ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლასთან პოლიციამ ახალგაზრდა დააკავა. მეხუთე სკოლის მოსწავლეების გადმოცემით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 22-23 წლის ბიჭს ხელში ხელყუმბარა ეკავა და სკოლის აფეთქებით იმუქრებოდა. მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის, ნანა დათაშვილის განცხადებით, მომხდარს სკოლასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, დაკავებული სკოლასთან ახლოს ცხოვრობს.