მსოფლიო
საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი ქართველი "სიენენ თრეველს" თბილისის "საცხოვრებლად ყველაზე უვარგისი ქალაქების" სიიდან ამოღებას სთხოვს
 ამერიკელი ქართველი "სიენენ თრეველს" თბილისის "საცხოვრებლად ყველაზე უვარგისი ქალაქების" სიიდან ამოღებას სთხოვს

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი თა­მარ ხა­რე­ბა­ვა რამ­დე­ნი­მე დღის წინ "სი­ე­ნენ თრე­ველ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ლა­უ­რა მო­რი­სო­ნის სტა­ტი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა. ლა­უ­რა მო­რი­სო­ნი მსოფ­ლი­ოს სა­ცხოვ­რებ­ლად უვარ­გის ქა­ლა­ქებს ასა­ხე­ლებს, რო­მელ­თა შო­რის თბი­ლი­სიც მოხ­ვდა.

თა­მარ ხა­რე­ბა­ვა ამის პა­სუ­ხად აქ­ვეყ­ნებს პე­ტი­ცი­ას, სა­დაც "სი­ე­ნენ თრე­ველს" სთხოვს, თბი­ლი­სი "სა­ცხოვ­რებ­ლად ყვე­ლა­ზე უვარ­გი­სი ქა­ლა­ქე­ბის" სი­ი­დან ამო­ი­ღოს.

"გთხოვთ, ამო­ი­ღოთ თბი­ლი­სი "სი­ე­ნენ თრე­ველ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ლა­უ­რა მო­რი­სო­ნის სტა­ტი­ის "მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცუდი ქა­ლა­ქე­ბის" სი­ი­დან. თბი­ლის­ში სტა­ტი­ა­ში არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­დე­გად მოხ­ვდა და სავ­სე­ბით არ არის მსოფ­ლი­ოს "ყვე­ლა­ზე ცუდი" ქა­ლა­ქი. ვფიქ­რობთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თბი­ლის­ში არ არის ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ის უცხო­ე­ლე­ბი, ვი­საც უმოგ­ზა­უ­რია თბი­ლის­ში, აღი­ა­რე­ბენ და აფა­სე­ბენ, რომ თბი­ლი­სი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქა­ლა­ქია", - ნათ­ქვა­მია პე­ტი­ცი­ა­ში.

"ვი­მე­დოვ­ნებ, "სი­ე­ნენ­მა" იცის, რომ CIA-ს რე­ი­ტინ­გე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო გა­ნათ­ლე­ბის დო­ნით მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე დგას 99,7%-ით. თუ ავ­ტო­რის მიერ შედ­გე­ნი­ლი ქა­ლა­ქე­ბის ნუს­ხა "ბუ­ნებ­რივ გა­რე­მოს" ემ­ყა­რე­ბა, მა­შინ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ თბი­ლი­სი თვალ­წარმ­ტა­ცია და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი აქვს. თბი­ლი­სი ასე­ვე ერთ-ერთი უსაფრ­თხო ქა­ლა­ქია", - აღ­ნიშ­ნავს პე­ტი­ცი­ის ავ­ტო­რი.

თა­მარ ხა­რე­ბა­ვა ასე­ვე დას­ძენს, რომ ავ­ტორ­მა არ შე­იყ­ვან­და თბი­ლისს თა­ვის რე­ი­ტინ­გში, თუ ის ერთხელ მა­ინც ეწ­ვე­ო­და თბი­ლისს ან აქ იცხოვ­რებ­და.

პე­ტი­ცი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ უხე­ში შეც­დო­მაა, როცა სა­ქარ­თვე­ლოს "ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყო­ფილ სა­ხელ­მწი­ფოდ" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

"შე­იძ­ლე­ბა თბი­ლი­სი ნიუ-იორ­კი არ არის, მაგ­რამ ის ბევ­რად უფრო სუფ­თაა, ვიდ­რე ნიუ-იორ­კი. შე­იძ­ლე­ბა არც პა­რი­ზია, მაგ­რამ თბი­ლი­სი სტუმ­რებს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გემ­რი­ელ კერ­ძებს სთა­ვა­ზობს", - წერს თა­მარ ხა­რე­ბა­ვა.

პე­ტი­ცი­ას ამ დრო­ის­თვის 619 ადა­მი­ა­ნი აწერს ხელს. კო­მენ­ტა­რებ­ში კი თბი­ლის­ში ნამ­ყო­ფი უცხო­ე­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ თბი­ლი­სი მარ­თლაც ფან­ტას­ტი­უ­რი ქა­ლა­ქია.

"თბი­ლის­ში ორ­ჯერ ვარ ნამ­ყო­ფი. თა­ვი­სი მას­პინ­ძლო­ბი­თა და სის­პე­ტა­კით თბი­ლი­სი ჩემი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქია მსოფ­ლი­ო­ში", - წერს რი­ჩარდ მუ­რუ­ტა­რი ეს­ტო­ნე­თი­დან.

"თბი­ლისს ამას წი­ნათ ვსტუმ­რობ­დი და ვერ გა­მი­გია, რო­გორ მოხ­ვდა ეს ქა­ლა­ქი ამ სი­ა­ში. ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქა­ლა­ქია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და საყ­ვა­რე­ლი, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხით. აღა­რა­ფე­რის ვამ­ბობ სა­უ­კე­თე­სო კერ­ძებ­ზე", - ეხ­მა­უ­რე­ბა პე­ტი­ცი­ას გერ­მა­ნე­ლი შტე­ფა­ნი ბეს­გა.

ambebi.ge

ამერიკელი ქართველი "სიენენ თრეველს" თბილისის "საცხოვრებლად ყველაზე უვარგისი ქალაქების" სიიდან ამოღებას სთხოვს

 ამერიკელი ქართველი "სიენენ თრეველს" თბილისის "საცხოვრებლად ყველაზე უვარგისი ქალაქების" სიიდან ამოღებას სთხოვს

ამერიკაში მცხოვრები ქართველი თამარ ხარებავა რამდენიმე დღის წინ "სიენენ თრეველზე" გამოქვეყნებულ ლაურა მორისონის სტატიას ეხმაურება. ლაურა მორისონი მსოფლიოს საცხოვრებლად უვარგის ქალაქებს ასახელებს, რომელთა შორის თბილისიც მოხვდა.

თამარ ხარებავა ამის პასუხად აქვეყნებს პეტიციას, სადაც "სიენენ თრეველს" სთხოვს, თბილისი "საცხოვრებლად ყველაზე უვარგისი ქალაქების" სიიდან ამოიღოს.

"გთხოვთ, ამოიღოთ თბილისი "სიენენ თრეველზე" გამოქვეყნებული ლაურა მორისონის სტატიის "მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქების" სიიდან. თბილისში სტატიაში არასწორი ინფორმაციის შედეგად მოხვდა და სავსებით არ არის მსოფლიოს "ყველაზე ცუდი" ქალაქი. ვფიქრობთ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში არ არის ძალიან ცნობილი მსოფლიოს მასშტაბით, ის უცხოელები, ვისაც უმოგზაურია თბილისში, აღიარებენ და აფასებენ, რომ თბილისი შესანიშნავი ქალაქია", - ნათქვამია პეტიციაში.

"ვიმედოვნებ, "სიენენმა" იცის, რომ CIA-ს რეიტინგების მიხედვით, საქართველო განათლების დონით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ საფეხურზე დგას 99,7%-ით. თუ ავტორის მიერ შედგენილი ქალაქების ნუსხა "ბუნებრივ გარემოს" ემყარება, მაშინ მინდა აღვნიშნო, რომ თბილისი თვალწარმტაცია და შესანიშნავი ბოტანიკური ბაღი აქვს. თბილისი ასევე ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქია", - აღნიშნავს პეტიციის ავტორი.

თამარ ხარებავა ასევე დასძენს, რომ ავტორმა არ შეიყვანდა თბილისს თავის რეიტინგში, თუ ის ერთხელ მაინც ეწვეოდა თბილისს ან აქ იცხოვრებდა.

პეტიციის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ უხეში შეცდომაა, როცა საქართველოს "ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილ სახელმწიფოდ" მოიხსენიებენ.

"შეიძლება თბილისი ნიუ-იორკი არ არის, მაგრამ ის ბევრად უფრო სუფთაა, ვიდრე ნიუ-იორკი. შეიძლება არც პარიზია, მაგრამ თბილისი სტუმრებს ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ კერძებს სთავაზობს", - წერს თამარ ხარებავა.

პეტიციას ამ დროისთვის 619 ადამიანი აწერს ხელს. კომენტარებში კი თბილისში ნამყოფი უცხოელები აღნიშნავენ, რომ თბილისი მართლაც ფანტასტიური ქალაქია.

"თბილისში ორჯერ ვარ ნამყოფი. თავისი მასპინძლობითა და სისპეტაკით თბილისი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალაქია მსოფლიოში", - წერს რიჩარდ მურუტარი ესტონეთიდან.

"თბილისს ამას წინათ ვსტუმრობდი და ვერ გამიგია, როგორ მოხვდა ეს ქალაქი ამ სიაში. ეს შესანიშნავი ქალაქია მრავალფეროვანი და საყვარელი, სტუმართმოყვარე ხალხით. აღარაფერის ვამბობ საუკეთესო კერძებზე", - ეხმაურება პეტიციას გერმანელი შტეფანი ბესგა.

ambebi.ge

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს