მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დოლჩე და გაბანა თაღლითები აღმოჩნდნენ
დოლჩე და გაბანა თაღლითები აღმოჩნდნენ

მი­ლა­ნის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი დო­მე­ნი­კო დოლ­ჩე და სტე­ფა­ნო გა­ბა­ნა გა­და­სა­ხა­დე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ.

იტა­ლი­ე­ლი მო­დე­ლი­ე­რე­ბის საქ­მე­ზე ძი­ე­ბა მრა­ვა­ლი წელი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­და­უხ­დე­ლო­ბის ბრალ­დე­ბას ხან უყე­ნებ­დნენ, ხან უხ­სნიდ­ნენ. ბო­ლოს და ბო­ლოს და­ად­გი­ნეს და დო­კუ­მენ­ტუ­რად და­ამ­ტკი­ცეს, რომ ჯერ კი­დევ 2004 წლი­დან, რო­დე­საც ოფ­შო­რულ ლუქ­სემ­ბურ­გში შე­იქ­მნა ორი კომ­პა­ნია - Dolce&Gabbana Luxemburg და Srl Gado Srl, მათი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა გა­მუდ­მე­ბით აყალ­ბებ­და ფი­ნან­სურ ან­გა­რი­შებს და სა­გა­და­სა­ხა­დო სა­ბუ­თებს.

სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ სტე­ფა­ნო და დო­მე­ნი­კო მრა­ვა­ლი წელი აწარ­მო­ებ­დნენ ბინ­ძურ ბიზ­ნესს. რო­გორც ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, დი­ზა­ი­ნე­რე­ბის მარ­კით გა­მოშ­ვე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გა­ყიდ­ვე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი იტა­ლი­ის გავ­ლით მი­ე­დი­ნე­ბო­და. შე­დე­გად, იტა­ლი­ის სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხურ­მა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ევრო ვერ მი­ი­ღო. ახლა მო­დე­ლი­ე­რებს მო­უ­წევთ ჯა­რი­მის გა­დახ­და - 343 მლნ ევ­როს ოდე­ნო­ბით.

თუმ­ცა მათ ჯერ კი­დევ იმე­დი აქვთ, რომ სას­ჯელს თა­ვი­დან აი­ცი­ლე­ბენ - აპე­ლა­ცია შე­ი­ტა­ნეს იტა­ლი­ის უმაღ­ლეს სა­სა­მარ­თლო­ში.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დოლჩე და გაბანა თაღლითები აღმოჩნდნენ

დოლჩე და გაბანა თაღლითები აღმოჩნდნენ

მილანის სააპელაციო სასამართლომ ცნობილი დიზაინერები დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა გადასახადებისთვის თავის არიდებაში ცნო დამნაშავედ.

იტალიელი მოდელიერების საქმეზე ძიება მრავალი წელი მიმდინარეობდა. გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებას ხან უყენებდნენ, ხან უხსნიდნენ. ბოლოს და ბოლოს დაადგინეს და დოკუმენტურად დაამტკიცეს, რომ ჯერ კიდევ 2004 წლიდან, როდესაც ოფშორულ ლუქსემბურგში შეიქმნა ორი კომპანია - Dolce&Gabbana Luxemburg და Srl Gado Srl, მათი ხელმძღვანელობა გამუდმებით აყალბებდა ფინანსურ ანგარიშებს და საგადასახადო საბუთებს.

სასამართლოში განაცხადეს, რომ სტეფანო და დომენიკო მრავალი წელი აწარმოებდნენ ბინძურ ბიზნესს. როგორც ძიებამ დაადგინა, დიზაინერების მარკით გამოშვებული პროდუქციის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი იტალიის გავლით მიედინებოდა. შედეგად, იტალიის საგადასახადო სამსახურმა რამდენიმე მილიონი ევრო ვერ მიიღო. ახლა მოდელიერებს მოუწევთ ჯარიმის გადახდა - 343 მლნ ევროს ოდენობით.

თუმცა მათ ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ სასჯელს თავიდან აიცილებენ - აპელაცია შეიტანეს იტალიის უმაღლეს სასამართლოში.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება