პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიუ-იორკ თაიმსი" - საქართველოს ხელისუფლება ფრედი ვუდროფის საქმის გამოძიებას აპირებს
"ნიუ-იორკ თაიმსი" - საქართველოს ხელისუფლება ფრედი ვუდროფის საქმის გამოძიებას აპირებს

სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 20 წლის წინ თბი­ლი­სის გა­რე­უ­ბან­ში, მან­ქა­ნა­ში მოკ­ლუ­ლი აშშ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს ოფიც­რის, ფრე­დი ვუდრო­ფის სკან­და­ლუ­რი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას აპი­რებს. ამის შე­სა­ხებ "ნიუ-იორკ თა­იმ­სი" იუ­წყე­ბა.

"საქ­მე სა­თა­ნა­დოდ არ იქნა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი. ჩვენ სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭ­ვე­ბი გაგ­ვაჩ­ნია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც რე­ა­ლუ­რად მოხ­და", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა სტრას­ბურ­გში ყოფ­ნი­სას მი­ცე­მუ­ლი ერთ-ერთი ინ­ტერ­ვი­უს დროს.

აშშ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ფრე­დი ვუდრო­ფი, რო­მე­ლიც კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, 1993 წლის 8 აგ­ვის­ტოს მოკ­ლეს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო საქ­მის მი­ხედ­ვით, ის ნას­ვა­მი მა­მა­კა­ცის ტყვი­ას ემსხვერ­პლა. 1994 წელს მისი მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ან­ზორ შარ­მა­ი­ძე და­ა­კა­ვეს და 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით სას­ჯე­ლის ვადა 18 წლამ­დე გა­უ­ზარ­დეს. შარ­მა­ი­ძე 2008 წელს გა­თა­ვი­სუფ­ლდა, - წერს "ნიუ-იორკ თა­იმ­სი".

რო­გორც ამე­რი­კულ გა­მო­ცე­მას სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა გა­ნუ­ცხა­და, ის ახ­ლოს არ გაც­ნო­ბია საქ­მის დე­ტა­ლებს. თუმ­ცა, სჯე­რა, რომ შარ­მა­ი­ძე მხო­ლოდ იმი­ტომ გა­ა­სა­მარ­თლეს, რომ "მათ სჭირ­დე­ბო­დათ ვი­ღაც", ვი­საც და­აბ­რა­ლებ­დნენ მკვლე­ლო­ბას, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დე­ლი ლი­დე­რი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე სე­რი­ო­ზუ­ლად შე­აც­ბუ­ნა.

რო­გორც ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა წერს, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო გას­ვრი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ჩა­რე­ვე­ბით.

სტრას­ბურ­გში ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვი­ზი­ტი, სწო­რედ ევ­რო­პე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და დე­პუ­ტა­ტე­ბის დარ­წმუ­ნე­ბა იყო, რომ მისი ახა­ლი მთავ­რო­ბა კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის მიმ­დე­ვა­რია. მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტი, კერ­ძოდ, კი ქვეყ­ნის პრო­ა­მე­რი­კე­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მას სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის და­სა­წე­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

სა­ა­კაშ­ვი­ლის რამ­დე­ნი­მე მო­კავ­ში­რის წი­ნა­აღ­მდეგ სა­გა­მო­ძი­ე­ბო საქ­მე აღიძ­რა და რო­გორც ივა­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებს, არ­სე­ბობს "დიდი ალ­ბა­თო­ბა", რომ პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი კო­რუფ­ცი­ი­სა და სხვა და­ნა­შა­უ­ლე­ბის ბრალ­დე­ბით გა­სა­მარ­თლდეს, მათ შო­რის 2011 წელს თბი­ლის­ში გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით დარ­ბე­ვის­თვის, წერს "ნიუ-იორკ თა­იმ­სი".

"პრე­ზი­დენ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თლის ან უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში აშ­კა­რა პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის ნა­თელ სუ­რათს ასა­ხავს", - ცი­ტი­რებს "ნიუ-იორკ თა­იმ­სი" გიგა ბო­კე­რი­ას სი­ტყვებს, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ აშ­კა­რა სამ­ხი­ლი არ არ­სე­ბობს და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რე­მარ­კებს სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ "მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მე­ტო­ქის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის კი­დევ ერთ მცდე­ლო­ბად" აფა­სებს.

"ნიუ-იორკს თა­იმ­სი" ასე­ვე ავ­რცე­ლებს ფრე­დი ვუდრო­ფის მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთი გა­მომ­ძი­ებ­ლის მა­იკლ პუ­ლა­რას კო­მენ­ტარს. იგი აცხა­დებს, რომ ერ­თობ სა­სი­ა­მოვ­ნოა თუ ახა­ლი მთავ­რო­ბა ამ მის­ტი­კურ საქ­მეს გა­მო­ი­ძი­ებს. მი­სი­ვე თქმით, შარ­მა­ი­ძე უბ­რა­ლო მსხვერ­პლია, რო­მე­ლიც ყვე­ლა მხა­რის­თვის მი­სა­ღე­ბი იყო – ვა­შინგტო­ნის­თვის, რო­მელ­საც სურ­და დამ­ნა­შა­ვის და­კა­ვე­ბა და რუ­სე­თის­თვის, რო­მელ­საც ამ მკვლე­ლო­ბას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რის ქონა არ სურ­და.

რო­გორც ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, და­პი­რის­პი­რე­ბა რუ­სეთ­სა და აშშ-ის შო­რის მძი­მედ და­აწ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს 1991 წელს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ.

მღელ­ვა­რე წლებ­ში, რაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლას მოჰ­ყვა, ვა­შინგტო­ნი სწრა­ფად შე­ე­ცა­და ყო­ფილ საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში სა­კუ­თა­რი ძლი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის შექ­მნას, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვე­რო სა­ა­გენ­ტოს პოს­ტის შექ­მნას, რო­მელ­საც ფრე­დი ვუდრო­ფი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

სიკ­ვდი­ლამ­დე ცოტა ხნით ადრე ვუდრო­ფი ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს ოფი­ცერს, ოლდრიჩ ეიმსს შეხ­ვდა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­სე­თის ჯა­შუ­შო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლდა. ვუდროფს ერთი ტყვია ეს­რო­ლეს მან­ქა­ნა­ში, რო­მელ­საც შე­ვარ­დნა­ძის უსაფრ­თხო­ე­ბის ოფი­ცე­რი ელ­დარ გო­გო­ლა­ძე მარ­თავ­და.

ვა­შინგტო­ნი და მოს­კო­ვი აგ­რძე­ლე­ბენ სპა­რინგს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ორი­ვე ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა, რო­გორ გა­უმკლავ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბას ივა­ნიშ­ვი­ლი ცივი ომის ორი ყო­ფილ მე­ტო­ქეს­თან, - წერს "ნიუ-იორკ თა­იმ­სი".

"მდი­და­რი ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მელ­მაც ქო­ნე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი რუ­სეთ­ში იშო­ვა, რუ­სეთ­თან მა­ნამ­დე გა­ყი­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გალღვო­ბას ცდი­ლობს. თუმ­ცა, ინ­ტერ­ვი­უ­ში მან გა­ნა­ცხა­და, რომ მისი მთა­ვა­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ცდი­ლობს და მი­უ­ხე­და­ვად რუ­სე­თის პრო­ტეს­ტი­სა, ყვე­ლა ძა­ლის­ხმე­ვას გა­მო­ი­ყე­ნებს ნატო-ში გა­სა­წევ­რი­ა­ნებ­ლად. მი­სი­ვე თქმით, ბოს­ტო­ნის მა­რა­თო­ნის ტე­რაქ­ტმა აჩ­ვე­ნა, რომ რუ­სეთს, აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლოს ერთი სა­ერ­თო მტე­რი ჰყავთ ჩეჩ­ნი ბო­ე­ვი­კე­ბის სა­ხით და მან პი­რო­ბა დადო, რომ ბო­ლოს მო­უ­ღებ­და ჩე­ჩე­ნი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ზე გავ­ლას, რის მი­მარ­თაც წინა მთავ­რო­ბა ტო­ლე­რან­ტუ­რი იყო", - წერს "ნიუ-იორკ თა­იმ­სი".

"ვი­ცით, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო ბო­ე­ვი­კე­ბის­თვის ტრან­ზი­ტუ­ლი ქვე­ყა­ნა იყო. ეს ახლა აღარ ხდე­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ წინა მთავ­რო­ბა თა­ნამ­შრომ­ლობ­და სე­პა­რა­ტის­ტებ­თან", - ცი­ტი­რებს "ნიუ-იორკ თა­იმ­სი" ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სი­ტყვებს, რო­მელ­მაც ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი "პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მა­ტყუ­ა­რაა" და ევ­რო­პა და აშშ შეც­დო­მა­ში შე­ყავ­და. ახლა კი ევ­რო­პა­ცა და აშშ-ც მის რე­ა­ლურ სა­ხეს ხე­და­ვენ.

"ნიუ იორკ თა­იმ­სი" წერს, რომ ბო­კე­რია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­მო­ნათ­ქვა­მებს "პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ ბრალ­დე­ბებს" უწო­დებს.

"არ არ­სე­ბობს იმის უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლო რა­ი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბას რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლის ნე­ბას რთავ­და. არ არ­სე­ბობს უტყუ­ა­რი ფაქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ამ გან­ცხა­დე­ბებს გა­ამ­ყა­რებს, რად­გან ისი­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რი ტყუ­ი­ლია", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი გიგა ბო­კე­რი­ას სი­ტყვებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია nytimes.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ნიუ-იორკ თაიმსი" - საქართველოს ხელისუფლება ფრედი ვუდროფის საქმის გამოძიებას აპირებს

"ნიუ-იორკ თაიმსი" - საქართველოს ხელისუფლება ფრედი ვუდროფის საქმის გამოძიებას აპირებს

საქართველოს ახალი ხელისუფლება 20 წლის წინ თბილისის გარეუბანში, მანქანაში მოკლული აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცრის, ფრედი ვუდროფის სკანდალური საქმის გამოძიებას აპირებს. ამის შესახებ "ნიუ-იორკ თაიმსი" იუწყება.

"საქმე სათანადოდ არ იქნა გამოძიებული. ჩვენ სერიოზული ეჭვები გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით, რაც რეალურად მოხდა", - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სტრასბურგში ყოფნისას მიცემული ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენელი ფრედი ვუდროფი, რომელიც კავკასიის რეგიონში სააგენტოს წარმომადგენელი იყო, 1993 წლის 8 აგვისტოს მოკლეს. საგამოძიებო საქმის მიხედვით, ის ნასვამი მამაკაცის ტყვიას ემსხვერპლა. 1994 წელს მისი მკვლელობის ბრალდებით ანზორ შარმაიძე დააკავეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, მოგვიანებით სასჯელის ვადა 18 წლამდე გაუზარდეს. შარმაიძე 2008 წელს გათავისუფლდა, - წერს "ნიუ-იორკ თაიმსი".

როგორც ამერიკულ გამოცემას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განუცხადა, ის ახლოს არ გაცნობია საქმის დეტალებს. თუმცა, სჯერა, რომ შარმაიძე მხოლოდ იმიტომ გაასამართლეს, რომ "მათ სჭირდებოდათ ვიღაც", ვისაც დააბრალებდნენ მკვლელობას, რომელმაც საქართველოს მაშინდელი ლიდერი ედუარდ შევარდნაძე სერიოზულად შეაცბუნა.

როგორც ამერიკული გამოცემა წერს, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა კარგა ხნის განმავლობაში იყო გასვრილი პოლიტიკური ჩარევებით.

სტრასბურგში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი, სწორედ ევროპელი მაღალჩინოსნებისა და დეპუტატების დარწმუნება იყო, რომ მისი ახალი მთავრობა კანონის უზენაესობის მიმდევარია. მისი პოლიტიკური ოპონენტი, კერძოდ, კი ქვეყნის პროამერიკელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მას სასამართლო სისტემის პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოყენებაში ადანაშაულებს.

სააკაშვილის რამდენიმე მოკავშირის წინააღმდეგ საგამოძიებო საქმე აღიძრა და როგორც ივანიშვილი აცხადებს, არსებობს "დიდი ალბათობა", რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კორუფციისა და სხვა დანაშაულების ბრალდებით გასამართლდეს, მათ შორის 2011 წელს თბილისში გამართული აქციის ძალადობრივი გზით დარბევისთვის, წერს "ნიუ-იორკ თაიმსი".

"პრეზიდენტის მხარდამჭერების სამართლებრივი დევნა შერჩევითი სამართლის ან უარეს შემთხვევაში აშკარა პოლიტიკური დევნის ნათელ სურათს ასახავს", - ციტირებს "ნიუ-იორკ თაიმსი" გიგა ბოკერიას სიტყვებს, რომელმაც აღნიშნა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ აშკარა სამხილი არ არსებობს და პრემიერ-მინისტრის რემარკებს სააკაშვილის წინააღმდეგ "მთავარი პოლიტიკური მეტოქის დისკრედიტაციის კიდევ ერთ მცდელობად" აფასებს.

"ნიუ-იორკს თაიმსი" ასევე ავრცელებს ფრედი ვუდროფის მკვლელობის ერთ-ერთი გამომძიებლის მაიკლ პულარას კომენტარს. იგი აცხადებს, რომ ერთობ სასიამოვნოა თუ ახალი მთავრობა ამ მისტიკურ საქმეს გამოიძიებს. მისივე თქმით, შარმაიძე უბრალო მსხვერპლია, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იყო – ვაშინგტონისთვის, რომელსაც სურდა დამნაშავის დაკავება და რუსეთისთვის, რომელსაც ამ მკვლელობასთან არანაირი კავშირის ქონა არ სურდა.

როგორც ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, დაპირისპირება რუსეთსა და აშშ-ის შორის მძიმედ დააწვა საქართველოს 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

მღელვარე წლებში, რაც საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა, ვაშინგტონი სწრაფად შეეცადა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში საკუთარი ძლიერი წარმომადგენლობის შექმნას, მათ შორის საქართველოს დედაქალაქში ცენტრალური სადაზვერო სააგენტოს პოსტის შექმნას, რომელსაც ფრედი ვუდროფი ხელმძღვანელობდა.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ვუდროფი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცერს, ოლდრიჩ ეიმსს შეხვდა, რომელიც მოგვიანებით რუსეთის ჯაშუშობისთვის გასამართლდა. ვუდროფს ერთი ტყვია ესროლეს მანქანაში, რომელსაც შევარდნაძის უსაფრთხოების ოფიცერი ელდარ გოგოლაძე მართავდა.

ვაშინგტონი და მოსკოვი აგრძელებენ სპარინგს საქართველოსთვის და ორივე ყურადღებით აკვირდება, როგორ გაუმკლავდება ურთიერთობას ივანიშვილი ცივი ომის ორი ყოფილ მეტოქესთან, - წერს "ნიუ-იორკ თაიმსი".

"მდიდარი ბიზნესმენი, რომელმაც ქონების უდიდესი ნაწილი რუსეთში იშოვა, რუსეთთან მანამდე გაყინული ურთიერთობების გალღვობას ცდილობს. თუმცა, ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მისი მთავარობა საქართველოს პროდასავლური კურსის შენარჩუნებას ცდილობს და მიუხედავად რუსეთის პროტესტისა, ყველა ძალისხმევას გამოიყენებს ნატო-ში გასაწევრიანებლად. მისივე თქმით, ბოსტონის მარათონის ტერაქტმა აჩვენა, რომ რუსეთს, აშშ-სა და საქართველოს ერთი საერთო მტერი ჰყავთ ჩეჩნი ბოევიკების სახით და მან პირობა დადო, რომ ბოლოს მოუღებდა ჩეჩენი სეპარატისტების საქართველოზე გავლას, რის მიმართაც წინა მთავრობა ტოლერანტური იყო", - წერს "ნიუ-იორკ თაიმსი".

"ვიცით, რომ წლების განმავლობაში საქართველო ბოევიკებისთვის ტრანზიტული ქვეყანა იყო. ეს ახლა აღარ ხდება. მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, რომ წინა მთავრობა თანამშრომლობდა სეპარატისტებთან", - ციტირებს "ნიუ-იორკ თაიმსი" ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი "პროფესიონალი მატყუარაა" და ევროპა და აშშ შეცდომაში შეყავდა. ახლა კი ევროპაცა და აშშ-ც მის რეალურ სახეს ხედავენ.

"ნიუ იორკ თაიმსი" წერს, რომ ბოკერია პრემიერ-მინისტრის გამონათქვამებს "პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს" უწოდებს.

"არ არსებობს იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობისას საქართველო რაიმე შეიარაღებულ დაჯგუფებას რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის ნებას რთავდა. არ არსებობს უტყუარი ფაქტები, რომელიც ამ განცხადებებს გაამყარებს, რადგან ისინი აბსოლუტური ტყუილია", - ციტირებს სტატიის ავტორი გიგა ბოკერიას სიტყვებს.

მომზადებულია nytimes.com-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