პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აკაკი ბობოხიძე: "დავით ბაქრაძეს აქვს საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმის შანსი"
აკაკი ბობოხიძე: "დავით ბაქრაძეს აქვს საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმის შანსი"

ახ­ლა­ხან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შუ­ა­ლე­დუ­რი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის­თვის ძალ­თა დე­მონ­სტრი­რე­ბა-დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის კი­დევ ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო. ამ არ­ჩევ­ნებ­სა და სხვა მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, დე­პუ­ტა­ტი აკა­კი ბო­ბო­ხი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- იყო თუ არა თქვე­ნი პარ­ტი­ის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის წა­გე­ბა სა­მი­ვე სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში?

- მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, სამ­წუ­ხა­როა. ეს ჯერ­ჯე­რო­ბით იმ გან­წყო­ბის, ერ­თგვა­რი ეი­ფო­რი­ის გაგ­რძე­ლე­ბაა, რაც პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს იყო; ვი­მე­დოვ­ნებ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი თან­და­თან გა­ი­აზ­რებს არა მარ­ტო ჩვენს, არა­მედ თა­ვის მიერ დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მა­საც, როცა მან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ჯი­ნა­ზე მხა­რი და­უ­ჭი­რა აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­კონ­სტრუქ­ცი­ულ და არა ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას.

- რას ნიშ­ნავს თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თეთ: "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" 4 წე­ლი­წადს ვერ ვაც­ლი­თო. კონ­კრე­ტუ­ლად, რა ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას აპი­რებთ?

- ვი­გუ­ლის­ხმე ის, რომ ჩვენ უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ შე­მოდ­გო­მა­ზე საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მო­გე­ბა, ასე­ვე, პარ­ტი­ამ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმ­არ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში გა­სა­მარ­ჯვებ­ლად. ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­საბ­რუ­ნებ­ლად, ჩვენ­კენ შე­მო­საბ­რუ­ნებ­ლად, რო­მელ­საც დიდი შეც­დო­მა და­აშ­ვე­ბი­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, უფრო კი ჩვენ­მა შეც­დო­მებ­მა.

- ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რი და­ვით ბაქ­რა­ძე იქ­ნე­ბა. მარ­თლაც მიღ­წე­უ­ლია გუნდში ამ­გვა­რი შე­თან­ხმე­ბა?

- ბაქ­რა­ძე, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი გუნ­დის ერთ-ერთი ლი­დე­რია, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გიც აქვს. და­ვით ბაქ­რა­ძეს, ისე­ვე რო­გორც სხვა კან­დი­და­ტებს, აქვს საპ­რე­ზი­დენ­ტო მა­რა­თონ­ში ჩაბ­მის შან­სი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ამას გა­და­წყვეტს პარ­ტია, მთე­ლი გუნ­დი და არა რო­მე­ლი­მე პი­როვ­ნე­ბა.

- რო­გორ აფა­სებთ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მთავ­რო­ბას სა­გა­რეო ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­უ­წევს?

- ღმერ­თმა მშვი­დო­ბა­ში მო­ახ­მა­როს ხუ­ხაშ­ვი­ლი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ქვეყ­ნის­თვის სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტას მას მა­ინ­ცდა­მა­ინც ახ­ლოს არ გა­ა­კა­რებს, რაც ივა­ნიშ­ვი­ლის­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის. ისე კი, ეს გა­საკ­ვი­რი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი ნა­ბი­ჯი არ ყო­ფი­ლა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი გე­მოვ­ნე­ბა აქვს.

- რას იტყვით ხონ­ში მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­სა და არე­უ­ლო­ბა­ზე, როცა არა­ერ­თხელ და­სა­ხელ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ად­გი­ლობ­რი­ვი ლი­დე­რის, თქ­ვენი ძმის, ლე­ვან ბო­ბო­ხი­ძის გვარ-სა­ხე­ლი, ით­ქვა, რომ სა­და­ვო შე­ნო­ბა­ზე სწო­რედ მას აქვს პრე­ტენ­ზია.

- შე­უძ­ლე­ბე­ლია, ჩემს ძმას ან კაკო ბო­ბო­ხი­ძეს ჰქონ­დეს პრე­ტენ­ზია შე­ნო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ბა­ლანსზეა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხო­ნე­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბი რო­გორც ჩანს, ჯერ ვერ გა­ერ­კვნენ დრო­სა და სივ­რცე­ში, იმა­ში, რომ დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მათი პარ­ტი­აა; ვი­მე­ო­რებ - შე­ნო­ბა ეკუთ­ვნის ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს; რო­გორც ჩანს, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" და­კავ­ში­რე­ბულ ზო­გი­ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას შე­ნო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ოთა­ხი უკა­ნო­ნოდ ჰქონ­და და­კა­ვე­ბუ­ლი და მისი დაც­ლა მოს­თხო­ვეს, მათ კი აგ­რე­სია მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის - და­ვით ჭავ­ჭა­ნი­ძის ბი­უ­როს ოთა­ხის­კენ, პრე­ზი­დენ­ტის ფო­ტოს­კენ მი­მარ­თეს. ეს არის სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა გან­თავ­სე­ბუ­ლი. ლე­ვან ბო­ბო­ხი­ძეს ამ შე­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ არა­ფე­რი აქვს მით­ვი­სე­ბუ­ლი.

- ანუ ის შე­ნო­ბის გარ­კვე­უ­ლი ფარ­თო­ბის მფლო­ბე­ლია?

- არ ვიცი, ეკუთ­ვნის თუ არა მას რა­ი­მე ამ შე­ნო­ბა­ში, ის კი ვიცი, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლია, ლე­ვან ბო­ბი­ხი­ძეს ფარ­თო­ბი უკა­ნო­ნოდ ჰქონ­დეს მით­ვი­სე­ბუ­ლი.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

აკაკი ბობოხიძე: "დავით ბაქრაძეს აქვს საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმის შანსი"

აკაკი ბობოხიძე: "დავით ბაქრაძეს აქვს საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმის შანსი"

ახლახან ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნები პოლიტიკური პარტიებისთვის ძალთა დემონსტრირება-დათვალიერების კიდევ ერთი საშუალება იყო. ამ არჩევნებსა და სხვა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი აკაკი ბობოხიძე გვესაუბრება.

- იყო თუ არა თქვენი პარტიისთვის მოულოდნელი არჩევნების წაგება სამივე საარჩევნო ოლქში?

- მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. ეს ჯერჯერობით იმ განწყობის, ერთგვარი ეიფორიის გაგრძელებაა, რაც პირველ ოქტომბერს იყო; ვიმედოვნებ, ქართველი ხალხი თანდათან გაიაზრებს არა მარტო ჩვენს, არამედ თავის მიერ დაშვებულ შეცდომასაც, როცა მან "ნაციონალური მოძრაობის" ჯინაზე მხარი დაუჭირა აბსოლუტურად არაკონსტრუქციულ და არა ქვეყნის მმართველობაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალას.

- რას ნიშნავს თქვენი განცხადება, რომელიც 19 აპრილის აქციაზე გააკეთეთ: "ქართულ ოცნებას" 4 წელიწადს ვერ ვაცლითო. კონკრეტულად, რა ნაბიჯის გადადგმას აპირებთ?

- ვიგულისხმე ის, რომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნების მოგება, ასევე, პარტიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ადგილობრივი თვითმმ­ართველობის არჩევნებში გასამარჯვებლად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქართველი ხალხის დასაბრუნებლად, ჩვენკენ შემოსაბრუნებლად, რომელსაც დიდი შეცდომა დააშვებინა ბიძინა ივანიშვილმა, უფრო კი ჩვენმა შეცდომებმა.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ნაცმოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იქნება. მართლაც მიღწეულია გუნდში ამგვარი შეთანხმება?

- ბაქრაძე, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, საკმაოდ მაღალი რეიტინგიც აქვს. დავით ბაქრაძეს, ისევე როგორც სხვა კანდიდატებს, აქვს საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმის შანსი, მაგრამ საბოლოოდ, ამას გადაწყვეტს პარტია, მთელი გუნდი და არა რომელიმე პიროვნება.

- როგორ აფასებთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ექსპერტი გია ხუხაშვილი მთავრობას საგარეო ეკონომიკური მიმართულებით კონსულტაციებს გაუწევს?

- ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ხუხაშვილი. კარგი იქნება, თუ ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტას მას მაინცდამაინც ახლოს არ გააკარებს, რაც ივანიშვილისგან მოსალოდნელი არ არის. ისე კი, ეს გასაკვირი და მოულოდნელი ნაბიჯი არ ყოფილა, ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ უცნაური გემოვნება აქვს.

- რას იტყვით ხონში მომხდარ დაპირისპირებასა და არეულობაზე, როცა არაერთხელ დასახელდა "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერის, თქ­ვენი ძმის, ლევან ბობოხიძის გვარ-სახელი, ითქვა, რომ სადავო შენობაზე სწორედ მას აქვს პრეტენზია.

- შეუძლებელია, ჩემს ძმას ან კაკო ბობოხიძეს ჰქონდეს პრეტენზია შენობაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. "ქართული ოცნების" ხონელი აქტივისტები როგორც ჩანს, ჯერ ვერ გაერკვნენ დროსა და სივრცეში, იმაში, რომ დღეს ხელისუფლებაში მათი პარტიაა; ვიმეორებ - შენობა ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს; როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულ ზოგიერთ ორგანიზაციას შენობაში რამდენიმე ოთახი უკანონოდ ჰქონდა დაკავებული და მისი დაცლა მოსთხოვეს, მათ კი აგრესია მაჟორიტარი დეპუტატის - დავით ჭავჭანიძის ბიუროს ოთახისკენ, პრეზიდენტის ფოტოსკენ მიმართეს. ეს არის სამსართულიანი შენობა, სადაც რამდენიმე ორგანიზაციაა განთავსებული. ლევან ბობოხიძეს ამ შენობაში უკანონოდ არაფერი აქვს მითვისებული.

- ანუ ის შენობის გარკვეული ფართობის მფლობელია?

- არ ვიცი, ეკუთვნის თუ არა მას რაიმე ამ შენობაში, ის კი ვიცი, რომ გამორიცხულია, ლევან ბობიხიძეს ფართობი უკანონოდ ჰქონდეს მითვისებული.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა