19 აპრილს ბაიკანურის კოსმოდრომიდან რაკეტმზიდი "სოიუზი" გაემგზავრება. რაკეტმზიდი ორბიტაზე ექვს თანამგზავრს გაუშვებს, მათ შორის რუსულ "Бион-М"-ს, რომლითაც მთელი ზოოპარკი მიფრინავს - 45 თაგვი, 15 ხვლიკი, 6-8 მონღოლური ზაზუნა, 20 ლოკოკინა, ასევე სხვადასხვა მიკროორგანიზმთა კოლონიები, მცენარეთა ნერგები და თავად მცენარეები.
ისინი კოსმოსში ერთ თვეს გაატარებენ. შემდეგ ცხოველებს მეცნიერები გამოიკვლევენ: სპეციალისტები უწონობის მდგომარეობაში ხანგრძლივად ყოფნის ეფექტს შეისწავლიან და დაადგენენ, მისი გავლენით ორგანიზმის მდგომარეობა უარესდება თუ სტაბილიზაციას ექვემდებარება.
სტარტიდან ერთ თვეში აპარატი "Биона" ცხოველებსა და აღჭურვილობასთან ერთად დედამიწაზე დაეშვება.
მომზადებულია Вести.Ru-ს მიხედვით.