სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გაყიდის ღვიძლს ინტერნეტით ნუკი კოშკელიშვილი
რატომ გაყიდის ღვიძლს ინტერნეტით ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი ბავ­შვო­ბი­დან ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს და რო­გორც ამ­ბობს, ამით დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს. სურ­ვი­ლი აქვს, მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბის დროს, დაგ­რო­ვი­ლი პენ­სი­ით იმოგ­ზა­უ­როს. უამ­რავ კუ­რი­ოზ­თან ერ­თად, ნუკი გვიყ­ვე­ბა, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა თბი­ლი­სის მა­გივ­რად - პა­რიზ­ში.

- სამი კვი­რის და­ბა­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად რომ ვი­მოგ­ზა­უ­რე (იცი­ნის). 15 წელი მოს­კოვ­ში ვცხოვ­რობ­დი და დე­დას­თან ერ­თად სულ აქეთ-იქით დავ­დი­ო­დი ხოლ­მე. ხუთი წლის, ნიუ-იორკსა და ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ვი­ყა­ვი ჰო­ლი­ვუ­დის სა­ნა­ხა­ვად. თუმ­ცა, ქა­ლაქ­ზე მე­ტად, ჩემ­ზე "დის­ნე­ი­ლენდმა" მო­ახ­დი­ნა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა. კომ­ფორ­ტი იყო ის, რომ ატ­რაქ­ცი­ო­ნებ­ზე და­საჯ­დომ ბი­ლე­თებს ერ­თი­ა­ნად ვყი­დუ­ლობ­დით და არ მი­წევ­და დე­და­ჩე­მის­თვის თხოვ­ნა, ამა თუ იმ კა­რუ­სელ­ზე დამ­სვი-მეთ­ქი. მახ­სოვს, დე­და­ჩემ­მა ამე­რი­კა­ში ახა­ლი ტან­საც­მე­ლი მი­ყი­და და მთხო­ვა, არ და­ის­ვა­როო. ზუს­ტად ორი წუთი იყო გა­სუ­ლი, "ფან­ტან­ში" რომ შევ­ძვე­რი. თა­ვი­დან ბო­ლომ­დე სვე­ლი ვი­ყა­ვი. ახ­ლო­მახ­ლო არა­ფე­რი იყი­დე­ბო­და, გარ­და მა­მა­კა­ცის მა­ი­სუ­რი­სა. საჩ­ქა­როდ მი­ყი­და და ჩა­მაც­ვა. მა­ი­სუ­რი კო­ჭამ­დე მწვდე­ბო­და. მე­გო­ნა, რომ გრძე­ლი კაბა მეც­ვა და ამი­თაც კი ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. ამე­რი­კა­ში მშო­ბელს უფ­ლე­ბა არ აქვს, შვილს ქუ­ჩა­ში ეჩხუ­ბოს. შე­საძ­ლოა, ასე­თი შემ­თხვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბი­სას დე­დო­ბის უფ­ლე­ბა ჩა­მო­არ­თვან. ამას რომ მივ­ხვდი, დე­და­ჩე­მის და­შან­ტა­ჟე­ბა და­ვი­წყე - ეს მი­ყი­დე, ის მი­ყი­დე... თუ არ ყი­დუ­ლობ­და, ტი­რილს ვი­წყებ­დი.

რა თქმა უნდა, იმ მო­მენ­ტში დედა ვერ მი­ტან­და ხოლ­მე. ყვე­ლა­ზე კარ­გად მახ­სენ­დე­ბა ჩემი ცხრა წლის იუ­ბი­ლე. ცხრა ივ­ნისს ოქ­როს და­ბა­დე­ბის დღე მქონ­და. მშობ­ლებ­მა მი­თხრეს, რომ თბი­ლის­ში უნდა გავფრე­ნი­ლი­ყა­ვით და და­ბა­დე­ბის დღე­საც იქ გა­და­ვიხ­დი­დი. თბი­ლი­სამ­დე ორი სა­ა­თი უნდა გვეფ­რი­ნა. ექ­ვსი სა­ა­თი რომ გა­ვი­და, მერე მივ­ხვდი, რა­ღა­ცა­ში იყო საქ­მე და ავ­ნერ­ვი­ულ­დი. თვითმფრი­ნა­ვი რომ დაჯ­და, დე­დამ მი­თხრა, პა­რიზ­ში ჩა­მო­ვე­დი­თო. მოკ­ლედ, ჩემი და­ბა­დე­ბის დღე მე და დე­დამ პა­რი­ზის "დის­ნე­ი­ლენდში" გა­ვა­ტა­რეთ. უამ­რა­ვი სა­ჩუ­ქა­რი მი­ვი­ღე. ვი­ძახ­დი - ეს სა­ჩუ­ქა­რი მა­მი­კოს­გან, ბე­ბია, რომ ვერ ვნა­ხე - მის­გან, ეს - მა­მი­დას­გან. ბო­ლოს, ხუთი ჩე­მო­და­ნი მხო­ლოდ სა­თა­მა­შო­ე­ბით მქონ­და სავ­სე. ახ­ლაც შე­ნა­ხუ­ლი მაქვს ისი­ნი, ჩემი და თა­მა­შობს ხოლ­მე.

- რო­გორ ახერ­ხებ­დით ასე ხში­რად მოგ­ზა­უ­რო­ბას?

- მა­შინ დე­და­ჩე­მი არ მუ­შა­ობ­და. მხატ­ვა­რია და რაც საქ­მე ჰქონ­და, ძი­რი­თა­დად, სახ­ლში ას­რუ­ლებ­და ხოლ­მე. დრო­ის დიდ ნა­წილს მე მით­მობ­და. არ­და­დე­გებს სულ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში ვა­ტა­რებ­დით. მა­მა­ჩე­მი ყველ­გან გვიშ­ვებ­და. ბა­ბუ­ა­ჩემს მან­ქა­ნით სი­ა­რუ­ლი ძა­ლი­ან უყ­ვარს. დღე­საც კი, ბე­ბი­ა­ჩე­მი და ბა­ბუ­ა­ჩე­მი სა­მოგ­ზა­უ­როდ და­დი­ან. თა­ვი­დან დავ­ცი­ნო­დი, მან­ქა­ნით რომ მი­დი­ოდ­ნენ ხოლ­მე. 16 წლის ვი­ყა­ვი, რომ ვუ­თხა­რი, მეც წა­მიყ­ვა­ნეთ-მეთ­ქი. ფი­ნეთ­ში წა­ვე­დით. ნორ­ვე­გი­ა­ში რომ ჩა­ვე­დით, ზა­ფხუ­ლი იყო, ძა­ლი­ან ცხე­ლო­და. ფი­ორ­დებ­ში რომ ავე­დით, თოვ­ლი იყო და გა­ყი­ნუ­ლი წყა­ლი, გარ­შე­მო კი - ბა­ლა­ხი და ყვა­ვი­ლე­ბი. ულა­მა­ზე­სი სა­ნა­ხა­ო­ბა დაგ­ვხვდა. გა­მაკ­ვირ­ვა გერ­მა­ნე­ლე­ბის წეს­რი­გი­ა­ნო­ბამ და აკუ­რა­ტუ­ლო­ბამ. ფეხ­საც­მელ­მა ფე­ხე­ბი მატ­კი­ნა და რომ გა­ვი­ხა­დე, ერთი ცალი და­მე­კარ­გა. დიდი გზა ფეხ­შიშ­ველ­მა გა­მო­ვი­ა­რე. სას­ტუმ­რო­ში მო­სულს, ფე­ხე­ბი სუფ­თა მქონ­და...

- რო­მე­ლი ქვეყ­ნის არ­ქი­ტექ­ტუ­რას გა­მო­არ­ჩევ­დი?

- და­ნია ერო­ტი­კუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რით მოგ­ხიბ­ლავთ. მა­გა­ლი­თად, შუა მო­ე­დან­ზე დგას ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ძეგლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო აქ­ტის დროს. ასე­ვე, ორ­გი­ის ძეგლი. ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. შვე­დებს ძა­ლი­ან ლა­მა­ზი არ­ქი­ტექ­ტუ­რა აქვთ, ასე­ვე, იტა­ლი­ე­ლებ­სა და ფრან­გებს. ბარ­სე­ლო­ნა­ში გა­უ­დის სახ­ლე­ბია ულა­მა­ზე­სი, მსგავ­სი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს.

- ყვე­ლა­ზე თბი­ლი ხალ­ხი რო­მელ ქვე­ყა­ნა­შია?

- ვფიქ­რობ, რომ ეს­პა­ნეთ­ში, იტა­ლი­ა­სა და ფი­ნეთ­ში თბი­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს. თუმ­ცა იტა­ლი­ა­შიც მი­ნა­ხავს ცივი ადა­მი­ა­ნე­ბი.

- მუ­ზე­უ­მე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა გიყ­ვარს?

- კი, ძა­ლი­ან. ყვე­ლა­ზე მე­ტად კი საფ­რან­გეთ­ში, დორ­სე­სა და სალ­ვა­დორ და­ლის მუ­ზე­უ­მი მიყ­ვარს. მახ­სოვს, ფლო­რენ­ცი­ა­ში, კონ­ფუ­ცის მუ­ზე­უ­მის სა­ნა­ხა­ვად მი­ვე­დით, სა­დაც რიგს შვი­დი სა­ა­თი უნდა დავ­ლო­დე­ბო­დით. მე­ო­რე მხა­რეს კი და­ვი­ნა­ხე, ხალ­ხი რი­გის გა­რე­შე, თა­ვი­სუფ­ლად შე­დი­ო­და. ვკი­თხე, - რო­გორ ახერ­ხებთ შეს­ვლას-მეთ­ქი? - ტე­ლე­ფო­ნით წი­ნას­წარ გვაქვს და­ჯავ­შნი­ლი ბი­ლე­თე­ბიო. დავ­რე­კე, დავ­ჯავ­შნე და იმ­წამ­სვე შე­ვე­დი. არა­და, ეს თავ­ში არა­ვის მოს­ვლია და სა­ა­თო­ბით ელო­დე­ბოდ­ნენ ამ­ხე­ლა რიგს.

- შო­პინგს თუ უთ­მობ დროს, როცა უცხო­ეთ­ში ხარ?

- შო­პოჰო­ლი­კი ვარ. ინ­ტერ­ნეტ­ში თუ ნა­ხავთ, რომ ღვიძლს ყი­დის ვინ­მე, ეს მე ვიქ­ნე­ბი, რად­გან ფული ფეხ­საც­მლის­თვის მენ­დო­მე­ბა... რო­დე­საც ერთი-ორი თეთ­რი ზედ­მე­ტი მაქვს, ყო­ველ­თვის რა­ღა­ცებს ვყი­დუ­ლობ. უცხო­ე­თი­დან შო­პინ­გის გა­რე­შე არა­სო­დეს ვბრუნ­დე­ბი. დრო­საც ბევ­რს ვან­დო­მებ ხოლ­მე. სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზი­აა, სა­დაც შე­მიძ­ლია, ჩემი გე­მოვ­ნე­ბით ვი­ყი­დო რა­ღა­ცე­ბი. ჩემი მშობ­ლე­ბი ხში­რად და­დი­ან საფ­რან­გეთ­ში და ჩა­მო­აქვთ ტან­საც­მე­ლი.

- სა­ჩუქ­რე­ბი ჩა­მო­გაქვს ხოლ­მე უცხო­ე­თი­დან?

- კი, ჩა­მო­მაქვს. ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი არ მყავს, - სულ რამ­დე­ნი­მე. ვცდი­ლობ, ისე­თი რამ ჩა­მო­ვუ­ტა­ნო მათ, რაც გა­უ­ხარ­დე­ბათ და გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

- კუ­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი ალ­ბათ თან ახ­ლავს ხოლ­მე მოგ­ზა­უ­რო­ბას...

- არ არ­სე­ბობს მოგ­ზა­უ­რო­ბა კუ­რი­ო­ზე­ბის გა­რე­შე. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. მე და დედა ეს­პა­ნეთ­ში, სან­ტა სუ­სა­ნას კუ­რორტზე ვის­ვე­ნებ­დით. მახ­სოვს, კლუბ­ში მივ­დი­ო­დით. შე­სას­ვლელ­თან და­ახ­ლო­ე­ბით 15 სა­ბავ­შვო ეტლი იდგა. მშობ­ლე­ბი გა­რეთ ტო­ვებ­დნენ ბავ­შვებს. ამას მა­შინ­ვე მივ­ხვდი და ცოტა შევ­შფოთ­დი, მეც იგი­ვე ბედი არ მწვე­ო­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­დავ­რჩი დაც­ვას­თან დარ­ჩე­ნას და კლუბ­ში აღ­მოვჩ­დი. შეკ­რე­ბი­ლი იყ­ვნენ ფლა­მენ­კოს ცეკ­ვის სა­უ­კე­თე­სო რომ­ლე­ბიც რა­ღაც დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავ­დნენ. ერთ-ერ­თმა მო­ცეკ­ვა­ვემ თა­ვი­სი კას­ტა­ნი­ე­და (მუ­სი­კა­ლუ­რი საკ­რა­ვი) მა­ჩუ­ქა. უამ­რა­ვი ხალ­ხი გა­რე­და­ნაც კი უყუ­რებ­და მათ ცეკ­ვას. სწო­რედ ამ ბედ­ნი­ე­რე­ბის ჟამს ჩა­მე­ძი­ნა და ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ დამ­წყდა გული, სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში რომ გა­მეღ­ვი­ძა. ერთხელ ბე­ბი­ა­ჩე­მი გა­ქურ­დეს - ჩან­თა წა­არ­თვეს. მან ეს ისე სა­სა­ცი­ლოდ შე­ი­ცხა­და, რომ მე და ბა­ბუ­ა­ჩე­მი სი­ცი­ლით და­ვი­ხო­ცეთ, და­სახ­მა­რებ­ლა­დაც კი ვერ მი­ვე­დით. ამის შემ­დეგ ბე­ბია დიდ­ხანს არ გვე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. ისევ ბე­ბი­ა­ჩემ­ზე მახ­სენ­დე­ბა: სა­მოგ­ზა­უ­როდ რომ მივ­დი­ო­დით, იმ­დე­ნი კატ­ლე­ტი შეწ­ვა, ქვე­ყა­ნა არ დარ­ჩა, სა­დაც ხალ­ხს არ გა­უ­მას­პინ­ძლდა.

მახ­სოვს, მა­ღა­ზი­ი­დან ტან­საც­მე­ლი მო­ვი­პა­რე. დე­და­ჩე­მი რომ აი­ღებ­და რა­ი­მეს და არ მო­ე­წო­ნე­ბო­და, მე მაწ­ვდი­და, - და­კი­დეო. ისე მე­ძი­ნე­ბო­და, რომ გა­მო­ვი­ყო­ლე ყვე­ლა­ფე­რი. რა თქმა უნდა, უკან და­ვაბ­რუ­ნეთ. ერთხელ მონ­ტე-კარ­ლო­ში, ფან­ტას­ტი­კუ­რი გა­რეგ­ნო­ბის ბიჭი და­ვი­ნა­ხე. გა­დავ­წყვი­ტე, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად, მისი ყუ­რა­დღე­ბა მი­მექ­ცია. ვი­ფიქ­რე, წყალ­ში ლა­მა­ზად შევ­ცუ­რავ და ეფექტს მო­ახ­დენს-მეთ­ქი. ვერ გავ­თვა­ლე, რომ წყა­ლი ჯერ პა­ტა­რაა და შემ­დეგ ღრმავ­დე­ბა. ქვი­შა­ში პირ­და­პირ ცხვი­რით ჩა­ვერჭ­ვე. იმ ბიჭ­მა კი ძა­ლი­ან ბევ­რი იცი­ნა, შე­ვე­ცო­დე და ქვი­ში­ანს მბერ­ტყავ­და.

- რო­მე­ლი ქვეყ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლო გიყ­ვარს?

- ჩი­ნუ­რი და ია­პო­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო მიყ­ვარს. ასე­ვე მომ­წონს იტა­ლი­უ­რი საჭ­მე­ლე­ბი, თუმ­ცა ვერ ვი­ტყვი, რომ ვგიჟ­დე­ბი. ებ­რა­ე­ლებს აქვთ ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო. კრუ­ა­სა­ნებს, ნამ­ცხვრებ­სა და ფუნ­თუ­შებს ფრან­გე­ბი ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლად ამ­ზა­დე­ბენ. გერ­მა­ნე­ლე­ბი ჭა­მენ ბევ­რს და სა­ინ­ტე­რე­სო კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბი აქვთ. მა­გა­ლი­თად, თევ­ზი - ყვე­ლით, კვერ­ცხით და ა.შ. სხვა­თა შო­რის, მო­მე­წო­ნა... მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა ქვეყ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში აღ­მო­ა­ჩენთ გემ­რი­ელ კერ­ძებს.

- რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში გინ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად მოგ­ზა­უ­რო­ბა?

- ძა­ლი­ან მინ­და ქა­ლაქ­ში - რიო-დე-ჟა­ნე­ი­რო­ში და ბუ­ე­ნოს-აი­რეს­ში წას­ვლა. ისე არ მოვ­კვდე­ბი, რომ რი­ო­ში იე­სოს ძეგლი არ ვნა­ხო. თა­ნაც წა­ვი­კი­თხე, რომ მაგ ად­გილ­ზე არ­ქი­ტექ­ტო­რის შვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლა, შემ­დგომ შე­უ­ძე­ნია ის მიწა და შვი­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად, ეს ძეგლი აუ­გია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მთე­ლი ბრა­ზი­ლი­ის სიმ­ბო­ლო გახ­და. რა თქმა უნდა, კარ­ნა­ვალ­ზე დას­წრე­ბაც მინ­და. სამ­წუ­ხა­როდ, არ მაქვს ახლა იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ იმ­დე­ნი ვი­მოგ­ზა­უ­რო, რამ­დენ­საც ბავ­შვო­ბა­ში ვმოგ­ზა­უ­რობ­დი. კარ­გი იქ­ნე­ბა, ყვე­ლამ თითო "კა­პი­კი" გა­და­დოს ამ სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის. ხან­დაზ­მულ ასაკ­ში მინ­და, ჩემი პენ­სი­ით შევ­ძლო მოგ­ზა­უ­რო­ბა.

- რო­მე­ლი ქვეყ­ნის მცხოვ­რებ­ნი გვგვა­ნან ხა­სი­ა­თით?

- ბერ­ძნე­ბი. ისი­ნი ისე­თი­ვე ემო­ცი­უ­რე­ბი და ჭო­რი­კა­ნე­ბი არი­ან, რო­გორც ჩვენ. აინ­ტე­რე­სებთ, მე­ზობ­ლის სახ­ლში რა ხდე­ბა, ვის რო­გო­რი კაბა აქვს, ვინ ვის გაჰ­ყვა ცო­ლად და ა.შ.

- უცხო­ე­ლე­ბი­დან რო­მე­ლი ქვეყ­ნის მა­მა­კა­ცებს გა­მო­არ­ჩევ­დი?

- შვე­დებს მა­გა­რი კა­ცე­ბი ჰყავთ - ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რე­ბი. ადრე ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში ვამ­ბობ­დი, ქერა მა­მა­კა­ცე­ბი მომ­წონს-მეთ­ქი. ახლა კი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ შავგვრემ­ნე­ბი მირ­ჩევ­ნია. ამ­ბო­ბენ, შვიდ წე­ლი­წად­ში ერთხელ ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბა იც­ვლე­ბაო და ალ­ბათ მეც შე­მეც­ვა­ლა.

- ბო­ლოს სად იმოგ­ზა­უ­რე?

- ის­რა­ელ­ში ვი­ყა­ვი. ებ­რა­უ­ლი სის­ხლი მაქვს და ეს ქვე­ყა­ნა ისე მო­მე­წო­ნა, რომ ვამ­ბობ­დი, - აქ ვრჩე­ბი-მეთ­ქი. ბი­ზან­ტი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბი, რაც წმინ­და მი­წა­ზე ჭარ­ბობს, ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვია. ცხოვ­რე­ბით, ამე­რი­კა­ში ვი­ცხოვ­რებ­დი. თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი ძა­ლი­ან ახ­ლოს არის ჩემ­თან. სა­ქარ­თვე­ლო იმ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია მენ­ტა­ლი­ტე­ტით, რომ თუ ოდეს­მე აქ გი­ცხოვ­რია, შემ­დგომ სხვა­გან ცხოვ­რე­ბა აღარ გა­გი­ჭირ­დე­ბა.

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- 22 აპ­რილს ჩე­ხეთ­ში, პრა­ღა­ში, ჩემს ორ სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ­თან ერ­თად მივ­დი­ვარ. სპექ­ტაკ­ლი მი­აქვთ და მეც მივ­ყვე­ბი. კა­რი­ე­რას რაც შე­ე­ხე­ბა, სე­რი­ალ "შუა ქა­ლაქ­ში" ვარ. ძა­ლი­ან მომ­წონს სი­ტუ­ა­ცია, ხალ­ხი. თავს კარ­გად ვგრძნობ. გარ­და ამი­სა, მე და გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძეს რა­დიო "აფხა­ზე­თის ხმა­ში" მიგ­ვყავს გა­და­ცე­მა: "ცოტა ყავა და ბევ­რი ჭორი". მეტ-ნაკ­ლე­ბად, პრე­სა ბოლო დროს პო­ლი­ტი­კუ­რი გახ­და, ჭო­რე­ბი ნაკ­ლე­ბად იბეჭ­დე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, ჩვენ ვე­ტყვით, ვი­საც და­ა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ ვის­თან და­დის, ვის სად რა ეცვა და ა.შ. კი­დევ არის სი­ახ­ლე­ე­ბი ჩემს კა­რი­ე­რა­ში, თუმ­ცა სი­ურპრი­ზად დავ­ტო­ვებ.

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლე­ე­ბი არ არის?

- არა, სი­ახ­ლე­ე­ბი არ არის. მარ­ტო ვარ და დავ­დი­ვარ აქეთ-იქით.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რატომ გაყიდის ღვიძლს ინტერნეტით ნუკი კოშკელიშვილი

რატომ გაყიდის ღვიძლს ინტერნეტით ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი ბავშვობიდან ბევრს მოგზაურობს და როგორც ამბობს, ამით დიდ სიამოვნებას იღებს. სურვილი აქვს, მოხუცებულობის დროს, დაგროვილი პენსიით იმოგზაუროს. უამრავ კურიოზთან ერთად, ნუკი გვიყვება, როგორ აღმოჩნდა თბილისის მაგივრად - პარიზში.

- სამი კვირის დაბადებული ვიყავი, პირველად რომ ვიმოგზაურე (იცინის). 15 წელი მოსკოვში ვცხოვრობდი და დედასთან ერთად სულ აქეთ-იქით დავდიოდი ხოლმე. ხუთი წლის, ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში ვიყავი ჰოლივუდის სანახავად. თუმცა, ქალაქზე მეტად, ჩემზე "დისნეილენდმა" მოახდინა შთაბეჭდილება. კომფორტი იყო ის, რომ ატრაქციონებზე დასაჯდომ ბილეთებს ერთიანად ვყიდულობდით და არ მიწევდა დედაჩემისთვის თხოვნა, ამა თუ იმ კარუსელზე დამსვი-მეთქი. მახსოვს, დედაჩემმა ამერიკაში ახალი ტანსაცმელი მიყიდა და მთხოვა, არ დაისვაროო. ზუსტად ორი წუთი იყო გასული, "ფანტანში" რომ შევძვერი. თავიდან ბოლომდე სველი ვიყავი. ახლომახლო არაფერი იყიდებოდა, გარდა მამაკაცის მაისურისა. საჩქაროდ მიყიდა და ჩამაცვა. მაისური კოჭამდე მწვდებოდა. მეგონა, რომ გრძელი კაბა მეცვა და ამითაც კი ბედნიერი ვიყავი. ამერიკაში მშობელს უფლება არ აქვს, შვილს ქუჩაში ეჩხუბოს. შესაძლოა, ასეთი შემთხვევის დაფიქსირებისას დედობის უფლება ჩამოართვან. ამას რომ მივხვდი, დედაჩემის დაშანტაჟება დავიწყე - ეს მიყიდე, ის მიყიდე... თუ არ ყიდულობდა, ტირილს ვიწყებდი.

რა თქმა უნდა, იმ მომენტში დედა ვერ მიტანდა ხოლმე. ყველაზე კარგად მახსენდება ჩემი ცხრა წლის იუბილე. ცხრა ივნისს ოქროს დაბადების დღე მქონდა. მშობლებმა მითხრეს, რომ თბილისში უნდა გავფრენილიყავით და დაბადების დღესაც იქ გადავიხდიდი. თბილისამდე ორი საათი უნდა გვეფრინა. ექვსი საათი რომ გავიდა, მერე მივხვდი, რაღაცაში იყო საქმე და ავნერვიულდი. თვითმფრინავი რომ დაჯდა, დედამ მითხრა, პარიზში ჩამოვედითო. მოკლედ, ჩემი დაბადების დღე მე და დედამ პარიზის "დისნეილენდში" გავატარეთ. უამრავი საჩუქარი მივიღე. ვიძახდი - ეს საჩუქარი მამიკოსგან, ბებია, რომ ვერ ვნახე - მისგან, ეს - მამიდასგან. ბოლოს, ხუთი ჩემოდანი მხოლოდ სათამაშოებით მქონდა სავსე. ახლაც შენახული მაქვს ისინი, ჩემი და თამაშობს ხოლმე.

