მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მასხრად აგვიგდეს და ამას არავის ვაპატიებთ"
"მასხრად აგვიგდეს და ამას არავის ვაპატიებთ"

4 წლის წინ, 2009 წლის 26 აპ­რილს, თბი­ლის­ში ენით აუ­წე­რე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და - დი­ლის 5 სა­ათ­ზე სან­დრო ეუ­ლის ქუ­ჩა­ზე სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის ჩა­მონ­გრე­ვას მხვერ­პლი მოჰ­ყვა.

შე­ნო­ბა­ში, სა­დაც სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მია" მზად­დე­ბო­და, პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 7-სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვებ­ში გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ა­სა და ნიკა გე­ლაშ­ვი­ლის ცხედ­რე­ბი იპო­ვეს. სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­შა­ო­ებს კომ­პა­ნია "არ­ტიქ­სი" ას­რუ­ლებ­და და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, შე­ნო­ბის ნგრე­ვა საყ­რდე­ნი კედ­ლე­ბის გა­მოც­ლამ თუ და­სუს­ტე­ბამ გა­მო­იწ­ვია. ნიკა გე­ლაშ­ვი­ლის ოჯახს წუ­თი­თაც არ მი­უ­ტო­ვე­ბია ეს საქ­მე და ამ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უსა­მარ­თლო­ბის კას­კადს წა­ა­წყდა. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ნი­კას ოჯა­ხის წევ­რებ­მა გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თეს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას და საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბაც და­ი­წყო.

თეა კა­ხი­ა­ნი, ნიკა გე­ლაშ­ვი­ლის ქვრი­ვი:

- მას შემ­დეგ, რაც მივ­მარ­თეთ პრო­კუ­რა­ტუ­რას და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, და­ი­წყო ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა. იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრთ­ან შეხ­ვედ­რი­სას შევ­თან­ხმდით, რომ ევ­რო­პის სა­სა­მარ­თლო­დან გა­მო­ვი­ტან­დით ჩვენს საქ­მეს. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სწო­რად წა­რი­მარ­თე­ბა და დად­გინ­დე­ბა, ვინ არის მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რა დარ­ღვე­ვე­ბი მოხ­და და რა­ტომ დატ­რი­ალ­და ეს ტრა­გე­დია. დად­გე­ნი­ლია, რომ "რუს­თა­ვი-2", ანუ მე­სა­კუთ­რე, უნე­ბარ­თვოდ აწარ­მო­ებ­და სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­შა­ო­ებს, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბო­და მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხურ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი.

ყვე­ლა­ფერს ვი­ღო­ნებთ იმის­თვის, რომ საქ­მე ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ. და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბუ­ლი იყო შპს "არ­ტიქ­სის" დი­რექ­ტო­რი რუ­სუ­დან ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლიც, თუმ­ცა ის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც ჩანს, მან ოჯახ­თან ერ­თად და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა. უშუ­ა­ლოდ ამ ქალ­ბა­ტო­ნის კი­სერ­ზეა ნი­კას და გი­ორ­გის სიკ­ვდი­ლი.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ძი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საქ­მე­ზეც გვაქვს შე­ტა­ნი­ლი სარ­ჩე­ლი, რო­მე­ლიც ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 1-ელ ოქ­ტომ­ბრამ­დე თა­რო­ზე იდო. 7 თე­ბერ­ვალს მო­სა­მარ­თლე ინგა კვა­ჭან­ტი­რა­ძემ გა­მო­ი­ტა­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ეკის­რა "რუს­თა­ვი-2"-ს, "არ­ტიქსს", "ჯორ­ჯი­ან ბილ­დინგ კორ­პო­რე­ი­შე­ნს", მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­მსა­ხურ­სა და მშე­ნებ­ლო­ბის სა­მუ­შა­ო­თა მწარ­მო­ე­ბელ და­ვით გვა­სა­ლი­ას. თით­ქმის ყვე­ლა მო­პა­სუ­ხეს და­ე­კის­რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რაც ჩვენ­თვის დიდი მიღ­წე­ვაა. ად­მი­ნი­სტრა­ცი­ულ ნა­წილ­ში, გარ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა, მო­რა­ლუ­რი ზი­ანის ანა­ზღა­უ­რე­ბა­საც ვი­თხოვ­დით, მაგ­რამ ისევ მას­ხრად აგ­ვიგ­დეს - მო­სა­მარ­თლემ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ კი და­ა­კის­რა მო­პა­სუ­ხე მხა­რეს, მა­გრამ ეს იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტა, რომ თი­თო­ე­ულ­მა მო­პა­სუ­ხემ ჩემს შვი­ლს სრულ­წლო­ვა­ნე­ბამ­დე თვე­ში 100 ლარი უნდა უხა­დოს. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ა­პე­ლა­ცი­ო­ში გა­ვა­სა­ჩივ­რებ. ვის დას­ცი­ნი­ან ესე­ნი?! თუ ჰგო­ნი­ათ, რომ თვე­ში 100 ლარს გა­და­იხ­დი­ან და ამით დამ­თავ­რდე­ბა მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ცდე­ბი­ან. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ისი­ნიც ასა­ჩივ­რე­ბენ, ვი­ნა­ი­დან თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნე­ვენ და ყვე­ლა­ნა­ირ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იცი­ლე­ბენ თა­ვი­დან. რომ და­თან­ხმდნენ, ეს და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბას ნიშ­ნავს. მუდ­მი­ვად ვი­მე­ო­რებ­დით, რომ ამ ტრა­გე­დი­ა­ში მხო­ლოდ და­ვით გვა­სა­ლია არ არის დამ­ნა­შა­ვე და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა გა­ი­ზი­ა­რონ და­ნარ­ჩენ­მა იუ­რი­დი­ულ­მა თუ ფი­ზი­კურ­მა პი­რებ­მა, რომ­ლე­ბიც ამ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რე­ბენ - "რუს­თა­ვი-2"-მა (და მის­მა იმ­ჟა­მინ­დელ­მა გენ­დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა), რო­გორც დამ­კვეთ­მა და შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა: "არ­ტიქსმა", "ჯორ­ჯი­ან ბილ­დინგ კომ­პა­ნიმ" და მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურ­მა, რო­მელ­მაც არა­ფე­რი იღო­ნა უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად. ისი­ნი მოქ­მე­დებ­დნენ შე­თან­ხმე­ბუ­ლად, ეს იყო აწყო­ბი­ლი მე­ქა­ნიზ­მი - დამ­კვე­თე­ბი, შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი და მა­კონ­ტრო­ლებ­ლე­ბი ერთი გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყვ­ნენ და სა­კუ­თარ თავს ხომ არ დას­ჯიდ­ნენ. თუნ­დაც ის, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საქ­მე­ზე რამ­დე­ნი­მე მო­პა­სუ­ხეს ერთი ად­ვო­კა­ტი იცავ­და, რა­ღა­ცის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია. "რუს­თა­ვი-2", რო­მელ­მაც 2009 წლის 26 აპ­რილს და­კარ­გა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ქო­ნე­ბა, ორი ადა­მი­ა­ნი და­ე­ღუ­პა და და­ნარ­ჩე­ნე­ბი და­უ­შავ­და, ჰქონ­და პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ჩა­უ­ვარ­და, ნაც­ვლად იმი­სა, რომ ყო­ფი­ლი­ყო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით, აცხა­დებს, რომ არა­ვი­თა­რი პრე­ტენ­ზია არ გა­აჩ­ნია. აქე­დან შე­იძ­ლე­ბა და­ვას­კვნათ, რომ ესე­ნი ერ­თმა­ნე­თის­კენ ხელს არ გა­იშ­ვე­რენ.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"მასხრად აგვიგდეს და ამას არავის ვაპატიებთ"

"მასხრად აგვიგდეს და ამას არავის ვაპატიებთ"

4 წლის წინ, 2009 წლის 26 აპრილს, თბილისში ენით აუწერელი ტრაგედია დატრიალდა - დილის 5 საათზე სანდრო ეულის ქუჩაზე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ხუთსართულიანი შენობის ჩამონგრევას მხვერპლი მოჰყვა.

შენობაში, სადაც სატელევიზიო შოუ "ვარსკვლავების აკადემია" მზადდებოდა, პარალელურად მიმდინარეობდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 7-საათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებში გიორგი გაბუნიასა და ნიკა გელაშვილის ცხედრები იპოვეს. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კომპანია "არტიქსი" ასრულებდა და არაოფიციალური ვერსიით, შენობის ნგრევა საყრდენი კედლების გამოცლამ თუ დასუსტებამ გამოიწვია. ნიკა გელაშვილის ოჯახს წუთითაც არ მიუტოვებია ეს საქმე და ამ ოთხი წლის განმავლობაში უსამართლობის კასკადს წააწყდა. ახალი ხელისუფლების პირობებში, ნიკას ოჯახის წევრებმა განცხადებით მიმართეს მთავარ პროკურატურას და საქმის ხელახალი გამოძიებაც დაიწყო.

თეა კახიანი, ნიკა გელაშვილის ქვრივი:

- მას შემდეგ, რაც მივმართეთ პროკურატურას და იუსტიციის სამინისტროს, დაიწყო ხელახალი გამოძიება. იუსტიციის მინისტრთ­ან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ევროპის სასამართლოდან გა­მოვიტანდით ჩვენს საქმეს. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება სწორად წარიმართება და დადგინდება, ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი, რა დარღვევები მოხდა და რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია. დადგენილია, რომ "რუსთავი-2", ანუ მესაკუთრე, უნებართვოდ აწარმოებდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რომელსაც სჭირდებოდა მერიის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული პროექტი.

ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. დაკითხვაზე დაბარებული იყო შპს "არტიქსის" დირექტორი რუსუდან ჩერგოლეიშვილიც, თუმცა ის საქართველოში არ იმყოფება. როგორც ჩანს, მან ოჯახთან ერთად დატოვა ქვეყანა. უშუალოდ ამ ქალბატონის კისერზეა ნიკას და გიორგის სიკვდილი.

სისხლის სამართლის საქმის ძიების პარალელურად, საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეზეც გვაქვს შეტანილი სარჩელი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში, 1-ელ ოქტომბრამდე თაროზე იდო. 7 თებერვალს მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პასუხისმგებლობა და­ეკისრა "რუსთავი-2"-ს, "არტიქსს", "ჯორჯიან ბილდინგ კორპორეიშე­ნს", მერიის ზედამხედველობის სა­მსახურსა და მშენებლობის სამუშაოთა მწარმოებელ დავით გვასალიას. თითქმის ყველა მოპასუხეს დაეკისრა პასუხისმგებლობა, რაც ჩვენთვის დიდი მიღწევაა. ადმინი­სტრაციულ ნაწილში, გარდა პასუხისმგებლობისა, მორალური ზი­ანის ანაზღაურებასაც ვითხოვდით, მაგრამ ისევ მასხრად აგვიგდეს - მოსამართლემ პასუხისმგებლობა­ კი დააკისრა მოპასუხე მხარეს, მა­გრამ ეს იმაში გამოიხატა, რომ თითოეულმა მოპასუხემ ჩემს შვი­ლს სრულწლოვანებამდე თვეში 100 ლარი უნდა უხადოს. ამ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გავასაჩივრებ. ვის დასცინიან ესენი?! თუ ჰგონიათ, რომ თვეში 100 ლარს გადაიხდიან და ამით დამთავრდება მათი პასუხისმგებლობა, ცდებიან. საინტერესო ისაა, რომ ამ გადაწყვეტილებას ისინიც ასაჩივრებენ, ვინაიდან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ყველანაირ პასუხისმგებლობას იცილებენ თავიდან. რომ დათანხმდნენ, ეს დანაშაულის აღიარებას ნიშნავს. მუდმივად ვიმეორებდით, რომ ამ ტრაგედიაში მხოლოდ დავით გვასალია არ არის დამნაშავე და პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ დანარჩენმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ - "რუსთავი-2"-მა (და მისმა იმჟამინდელმა გენდირექტორმა ირაკლი ჩიქოვანმა), როგორც დამკვეთმა და შემსრულებლებმა: "არტიქსმა", "ჯორჯიან ბილდინგ კომპანიმ" და მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, რომელმაც არაფერი იღონა უკანონო მშენებლობის შესაჩერებლად. ისინი მოქმედებდნენ შეთანხმებულად, ეს იყო აწყობილი მექანიზმი - დამკვეთები, შემსრულებლები და მაკონტროლებლები ერთი გუნდის წარმომადგენლები იყვ­ნენ და საკუთარ თავს ხომ არ დასჯიდნენ. თუნდაც ის, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე რამდენიმე მოპასუხეს ერთი ადვოკატი იცავდა, რაღაცის მანიშნებელია. "რუსთავი-2", რომელმაც 2009 წლის 26 აპრილს დაკარგა მატერიალური ქონება, ორი ადამიანი დაეღუპა და დანარჩენები დაუშავდა, ჰქონდა პროექტი, რომელიც ჩაუვარდა, ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყო დაზარალებულის სტატუსით, აცხადებს, რომ არავითარი პრეტენზია არ გააჩნია. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ესენი ერთმანეთისკენ ხელს არ გაიშვერენ.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