საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის გაცნობაზე ოცნებობს მომავალი ავტოდიზაინერი
ვის გაცნობაზე ოცნებობს მომავალი ავტოდიზაინერი

ახალ­გაზ­რდა მხატ­ვარს მან­ქა­ნე­ბის ხატ­ვა ბავ­შვო­ბი­დან იტა­ცებს. დიდი სურ­ვი­ლი აქვს ავ­ტო­დი­ზა­ი­ნე­რი გახ­დეს... მას არა მხო­ლოდ თა­ნა­მედ­რო­ვე, არა­მედ რეტ­რო სტი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბიც მოს­წონს. ძვე­ლე­ბუ­რი სტი­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად და თვალ­ში სა­ცე­მად მი­აჩ­ნია. კი­თხვა­ზე, თუ რო­მელ ფირ­მა­ში იმუ­შა­ვებ­და დი­ზა­ი­ნე­რად, მპა­სუ­ხობს, რომ "სიტ­რო­ენ­ში" ან "პე­ჟო­ში", რად­გან ორი­ვე ფრან­გუ­ლია, დახ­ვე­წი­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან...

5 აპ­რილს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ერთ-ერთ დარ­ბაზ­ში და­ვით დრო­ნის პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა გა­იხ­სნა, რო­მელ­ზეც 37 სუ­რათს შო­რის, მან­ქა­ნე­ბის გარ­და, პორ­ტრე­ტე­ბი და პე­ი­ზა­ჟე­ბიც იყო გა­მო­ფე­ნი­ლი... მათ შო­რის იყო პი­ა­ნისტ ირმა გი­გა­ნის სუ­რა­თიც. და­ვით დრო­ნის გა­მო­ფე­ნის გახ­სნა­ზე რო­ი­ალ­ზე სწო­რედ ირმა გი­გა­ნი უკ­რავ­და...

- სა­გა­მო­ფე­ნო მო­საწ­ვე­ვი და­ვით დრო­ნის გა­მო­ფე­ნის გახ­სნას იუ­წყე­ბა. რო­გორც ვიცი, და­ვით მა­მა­გუ­ლიშ­ვი­ლი ხარ, უპირ­ვე­ლე­სად აგ­ვიხ­სე­ნი, რა­ტომ "დრო­ნი"? ეს რას ნიშ­ნავს?

- დიახ, და­ვით მა­მა­გუ­ლიშ­ვი­ლი ვარ. ძა­ლი­ან ბევ­რს მოს­დის შეც­დო­მა და ამ­ბო­ბენ, მა­მა­გუ­ლაშ­ვი­ლი. ეს არ მსი­ა­მოვ­ნებს და ვღი­ზი­ან­დე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა დრონს, ბე­ბია ბე­ლო­რუ­სი მყავს, დრო­ნი მისი გვა­რია და გა­დავ­წყვი­ტე, ჩემი სა­ხე­ლი ამ გვარ­თან და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა. ვფიქ­რობ, კარ­გად ჟღერს.

- მან­ქა­ნე­ბის ხატ­ვამ რო­დის და რო­გორ გა­გი­ტა­ცა?

- 5 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც დე­დამ "ნორჩ ტექ­ნი­კოს­თა კლუბ­ში" შე­მიყ­ვა­ნა, სა­დაც ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გი ნო­დარ ინ­ჯია ას­წავ­ლი­და. მან არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ავ­ტო­დი­ზა­ი­ნე­რი აღ­ზარ­და. მას­თან და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვეს დავ­დი­ო­დი, ტრან­სპორ­ტის დი­ზა­ი­ნის სა­ფუძ­ვლე­ბი იქ ვის­წავ­ლე, დროს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ ვა­ტა­რებ­დით, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ბა­ტო­ნი ნო­და­რი გარ­და­იც­ვა­ლა და მეც ამ სფე­როს ჩა­მოვ­შორ­დი. 14 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მან­ქა­ნე­ბის ხატ­ვა სე­რი­ო­ზუ­ლად და­ვი­წყე. თა­ვი­დან მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლე­ბი­დან ვი­ხა­ტავ­დი მან­ქა­ნებს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას­შტა­ბი და დრო გავ­ზარ­დე და ნელ-ნელა უფრო მეტს ვაღ­წევ­დი. ვა­პი­რებ, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში სამ­რეწ­ვე­ლო დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რო. შე­იძ­ლე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მსოფ­ლიო დო­ნის სამ­რეწ­ვე­ლო დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტე­ტი გა­იხ­სნას, მაგ­რამ რად­გან ჯერ არ არ­სე­ბობს, ალ­ტერ­ნა­ტი­ვად აკა­დე­მია მრჩე­ბა. აკა­დე­მი­ა­ში უკვე მიც­ნო­ბენ და ჩემი დი­ზა­ი­ნით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

რო­გორც გი­თხა­რით, თა­ვი­დან გა­და­ხატ­ვით და­ვი­წყე, ამით კარ­გი ბაზა იქ­მნე­ბა იმის­თვის, რო­გორ უნდა ხატო სა­კუ­თა­რი დი­ზა­ი­ნით. შემ­დეგ­ში არა­ერ­თი ნა­მუ­შე­ვა­რი შევ­ქმე­ნი სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით. ასე­ვე გავ­ლი­ლი მაქვს ტიხ­რუ­ლი მი­ნან­ქრის კურ­სი, მაგ­რამ პი­რო­ბე­ბის არ­ქო­ნის გამო მუ­შა­ო­ბა ვერ გა­ვაგ­რძე­ლე. ამ ყვე­ლა­ფერს თან­ხე­ბი სჭირ­დე­ბა. მი­ნან­ქრის ჯვა­რი მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც დე­დას ვუ­სახ­სოვ­რე.

- ვინ ნახა და რო­გორ შე­ა­ფა­სა შენი ნა­მუ­შევ­რე­ბი? პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ვგუ­ლის­ხმობ...

- ზვი­ად ცი­კო­ლი­ამ. მა­შინ 14 წლის ვი­ყა­ვი. რო­გორც ვიცი, ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­გეგ­მილ სამ­რეწ­ვე­ლო დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტეტს ცნო­ბი­ლი ავ­ტო­დი­ზა­ი­ნე­რი ზვი­ად ცი­კო­ლია უნდა ჩა­უდ­გეს სა­თა­ვე­ში, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ამ თე­მის გარ­შე­მო ახა­ლი არა­ფე­რია. ზვი­ა­დი თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ მისი ნი­ჭი­თა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით. ის რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნალ­ში ჩემ შე­სა­ხებ კო­მენ­ტარს აკე­თებს და ამ­ბობს, რომ ჩემი ნიჭი არ უნდა და­ი­კარ­გოს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ გა­მოჩ­ნდა ისე­თი, ვინც ხელს შე­მი­წყობს.

- ახლა მა­გი­დას­თან ზი­ხარ და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კალ­მით ხა­ტავ. სა­ერ­თოდ, რო­გორ მუ­შა­ობ, ფან­ქრით თუ სა­ღე­ბა­ვით?

- თუ მან­ქა­ნას სა­ი­დან­მე ვი­ხა­ტავ, მა­შინ ფან­ქრით, მაგ­რამ თუ სა­კუ­თა­რი დი­ზა­ი­ნით ვქმნი, მა­შინ "პას­ტით". სა­ღე­ბავს არ ვი­ყე­ნებ, გრა­ფი­კას კარ­გად ვფლობ და სულ ასე ვმუ­შა­ობ.

- მან­ქა­ნე­ბის გარ­და, პორ­ტრე­ტებ­საც ხა­ტავ...

- დიდი ხანი არ არის, რაც პორ­ტრე­ტე­ბის ხატ­ვა და­ვი­წყე. დე­დამ მირ­ჩია, მეც მომ­წონს, კარ­გად გა­მომ­დის და ეფექ­ტუ­რია. პირ­ვე­ლად ერთი გო­გო­ნა დავ­ხა­ტე, მისი ვი­ნა­ო­ბა არ ვიცი, უბ­რა­ლოდ, ფოტო მო­მე­წო­ნა. სულ ასე ვხა­ტავ, ფო­ტო­დან და არა ნა­ტუ­რი­დან.

- მე გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ოდ­რის პორ­ტრე­ტი მო­მე­წო­ნა, ეს ქალ­ბა­ტო­ნი სი­ლა­მა­ზის ეტა­ლო­ნი იყო...

- დიახ (იღი­მის), ეს პორ­ტრე­ტი დე­დას ვა­ჩუ­ქე და­ბა­დე­ბის დღე­ზე. მი­სი­ვე თხოვ­ნით დავ­ხა­ტე და ალ­ბათ ამი­ტომ გა­მო­ვი­და ასე­თი კარ­გი. ხელ­ახლა რომ და­ვხა­ტო, ნამ­დვი­ლად აღარ გა­მო­ვა ისე­თი, რო­გო­რიც პირ­ველ ჯერ­ზე.

- ჰიტ­ლე­რის პორ­ტრეტ­საც ვხე­დავ...

- დიახ (იღი­მის). შე­იძ­ლე­ბა ჰიტ­ლე­რი ცუდი ადა­მი­ა­ნია და უამ­რავ ადა­მი­ანს სი­ცო­ცხლე წა­არ­თვა, მაგ­რამ რო­გორც ტი­პა­ჟი, მომ­წონს. სხვა­თა შო­რის, ისიც ხა­ტავ­და და თან ძა­ლი­ან კარ­გად, ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პორ­ტრეტ­ზე რას გვე­ტყვი?

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პორ­ტრეტს და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვე ვხა­ტავ­დი. ბოლო დღეს 13 სა­ა­თი შე­უს­ვე­ნებ­ლად ვხა­ტე და ისე გა­და­ვი­ღა­ლე, ხე­ლიც კი და­მი­სივ­და. პორ­ტრე­ტი ორი თვის წინ შევ­ქმე­ნი, მინ­და ის ბა­ტონ ბი­ძი­ნას ვაჩ­ვე­ნო, გა­ვეც­ნო, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით მას­თან შეხ­ვედ­რა ვერ მო­ვა­ხერ­ხე. ჩემი აზ­რით, ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ის ამ­ბა­ვია და ვნა­ხოთ, მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბა.

ანა კა­ლან­და­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ვის გაცნობაზე ოცნებობს მომავალი ავტოდიზაინერი

ვის გაცნობაზე ოცნებობს მომავალი ავტოდიზაინერი

ახალგაზრდა მხატვარს მანქანების ხატვა ბავშვობიდან იტაცებს. დიდი სურვილი აქვს ავტოდიზაინერი გახდეს... მას არა მხოლოდ თანამედროვე, არამედ რეტრო სტილის ავტომანქანებიც მოსწონს. ძველებური სტილი განსხვავებულად და თვალში საცემად მიაჩნია. კითხვაზე, თუ რომელ ფირმაში იმუშავებდა დიზაინერად, მპასუხობს, რომ "სიტროენში" ან "პეჟოში", რადგან ორივე ფრანგულია, დახვეწილი და განსხვავებული სტილით გამოირჩევიან...

5 აპრილს ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთ დარბაზში დავით დრონის პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელზეც 37 სურათს შორის, მანქანების გარდა, პორტრეტები და პეიზაჟებიც იყო გამოფენილი... მათ შორის იყო პიანისტ ირმა გიგანის სურათიც. დავით დრონის გამოფენის გახსნაზე როიალზე სწორედ ირმა გიგანი უკრავდა...

-  საგამოფენო მოსაწვევი დავით დრონის გამოფენის გახსნას იუწყება. როგორც ვიცი, დავით მამაგულიშვილი ხარ, უპირველესად აგვიხსენი, რატომ "დრონი"? ეს რას ნიშნავს?

-  დიახ, დავით მამაგულიშვილი ვარ. ძალიან ბევრს მოსდის შეცდომა და ამბობენ, მამაგულაშვილი. ეს არ მსიამოვნებს და ვღიზიანდები. რაც შეეხება დრონს, ბებია ბელორუსი მყავს, დრონი მისი გვარია და გადავწყვიტე, ჩემი სახელი ამ გვართან დამეკავშირებინა. ვფიქრობ, კარგად ჟღერს.

-  მანქანების ხატვამ როდის და როგორ გაგიტაცა?

-  5 წლის ვიყავი, როდესაც დედამ "ნორჩ ტექნიკოსთა კლუბში" შემიყვანა, სადაც ცნობილი პედაგოგი ნოდარ ინჯია ასწავლიდა. მან არაერთი ცნობილი ავტოდიზაინერი აღზარდა. მასთან დაახლოებით ერთ თვეს დავდიოდი, ტრანსპორტის დიზაინის საფუძვლები იქ ვისწავლე, დროს ძალიან საინტერესოდ ვატარებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ბატონი ნოდარი გარდაიცვალა და მეც ამ სფეროს ჩამოვშორდი. 14 წლის ვიყავი, როდესაც მანქანების ხატვა სერიოზულად დავიწყე. თავიდან მხოლოდ ჟურნალებიდან ვიხატავდი მანქანებს, მოგვიანებით მასშტაბი და დრო გავზარდე და ნელ-ნელა უფრო მეტს ვაღწევდი. ვაპირებ, სამხატვრო აკადემიაში სამრეწველო დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარო. შეიძლება უახლოეს მომავალში ტექნიკურ უნივერსიტეტში მსოფლიო დონის სამრეწველო დიზაინის ფაკულტეტი გაიხსნას, მაგრამ რადგან ჯერ არ არსებობს, ალტერნატივად აკადემია მრჩება. აკადემიაში უკვე მიცნობენ და ჩემი დიზაინით აღფრთოვანებულები არიან.

როგორც გითხარით, თავიდან გადახატვით დავიწყე, ამით კარგი ბაზა იქმნება იმისთვის, როგორ უნდა ხატო საკუთარი დიზაინით. შემდეგში არაერთი ნამუშევარი შევქმენი საკუთარი გემოვნებით. ასევე გავლილი მაქვს ტიხრული მინანქრის კურსი, მაგრამ პირობების არქონის გამო მუშაობა ვერ გავაგრძელე. ამ ყველაფერს თანხები სჭირდება. მინანქრის ჯვარი მაქვს გაკეთებული, რომელიც დედას ვუსახსოვრე.

-  ვინ ნახა და როგორ შეაფასა შენი ნამუშევრები? პროფესიონალებს ვგულისხმობ...

-  ზვიად ციკოლიამ. მაშინ 14 წლის ვიყავი. როგორც ვიცი, ტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილ სამრეწველო დიზაინის ფაკულტეტს ცნობილი ავტოდიზაინერი ზვიად ციკოლია უნდა ჩაუდგეს სათავეში, მაგრამ ჯერჯერობით ამ თემის გარშემო ახალი არაფერია. ზვიადი თავისი საქმის პროფესიონალია. აღფრთოვანებული ვარ მისი ნიჭითა და შესაძლებლობებით. ის რამდენიმე ჟურნალში ჩემ შესახებ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ჩემი ნიჭი არ უნდა დაიკარგოს, მაგრამ ჯერჯერობით არავინ გამოჩნდა ისეთი, ვინც ხელს შემიწყობს.

-  ახლა მაგიდასთან ზიხარ და ჩვეულებრივი კალმით ხატავ. საერთოდ, როგორ მუშაობ, ფანქრით თუ საღებავით?

-  თუ მანქანას საიდანმე ვიხატავ, მაშინ ფანქრით, მაგრამ თუ საკუთარი დიზაინით ვქმნი, მაშინ "პასტით". საღებავს არ ვიყენებ, გრაფიკას კარგად ვფლობ და სულ ასე ვმუშაობ.

-  მანქანების გარდა, პორტრეტებსაც ხატავ...

-  დიდი ხანი არ არის, რაც პორტრეტების ხატვა დავიწყე. დედამ მირჩია, მეც მომწონს, კარგად გამომდის და ეფექტურია. პირველად ერთი გოგონა დავხატე, მისი ვინაობა არ ვიცი, უბრალოდ, ფოტო მომეწონა. სულ ასე ვხატავ, ფოტოდან და არა ნატურიდან.

-  მე გამოფენაზე წარმოდგენილი ოდრის პორტრეტი მომეწონა, ეს ქალბატონი სილამაზის ეტალონი იყო...

-  დიახ (იღიმის), ეს პორტრეტი დედას ვაჩუქე დაბადების დღეზე. მისივე თხოვნით დავხატე და ალბათ ამიტომ გამოვიდა ასეთი კარგი. ხელ­ახლა რომ და­ვხატო, ნამდვილად აღარ გამოვა ისეთი, რო­გორიც პირველ ჯერზე.

-  ჰიტლერის პორტრეტსაც ვხედავ...

-  დიახ (იღიმის). შეიძლება ჰიტლერი ცუდი ადამიანია და უამრავ ადამიანს სიცოცხლე წაართვა, მაგრამ როგორც ტიპაჟი, მომწონს. სხვათა შორის, ისიც ხატავდა და თან ძალიან კარგად, ჭკვიანი ადამიანი იყო.

-  ბიძინა ივანიშვილის პორტრეტზე რას გვეტყვი?

-  ბიძინა ივანიშვილის პორტრეტს დაახლოებით ორი თვე ვხატავდი. ბოლო დღეს 13 საათი შეუსვენებლად ვხატე და ისე გადავიღალე, ხელიც კი დამისივდა. პორტრეტი ორი თვის წინ შევქმენი, მინდა ის ბატონ ბიძინას ვაჩვენო, გავეცნო, მაგრამ ჯერჯერობით მასთან შეხვედრა ვერ მოვახერხე. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი დროის ამბავია და ვნახოთ, მომავალში რა იქნება.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"