საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოჭ­რის­თვის ემ­ზა­დე­ბა?!
"რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოჭ­რის­თვის ემ­ზა­დე­ბა?!

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი და პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ მა­ი­საია სი­რი­ა­სა და ირან­ში პრო­ცე­სე­ბის გამ­წვა­ვე­ბი­სა და სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დაწყ­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ას არ გა­მო­რიცხ­ავს.

- ბა­ტო­ნო ვახ­ტანგ, რა­ტომ ფიქ­რობთ, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლია სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბა რუ­სე­თის მხრი­დან?

- 2008 წლის ომ­მა აჩ­ვე­ნა, რომ რუ­სე­თი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სტრა­ტე­გი­ა­ზე უკან არ იხევს. რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბი აღ­მო­სავ­ლე­თის პრობ­ლე­მა­ტი­კას­თან მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სი­რი­ა­შიც, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, რუ­სეთს გა­აჩ­ნია სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთს სჭირ­დე­ბო­და შა­ვი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, ასე­ვე, სი­რი­აც ფლობს ზღვა­ზე გა­სას­ვლელს. რუ­სე­თი რო­გორც კავ­კა­სი­ას, ისე ახ­ლო აღ­მო­სავ­ლეთს თა­ვი­სი სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის არე­ა­ლად მი­იჩ­ნევს. ეს სა­მი ფაქ­ტო­რი, თა­ვი­სი ერ­თი­ა­ნი სტრუქ­ტუ­რით, ერთ შეკ­რულ სივ­რცეს ნიშ­ნავს. და­ვუშ­ვათ, სი­რი­ა­ში თუ და­ემ­ხო­ბა ასა­დის რე­ჟი­მი და იქ და­სავ­ლე­თის გავ­ლე­ნა გაძ­ლი­ერ­დე­ბა, რუ­სე­თი სი­რი­ა­ში და­კარ­გავს გავ­ლე­ნას, იგი­ვე გან­მე­ორ­დე­ბა ირან­შიც, რი­თაც და­სავ­ლე­თი უშუ­ა­ლოდ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა რუ­სე­თის სა­საზღ­ვრო არე­ა­ლებს. პუ­ტი­ნის დღე­ვან­დე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, რო­მე­ლიც აშ­კა­რად ან­ტი­და­სავ­ლურ პო­ლი­ტი­კას აწარ­მო­ებს, ეს რუ­სე­თის სა­საზღ­ვრო ინ­ტე­რე­სე­ბის შებღ­ალ­ვის ტენ­დენ­ცი­ად ჩა­ით­ვლე­ბა.

თუ სი­რი­ა­ში ომი და­იწყ­ო, ირან­საც შე­ექ­მნე­ბა საფ­რთხე და რუ­სეთს აუ­ცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბა სატ­რან­ზი­ტო კო­რი­დო­რი, რა­თა გა­აძ­ლი­ე­როს თა­ვი­სი ფრთა სომ­ხეთ­ში და, თუ დას­ჭირ­და, სომ­ხეთ­-ი­რა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გა­და­ის­რო­ლოს სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი. თურ­ქეთ­მა, თა­ვის მხრივ, შე­იძ­ლე­ბა შა­ვი ზღვის აუ­ზი ჩა­კე­ტოს, რო­გორც ეს აგ­ვის­ტოს ომის პე­რი­ოდ­ში მოხ­და, რო­დე­საც თურ­ქეთ­მა ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო ხო­მალ­დე­ბი დრო­ე­ბით არ გა­ა­ტა­რა. შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სეთს ირა­ნ-­სი­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბის გა­და­სას­რო­ლად ერ­თი სახ­მე­ლე­თო გზა დარ­ჩე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია დას­ჭირ­დე­ბა რო­გორც აუ­ცი­ლე­ბე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არე­ა­ლი. ამი­ტო­მაც მიმ­დი­ნა­რე­ობს რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ა: იან­ვარ­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­ში კვლავ გაჩ­ნდა ბრო­შუ­რა სა­თა­უ­რით "ზნაი სვა­ე­ვო ვრა­გა", რო­მელ­შიც სა­ვა­რა­უ­დო მო­წი­ნა­აღ­მდე­გედ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს არ­მი­ა. მსგავ­სი ბრო­შუ­რე­ბი და­რიგ­და 2008 წლის ივ­ლის­შიც. სულ ახ­ლა­ხან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი ერ­თ-ერ­თი სამ­ხედ­რო ბა­ზა აღი­ჭურ­ვა "მი-28" ტი­პის დამ­რტყმე­ლი შვე­ულ­მფრე­ნე­ბით. მი­სი და­სა­ხე­ლე­ბაა "ნაჩ­ნოი ახოტ­ნიკ" და რამ­დე­ნი­მე ერ­თე­უ­ლი - "კა-­52"-ით, რო­მე­ლიც მე­ოთხე თა­ო­ბის სამ­ხედ­რო დამ­რტყმე­ლი ვერ­ტმფრე­ნი, იგი­ვე "ა­ლი­გა­ტო­რი­ა". რუ­სე­ბი ამ შვე­ულ­მფრე­ნებს შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. შე­საძ­ლოა ისი­ნი გა­მო­ი­ყე­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაც; რუ­სეთ­მა პუ­ტი­ნის ბრძა­ნე­ბით, მოკ­ლე ვა­დებ­ში ჩა­ა­ტა­რა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი, სა­ჰა­ე­რო და საზღ­ვა­ო-­სამ­ხედ­რო დე­სან­ტის გად­მოს­ხმის იმი­ტა­ცია შა­ვი ზღვის აუ­ზის აკ­ვა­ტო­რი­ის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი­ა. პუ­ტინ­მა შე­ა­მოწ­მა, რამ­დენ ხან­ში შე­ას­რუ­ლებ­დნენ ამ ამო­ცა­ნას მო­ბი­ლუ­რი ძა­ლე­ბი. ამა­ვე დროს, მა­ი­სის ბო­ლოს­თვის და­გეგ­მი­ლია რუ­სე­თი­სა და ბე­ლო­რუ­სის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი გეგ­მი­უ­რი წვრთნე­ბი შა­ვი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში. წვრთნე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფ­რთხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფორ­მატ­ში, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი კი სომ­ხე­თი და ბე­ლო­რუ­სი არი­ან. თუ 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში რუ­სეთ­მა ვერ გა­მო­ი­ყე­ნა სომ­ხე­თის, რო­გორც მო­კავ­ში­რის ფაქ­ტო­რი, ახ­ლა ასე­თი ოპე­რა­ცი­ი­სას შე­იძ­ლე­ბა სატ­რან­ზი­ტო კო­რი­დო­რი გა­იჭ­რას სომ­ხე­თი­დან წა­მო­სუ­ლი ნა­წი­ლე­ბის­თვის. ვი­მე­ო­რებ, სა­ქარ­თვე­ლო სატ­რან­ზი­ტო სა­შუ­ა­ლე­ბად რუ­სეთ­მა შე­იძ­ლე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნოს, თუ სი­ტუ­ა­ცია გარ­თულ­და სი­რი­ა­სა და ირან­ში.

- რა უნ­და მო­ი­მოქ­მე­დოს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის საფ­რთხის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად?

- ამის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, რა თქმა უნ­და, შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა. მთა­ვა­რია საფ­რთხის აღ­ქმა. არ არის გა­მო­რიცხ­უ­ლი, რომ სი­რი­ა­-ი­რა­ნის გარ­და, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი და­იწყ­ოს სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის. ამ ფაქ­ტო­რებ­მა, შე­საძ­ლო­ა, ბიძ­გი მის­ცეს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, დად­გეს სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის წი­ნა­შე. მე­სა­მე ფაქ­ტო­რი - შე­საძ­ლო­ა, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ში­და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნოს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო-­რუ­სეთს შო­რის მხო­ლოდ ზა­ვია და­დე­ბუ­ლი, ეს დრო­ე­ბი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაა ცეცხ­ლის შეწყ­ვე­ტის შე­სა­ხებ. ის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტი­ას არ იძ­ლე­ვა.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

"რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოჭ­რის­თვის ემ­ზა­დე­ბა?!

"რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოჭ­რის­თვის ემ­ზა­დე­ბა?!

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი და პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ მა­ი­საია სი­რი­ა­სა და ირან­ში პრო­ცე­სე­ბის გამ­წვა­ვე­ბი­სა და სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დაწყ­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ას არ გა­მო­რიცხ­ავს.

- ბა­ტო­ნო ვახ­ტანგ, რა­ტომ ფიქ­რობთ, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლია სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბა რუ­სე­თის მხრი­დან?

- 2008 წლის ომ­მა აჩ­ვე­ნა, რომ რუ­სე­თი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სტრა­ტე­გი­ა­ზე უკან არ იხევს. რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბი აღ­მო­სავ­ლე­თის პრობ­ლე­მა­ტი­კას­თან მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სი­რი­ა­შიც, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, რუ­სეთს გა­აჩ­ნია სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთს სჭირ­დე­ბო­და შა­ვი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, ასე­ვე, სი­რი­აც ფლობს ზღვა­ზე გა­სას­ვლელს. რუ­სე­თი რო­გორც კავ­კა­სი­ას, ისე ახ­ლო აღ­მო­სავ­ლეთს თა­ვი­სი სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის არე­ა­ლად მი­იჩ­ნევს. ეს სა­მი ფაქ­ტო­რი, თა­ვი­სი ერ­თი­ა­ნი სტრუქ­ტუ­რით, ერთ შეკ­რულ სივ­რცეს ნიშ­ნავს. და­ვუშ­ვათ, სი­რი­ა­ში თუ და­ემ­ხო­ბა ასა­დის რე­ჟი­მი და იქ და­სავ­ლე­თის გავ­ლე­ნა გაძ­ლი­ერ­დე­ბა, რუ­სე­თი სი­რი­ა­ში და­კარ­გავს გავ­ლე­ნას, იგი­ვე გან­მე­ორ­დე­ბა ირან­შიც, რი­თაც და­სავ­ლე­თი უშუ­ა­ლოდ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა რუ­სე­თის სა­საზღ­ვრო არე­ა­ლებს. პუ­ტი­ნის დღე­ვან­დე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, რო­მე­ლიც აშ­კა­რად ან­ტი­და­სავ­ლურ პო­ლი­ტი­კას აწარ­მო­ებს, ეს რუ­სე­თის სა­საზღ­ვრო ინ­ტე­რე­სე­ბის შებღ­ალ­ვის ტენ­დენ­ცი­ად ჩა­ით­ვლე­ბა.

თუ სი­რი­ა­ში ომი და­იწყ­ო, ირან­საც შე­ექ­მნე­ბა საფ­რთხე და რუ­სეთს აუ­ცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბა სატ­რან­ზი­ტო კო­რი­დო­რი, რა­თა გა­აძ­ლი­ე­როს თა­ვი­სი ფრთა სომ­ხეთ­ში და, თუ დას­ჭირ­და, სომ­ხეთ­-ი­რა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გა­და­ის­რო­ლოს სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი. თურ­ქეთ­მა, თა­ვის მხრივ, შე­იძ­ლე­ბა შა­ვი ზღვის აუ­ზი ჩა­კე­ტოს, რო­გორც ეს აგ­ვის­ტოს ომის პე­რი­ოდ­ში მოხ­და, რო­დე­საც თურ­ქეთ­მა ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო ხო­მალ­დე­ბი დრო­ე­ბით არ გა­ა­ტა­რა. შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სეთს ირა­ნ-­სი­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბის გა­და­სას­რო­ლად ერ­თი სახ­მე­ლე­თო გზა დარ­ჩე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია დას­ჭირ­დე­ბა რო­გორც აუ­ცი­ლე­ბე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არე­ა­ლი. ამი­ტო­მაც მიმ­დი­ნა­რე­ობს რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ა: იან­ვარ­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­ში კვლავ გაჩ­ნდა ბრო­შუ­რა სა­თა­უ­რით "ზნაი სვა­ე­ვო ვრა­გა", რო­მელ­შიც სა­ვა­რა­უ­დო მო­წი­ნა­აღ­მდე­გედ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს არ­მი­ა. მსგავ­სი ბრო­შუ­რე­ბი და­რიგ­და 2008 წლის ივ­ლის­შიც. სულ ახ­ლა­ხან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი ერ­თ-ერ­თი სამ­ხედ­რო ბა­ზა აღი­ჭურ­ვა "მი-28" ტი­პის დამ­რტყმე­ლი შვე­ულ­მფრე­ნე­ბით. მი­სი და­სა­ხე­ლე­ბაა "ნაჩ­ნოი ახოტ­ნიკ" და რამ­დე­ნი­მე ერ­თე­უ­ლი - "კა-­52"-ით, რო­მე­ლიც მე­ოთხე თა­ო­ბის სამ­ხედ­რო დამ­რტყმე­ლი ვერ­ტმფრე­ნი, იგი­ვე "ა­ლი­გა­ტო­რი­ა". რუ­სე­ბი ამ შვე­ულ­მფრე­ნებს შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. შე­საძ­ლოა ისი­ნი გა­მო­ი­ყე­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგაც; რუ­სეთ­მა პუ­ტი­ნის ბრძა­ნე­ბით, მოკ­ლე ვა­დებ­ში ჩა­ა­ტა­რა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი, სა­ჰა­ე­რო და საზღ­ვა­ო-­სამ­ხედ­რო დე­სან­ტის გად­მოს­ხმის იმი­ტა­ცია შა­ვი ზღვის აუ­ზის აკ­ვა­ტო­რი­ის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი­ა. პუ­ტინ­მა შე­ა­მოწ­მა, რამ­დენ ხან­ში შე­ას­რუ­ლებ­დნენ ამ ამო­ცა­ნას მო­ბი­ლუ­რი ძა­ლე­ბი. ამა­ვე დროს, მა­ი­სის ბო­ლოს­თვის და­გეგ­მი­ლია რუ­სე­თი­სა და ბე­ლო­რუ­სის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი გეგ­მი­უ­რი წვრთნე­ბი შა­ვი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში. წვრთნე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფ­რთხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფორ­მატ­ში, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი კი სომ­ხე­თი და ბე­ლო­რუ­სი არი­ან. თუ 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში რუ­სეთ­მა ვერ გა­მო­ი­ყე­ნა სომ­ხე­თის, რო­გორც მო­კავ­ში­რის ფაქ­ტო­რი, ახ­ლა ასე­თი ოპე­რა­ცი­ი­სას შე­იძ­ლე­ბა სატ­რან­ზი­ტო კო­რი­დო­რი გა­იჭ­რას სომ­ხე­თი­დან წა­მო­სუ­ლი ნა­წი­ლე­ბის­თვის. ვი­მე­ო­რებ, სა­ქარ­თვე­ლო სატ­რან­ზი­ტო სა­შუ­ა­ლე­ბად რუ­სეთ­მა შე­იძ­ლე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნოს, თუ სი­ტუ­ა­ცია გარ­თულ­და სი­რი­ა­სა და ირან­ში.

- რა უნ­და მო­ი­მოქ­მე­დოს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის საფ­რთხის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად?

- ამის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, რა თქმა უნ­და, შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა. მთა­ვა­რია საფ­რთხის აღ­ქმა. არ არის გა­მო­რიცხ­უ­ლი, რომ სი­რი­ა­-ი­რა­ნის გარ­და, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი და­იწყ­ოს სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის. ამ ფაქ­ტო­რებ­მა, შე­საძ­ლო­ა, ბიძ­გი მის­ცეს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, დად­გეს სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის წი­ნა­შე. მე­სა­მე ფაქ­ტო­რი - შე­საძ­ლო­ა, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ში­და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნოს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო-­რუ­სეთს შო­რის მხო­ლოდ ზა­ვია და­დე­ბუ­ლი, ეს დრო­ე­ბი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაა ცეცხ­ლის შეწყ­ვე­ტის შე­სა­ხებ. ის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტი­ას არ იძ­ლე­ვა.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე