მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი მოსამართლე კოტე კუბლაშვილს ამხელს
ყოფილი მოსამართლე კოტე კუბლაშვილს ამხელს

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ყო­ფი­ლი მო­სა­მარ­თლე ლალი ლა­ზა­რაშ­ვი­ლი კოტე კუბ­ლაშ­ვილს ზე­წო­ლა­ში ამ­ხელს, - რო­გორ აი­ძუ­ლებ­დნენ მო­სა­მარ­თლე­ებს მორ­ჩი­ლე­ბას, რას ითხოვ­დნენ თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი, ვის­გან იღებ­დნენ დი­რექ­ტი­ვებს, რა გა­იდ­ლა­ი­ნე­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ და რო­გორ უს­წორ­დე­ბოდ­ნენ "ურ­ჩებს".

- ჩემი საქ­მე ერთ-ერთი უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვაა მო­სა­მარ­თლე­ზე ზე­წო­ლი­სა. რო­გორც "ურჩი", სა­მა­გა­ლი­თოდ დამ­სა­ჯეს და ამით სხვებს აჩ­ვე­ნეს, რა შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბო­და დაკ­ვე­თის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საქ­მე­თა პა­ლა­ტა­ში ვმუ­შა­ობ­დი, რო­დე­საც უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საქ­მე­თა პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რედ ადე­იშ­ვი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან წა­მო­სუ­ლი კად­რი, მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე და­ი­ნიშ­ნა. მისი ფუნ­ქცია მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა იყო, კო­ლე­გი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში უხე­შად ერე­ო­და და ასე ამ­ყა­რებ­და "წეს­რიგს".

ჩინ­ჩა­ლა­ძე კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე­ე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით წარ­მო­ე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი და­ვე­ბით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კერ­ძო პირ­თათ­ვის ამ ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა უნ­დო­და. მათ არა­კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე და ან­გა­რი­ში გა­მის­წო­რეს, - 2008 წლის ზა­ფხულ­ში ჩინ­ჩა­ლა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში დის­ციპ­ლი­ნუ­რი დევ­ნა აღ­მიძ­რეს. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვის ვა­დე­ბის დარ­ღვე­ვას მე­და­ვე­ბოდ­ნენ.

- რო­გორ დაგ­სა­ჯეს?

- უკვე სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა პა­ლა­ტა­ში ვმუ­შა­ობ­დი, როცა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ლა­ტა­ში 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხი­ლუ­ლი ჩემი ყვე­ლა საქ­მე შე­ის­წავ­ლეს, მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლად გა­ნი­ხი­ლეს ვა­დე­ბის სა­კი­თხი და დის­ციპ­ლი­ნუ­რი სახ­დე­ლი - შე­ნიშ­ვნა გა­მო­მი­ცხა­დეს.

- სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა პა­ლა­ტა­ში თქვე­ნი სურ­ვი­ლით გა­დახ­ვე­დით?

- გა­და­მიყ­ვა­ნეს, რად­გან იქ პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი ნაკ­ლე­ბად ჰქონ­დათ, მაგ­რამ ბო­ლოს ამ სფე­რო­საც მის­წვდნენ - შრო­მი­თი და­ვე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და. მა­გა­ლი­თად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­სა­მარ­თლოს­გან მო­ი­თხოვ­და, რომ დამ­საქ­მე­ბელს ნე­ბის­მი­ერ დროს, ყო­ველ­გვა­რი მო­ტი­ვა­ცი­ის გა­რე­შე ჰქო­ნო­და უფ­ლე­ბა, გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა და­საქ­მე­ბუ­ლი. არა­და, კა­ნო­ნით, ეს მუხ­ლი ამ­გვარ რა­მეს არ გუ­ლის­ხმობს, მაგ­რამ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ი­სა და სა­ა­პე­ლა­ციო ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ებ­ში ეს მცდა­რი პრაქ­ტი­კა და­ი­ნერ­გა. უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში მე და ჩემი კო­ლე­გი­ის წევ­რმა ნუნუ კვან­ტა­ლი­ან­მა კა­ნო­ნის არას­წო­რი გან­მარ­ტე­ბა სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ვი­ტა­ნეთ და ერთი საქ­მე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში და­ვაბ­რუ­ნეთ. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმ­დე­ნად მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა რე­ჟი­მის­თვის, რომ კონ­სტან­ტი­ნე კუბ­ლაშ­ვილ­მა სა­გან­გე­ბოდ დაგ­ვი­ბა­რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მომ­ტა­ნი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი და მკაც­რად მოგვ­თხო­ვა პა­სუ­ხი, რო­გორ გა­ბე­დეთ დად­გე­ნი­ლი პრაქ­ტი­კის შეც­ვლაო.

