სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის დაიწყება საბჭოთა ანაბრების დაბრუნება
როდის დაიწყება საბჭოთა ანაბრების დაბრუნება

"პო­ლი­ტი­კო­სი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გპირ­დე­ბა ხი­დის აშე­ნე­ბას იქ, სა­დაც მდი­ნა­რეც კი არ არის," - ეს გა­მო­ნათ­ქვა­მი, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე კარ­გად მი­ე­სა­და­გე­ბა საბ­ჭო­თა ანაბ­რე­ბის თე­მას, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით 2003 წელს გა­აქ­ტი­ურ­და: და­კარ­გუ­ლი ანაბ­რე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა იყო, თუმ­ცა ეს და­პი­რე­ბა შემ­დეგ­ში ყვე­ლას მი­ა­ვი­წყდა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა­ში ეს თემა ასე აქ­ტი­უ­რად არ ყო­ფი­ლა წარ­მო­ჩე­ნი­ლი, მაგ­რამ ახალ­მა მთავ­რო­ბამ ახ­ლა­ხან გა­ნა­ცხა­და, რომ ანაბ­რე­ბის სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბას იწყებს.

პარ­ლა­მენ­ტის სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ონოფ­რიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯერ და­კარ­გუ­ლი თან­ხის მო­ცუ­ლო­ბა უნდა დად­გინ­დეს, შემ­დეგ კი ვა­ლის დაბ­რუ­ნე­ბის მე­ქა­ნიზ­მზეც შე­იძ­ლე­ბა ფიქ­რი და მსჯე­ლო­ბა. საბ­ჭო­თა ანაბ­რე­ბის შე­სა­ხებ ქარ­თულ მე­დი­ას­თან ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ნო­დარ ხა­დურ­მაც ისა­უბ­რა. მისი თქმით, ეს არის სა­ხელ­მწი­ფოს სა­ში­ნაო ვალი და ამ­ჟა­მად მთავ­რო­ბა მუ­შა­ობს იმი­სათ­ვის, რომ გა­არ­კვი­ოს, რამ­დე­ნია ეს ვალი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ანაბ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აზრი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს, ექ­სპერ­ტე­ბი კი სხვა­დას­ხვა ციფრს ასა­ხე­ლე­ბენ, ზოგი - 5 მი­ლი­არდს, ზო­გიც - 8 მი­ლი­არდს. საბ­ჭო­თა ანაბ­რე­ბის სა­კი­თხი სრულ­ყო­ფი­ლი კომ­პენ­სა­ცი­ით არც ერთ პოსტსაბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა­ში არ გა­დაჭ­რი­ლა, ამი­ტომ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში არ უნდა გაჩ­ნდეს მო­ლო­დი­ნი, რომ ანაბ­რე­ბის გას­ტუმ­რე­ბა ერ­თი­ა­ნად მო­ხერ­ხდე­ბა, მთავ­რო­ბაც აღი­ა­რებს, რომ ამას ორი და სამი წელი ნამ­დვი­ლად არ ეყო­ფა. ანაბ­რე­ბის სა­კი­თხზე არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რიც მუ­შა­ობს - "ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" პრე­ზი­დენ­ტი ნო­დარ ჭი­ჭი­ნა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­ხელ­მწი­ფომ და­ზა­რა­ლე­ბულ, გა­ღა­ტა­კე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას და­კარ­გუ­ლი ანაბ­რე­ბის გას­ტუმ­რე­ბის ოპ­ტი­მა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი უნდა შეს­თა­ვა­ზოს:

- ვფიქ­რობ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი უკვე გა­დად­გა, რო­დე­საც და­კარ­გუ­ლი თან­ხის დათ­ვლა გა­და­წყვი­ტა. ამ სა­კი­თხზე სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია მუ­შა­ობს და, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვპირ­დე­ბა, წლის ბო­ლომ­დე ეს თან­ხა უკვე დათ­ვლი­ლი იქ­ნე­ბა. ჯერ უნდა დად­გინ­დეს, რა რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა და­ი­კარ­გა, ან რა თან­ხა უნდა და­უბ­რუნ­დეს მო­სახ­ლე­ო­ბას და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა დაბ­რუ­ნე­ბის მე­ქა­ნიზ­მზე მსჯე­ლო­ბა და კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა.

- თუ გაქვთ ინ­ფორ­მა­ცია, და­ახ­ლო­ე­ბით რა რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა და­კარ­გეს მე­ა­ნაბ­რე­ებ­მა 1990-იან წლებ­ში?

- არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ვერ­სია, სხვა­დას­ხვა მეც­ნი­ე­რი­სა თუ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის დას­კვნა, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი რი­ცხვი სა­ხელ­მწი­ფომ უნდა და­ად­გი­ნოს და გა­მო­აქ­ვეყ­ნოს. ზუს­ტი ციფ­რი ჯერ არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა, თუ არ ჩავ­თვლით იმ 502 მი­ლი­ონ ლარს, რო­მე­ლიც 1998 წელს შიდა ვა­ლად იქნა აღი­ა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო თან­ხაა იმ და­ნა­კარგთან შე­და­რე­ბით, რაც ჩვენ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ გა­ნი­ცა­და. ამ თან­ხის გა­მო­ან­გა­რი­შე­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო და კერ­ძო სტრუქ­ტუ­რე­ბის ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებს კი აქვთ ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­სურ­სი, რომ ყვე­ლა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ძი­ონ, არ­სე­ბობს მო­ნა­ცემ­თა ბა­ზე­ბი მე­ა­ნაბ­რე­ე­ბი­სა და მათი და­ნა­ზო­გე­ბის შე­სა­ხებ, სა­ხელ­მწი­ფოს აქვს არა­ერ­თი ბერ­კე­ტი, რომ და­ით­ვა­ლოს ეს თან­ხა.

ანაბ­რე­ბის და­კარ­გვას ბევ­რი სა­ში­ნე­ლე­ბა მოჰ­ყვა: ზოგ­მა მე­ა­ნაბ­რემ ინ­ფარ­ქტიც კი მი­ი­ღო, უამ­რა­ვი ოჯა­ხი გა­ღა­ტაკ­და და გა­უ­ბე­დურ­და. ამი­ტომ, ჩვენ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის წი­ნა­აღ­მდე­გაც გვაქვს სა­ჩი­ვა­რი შე­ტა­ნი­ლი - კარ­გა ხა­ნია, იმ 500 კომ­პა­ნი­ის სიას ვი­თხოვთ, რომ­ლებ­ზეც იმ წლებ­ში კრე­დი­ტე­ბი გა­ი­ცა და შე­დე­გად ქვე­ყა­ნა­ში ჰი­პე­რინფლა­ცია და­ი­წყო. ამ კომ­პა­ნი­ებ­მა მო­გე­ბა ნა­ხეს, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა კი გა­ღა­ტაკ­და. სხვა­თა შო­რის, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ეროვ­ნულ­მა ბან­კმა აღი­ა­რა, რომ 1990-იან წლებ­ში კრე­დი­ტე­ბი გა­ი­ცე­მო­და პრო­ცე­დუ­რუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბით და ყო­ველ­გვა­რი ლო­გი­კის გა­რე­შე, რომ ამან ქვე­ყა­ნა­ში ინფლა­ცია გა­მო­იწ­ვია და ხალ­ხი გა­ღა­ტა­კე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა. გული მწყდე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ეროვ­ნუ­ლი ბან­კი სეს­ხებს უკა­ნო­ნოდ გას­ცემ­და, ამ სა­კი­თხით არა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა და 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უბ­რა­ლო გა­მო­ძი­ე­ბაც არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ და­ნა­ზო­გის და­კარ­გვამ ადა­მი­ა­ნე­ბი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დეც კი მი­იყ­ვა­ნა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

როდის დაიწყება საბჭოთა ანაბრების დაბრუნება

როდის დაიწყება საბჭოთა ანაბრების დაბრუნება

"პოლიტიკოსი არის ადამიანი, რომელიც გპირდება ხიდის აშენებას იქ, სადაც მდინარეც კი არ არის," - ეს გამონათქვამი, ალბათ, ყველაზე კარგად მიესადაგება საბჭოთა ანაბრების თემას, რომელიც განსაკუთრებით 2003 წელს გააქტიურდა: დაკარგული ანაბრების დაბრუნება "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა ეს დაპირება შემდეგში ყველას მიავიწყდა. "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში ეს თემა ასე აქტიურად არ ყოფილა წარმოჩენილი, მაგრამ ახალმა მთავრობამ ახლახან განაცხადა, რომ ანაბრების საკითხზე მუშაობას იწყებს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილის ინფორმაციით, ჯერ დაკარგული თანხის მოცულობა უნდა დადგინდეს, შემ­დეგ კი ვალის დაბრუნების მექანიზმზეც შეიძლება ფიქრი და მსჯელობა. საბჭოთა ანაბრების შესახებ ქართულ მედიასთან ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის სახელმწიფოს საშინაო ვალი და ამჟამად მთავრობა მუშაობს იმისათვის, რომ გაარკვიოს, რამდენია ეს ვალი. შეგახსენებთ, რომ ანაბრების რაოდენობის შესახებ ჩამოყალიბებული აზრი ჯერჯერობით არ არსებობს, ექსპერტები კი სხვადასხვა ციფრს ასახელებენ, ზოგი - 5 მილიარდს, ზოგიც - 8 მილიარდს. საბჭოთა ანაბრების საკითხი სრულყოფილი კომპენსაციით არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ გადაჭრილა, ამიტომ მოსახლეობაში არ უნდა გაჩნდეს მოლოდინი, რომ ანაბრების გასტუმრება ერთიანად მოხერხდება, მთავრობაც აღიარებს, რომ ამას ორი და სამი წელი ნამდვილად არ ეყოფა. ანაბრების საკითხზე არასამთავრობო სექტორიც მუშაობს - "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ დაზარალებულ, გაღატაკებულ მოსახლეობას დაკარგული ანაბრების გასტუმრების ოპტიმალური ვარიანტი უნდა შესთავაზოს:

- ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგა, როდესაც დაკარგული თანხის დათვლა გადაწყვიტა. ამ საკითხზე სპეციალური კომისია მუშაობს და, როგორც ხელისუფლება გვპირდება, წლის ბოლომდე ეს თანხა უკვე დათვლილი იქნება. ჯერ უნდა დადგინდეს, რა რაოდენობის თანხა დაიკარგა, ან რა თანხა უნდა დაუბრუნდეს მოსახლეობას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაბრუნების მექანიზმზე მსჯელობა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, დაახლოებით რა რაოდენობის თანხა დაკარგეს მეანაბრეებმა 1990-იან წლებში?

- არსებობს რამდენიმე ვერსია, სხვადასხვა მეცნიერისა თუ საგამოძიებო კომისიის დასკვნა, მაგრამ ოფიციალური რიცხვი სახელმწიფომ უნდა დაადგინოს და გამოაქვეყნოს. ზუსტი ციფრი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუ არ ჩავთვლით იმ 502 მილიონ ლარს, რომელიც 1998 წელს შიდა ვალად იქნა აღიარებული, თუმცა ეს უმნიშვნელო თანხაა იმ დანაკარგთან შედარებით, რაც ჩვენმა მოსახლეობამ განიცადა. ამ თანხის გამოანგარიშება არასამთავრობო და კერძო სტრუქტურების ძალებს აღემატება, სახელმწიფო სტრუქტურებს კი აქვთ ყველანაირი რესურსი, რომ ყველა სახის ინფორმაცია მოიძიონ, არსებობს მონაცემთა ბაზები მეანაბრეებისა და მათი დანაზოგების შესახებ, სახელმწიფოს აქვს არაერთი ბერკეტი, რომ დაითვალოს ეს თანხა.

ანაბრების დაკარგვას ბევრი საშინელება მოჰყვა: ზოგმა მეანაბრემ ინფარქტიც კი მიიღო, უამრავი ოჯახი გაღატაკდა და გაუბედურდა. ამიტომ, ჩვენ ეროვნული ბანკის წინააღმდეგაც გვაქვს საჩივარი შეტანილი - კარგა ხანია, იმ 500 კომპანიის სიას ვითხოვთ, რომლებზეც იმ წლებში კრედიტები გაიცა და შედეგად ქვეყანაში ჰიპერინფლაცია დაიწყო. ამ კომპანიებმა მოგება ნახეს, ქვეყნის მოსახლეობა კი გაღატაკდა. სხვათა შორის, სასამართლო პროცესზე ეროვნულმა ბანკმა აღიარა, რომ 1990-იან წლებში კრედიტები გაიცემოდა პროცედურული დარღვევებით და ყოველგვარი ლოგიკის გარეშე, რომ ამან ქვეყანაში ინფლაცია გამოიწვია და ხალხი გაღატაკებამდე მიიყვანა. გული მწყდება, რომ ქვეყანაში, სადაც ეროვნული ბანკი სესხებს უკანონოდ გასცემდა, ამ საკითხით არავინ დაინტერესებულა და 20 წლის განმავლობაში უბრალო გამოძიებაც არ ჩატარებულა იმის მიუხედავად, რომ დანაზოგის დაკარგვამ ადამიანები თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანა.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"