყავ­დეს - ლომს და მე­ლას. ლომს ეში­ნია ხა­ფან­გე­ბის, ხოლო მე­ლას მგლე­ბის. ანუ, უნდა ჰგავ­დე მე­ლას, იმის­თვის რომ ხა­ფან­გებს გვერ­დი აუ­ა­რო და ლომს, რათა შე­ა­ში­ნო მგლე­ბი."

თქვენც გე­ცი­ნე­ბათ ბ-ნო ბი­ძი­ნა?...

მე - კი

ჰოდა სი­ცილს რომ მოვ­რჩე­ბით, და­ი­ბა­რეთ დიდი მრჩე­ვე­ლი და მი­ხე­დეთ ამ საქ­მეს თო­რემ ისე­დაც გა­ხუ­ხუ­ლია უკვე ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კა.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ გულ­თან მი­ი­ტანთ ზ.ა. პრობ­ლე­მას და არ გა­მიწ­ბი­ლებთ ამ გუ­ლუბ­რყვი­ლო ოპ­ტი­მიზმს", - წერს ხა­ჩი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

გოგა ხაჩიძე - ”გახუხულია უკვე ქართული ეკონომიკა”

გოგა ხაჩიძე  - ”გახუხულია უკვე ქართული ეკონომიკა”

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე პრემიერ-მინისტრის მრჩეველ გია ხუხაშვილს სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ხაჩიძე "ფეიბუქში" საკუთარ გვერდზე წერს, გია ხუხაშვილი კომპანიების - Outdoor.ge-სა და media port-ის ხელში ჩაგდებას ცდილობს. დეპუტატი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ამ საქმის მიხედვას სთხოვს.

"ქ-ნ ბესელიას თუ დავუჯერებთ, ხუხაშვილი ჩემი ახალი მუზაა.

ჰოდა, მუზასთან დაკავშირებით, მინდა ახალი ამბავი გიამბოთ.

პირველ რიგში ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო.

ბ-ნო ბიძინა!

მცირე, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ თქვენამდე ასეთი ინფორმაციები არ აღწევს, ამიტომ თუ ჩემი "მცირე იმედი" რეალურია, გთხოვთ ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფავორიტ მრჩეველს.

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, სანდო წყაროზე დაყრდნობით, რომ ბ-ნი ხუხაშვილი ინტენსიურ, პირდაპირ ზეწოლას ახდენს კომპანიებზე Outdoor.ge და media porti ბიზნესის წართმევის მიზნით.

ეს ორი კომპანია სარეკლამო ბიზნესში მოღვაწეობს და საკმაოდ წარმატებულადაც.

"ბიზნესის წართმევა" ჰქვია იმას, როდესაც აღნიშნულ კომპანიებს ეუბნები: ბიზნესი გადმოგვიფორმეთ, ფასს შენ თვითონ ადგენ და ამ ფასის გადახდასაც მაშინ "პირდები", როდესაც თვითონ ეს ბიზნესი გამოიმუშავებს ჩაფიქრებულ თანხას.

უფრო მეტი კონკრეტიკა თუ გინდათ, შეიძლება გიორგი ღამბაშიძეზეც ლაპარაკი, რომელსაც სხვათა შორის ოფიციალურ ავტობიოგრაფიაში, დეკლარირებული კრედო აქვს მითითებული: "მიზანი ამართლებს საშუალებას". ასევე საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული ლომებზე და მელიებზე.

გთავაზობთ ციტატას ბიოგრაფიიდან :

"ყველა ცხოველიდან დაე ბატონი ორ მათგანს ჰყავდეს - ლომს და მელას. ლომს ეშინია ხაფანგების, ხოლო მელას მგლების. ანუ, უნდა ჰგავდე მელას, იმისთვის რომ ხაფანგებს გვერდი აუარო და ლომს, რათა შეაშინო მგლები."

თქვენც გეცინებათ ბ-ნო ბიძინა?...

მე - კი

ჰოდა სიცილს რომ მოვრჩებით, დაიბარეთ დიდი მრჩეველი და მიხედეთ ამ საქმეს თორემ ისედაც გახუხულია უკვე ქართული ეკონომიკა.

დარწმუნებული ვარ გულთან მიიტანთ ზ.ა. პრობლემას და არ გამიწბილებთ ამ გულუბრყვილო ოპტიმიზმს", - წერს ხაჩიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს