იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე მდებარეობს ტერასა Unkai Terrace, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. ტერასა მაღალ მთაზე მდებარეობს, სადაც ადგილობრივები და ტურისტები საბაგიროთი ადიან.
unkai, რომელიც ითარგმნება, როგორც "ღრუბლების ზღვა", უამრავ ტურისტს იზიდავს. ადმინისტრაცია სტუმრებს კომფორტული სავარძლებითა და გემრიელი ყავით ანებივრებს. ტერასაზე ასვლა 20 დოლარი დაგიჯდებათ.
ტერასა ტურისტებისთვის ღია მხოლოდ ზაფხულშია. ადმინისტრაცია სტუმრებს მზიან ამინდში მისვლას ურჩევს, რადგანაც სხვა შემთხვევაში, ტერიტორია სქელი ნისლითაა დაფარული და ასეთ პირობებში გადაადგილება რეკომენდირებული არაა.
მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.