თბილისს Eurobrand იტალიას მენეჯერი მაურიციო სილვესტრი ჯერ კიდევ შარშან ეწვია. დღეს მაურიციო კვლავ თბილისშია და თავისი საქმიანობის შესახებ გვესაუბრება.
- რა იყო თქვენი ვიზიტის მიზანი?
- ჩვენი საქმიანობა სხვადასხვა ქვეყანაში ტანსაცმლის Outlet ფესტივალების ჩატარებას მოიცავს. საქართველოს ბიზნეს გარემოს გასაცნობად ვეწვიეთ. შევისწავლეთ აქაური ფასები, და სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის უდიდესი განვითარების პერსპექტივა დავინახეთ. აქაური ფასები Eurobrand-ის Outlet ფესტივალების ფასებთან შედარებით საკმაოდ მაღალია. Eurobrand -მა გადაწყვიტა თბილისელებისათვის საგაზაფხულო საჩუქარი გაეკეთებინა და ტანსაცმლის Outlet ფესტივალი თბილისში, წელს მაისისთვის დაგეგმა.
- შეგიძლიათ მოკლედ მოგვიყვეთ რა არის ტანსაცმლის Outlet ფესტივალი?
- სქემა მარტივია, დიდ ფართობზე ვალაგებთ ქალის , მამაკაცის , მოზარდისა და ბავშვის უამრავ ტანსაცმელს. ტანსაცმლის არჩევანი დიდია, ბრენდები ყველა ევროპულია და ყოველი თქვენთაგანისათვის კარგად ნაცნობია, ფასები კი - დაბალი. მარტივად რომ ვთქვათ, არის 80%-იანი ფასდაკლება ყველაფერზე.
- ყველაფერზე?
- დიახ ყველაფერზე. ამასთან სანამ კითხვას დამისვამთ დაგასწრებთ და გეტყვით, რომ ჩვენთან რასაც იყიდით ყველაფერი არის ევროპის ბრენდ მაღაზიების ტანსაცმელი.
- მაშინ ფასები ასეთი დაბალი როგორ არის?
- თქვენ თუ ყოფილხართ ევროპის ბრენდ მაღაზიების " სეილზე" მაშინ ნახავდით, რომ ფასდაკლება ხშირათ არის 70% და 80%. Eurobrand-ის საქმიანობა კი ყველა ამ ფასდაკლების ერთ სივრცეში გაერთიანებაა. ფაქტიურად თქვენ აღარ გიწევთ ესპანეთსა თუ იტალიაში "სეილის" დროს ჩასვლა. პირიქით ის თავად ჩამოდის თბილისში. ასე, რომ ჩვენი Outlet ფესტივალი საუკეთესო არჩევანია ევროპული ბრენდების შესაძენად.
- არჩევანი რამდენად დიდია?
- მოდით, გაგიმხელთ პროდუქციის რამდენიმე ჩამონათვალს:
500-ზე მეტი სხვადასხვა მოდელის ჯინსი
400-მდე სხვადასხვა მოდელის სვიტერი. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ სვიტერს ვეძახით პულოვერს, ჟაკეტს, ჰუდისს.
100 სხვადასხვა დიზინის შარფი
500-ზე მეტი დასახელების პერანგი
1000-ზე მეტი სხვადასხვა დიზაინის მაისური
100-ზე მეტი დასახელების შორტი
გვექნება 50 განსხვავებული დიზაინის კაბაც
- ასეთი არჩევანი არცერთ არსებულ სავაჭრო ცენტრშიც არ გვინახავს?!
-შეიძლება, მაგრამ აქ ყველაფერი არ არის ჩამოთვლილი. ტანსაცმლის გარდა აქსესუარებიც გვექნება.
- და ეს ყველაფერი სად უნდა დაატიოთ?
- ჩვენ ტერიტორიას რამდენიმე კრიტერიუმით ვეძებდით. უნდა იყოს ნაცნობი ადგილი, დიდი ფართით და ადვილად მისასვლელი. დიდი ძიების შემდეგ სპორტის სასახლეზე შევჩერით. უბრალოდ გაგვიმართლა, რომ თბილისში ესეთი ადგილი არსებობს.
- მომავალში კიდევ აპირებთ თუ არა ჩამოსვლას?
- Eurobrand ტანსაცმლის Outlet ფესტივალი მრავალ ქვეყანაში უკვე ტრადიციად იქცა. ჩვენი მრავაწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოც არ იქნება გამონაკლისი. ჩვენ კიდევ არაერთხელ გვიხილავთ.
- ყველაზე მეტად რა მოგეწონათ საქართველოში?
- ხალხი. ქართველები იტალიელებს ძალიან გვანან, განსაკუთრებით სამხრეთელ იტალიელებს. ქართული და იტალიური ტრადიციებიც გავს ერთმანეთს. სტუმართმოყვარეობა ჩვენს ხასიათშიც ზის. თბილისი მომეწონა, განსაკუთრებით მისი ისტორიული ნაწილი. თქვენს ქვეყანას საკმაოდ დიდი კულტურა და ისტორია აქვს, ამითაც ვგავართ ჩვენ ერთმანეთს.
- სად შეიძლება სიახლებიის, თქვენი სამომავლო გეგმებისა და ფესტივალის შესახებ დეტალების გაგება? - გვეწვიეთ გვერდზე www.eurobrand.ge
R