სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკო ლეკიშვილი - "იგვიანებს სამართლის აღსრულება"
ნიკო ლეკიშვილი - "იგვიანებს სამართლის აღსრულება"

"ვინც ფიქ­რობს, რომ მოვ­ხუც­დი, ცურ­ვა­ში შე­მე­ჯიბ­როს", - გვი­თხრა ყო­ფილ­მა სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა, თბი­ლი­სის ყო­ფილ­მა მერ­მა და ყო­ფილ­მა დე­პუ­ტატ­მა ნიკო ლე­კიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც 2008 წელს პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და:

- 2011 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე თბი­ლი­სის სა­უ­კე­თე­სო მე­რად "კვი­რის პა­ლიტ­რის" მკი­თხველ­მა ამირ­ჩია, რა­მაც ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა, მაგ­რამ ამ პოსტზე კენ­ჭისყრას აღარ ვა­პი­რებ. 2012 წლის არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭი იმი­ტომ არ ვი­ყა­რე, რომ პარ­ლა­მენ­ტი ქუ­თა­ის­ში გა­და­ი­ტა­ნეს. ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი პო­ლი­ტი­კუ­რად მცდა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო და პრო­ტეს­ტი გა­მიჩ­ნდა. მგო­ნი, ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენ­ტი თბი­ლი­სის ჯიბ­რზე გა­და­ი­ტა­ნეს... სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ამ შე­მომ­თა­ვა­ზა, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში მე­ყა­რა კენ­ჭი, მაგ­რამ უარი ვთქვი. ასეთ საკ­რე­ბუ­ლო­ში, რო­გო­რიც დღე­საა, ვერ ვიქ­ნე­ბი. საკ­რე­ბუ­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ზედ­მე­ტად პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია და პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი ქა­ლა­ქის ინ­ტე­რეს­ზე მაღ­ლა დგას. საკ­რე­ბუ­ლო­ში 25 კაც­ზე მეტი არ უნდა იყოს, პარ­ტი­უ­ლის გარ­და, უნდა იყ­ვნენ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტე­ბიც, ქა­ლაქ­ში ცნო­ბი­ლი და ღვაწლ­მო­სი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი­დან 5-10 კაცი ვიცი. და­ნარ­ჩე­ნებს ვინ იც­ნობს? მახ­სოვს, 2000 წელი იყო, ჯანო კა­ხი­ძემ გა­ოგ­ნე­ბულ­მა და­მი­რე­კა, საკ­რე­ბუ­ლო­ში და­მი­ბა­რეს მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრის ბი­უ­ჯე­ტის გან­ხილ­ვა­ზე და კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ მკი­თხა, მუ­სი­კა­ლურ ცენ­ტრში რაზე მუ­შა­ობ­თო. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ბერნშტა­ი­ნი რომ მი­ვი­დეს ნიუ-იორ­კის მე­რი­ა­ში და უთხრან, ვინ ხარო? კაცი, რო­მე­ლიც ჯან­სუღ კა­ხი­ძეს ვერ ცნობ­და, საკ­რე­ბუ­ლო­ში პარ­ტი­ულ­მა სიამ გა­იყ­ვა­ნა...

თუ თბი­ლი­სე­ლე­ბი პა­ტივს არ სცე­მენ, რა უფ­ლე­ბა აქვს ისეთ კაცს, საკ­რე­ბუ­ლო­ში იყოს? პლე­ხა­ნოვ­ზე გაზ­რდილ კაცს იმის თავი თუ არ მაქვს, ჩემს უბან­ში არ­ჩევ­ნე­ბი მო­ვი­გო, რა ნა­მუ­სით უნდა ვიჯ­დე საკ­რე­ბუ­ლო­ში? თბი­ლი­სის მერი ნა­ხე­ვა­რი ქა­ლა­ქის არ­ჩე­უ­ლი მა­ინც არ უნდა იყოს?

- უგუ­ლა­ვა არ­ჩე­უ­ლი მე­რია.

