პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დათა ახალაიას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება"
"დათა ახალაიას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება"

19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ის გარ­შე­მო ისე­თი აჟი­ო­ტა­ჟი იყო ატე­ხი­ლი, ყვე­ლა რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულს ელო­და - ზოგი ცემა-ტყე­პას, ზოგი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად და­სა­ხე­ლე­ბას, ზო­გიც სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ შს მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბას. თუმ­ცა არა­ფე­რი მომ­ხდა­რა - გა­ი­მარ­თა ისე­თი­ვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მი­ტინ­გი, რო­გო­რიც უამ­რა­ვი გვი­ნა­ხავს სა­ქარ­თვე­ლო­ში. არა, აქ­ცია მთლად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი არ ყო­ფი­ლა... კი­დევ ერთხელ და­ფიქ­სირ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ანო­მა­ლია - ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა თბი­ლი­სის მერ­მა და მე­რა­ბიშ­ვილ­მა ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის და­წყე­ბა და­ა­ა­ნონ­სეს. ასე თუ გა­ნაგ­რძეს, მალე დი­სი­დენ­ტი მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი და რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი გვე­ყო­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც ღამ­ღა­მო­ბით თა­ვი­სი რე­ზი­დენ­ცი­ის კედ­ლებ­ზე პლა­კა­ტებს გა­აკ­რა­ვენ. ისე, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" სა­ხუ­მა­როდ საქ­მე ნამ­დვი­ლად არ აქვთ - აღ­მარ­თში ჯერ დათა ახა­ლა­ი­ას ცნო­ბი­ლი გან­ცხა­დე­ბა წა­მო­ე­წი­ათ, შემ­დეგ კი სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხარ­ჯე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, რომ­ლის შემ­დე­გაც ზოგ-ზო­გი­ერთს, წე­სით, ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლის უნდა შერ­ცხვე­ნო­და. მაგ­რამ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ყო­ველ­თვის იმით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, რომ იხ­ტი­ბარს არ იტე­ხენ. ექ­სპერ­ტი კახი კა­ხიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­თვის" აჯო­ბებ­და, აქ­ცია გა­და­ე­დოთ, რად­გან 19 აპ­რილს უფრო აშ­კა­რად გა­მოჩ­ნდა, რომ მათი რი­ტო­რი­კა ფარ­სია.

- მათი თი­თო­ე­უ­ლი გან­ცხა­დე­ბა ფარ­სი იყო - წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­საც ამ­ბობ­დნენ, იმის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს აკე­თებ­დნენ. პარ­ტი­ას ახლა გინდ "ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა" და­არ­ქვან, გინდ არა­ე­როვ­ნუ­ლი - უკვე სუ­ლერ­თია. ეტყო­ბა, ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რა დო­ნე­ზე არი­ან დის­კრე­დი­ტე­ბულ­ნი. მი­ტინგზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი არაფ­რისმთქმე­ლი იყო, თუმ­ცა სა­ყუ­რა­დღე­ბოა ერთი მო­მენ­ტი - ყვე­ლა გა­მომ­სვლე­ლი ხაზს უს­ვამ­და, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არის ძი­რი­თა­დი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა. რო­გორც ჩანს, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" უპირ­ვე­ლე­სი მი­ზა­ნი სწო­რედ ამ ნი­შის და­კა­ვე­ბაა და ამა­ში ხელს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაც" უწყობს. სა­ვა­რა­უ­დოდ, დღე­ვან­დელ მმარ­თველ ძა­ლას სურს, ოპო­ზი­ცი­ად ასე­თი დის­კრე­დი­ტე­ბუ­ლი ძალა ჰყავ­დეს. პო­ლი­ტი­კას აქვს თა­მა­შის თა­ვი­სი წე­სე­ბი, მაგ­რამ ეს არ უნდა მოხ­დეს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის ხარ­ჯზე.

- არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ას და­ახ­ლო­ე­ბით 10 ათა­სი კაცი და­ეს­წრო. ეს რა­ო­დე­ნო­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­თვის" ცო­ტაა თუ ბევ­რი?

- თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ლა­მის ყვე­ლა რე­სურ­სი მო­ახ­მა­რეს, 10 ათა­სი კაცი აშ­კა­რად ცო­ტაა.

- აქ­ცი­ა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი მოხ­და - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა იქა­უ­რო­ბა და­ტო­ვა. ეს ხომ არ უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ იმ ვერ­სი­ის და­დას­ტუ­რე­ბად, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან გა­მი­ჯვნას ცდი­ლობს?

- ამას სა­გან­გე­ბოდ აკე­თე­ბენ, რომ ვი­თომ მათ შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბაა. სწო­რედ ამი­ტომ ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პრე­ზი­დენ­ტი აქ­ცი­ა­ზე არ მი­ვი­დო­და, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნა­ბი­ჯე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ხომ შე­უძ­ლე­ბე­ლია. სპექ­ტაკ­ლია, თით­ქოს ვანო მი­შას ემიჯ­ნე­ბა, რომ მერე ხალ­ხმა თქვას - ყო­ჩაღ მე­რა­ბიშ­ვილს, ხე­დავთ, რა მა­გა­რი­აო? სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი და მე­რა­ბიშ­ვი­ლი ისევ ერთ პო­ლი­ტი­კურ გუნდში არი­ან და მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა.

- კუდ-ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი დათა ახა­ლა­ია თა­ვის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ვანო მე­რა­ბიშ­ვილს ადა­ნა­შა­უ­ლებს ახა­ლა­ი­ე­ბის ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნი­ა­ში და აღ­ნიშ­ნავს, რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბის­კენ მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­უ­ო­კე­ბელ­მა ლტოლ­ვამ, ან­გა­რე­ბამ და უბინ­ძუ­რეს­მა ფა­რულ­მა ომებ­მა შე­ი­წი­რა. გა­სა­გე­ბია, რომ ახა­ლა­ი­ებ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­გან" თავი "გა­დაგ­დე­ბუ­ლე­ბად" იგ­რძნეს. სხვა­თა შო­რის, ერთ-ერთი ვერ­სი­ით, დათა ახა­ლა­ია ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გა­რი­გე­ბა­სა და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ელი­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მა­სა­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ ინ­დულ­გენ­ცი­ის მი­ღე­ბას ცდი­ლობს.

- თუ გახ­სოვთ, ბაჩო ახა­ლა­ია რომ დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, "ნაც­მოძ­რა­ო­ბას" მის მი­მართ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია. ეს იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და­კი­თხვა­ზე რი­გი­თი აქ­ტი­ვის­ტე­ბის და­ბა­რე­ბას ბრი­ფინ­გებს უძღვნი­და. ისიც გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ რო­ლანდ ახა­ლა­ია პარ­ლა­მენ­ტის მხო­ლოდ პირ­ველ სხდო­მებს ეს­წრე­ბო­და, შემ­დეგ კი არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. რო­გორც ჩანს, "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ჯერ კი­დევ მა­შინ და­ი­წყეს გა­მი­ჯვნა სა­მი­ვე ახა­ლა­ი­ა­სა და ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის­გან. მათ სურთ, და­ამ­კვიდ­რონ აზრი, რომ თით­ქოს ცხრაწ­ლი­ა­ნი ბო­რო­ტე­ბა მხო­ლოდ ახა­ლა­ი­ებ­სა და ადე­იშ­ვილს უკავ­შირ­დე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უს, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტმა თქვა, რომ თურ­მე ადე­იშ­ვილს მადა ჭა­მა­ში მო­უ­ვი­და, რომ მა­შინ­დელ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­და­ა­ჭარ­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს და შეც­დო­მა იყო წვრი­ლი ბიზ­ნე­სის შე­ვიწ­რო­ე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად და­ი­ნა­ხეს ახა­ლა­ი­ებ­მა. ისიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ დათა ახა­ლა­ია მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. სა­ზღვარ­გა­რე­თაა, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­გან" არ გრძნობს პო­ლი­ტი­კურ მხარ­და­ჭე­რას და ბევ­რი მტე­რი ჰყავს.

დათა ახა­ლა­ი­ას სი­ცო­ცხლეს სა­ზღვარ­გა­რეთ, შე­საძ­ლოა, საფრ­თხე და­ე­მუქ­როს. რო­გორც ჩანს, ის თა­ვი­სი ად­ვო­კა­ტის მეშ­ვე­ო­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვას ცდი­ლობს,

რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მის­ცემს ჩვე­ნე­ბებს "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ელი­ტის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­მა­გი­ე­როდ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბას მი­ი­ღებს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

"დათა ახალაიას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება"

"დათა ახალაიას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება"

19 აპრილის აქციის გარშემო ისეთი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, ყველა რაღაც განსაკუთრებულს ელოდა - ზოგი ცემა-ტყეპას, ზოგი ვანო მერაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას, ზოგიც სააკაშვილის მიერ შს მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას. თუმცა არაფერი მომხდარა - გაიმართა ისეთივე ჩვეულებრივი მიტინგი, როგორიც უამრავი გვინახავს საქართველოში. არა, აქცია მთლად ჩვეულებრივი არ ყოფილა... კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოლიტიკური ანომალია - ოპოზიციონერმა პრეზიდენტმა, ოპოზიციონერმა თბილისის მერმა და მერაბიშვილმა ეროვნული მოძრაობის დაწყება დააანონსეს. ასე თუ განაგრძეს, მალე დისიდენტი მოქმედი პრეზიდენტი და რევოლუციონერი გუბერნატორები გვეყოლება, რომლებიც ღამღამობით თავისი რეზიდენციის კედლებზე პლაკატებს გააკრავენ. ისე, "ნაციონალებს" სახუმაროდ საქმე ნამდვილად არ აქვთ - აღმართში ჯერ დათა ახალაიას ცნობილი განცხადება წამოეწიათ, შემდეგ კი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების გასაჯაროება, რომლის შემდეგაც ზოგ-ზოგიერთს, წესით, ქუჩაში გამოსვლის უნდა შერცხვენოდა. მაგრამ "ნაციონალები" ყოველთვის იმით გამოირჩევიან, რომ იხტიბარს არ იტეხენ. ექსპერტი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალებისთვის" აჯობებდა, აქცია გადაედოთ, რადგან 19 აპრილს უფრო აშკარად გამოჩნდა, რომ მათი რიტორიკა ფარსია.

- მათი თითოეული განცხადება ფარსი იყო - წლების განმავლობაში, რასაც ამბობდნენ, იმის საწინააღმდეგოს აკეთებდნენ. პარტიას ახლა გინდ "ეროვნული მოძრაობა" დაარქვან, გინდ არაეროვნული - უკვე სულერთია. ეტყობა, ვერ აცნობიერებენ, რა დონეზე არიან დისკრედიტებულნი. მიტინგზე გაკეთებული განცხადებები არაფრისმთქმელი იყო, თუმცა საყურადღებოა ერთი მომენტი - ყველა გამომსვლელი ხაზს უსვამდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ძირითადი ოპოზიციური ძალა. როგორც ჩანს, "ნაციონალების" უპირველესი მიზანი სწორედ ამ ნიშის დაკავებაა და ამაში ხელს "ქართული ოცნებაც" უწყობს. სავარაუდოდ, დღევანდელ მმართველ ძალას სურს, ოპოზიციად ასეთი დისკრედიტებული ძალა ჰყავდეს. პოლიტიკას აქვს თამაშის თავისი წესები, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სამართლიანობის აღდგენის ხარჯზე.

- არსებული ინფორმაციით, აქციას დაახლოებით 10 ათასი კაცი დაესწრო. ეს რაოდენობა "ნაციონალებისთვის" ცოტაა თუ ბევრი?

