მიუხედავად იმისა, რომ დასავლური პრესა ჯასტინ ბიბერისა და სელენა გომესის დაშორების შესახებ წერდა, წყვილი მაინც ერთადაა. ამის დამამტკიცებელი ინტიმური ფოტომასალა ჯასტინმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
სურათზე წელსზემოთ შიშველი თინეიჯერი მომღერალი კომპიუტერთან ზის, ხოლო სელენა მას უკნიდან ეხუტება.
ახლახან სელენამ ჯასტინს ნორვეგიაში ჩააკითხა, სადაც ახალგაზრდა მომღერალი საკონცერტო ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.
"მთელი დღე ხელჩაკიდულნი დადიოდნენ, ეხუტებოდნენ ერთმანეთს და კოცნიდნენ. მართლაც ჩანდა, რომ ერთამანეთი ძალიან უყვართ!", - აცხადებს თვითმხილველი.
სელენა გომესის და ჯასტინ ბიბერის რომანი უკვე რამდენიმე წელია გრძელდება, წყვილი პირველად ერთად 2011 წელს, "ოსკარის" დაჯილდოების შემდეგ გამართულ წვეულებაზე გამოჩნდა.
მომზადებულია huffingtonpost.co.uk-ის მიხედვით.