ქართულ ბაზარზე ებრაული ავიაკომპანია შემოდის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საქართველოდან ისრაელის მიმართულებით ფრენებს ებრაული ავიაკომპანია Israir Airlines-ი დაიწყებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, Israir Airlines-ი სიდიდით მეორე ებრაული ავიაკომპანიაა, რომელმაც ოპერირება 1996 წელს დაიწყო. თავდაპირველად კომპანია მხოლოდ შიდა ბაზარზე იყო ორიენტირებული, თუმცა შემდგომ საერთაშორისო ფრენებიც დაიწყო.
ამ დროისათვის საქართველოსა და ისრაელს შორის ფრენებს მხოლოდ ქართული ავიაკომპანია "აირზენა" ასრულებს. მაისიდან კი თბილისი-თელ-ავივს შორის ფრენებს განაახლებს ასევე ებრაული ავიაკომპანია "აკრიაც".
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9