- თუ გავითვალისწინებთ, რომ "ნაციონალებმა" აქციის ორგანიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ლამის ყველა რესურსი მოახმარეს, 10 ათასი კაცი აშკარად ცოტაა.

- აქციაზე საინტერესო ამბავი მოხდა - მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას ვანო მერაბიშვილმა იქაურობა დატოვა. ეს ხომ არ უნდა მივიჩნიოთ იმ ვერსიის დადასტურებად, რომ მერაბიშვილი სააკაშვილისგან გამიჯვნას ცდილობს?

- ამას საგანგებოდ აკეთებენ, რომ ვითომ მათ შორის დაპირისპირებაა. სწორედ ამიტომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი აქციაზე არ მივიდოდა, მაგრამ სააკაშვილის ნაბიჯების პროგნოზირება ხომ შეუძლებელია. სპექტაკლია, თითქოს ვანო მიშას ემიჯნება, რომ მერე ხალხმა თქვას - ყოჩაღ მერაბიშვილს, ხედავთ, რა მაგარიაო? სინამდვილეში სააკაშვილი და მერაბიშვილი ისევ ერთ პოლიტიკურ გუნდში არიან და მომავალშიც ასე იქნება.

- კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია თავის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებს ახალაიების ოჯახის წინააღმდეგ კამპანიაში და აღნიშნავს, რომ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლება ძალაუფლებისკენ მერაბიშვილის დაუოკებელმა ლტოლვამ, ანგარებამ და უბინძურესმა ფარულმა ომებმა შეიწირა. გასაგებია, რომ ახალაიებმა "ნაციონალებისგან" თავი "გადაგდებულებად" იგრძნეს. სხვათა შორის, ერთ-ერთი ვერსიით, დათა ახალაია ახალ ხელისუფლებასთან გარიგებასა და "ნაცმოძრაობის" ელიტის საწინააღმდეგო მასალების სანაცვლოდ ინდულგენციის მიღებას ცდილობს.

- თუ გახსოვთ, ბაჩო ახალაია რომ დაბრუნდა საქართველოში, "ნაცმოძრაობას" მის მიმართ ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია. ეს იმ ფონზე, როდესაც ვანო მერაბიშვილი დაკითხვაზე რიგითი აქტივისტების დაბარებას ბრიფინგებს უძღვნიდა. ისიც გავიხსენოთ, რომ როლანდ ახალაია პარლამენტის მხოლოდ პირველ სხდომებს ესწრებოდა, შემდეგ კი არ გამოჩენილა. როგორც ჩანს, "ნაციონალებმა" ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს გამიჯვნა სამივე ახალაიასა და ზურაბ ადეიშვილისგან. მათ სურთ, დაამკვიდრონ აზრი, რომ თითქოს ცხრაწლიანი ბოროტება მხოლოდ ახალაიებსა და ადეიშვილს უკავშირდება. შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ინტერვიუს, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ თურმე ადეიშვილს მადა ჭამაში მოუვიდა, რომ მაშინდელმა პროკურატურამ გადააჭარბა უფლებამოსილებებს და შეცდომა იყო წვრილი ბიზნესის შევიწროება. ეს ყველაფერი კარგად დაინახეს ახალაიებმა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დათა ახალაია მძიმე მდგომარეობაშია. საზღვარგარეთაა, "ნაციონალებისგან" არ გრძნობს პოლიტიკურ მხარდაჭერას და ბევრი მტერი ჰყავს.

დათა ახალაიას სიცოცხლეს საზღვარგარეთ, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. როგორც ჩანს, ის თავისი ადვოკატის მეშვეობით პროკურატურასთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს,

რომლის მიხედვითაც, მისცემს ჩვენებებს "ნაცმოძრაობის" ელიტის წინააღმდეგ, სამაგიეროდ საპროცესო შეთანხმებას მიიღებს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა