"რეიტინგის" მკითხველს კარგად ემახსოვრება, გია სურამელაშვილმა ჩვენთან ინტერვიუში ბაბუობა რომ დააანონსა. როგორც გავიგეთ, გიას შვილიშვილი შეეძინა და უკვე ბაბუის ამპლუასაც ირგებს. "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შვილიშვილთან გადაღებული ფოტოებიც დადო.
- ლამის ერთი თვის გახდეს უკვე ბავშვი და ჯერ ისევ ვერ შევეგუე იმ ამბავს, რომ ბაბუა ვარ. დიდი გოგოა უკვე ლიკა, ვმაიმუნობთ, კაბებს ვაცმევთ. დედაჩემის სახელი დავარქვით. ისე შეგვცვალა ყველა, ჩემს შვილს, ნუგოს, ვეღარ ვცნობ, სულ ოჯახზეა გადართული, არ იცის, რით ასიამოვნოს ცოლ-შვილს. მამამისზე ლიკაც გიჟდება.
- შენ არ უყვარხარ ბავშვს?
- როგორ არ ვუყვარვარ, არ ნახეთ, როგორ მშვიდად არის ჩემს ხელში?! ბავშვი გიხდებაო, მეუბნებიან (იცინის).
- მერე, ცოლის მოყვანას წინ რა უდგას?
- რაღა დროს ჩემი ცოლია. ახლა ლიკაზე ვართ ყველა გადართული.