- ეს დი­ა­ლო­გი მის კა­ბი­ნეტ­ში შედ­გა?

- დიახ, ასე­თი კა­ტე­გო­რი­უ­ლი ტო­ნით მო­ლა­პა­რა­კე, გან­რის­ხე­ბუ­ლი კუბ­ლაშ­ვი­ლი არ მი­ნა­ხავს. სურ­და პო­ზი­ცია შეგ­ვეც­ვა­ლა და მსგავ­სი და­ვის გან­ხილ­ვი­სას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მოგ­ვე­ტა­ნა, თით­ქოს ის ერთი შემ­თხვე­ვით გა­ი­პა­რა. კუბ­ლაშ­ვილ­მა მო­ი­თხო­ვა, გაგ­ვე­ჩე­რე­ბი­ნა ჩვენს წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა შრო­მი­თი და­ვის გან­ხილ­ვა მა­ნამ, სა­ნამ სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ლა­ტა­ში ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე არ და­ი­ნიშ­ნე­ბო­და, რო­მელ­თან ერ­თა­დაც უნდა გა­დაგ­ვე­წყვი­ტა და­ვე­ბის სა­კი­თხი. მე არ და­ვე­მორ­ჩი­ლე და გან­ვი­ხი­ლე მო­რი­გი საქ­მე. ამან კუბ­ლაშ­ვი­ლი ძალ­ზე გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. მე­ო­რე, ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის თემა, და­უს­წრე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნას შე­ე­ხე­ბო­და, რა­ზეც ასე­ვე უარ­ყო­ფი­თი დას­კვნა წარ­ვად­გი­ნეთ. ეს ნიშ­ნავ­და, რომ პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე ვე­ღარ მარ­თავ­და სი­ტუ­ა­ცი­ას. ამი­ტომ გა­და­წყდა, სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა პა­ლა­ტაც გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნათ და ეს დაგ­ვირ­გვინ­და იმით, რომ პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რედ ისევ და ისევ პრო­კუ­რა­ტუ­რის კად­რი - ვა­სილ რო­ი­ნიშ­ვი­ლი და­ნიშ­ნეს. მას სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა პა­ლა­ტა­ში ძალ­თა ისე­თი ბა­ლან­სი დახ­ვდა. რე­ჟი­მის­თვის სა­სურ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად უმ­რავ­ლე­სო­ბას ვერ აგ­რო­ვებ­და. ამი­ტომ დღის წეს­რიგ­ში დად­გა, სულ ცოტა, ერთი მო­სა­მარ­თლის მო­ცი­ლე­ბის სა­კი­თხი და არ­ჩე­ვა­ნი ჩემ­ზე შე­ა­ჩე­რეს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ყოფილი მოსამართლე კოტე კუბლაშვილს ამხელს

ყოფილი მოსამართლე კოტე კუბლაშვილს ამხელს

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ლალი ლაზარაშვილი კოტე კუბლაშვილს ზეწოლაში ამხელს, - როგორ აიძულებდნენ მოსამართლეებს მორჩილებას, რას ითხოვდნენ თავმჯდომარეები, ვისგან იღებდნენ დირექტივებს, რა გაიდლაინებით სარგებლობდნენ და როგორ უსწორდებოდნენ "ურჩებს".

- ჩემი საქმე ერთ-ერთი უპრეცედენტო შემთხვევაა მოსამართლეზე ზეწოლისა. როგორც "ურჩი", სამაგალითოდ დამსაჯეს და ამით სხვებს აჩვენეს, რა შედეგი მოჰყვებოდა დაკვეთის შეუსრულებლობას. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ვმუშაობდი, როდესაც უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარედ ადეიშვილის პროკურატურიდან წამოსული კადრი, მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა. მისი ფუნქცია მოსამართლეებზე ზედამხედველობა იყო, კოლეგიის გადაწყვეტილებების მიღებაში უხეშად ერეოდა და ასე ამყარებდა "წესრიგს".

ჩინჩალაძე კონკრეტული საქმეებით, განსაკუთრებით სახელმწიფოს მონაწილეობით წარმოებული ქონებრივი დავებით იყო დაინტერესებული. ხელისუფლებას კერძო პირთათვის ამ ქონების ჩამორთმევა უნდოდა. მათ არაკანონიერ მოთხოვნას შევეწინააღმდეგე და ანგარიში გამისწორეს, - 2008 წლის ზაფხულში ჩინჩალაძის ინიციატივით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დისციპლინური დევნა აღმიძრეს. ადმინისტრაციული საქმეების განხილვის ვადების დარღვევას მედავებოდნენ.

- როგორ დაგსაჯეს?

- უკვე სამოქალაქო საქმეთა პალატაში ვმუშაობდი, როცა ადმინისტრაციულ პალატაში 3 წლის განმავლობაში განხილული ჩემი ყველა საქმე შეისწავლეს, მიკერძოებულად განიხილეს ვადების საკითხი და დისციპლინური სახდელი - შენიშვნა გამომიცხადეს.

- სამოქალაქო საქმეთა პალატაში თქვენი სურვილით გადახვედით?

- გადამიყვანეს, რადგან იქ პოლიტიკური ინტერესი ნაკლებად ჰქონდათ, მაგრამ ბოლოს ამ სფეროსაც მისწვდნენ - შრომითი დავები მნიშვნელოვანი გახდა. მაგალითად, ხელისუფლება სასამართლოსგან მოითხოვდა, რომ დამსაქმებელს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე ჰქონოდა უფლება, გაეთავისუფლებინა დასაქმებული. არადა, კანონით, ეს მუხლი ამგვარ რამეს არ გულისხმობს, მაგრამ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში ეს მცდარი პრაქტიკა დაინერგა. უზენაეს სასამართლოში მე და ჩემი კოლეგიის წევრმა ნუნუ კვანტალიანმა კანონის არასწორი განმარტება სააშკარაოზე გამოვიტანეთ და ერთი საქმე სააპელაციო სასამართლოში დავაბრუნეთ. ეს გადაწყვეტილება იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა რეჟიმისთვის, რომ კონსტანტინე კუბლაშვილმა საგანგებოდ დაგვიბარა გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლეები და მკაცრად მოგვთხოვა პასუხი, როგორ გაბედეთ დადგენილი პრაქტიკის შეცვლაო.

- ეს დიალოგი მის კაბინეტში შედგა?

- დიახ, ასეთი კატეგორიული ტონით მოლაპარაკე, განრისხებული კუბლაშვილი არ მინახავს. სურდა პოზიცია შეგვეცვალა და მსგავსი დავის განხილვისას საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოგვეტანა, თითქოს ის ერთი შემთხვევით გაიპარა. კუბლაშვილმა მოითხოვა, გაგვეჩერებინა ჩვენს წარმოებაში არსებული ყველა შრომითი დავის განხილვა მანამ, სანამ სამოქალაქო პალატაში ახალი თავმჯდომარე არ დაინიშნებოდა, რომელთან ერთადაც უნდა გადაგვეწყვიტა დავების საკითხი. მე არ დავემორჩილე და განვიხილე მორიგი საქმე. ამან კუბლაშვილი ძალზე გააღიზიანა. მეორე, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობის თემა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას შეეხებოდა, რაზეც ასევე უარყოფითი დასკვნა წარვადგინეთ. ეს ნიშნავდა, რომ პალატის თავმჯდომარე ვეღარ მართავდა სიტუაციას. ამიტომ გადაწყდა, სამოქალაქო საქმეთა პალატაც გაეკონტროლებინათ და ეს დაგვირგვინდა იმით, რომ პალატის თავმჯდომარედ ისევ და ისევ პროკურატურის კადრი - ვასილ როინიშვილი დანიშნეს. მას სამოქალაქო საქმეთა პალატაში ძალთა ისეთი ბალანსი დახვდა. რეჟიმისთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობას ვერ აგროვებდა. ამიტომ დღის წესრიგში დადგა, სულ ცოტა, ერთი მოსამართლის მოცილების საკითხი და არჩევანი ჩემზე შეაჩერეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"