- სა­კი­თხა­ვია, რო­გორ აირ­ჩი­ეს. რო­დე­საც მერი კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, ეს აზა­რა­ლებს ქა­ლაქს. რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტში ვი­ყა­ვი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დღე­ვან­დე­ლი ლი­დე­რე­ბი პა­ტა­რა ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ. ვე­რაფ­რით და­ვი­ჯე­რებ­დი, რომ ასე­თე­ბი გახ­დე­ბოდ­ნენ და ყვე­ლა­ფერს იკად­რებ­დნენ. მე­რი­ა­ში დღე­საც მუ­შა­ობს ჩემი მიყ­ვა­ნი­ლი ხალ­ხი. ისი­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ მე­რი­ა­ში ისე­თი სის­ტე­მაა, იქ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს სუნ­თქვა უჭირთ. რო­დე­საც გმირ­თა მო­ე­დან­ზე ის შატ­ლი (მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის სატ­რან­სპორ­ტო კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი. - ავტ.) დად­გეს, ჩემს ყო­ფილ თა­ნამ­შრომ­ლებს ვუ­თხა­რი, ამას რას აშე­ნებთ-მეთ­ქი? მი­თხრეს, ჩვენც გული გვის­კდე­ბაო. არა მგო­ნია, ის მე­მო­რი­ა­ლი უგუ­ლა­ვას სურ­ვი­ლით და­ედ­გათ. მიშა სა­დაც რა­მეს ნა­ხავ­და, ყვე­ლაფ­რის თბი­ლის­ში გად­მო­ტა­ნა სურ­და. რამ­დე­ნი­მე შე­ნო­ბა­ზე სა­ა­თი­ა­ნი გუმ­ბა­თი მი­შას სურ­ვი­ლით დად­გეს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ქა­ლა­ქის სტი­ლი პრე­ზი­დენ­ტმა ან მერ­მა გან­სა­ზღვროს?

- გე­ტყო­ბათ, თბი­ლი­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი არ მოგ­წონთ.

- არ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერ­ზე ტრა­ბა­ხი, მე ავა­შე­ნეო. ჩემს დროს აშენ­და მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრი, რო­მე­ლიც დღე­საც ყვე­ლა­ზე მა­გარ ცენ­ტრად ით­ვლე­ბა, მაგ­რამ არა­სო­დეს ვი­ტყვი, რომ მე ავა­შე­ნე. აბა­ნო­თუ­ბა­ნი ჩემს დროს გა­კეთ­და, მაგ­რამ ამას შოთა ყავ­ლაშ­ვი­ლი და გიგა ბა­თი­აშ­ვი­ლი აკე­თებ­დნენ, მე რო­გორ ჩა­ვე­რე­ო­დი? რა პრე­ზი­დენ­ტის საქ­მეა, შე­ნო­ბის ფა­სა­დი ლურ­ჯი იქ­ნე­ბა თუ მწვა­ნე? პლე­ხა­ნო­ვი თით­ქოს კარ­გი გა­კე­თე­ბუ­ლია, მაგ­რამ იცით რამ­დე­ნი ლაფ­სუ­სია დაშ­ვე­ბუ­ლი? კი­ნო­თე­ატრ "აპო­ლოს" სა­ხე­ლი არ აწე­რია. ადრე რუ­სუ­ლი ასო­ე­ბით ეწე­რა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ვი­ღა­ცამ თქვა, რუ­სუ­ლი წარ­წე­რა არ მინ­დაო. რუს­თა­ვე­ლი­სა და პლე­ხა­ნო­ვის პროს­პექ­ტე­ბი უდი­დე­სი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის გა­კე­თე­ბუ­ლია. რო­დე­საც ამ შე­ნო­ბებს მან­სარ­დას ად­გამ, არას­წო­რია. მან­სარ­და რომ უკე­თე­სი ყო­ფი­ლი­ყო, ისი­ნი ვერ და­ად­გამ­დნენ?

სა­ში­ნე­ლე­ბაა რი­ყე­ზე ის ორი "ტრუ­ბა". რი­ყეს არ უხ­დე­ბა. თბი­ლის­ში სამი ად­გი­ლია, სა­დაც მისი გა­და­ტა­ნა შე­იძ­ლე­ბა. ერთ-ერ­თია "ვე­ფხი­სა და მოყ­მის" ძეგლ­სა და "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკს" შო­რის ტე­რი­ტო­რია. კა­ტას­ტრო­ფაა "შან­გრი­ლა". იმ ად­გი­ლას რეს­ტო­რან "ბე­რი­კო­ნის" შე­ნო­ბა იყო, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­მია აქვს აღე­ბუ­ლი, რო­გორც ძველ ქა­ლაქ­ში აგე­ბულ ახალ ნა­გე­ბო­ბას.

ყვე­ლამ ყუ­რა­დღე­ბა ამ უსა­ხურ ნა­გე­ბო­ბებ­ზე გა­და­ვი­ტა­ნეთ და გა­მოგ­ვრჩა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - მწვა­ნე სა­ფარ­ში შე­სუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი, რის გა­მოც ქა­ლა­ქის სა­სუნ­თქი გზე­ბი და­ი­კე­ტა...

თბი­ლი­სის მერი რომ ვი­ყა­ვი, "გო­ფი­ლექ­ტის ბა­ღის" წინ 70 ოჯა­ხი გა­ვა­სახ­ლე, რომ პლე­ხა­ნოვს სა­სუნ­თქი გზა ჰქო­ნო­და, დღეს კი იმ ად­გი­ლას 2-სარ­თუ­ლი­ა­ნი მა­ღა­ზია აშენ­და. ვი­თომ არა­ფე­რი და­შავ­და, მაგ­რამ ქა­ლა­ქი ვე­ღარ სუნ­თქავს.

ალექ­სან­დრეს ბაღ­ში რომ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლია, ჩემი მე­რო­ბის დროს იქ ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა იდგა. მთხო­ვეს და ერთი სარ­თუ­ლის და­შე­ნე­ბის უფ­ლე­ბა მი­ვე­ცით. მე რომ მე­რი­ი­დან წა­მო­ვე­დი, მე­ო­თხე და მე­ხუ­თე სარ­თუ­ლე­ბიც და­ად­გეს. მე­რია რომ მი­ვი­და მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად, ეს ხუთი სარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლომ და­უ­კა­ნო­ნა და ვე­ღარ შე­ეხ­ნენ. მერე ხუთ სარ­თულს სამი და­ად­გეს და ისიც და­ა­კა­ნო­ნა სა­სა­მარ­თლომ. სა­დაც ხუთ სარ­თულ­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბის აშე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, თუ ფულს გა­და­იხ­დი, ნე­ბარ­თვას მოგ­ცე­მენ. პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი კი არა, ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სე­ბი უნდა იყოს და­ცუ­ლი. რა­ღა­ცე­ბი გა­კეთ­და, მაგ­რამ უფრო მეტი გა­ფუჭ­და. ქა­ლა­ქის სა­ხეს ფა­ქი­ზად მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბო­და.

პა­რიზ­ში, ელი­სეს მინ­დვ­რებ­ზე, მი­ლი­ო­ნიც რომ გა­და­ი­ხა­დო, ვე­რა­ფერს შეც­ვლი. ამ ქუ­ჩა­ზე ერთი მა­ღა­ზია ვიცი, შო­კო­ლადს ამ­ზა­დე­ბენ. მი­ლი­ო­ნიც რომ გა­და­ი­ხა­დო, იმ მა­ღა­ზი­ას ვე­რა­ვინ აი­ღებს. მი­თხრეს, ეს მა­ღა­ზია 200-ჯერ მა­ინც გა­ი­ყი­და, მაგ­რამ მისი მფლო­ბე­ლი შო­კო­ლა­დის გარ­და იქ ვე­რა­ფერს გა­ყი­დი­სო. რა­ტომ მოს­პეს ლა­ღი­ძის წყლე­ბი? დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რო­გორც რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტის სიმ­ბო­ლო.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ნიკო ლეკიშვილი - "იგვიანებს სამართლის აღსრულება"

ნიკო ლეკიშვილი - "იგვიანებს სამართლის აღსრულება"

"ვინც ფიქრობს, რომ მოვხუცდი, ცურვაში შემეჯიბროს", - გვითხრა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, თბილისის ყოფილმა მერმა და ყოფილმა დეპუტატმა ნიკო ლეკიშვილმა, რომელიც 2008 წელს პოლიტიკიდან წავიდა:

- 2011 წლის შემოდგომაზე თბილისის საუკეთესო მერად "კვირის პალიტრის" მკითხველმა ამირჩია, რამაც ძალიან გამახარა, მაგრამ ამ პოსტზე კენჭისყრას აღარ ვაპირებ. 2012 წლის არჩევნებში კენჭი იმიტომ არ ვიყარე, რომ პარლამენტი ქუთაისში გადაიტანეს. ძალიან გავბრაზდი პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილების გამო და პროტესტი გამიჩნდა. მგონი, ქუთაისში პარლამენტი თბილისის ჯიბრზე გადაიტანეს... სხვადასხვა პარტიამ შემომთავაზა, თბილისის საკრებულოში მეყარა კენჭი, მაგრამ უარი ვთქვი. ასეთ საკრებულოში, როგორიც დღესაა, ვერ ვიქნები. საკრებულოს კანონმდებლობა ზედმეტად პოლიტიზებულია და პარტიული ინტერესები ქალაქის ინტერესზე მაღლა დგას. საკრებულოში 25 კაცზე მეტი არ უნდა იყოს, პარტიულის გარდა, უნდა იყვნენ დამოუკიდებელი კანდიდატებიც, ქალაქში ცნობილი და ღვაწლმოსილი ადამიანები.

თბილისის საკრებულოს წევრებიდან 5-10 კაცი ვიცი. დანარჩენებს ვინ იცნობს? მახსოვს, 2000 წელი იყო, ჯანო კახიძემ გაოგნებულმა დამირეკა, საკრებულოში დამიბარეს მუსიკალური ცენტრის ბიუჯეტის განხილვაზე და კომიტეტის თავმჯდომარემ მკითხა, მუსიკალურ ცენტრში რაზე მუშაობთო. წარმოგიდგენიათ, ბერნშტაინი რომ მივიდეს ნიუ-იორკის მერიაში და უთხრან, ვინ ხარო? კაცი, რომელიც ჯანსუღ კახიძეს ვერ ცნობდა, საკრებულოში პარტიულმა სიამ გაიყვანა...

თუ თბილისელები პატივს არ სცემენ, რა უფლება აქვს ისეთ კაცს, საკრებულოში იყოს? პლეხანოვზე გაზრდილ კაცს იმის თავი თუ არ მაქვს, ჩემს უბანში არჩევნები მოვიგო, რა ნამუსით უნდა ვიჯდე საკრებულოში? თბილისის მერი ნახევარი ქალაქის არჩეული მაინც არ უნდა იყოს?

- უგულავა არჩეული მერია.

- საკითხავია, როგორ აირჩიეს. როდესაც მერი კონკრეტული პარტიის წარმომადგენელია, ეს აზარალებს ქალაქს. როდესაც პარლამენტში ვიყავი, "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი ლიდერები პატარა ბიჭები იყვნენ. ვერაფრით დავიჯერებდი, რომ ასეთები გახდებოდნენ და ყველაფერს იკადრებდნენ. მერიაში დღესაც მუშაობს ჩემი მიყვანილი ხალხი. ისინი პროფესიონალები არიან, მაგრამ მერიაში ისეთი სისტემაა, იქ პროფესიონალებს სუნთქვა უჭირთ. როდესაც გმირთა მოედანზე ის შატლი (მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო კოსმოსური ხომალდი. - ავტ.) დადგეს, ჩემს ყოფილ თანამშრომლებს ვუთხარი, ამას რას აშენებთ-მეთქი? მითხრეს, ჩვენც გული გვისკდებაო. არა მგონია, ის მემორიალი უგულავას სურვილით დაედგათ. მიშა სადაც რამეს ნახავდა, ყველაფრის თბილისში გადმოტანა სურდა. რამდენიმე შენობაზე საათიანი გუმბათი მიშას სურვილით დადგეს. როგორ შეიძლება, ქალაქის სტილი პრეზიდენტმა ან მერმა განსაზღვროს?

- გეტყობათ, თბილისის არქიტექტურული სიახლეები არ მოგწონთ.

- არ შეიძლება ყველაფერზე ტრაბახი, მე ავაშენეო. ჩემს დროს აშენდა მუსიკალური ცენტრი, რომელიც დღესაც ყველაზე მაგარ ცენტრად ითვლება, მაგრამ არასოდეს ვიტყვი, რომ მე ავაშენე. აბანოთუბანი ჩემს დროს გაკეთდა, მაგრამ ამას შოთა ყავლაშვილი და გიგა ბათიაშვილი აკეთებდნენ, მე როგორ ჩავერეოდი? რა პრეზიდენტის საქმეა, შენობის ფასადი ლურჯი იქნება თუ მწვანე? პლეხანოვი თითქოს კარგი გაკეთებულია, მაგრამ იცით რამდენი ლაფსუსია დაშვებული? კინოთეატრ "აპოლოს" სახელი არ აწერია. ადრე რუსული ასოებით ეწერა და დარწმუნებული ვარ, ვიღაცამ თქვა, რუსული წარწერა არ მინდაო. რუსთაველისა და პლეხანოვის პროსპექტები უდიდესი არქიტექტორების გაკეთებულია. როდესაც ამ შენობებს მანსარდას ადგამ, არასწორია. მანსარდა რომ უკეთესი ყოფილიყო, ისინი ვერ დაადგამდნენ?

საშინელებაა რიყეზე ის ორი "ტრუბა". რიყეს არ უხდება. თბილისში სამი ადგილია, სადაც მისი გადატანა შეიძლება. ერთ-ერთია "ვეფხისა და მოყმის" ძეგლსა და "საქართველოს ბანკს" შორის ტერიტორია. კატასტროფაა "შანგრილა". იმ ადგილას რესტორან "ბერიკონის" შენობა იყო, რომელსაც საერთაშორისო პრემია აქვს აღებული, როგორც ძველ ქალაქში აგებულ ახალ ნაგებობას.

ყველამ ყურადღება ამ უსახურ ნაგებობებზე გადავიტანეთ და გამოგვრჩა ყველაზე მნიშვნელოვანი - მწვანე საფარში შესული ნაგებობები, რის გამოც ქალაქის სასუნთქი გზები დაიკეტა...

თბილისის მერი რომ ვიყავი, "გოფილექტის ბაღის" წინ 70 ოჯახი გავასახლე, რომ პლეხანოვს სასუნთქი გზა ჰქონოდა, დღეს კი იმ ადგილას 2-სართულიანი მაღაზია აშენდა. ვითომ არაფერი დაშავდა, მაგრამ ქალაქი ვეღარ სუნთქავს.

ალექსანდრეს ბაღში რომ მრავალსართულიანი სახლია, ჩემი მერობის დროს იქ ორსართულიანი შენობა იდგა. მთხოვეს და ერთი სართულის დაშენების უფლება მივეცით. მე რომ მერიიდან წამოვედი, მეოთხე და მეხუთე სართულებიც დაადგეს. მერია რომ მივიდა მშენებლობის შესაჩერებლად, ეს ხუთი სართული სასამართლომ დაუკანონა და ვეღარ შეეხნენ. მერე ხუთ სართულს სამი დაადგეს და ისიც დააკანონა სასამართლომ. სადაც ხუთ სართულზე მაღალი შენობის აშენება არ შეიძლება, თუ ფულს გადაიხდი, ნებართვას მოგცემენ. პარტიული ინტერესები კი არა, ქალაქის ინტერესები უნდა იყოს დაცული. რაღაცები გაკეთდა, მაგრამ უფრო მეტი გაფუჭდა. ქალაქის სახეს ფაქიზად მიდგომა სჭირდებოდა.

პარიზში, ელისეს მინდვრებზე, მილიონიც რომ გადაიხადო, ვერაფერს შეცვლი. ამ ქუჩაზე ერთი მაღაზია ვიცი, შოკოლადს ამზადებენ. მილიონიც რომ გადაიხადო, იმ მაღაზიას ვერავინ აიღებს. მითხრეს, ეს მაღაზია 200-ჯერ მაინც გაიყიდა, მაგრამ მისი მფლობელი შოკოლადის გარდა იქ ვერაფერს გაყიდისო. რატომ მოსპეს ლაღიძის წყლები? დარჩენილიყო, როგორც რუსთაველის პროსპექტის სიმბოლო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა