სპორტი
პოლიტიკა
კონფლიქტები

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ადეიშვილი რევანშისთვის ემზადება?!
ზურაბ ადეიშვილი რევანშისთვის ემზადება?!

2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­დან მე­ო­რე დღეს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა და თა­ნაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, არა­ერ­თი თუ არა­ერ­თის მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბე­ლი მა­სა­ლა გა­ი­ყო­ლა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­ზე ძებ­ნა წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით გა­მო­ცხად­და, თუმ­ცა იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის კვალს ინ­ტერ­პოლ­მა ჯერ ვერ მი­აგ­ნო. თავ­და­პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადე­იშ­ვი­ლი ავ­სტრი­ა­ში იყო, თუმ­ცა შემ­დგომ ით­ქვა, რომ ის უნ­გრე­თის დე­და­ქა­ლაქ ბუ­და­პეშტს აფა­რებ­და თავს. ეს ერთ-ერთ გა­მოს­ვლა­ში პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მაც ახ­სე­ნა და იქვე თქვა, ეკო­ნო­მი­უ­რად ისე უჭირს, ტრამ­ვა­ი­თი გა­და­ად­გილ­დე­ბაო. თუმ­ცა არ­სე­ბობს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რომ უნ­გრეთ­ში ადე­იშ­ვილს პი­რა­დად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი მას­პინ­ძლობს. ადე­იშ­ვი­ლის სა­ვა­რა­უ­დო ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლად ბუ­და­პეშ­ტი და­ა­სა­ხე­ლა თეა წუ­ლუ­კი­ან­მაც და იქვე დას­ძი­ნა, მას სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სტუმ­რობ­სო. ადე­იშ­ვილ­თან კავ­შირს არ მა­ლავს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ამ თვე-ნა­ხევ­რის წინ მისი ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ გა­მო­რი­ცხა. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი დათა ახა­ლა­ი­ას ცნო­ბი­ლი წე­რი­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე იყო, რო­მელ­შიც ახა­ლა­ია მკვეთ­რად და­უ­პი­რის­პირ­და ვანო მე­რა­ბიშ­ვილს, რაც ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ნაც­მოძ­რა­ო­ბის მიერ ახა­ლა­ი­ე­ბის "გა­დაგ­დე­ბის" შე­დე­გია. რო­გორც ჩანს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ე.წ. რებ­რენ­დინ­გის ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა ისიც არის, რომ მარ­თვის ცხრაწ­ლი­ა­ნი შეც­დო­მე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი სწო­რედ ახა­ლა­ი­ებს გა­და­აბ­რა­ლონ. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ გან­ტე­ვე­ბის ვა­ცის როლ­ში ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლიც შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს. შე­გახ­სე­ნებთ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უს, რო­დე­საც მან თქვა - რიგ შემ­თხვე­ვებ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­და­ა­ჭარ­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას და შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვა ბიზ­ნე­სის შე­ვიწ­რო­ე­ბა­შიო.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლა­ი­ე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას და გარ­კვე­უ­ლი გა­რან­ტი­ის მი­ღე­ბას ცდი­ლო­ბენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით­, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბა ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მაც სცა­და. რო­გორც ჩანს, მან ამის­თვის ნი­ა­და­გი იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში მო­სინ­ჯა. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­მამ­რი თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს: "ცოტა ხნის წინ ადე­იშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი და­მი­კავ­შირ­და და უცხო­ე­თი­დან მისი და­ნა­ბა­რე­ბი გად­მომ­ცა: - ჩემ­ზე ძვი­რი გული ნუ ექ­ნე­ბა, ჩემი ბრა­ლი არ არის, ყვე­ლა­ფერს სა­ა­კაშ­ვი­ლი მა­ვა­ლებ­დაო." ეს თუ სი­მარ­თლეა (სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­მა­ზაშ­ვილს ამ­გვა­რი სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა დი­დად არ უნდა აძ­ლევ­დეს ხელს), არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, სწო­რედ თა­მა­ზაშ­ვი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ეცა­და ადე­იშ­ვილს იმ უწყე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბა, რო­მელ­თაც მის­გან ინ­ფორ­მა­ცი­აც აინ­ტე­რე­სებთ და გარ­კვე­ულ­წი­ლად უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებ­ზეც შე­უძ­ლი­ათ ლა­პა­რა­კი. გარ­და ამი­სა, მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში დღემ­დე საკ­მა­ოდ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებს ინარ­ჩუ­ნე­ბენ ე.წ. ადე­იშ­ვი­ლის კად­რე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ასე­ვე ად­ვი­ლად შეძ­ლებ­და ყო­ფი­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბას, რა თქმა უნდა, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში. თუმ­ცა, ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია, ნაც­მოძ­რა­ო­ბის ამ­ჟა­მინ­დელ "ლი­დერ­შიფს" არ ახ­სოვ­დეს, რა­ო­დენ დიდ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ ახა­ლა­ი­ე­ბიც და ადე­იშ­ვი­ლიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შავ­ბნელ საქ­მე­ებ­ზე. მათი ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გა­რი­გე­ბა და ალა­პა­რა­კე­ბის საფრ­თხე, სა­ვა­რა­უ­დოდ, არა­ერთ ადა­მი­ანს უფრთხობს ძილს, შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნიც არ იქ­ნე­ბი­ან გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი. შე­გახ­სე­ნებთ, სულ ახ­ლა­ხან ქვეყ­ნის მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და: "თუკი დათა ახა­ლა­ი­ას მეშ­ვე­ო­ბით და­ვად­გენთ მნიშ­ვნე­ლო­ვან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებს, გვაქვს კა­ნო­ნით მო­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, მას­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შე­ვამ­ცი­როთ ან სა­ერ­თოდ გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ". ეს გან­ცხა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა ღია შე­თა­ვა­ზე­ბად შე­ფას­დეს, ან იმის ნიშ­ნად, რომ ახა­ლა­ი­ებ­თან კუ­ლუ­ა­რუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­ლა­ი­ე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ამ­ზა­დე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ადე­იშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა. თუ გა­ბე­და ადე­იშ­ვილ­მა და მარ­თლაც ითა­ნამ­შრომ­ლა ამა თუ იმ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, ვფიქ­რობთ, ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე.

ისე, უკვე ჩანს ნიშ­ნე­ბი, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი სა­ბო­ლო­ოდ ემიჯ­ნე­ბი­ან ადე­იშ­ვილს და მის­თვის აპი­რე­ბენ ბრალ­დე­ბე­ბის ტვირ­თის აკი­დე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, "დიდი ექ­სპროპ­რი­ა­ტო­რი" შუ­რის­ძი­ე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­დეს. ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, ადე­იშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დეს და ცი­ხე­ში ჩაჯ­დეს, თუმ­ცა მა­სა­ლე­ბის მი­წო­დე­ბა მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის მას უცხო­ე­თი­და­ნაც შე­უძ­ლია.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ზურაბ ადეიშვილი რევანშისთვის ემზადება?!

ზურაბ ადეიშვილი რევანშისთვის ემზადება?!

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღეს იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ქვეყანა დატოვა და თანაც, სავარაუდოდ, არაერთი თუ არაერთის მაკომპრომეტირებელი მასალა გაიყოლა.

მოგვიანებით ზურაბ ადეიშვილზე ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდა, თუმცა იუსტიციის ყოფილი მინისტრის კვალს ინტერპოლმა ჯერ ვერ მიაგნო. თავდაპირველი ინფორმაციით, ადეიშვილი ავსტრიაში იყო, თუმცა შემდგომ ითქვა, რომ ის უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტს აფარებდა თავს. ეს ერთ-ერთ გამოსვლაში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც ახსენა და იქვე თქვა, ეკონომიურად ისე უჭირს, ტრამვაითი გადაადგილდებაო. თუმცა არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ უნგრეთში ადეიშვილს პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მასპინძლობს. ადეიშვილის სავარაუდო ადგილსამყოფელად ბუდაპეშტი დაასახელა თეა წულუკიანმაც და იქვე დასძინა, მას სააკაშვილის ხელისუფლების სხვადასხვა მაღალჩინოსანი სტუმრობსო. ადეიშვილთან კავშირს არ მალავს "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ამ თვე-ნახევრის წინ მისი ქვეყანაში დაბრუნება არ გამორიცხა. თუმცა ეს ყველაფერი დათა ახალაიას ცნობილი წერილის გამოქვეყნებამდე იყო, რომელშიც ახალაია მკვეთრად დაუპირისპირდა ვანო მერაბიშვილს, რაც ექსპერტების შეფასებით, ნაცმოძრაობის მიერ ახალაიების "გადაგდების" შედეგია. როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. რებრენდინგის ერთ-ერთი საშუალება ისიც არის, რომ მართვის ცხრაწლიანი შეცდომებისა და დანაშაულების დიდი ნაწილი სწორედ ახალაიებს გადააბრალონ. არსებობს ვარაუდი, რომ განტევების ვაცის როლში ზურაბ ადეიშვილიც შეიძლება აღმოჩნდეს. შეგახსენებთ პრეზიდენტ სააკაშვილის ერთ-ერთ ინტერვიუს, როდესაც მან თქვა - რიგ შემთხვევებში პროკურატურამ გადააჭარბა უფლებამოსილებას და შეცდომები დაუშვა ბიზნესის შევიწროებაშიო.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალაიები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას და გარკვეული გარანტიის მიღებას ცდილობენ. არსებული ინფორმაციით­, საქართველოს ხელისუფლებასთან და­კავშირება ზურაბ ადეიშვილმაც სცადა. როგორც ჩანს, მან ამისთვის ნიადაგი იანვარ-თებერვალში მოსინჯა. შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: "ცოტა ხნის წინ ადეიშვილის ახლობელი დამიკავშირდა და უცხოეთიდან მისი დანაბარები გადმომცა: - ჩემზე ძვირი გული ნუ ექნება, ჩემი ბრალი არ არის, ყველაფერს სააკაშვილი მავალებდაო." ეს თუ სიმართლეა (სავარაუდოდ, თამაზაშვილს ამგვარი სიცრუის ტირაჟირება დიდად არ უნდა აძლევდეს ხელს), არ არის გამორიცხული, სწორედ თამაზაშვილის საშუალებით ეცადა ადეიშვილს იმ უწყებებთან დაკავშირება, რომელთაც მისგან ინფორმაციაც აინტერესებთ და გარკვეულწილად უსაფრთხოების გარანტიებზეც შეუძლიათ ლაპარაკი. გარდა ამისა, მთავარ პროკურატურაში დღემდე საკმაოდ მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებენ ე.წ. ადეიშვილის კადრები, რომელთა საშუალებითაც ასევე ადვილად შეძლებდა ყოფილი იუსტიციის მინისტრი ახალ ხელისუფლებასთან დაკავშირებას, რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში. თუმცა, ძნელად წარმოსადგენია, ნაცმოძრაობის ამჟამინდელ "ლიდერშიფს" არ ახსოვდეს, რაოდენ დიდ ინფორმაციას ფლობენ ახალაიებიც და ადეიშვილიც წინა ხელისუფლების შავბნელ საქმეებზე. მათი ახალ ხელისუფლებასთან გარიგება და ალაპარაკების საფრთხე, სავარაუდოდ, არაერთ ადამიანს უფრთხობს ძილს, შესაბამისად, ისინიც არ იქნებიან გულხელდაკრეფილი. შეგახსენებთ, სულ ახლახან ქვეყნის მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა: "თუკი დათა ახალაიას მეშვეობით დავადგენთ მნიშვნელოვან დანაშაულებრივ ქმედებებს, გვაქვს კანონით მონიჭებული უფლება, მასზე პასუხისმგებლობა შევამციროთ ან საერთოდ გავათავისუფლოთ". ეს განცხადება შეიძლება ღია შეთავაზებად შეფასდეს, ან იმის ნიშნად, რომ ახალაიებთან კულუარული მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და საზოგადოებას ახალაიების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისთვის ამზადებენ.

რაც შეეხება ახალი ხელისუფლებისა და ადეიშვილის ურთიერთობას, სავარაუდოდ, ეს გაცილებით რთული პროცესი იქნება. თუ გაბედა ადეიშვილმა და მართლაც ითანამშრომლა ამა თუ იმ გახმაურებულ საქმეზე ხელისუფლებასთან, ვფიქრობთ, ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე.

ისე, უკვე ჩანს ნიშნები, რომ ნაციონალები საბოლოოდ ემიჯნებიან ადეიშვილს და მისთვის აპირებენ ბრალდებების ტვირთის აკიდებას, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, "დიდი ექსპროპრიატორი" შურისძიებისთვის ემზადებოდეს. ნაკლებად სავარაუდოა, ადეიშვილი საქართველოში ჩამოვიდეს და ციხეში ჩაჯდეს, თუმცა მასალების მიწოდება მთავარი პროკურატურისთვის მას უცხოეთიდანაც შეუძლია.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა