პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ემუქრება თუ არა საქართველოს H7N9
ემუქრება თუ არა საქართველოს H7N9

ბოლო წლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ სა­შიშ და­ა­ვა­დე­ბებს კი­დევ ერთი, ახა­ლი ვირუ­სი შე­ე­მა­ტა, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან ჩი­ნე­თის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ეს არის ქათ­მის გრი­პის ახა­ლი სა­ხე­ო­ბა, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა H7N9 უწო­დეს. ამ ეტაპ­ზე H7N9-ით და­ა­ვა­დე­ბის 114 შემ­თხვე­ვა აღი­ნიშ­ნა და მათ შო­რის 23 სა­სიკ­ვდი­ლო შე­დე­გით დას­რულ­და. და­ა­ვა­დე­ბის ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა ქა­ლაქ შან­ხა­ი­შია აღ­რი­ცხუ­ლი. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აღი­ა­რე­ბენ, რომ ეს ვირუ­სი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თოა ბოლო წლებ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბულ გრი­პის ვირუ­სებს შო­რის და უკვე ზრუ­ნა­ვენ H7N9-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შექ­მნა­ზე. ამ პრობ­ლე­მა­ზე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ბი­ო­უ­საფრ­თხო­ე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი შოთა ცა­ნა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ბა­ტო­ნო შოთა, რა ვირუ­სია ეს და რით გან­სხვავ­დე­ბა ჩვენ­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი "ქათ­მის გრი­პი­სა­გან"?

- H7N9 არის ფრინ­ვე­ლის გრი­პის ვირუ­სი, რო­მე­ლიც თა­ვი­სე­ბურ ნაკ­რებს წარ­მო­ად­გენს - მას­ში თავ­მოყ­რი­ლია ფრინ­ვე­ლის გრი­პის 3 ქვე­ტი­პის ვირუ­სი. ვირუ­სი ძი­რი­თა­დად აღ­მო­ჩე­ნი­ლია იხ­ვებ­სა და მტრე­დებ­ში. იგი ადრე არ ყო­ფი­ლა პა­თო­გე­ნუ­რი, ამი­ტომ დღეს­დღე­ო­ბით ამ ვირუ­სით ადა­მი­ა­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი აღი­ნიშ­ნე­ბა. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე უკვე დამ­თავ­რდა ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გით, რაც იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ ვირუ­სი საკ­მა­ოდ სა­ში­შია. ბუ­ნე­ბა­ში გრი­პის ვირუსს აქვს სამი მთა­ვა­რი საყ­რდე­ნი: ამ­გვა­რი ვირუ­სით ავად­დე­ბი­ან ფრინ­ვე­ლე­ბი, ღო­რე­ბი ან ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ რო­დე­საც ვირუ­სი ერთი ბი­ო­ლო­გი­უ­რი სუ­ბი­ექ­ტი­დან გა­და­დის მე­ო­რე­ზე, ძალ­ზე უც­ნა­ურ შე­დე­გებს ვი­ღებთ. ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს ე.წ. ქათ­მის გრი­პი­თა და ღო­რის გრი­პით რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და. ჩვენ არ ვი­ცით, რა შე­დე­გებს მო­ი­ტანს ახა­ლი ვირუ­სი, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას­თან გვაქვს საქ­მე, რად­გან ის ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უს­წავ­ლე­ლია. თუმ­ცა, და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი ფაქ­ტო­რიც არ­სე­ბობს - კერ­ძოდ ის, რომ ამ ტი­პის ვირუ­სის ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვე­ბი ცნო­ბი­ლი არ არის, მაგ­რამ თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ და­ა­ვა­დე­ბულ­თა შო­რის ლე­ტა­ლო­ბა 20-22 პრო­ცენ­ტია, ეს ნამ­დვი­ლად არ არის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

- ბა­ტო­ნო შოთა, რით აიხ­სნე­ბა ბოლო წლებ­ში სხვა­დას­ხვა ტი­პის ვირუ­სის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა?

- ყო­ველ 20-25 წე­ლი­წად­ში ჩვენს მიკ­რო­სამ­ყა­რო­ში სე­რი­ო­ზუ­ლი, კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ხდე­ბა. ამ სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბო­ბენ ჩვე­ნი სა­ტე­ლი­ტი და დამ­ხმა­რე ორ­გა­ნიზ­მე­ბიც და ეს ცვლი­ლე­ბე­ბი მათი ცხო­ველ­ქმე­დე­ბის ნა­ყო­ფია. ეს გა­მუდ­მე­ბუ­ლი პრო­ცე­სია, ეს არის მიკ­რო და მაკ­რო­სამ­ყა­როს ურ­თი­ერ­თო­ბა, სა­დაც შე­და­რე­ბით მცი­რე მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბიც გა­ნიც­დი­ან გა­მუდ­მე­ბულ ცვა­ლე­ბა­დო­ბას, მუ­ტა­ცი­ას და ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დე­ნენ მთელ სამ­ყა­რო­ზე. უჩ­ვე­უ­ლო ამა­ში არა­ფე­რია, უბ­რა­ლოდ, ვირუ­სე­ბის ახალ კომ­ბი­ნა­ცი­ებს გა­მუდ­მე­ბით უნდა ვა­დევ­ნოთ თვა­ლი, რათა ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნი მოგ­ვად­გეს. H7N9 - ეს არის ერთ-ერთი კომ­ბი­ნა­ცია, რო­მე­ლიც აქამ­დე არ იყო პა­თო­გე­ნუ­რი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი­სათ­ვის. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, ემუქ­რე­ბა თუ არა ეს ვირუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს - მარ­თა­ლია, ვირუ­სებს სა­ზღვა­რი ვერ აკა­ვებს და ვერც ჩვენ შე­ვა­კა­ვებთ, მაგ­რამ პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა მო­სა­ლოდ­ნელ რისკს ყო­ველ­თვის ანე­ლებს.

ცნო­ბი­სათ­ვის

გრი­პი ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რომ­ლის გა­მომ­წვე­ვი არის გრი­პის, ანუ "ინფლუ­ენ­ცას" ვირუ­სი. ამ ვირუს­მა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. მა­გა­ლი­თად, მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში მსოფ­ლი­ო­ში გრი­პის რამ­დე­ნი­მე ეპი­დე­მია მძვინ­ვა­რებ­და: 1957-1958 წლებ­ში ჩი­ნეთ­ში ჩა­სა­ხულ­მა გრი­პის აზი­ურ­მა პან­დე­მი­ამ, სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მით, 1-დან 4 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა. გლო­ბა­ლურ­მა პან­დე­მი­ამ, რო­მელ­მაც 1968-1979 წლებ­ში ჰონ­კონ­გში იფეთ­ქა, და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. უფრო ადრე, ლე­გენ­და­რულ­მა "ეს­პა­ნურ­მა გრიპ­მა" კი, რო­მე­ლიც 1918-1919 წლებ­ში მძვინ­ვა­რებ­და, მთელ მსოფ­ლი­ო­ში 50-დან 100 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. ბევ­რი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა ბოლო წლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა ე.წ. "ღო­რის გრიპ­მა" და "ქათ­მის გრიპ­მაც". ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, ყო­ველ­წლი­უ­რად მთელ მსოფ­ლი­ო­ში 3-დან 5 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი სე­რი­ო­ზუ­ლად ავად­დე­ბა გრი­პით, 250-500 ათა­სი კი - იღუ­პე­ბა. მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რით, გრი­პის პან­დე­მია სა­უ­კუ­ნე­ში 2-3-ჯერ შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ემუქრება თუ არა საქართველოს H7N9

ემუქრება თუ არა საქართველოს H7N9

ბოლო წლებში გავრცელებულ საშიშ დაავადებებს კიდევ ერთი, ახალი ვირუსი შეემატა, რომელიც ახლახან ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში აღმოაჩინეს. ეს არის ქათმის გრიპის ახალი სახეობა, რომელსაც სპეციალისტებმა H7N9 უწოდეს. ამ ეტაპზე H7N9-ით დაავადების 114 შემთხვევა აღინიშნა და მათ შორის 23 სასიკვდილო შედეგით დასრულდა. დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა ქალაქ შანხაიშია აღრიცხული. სპეციალისტები აღიარებენ, რომ ეს ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა ბოლო წლებში დარეგისტრირებულ გრიპის ვირუსებს შორის და უკვე ზრუნავენ H7N9-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე. ამ პრობლემაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების სამმართველოს უფროსი, მედიცინის აკადემიური დოქტორი შოთა ცანავა გვესაუბრება:

- ბატონო შოთა, რა ვირუსია ეს და რით განსხვავდება ჩვენთვის კარგად ნაცნობი "ქათმის გრიპისაგან"?

- H7N9 არის ფრინველის გრიპის ვირუსი, რომელიც თავისებურ ნაკრებს წარმოადგენს - მასში თავმოყრილია ფრინველის გრიპის 3 ქვეტიპის ვირუსი. ვირუსი ძირითადად აღმოჩენილია იხვებსა და მტრედებში. იგი ადრე არ ყოფილა პათოგენური, ამიტომ დღესდღეობით ამ ვირუსით ადამიანის დაინფიცირების პირველი შემთხვევები აღინიშნება. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებიდან რამდენიმე უკვე დამთავრდა ლეტალური შედეგით, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ვირუსი საკმაოდ საშიშია. ბუნებაში გრიპის ვირუსს აქვს სამი მთავარი საყრდენი: ამგვარი ვირუსით ავადდებიან ფრინველები, ღორები ან ადამიანები, მაგრამ როდესაც ვირუსი ერთი ბიოლოგიური სუბიექტიდან გადადის მეორეზე, ძალზე უცნაურ შედეგებს ვიღებთ. ყველას კარგად გვახსოვს ე.წ. ქათმის გრიპითა და ღორის გრიპით რამდენი ადამიანი დაინფიცირდა. ჩვენ არ ვიცით, რა შედეგებს მოიტანს ახალი ვირუსი, თუმცა ფაქტია, რომ სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რადგან ის ჯერჯერობით შეუსწავლელია. თუმცა, დამაიმედებელი ფაქტორიც არსებობს - კერძოდ ის, რომ ამ ტიპის ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები ცნობილი არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ დაავადებულთა შორის ლეტალობა 20-22 პროცენტია, ეს ნამდვილად არ არის დაბალი მაჩვენებელი.

- ბატონო შოთა, რით აიხსნება ბოლო წლებში სხვადასხვა ტიპის ვირუსის გააქტიურება?

- ყოველ 20-25 წელიწადში ჩვენს მიკროსამყაროში სერიოზული, კარდინალური ცვლილებები ხდება. ამ სამყაროში არსებობენ ჩვენი სატელიტი და დამხმარე ორგანიზმებიც და ეს ცვლილებები მათი ცხოველქმედების ნაყოფია. ეს გამუდმებული პროცესია, ეს არის მიკრო და მაკროსამყაროს ურთიერთობა, სადაც შედარებით მცირე მიკროორგანიზმებიც განიცდიან გამუდმებულ ცვალებადობას, მუტაციას და ზემოქმედებას ახდენენ მთელ სამყაროზე. უჩვეულო ამაში არაფერია, უბრალოდ, ვირუსების ახალ კომბინაციებს გამუდმებით უნდა ვადევნოთ თვალი, რათა ნაკლები ზიანი მოგვადგეს. H7N9 - ეს არის ერთ-ერთი კომბინაცია, რომელიც აქამდე არ იყო პათოგენური ადამიანის ორგანიზმისათვის. რაც შეეხება იმას, ემუქრება თუ არა ეს ვირუსი საქართველოს - მართალია, ვირუსებს საზღვარი ვერ აკავებს და ვერც ჩვენ შევაკავებთ, მაგრამ პრევენციული ღონისძიებების გატარება მოსალოდნელ რისკს ყოველთვის ანელებს.

ცნობისათვის

გრიპი ვირუსული დაავადებაა, რომლის გამომწვევი არის გრიპის, ანუ "ინფლუენცას" ვირუსი. ამ ვირუსმა საუკუნეების განმავლობაში უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაგალითად, მე-20 საუკუნეში მსოფლიოში გრიპის რამდენიმე ეპიდემია მძვინვარებდა: 1957-1958 წლებში ჩინეთში ჩასახულმა გრიპის აზიურმა პანდემიამ, სხვადასხვა მონაცემით, 1-დან 4 მილიონამდე ადამიანი შეიწირა. გლობალურმა პანდემიამ, რომელმაც 1968-1979 წლებში ჰონკონგში იფეთქა, დაახლოებით მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უფრო ადრე, ლეგენდარულმა "ესპანურმა გრიპმა" კი, რომელიც 1918-1919 წლებში მძვინვარებდა, მთელ მსოფლიოში 50-დან 100 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა. ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ბოლო წლებში გავრცელებულმა ე.წ. "ღორის გრიპმა" და "ქათმის გრიპმაც". ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში 3-დან 5 მილიონამდე ადამიანი სერიოზულად ავადდება გრიპით, 250-500 ათასი კი - იღუპება. მეცნიერების აზრით, გრიპის პანდემია საუკუნეში 2-3-ჯერ შეიძლება გავრცელდეს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"