ჰოლივუდის მსახიობის, ანჯელინა ჯოლის დღემდე უცნობ ფოტოს კრისტის აუქციონზე გაიტანენ. ფოტოსურათის საწყისი ფასი 35 000 გირვანქა სტერლინგია.
მსახიობი ამერიკელ ფოტოგრაფ დევიდ ლაჩაპელისთვის პოზირებდა. ანჯელინა ფოტოზე 25 წლისაა. ეს ფოტოსურათი საზოგადოებას დღემდე არ უნახავს.
როგორც ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, ფოტოსურათის ღირებულება მოიმატებს. აუქციონი მაისში გაიმართება.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.