- როგორ ახერხებდით ასე ხშირად მოგზაურობას?

- მაშინ დედაჩემი არ მუშაობდა. მხატვარია და რაც საქმე ჰქონდა, ძირითადად, სახლში ასრულებდა ხოლმე. დროის დიდ ნაწილს მე მითმობდა. არდადეგებს სულ მოგზაურობაში ვატარებდით. მამაჩემი ყველგან გვიშვებდა. ბაბუაჩემს მანქანით სიარული ძალიან უყვარს. დღესაც კი, ბებიაჩემი და ბაბუაჩემი სამოგზაუროდ დადიან. თავიდან დავცინოდი, მანქანით რომ მიდიოდნენ ხოლმე. 16 წლის ვიყავი, რომ ვუთხარი, მეც წამიყვანეთ-მეთქი. ფინეთში წავედით. ნორვეგიაში რომ ჩავედით, ზაფხული იყო, ძალიან ცხელოდა. ფიორდებში რომ ავედით, თოვლი იყო და გაყინული წყალი, გარშემო კი - ბალახი და ყვავილები. ულამაზესი სანახაობა დაგვხვდა. გამაკვირვა გერმანელების წესრიგიანობამ და აკურატულობამ. ფეხსაცმელმა ფეხები მატკინა და რომ გავიხადე, ერთი ცალი დამეკარგა. დიდი გზა ფეხშიშველმა გამოვიარე. სასტუმროში მოსულს, ფეხები სუფთა მქონდა...

- რომელი ქვეყნის არქიტექტურას გამოარჩევდი?

- დანია ეროტიკული არქიტექტურით მოგხიბლავთ. მაგალითად, შუა მოედანზე დგას ქალისა და მამაკაცის ძეგლი სასიყვარულო აქტის დროს. ასევე, ორგიის ძეგლი. ჩემთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა. შვედებს ძალიან ლამაზი არქიტექტურა აქვთ, ასევე, იტალიელებსა და ფრანგებს. ბარსელონაში გაუდის სახლებია ულამაზესი, მსგავსი არაფერი მინახავს.

- ყველაზე თბილი ხალხი რომელ ქვეყანაშია?

- ვფიქრობ, რომ ესპანეთში, იტალიასა და ფინეთში თბილი ხალხი ცხოვრობს. თუმცა იტალიაშიც მინახავს ცივი ადამიანები.

- მუზეუმების დათვალიერება გიყვარს?

- კი, ძალიან. ყველაზე მეტად კი საფრანგეთში, დორსესა და სალვადორ დალის მუზეუმი მიყვარს. მახსოვს, ფლორენციაში, კონფუცის მუზეუმის სანახავად მივედით, სადაც რიგს შვიდი საათი უნდა დავლოდებოდით. მეორე მხარეს კი დავინახე, ხალხი რიგის გარეშე, თავისუფლად შედიოდა. ვკითხე, - როგორ ახერხებთ შესვლას-მეთქი? - ტელეფონით წინასწარ გვაქვს დაჯავშნილი ბილეთებიო. დავრეკე, დავჯავშნე და იმწამსვე შევედი. არადა, ეს თავში არავის მოსვლია და საათობით ელოდებოდნენ ამხელა რიგს.

- შოპინგს თუ უთმობ დროს, როცა უცხოეთში ხარ?

- შოპოჰოლიკი ვარ. ინტერნეტში თუ ნახავთ, რომ ღვიძლს ყიდის ვინმე, ეს მე ვიქნები, რადგან ფული ფეხსაცმლისთვის მენდომება... როდესაც ერთი-ორი თეთრი ზედმეტი მაქვს, ყოველთვის რაღაცებს ვყიდულობ. უცხოეთიდან შოპინგის გარეშე არასოდეს ვბრუნდები. დროსაც ბევრს ვანდომებ ხოლმე. საქართველოში რამდენიმე მაღაზიაა, სადაც შემიძლია, ჩემი გემოვნებით ვიყიდო რაღაცები. ჩემი მშობლები ხშირად დადიან საფრანგეთში და ჩამოაქვთ ტანსაცმელი.

- საჩუქრები ჩამოგაქვს ხოლმე უცხოეთიდან?

- კი, ჩამომაქვს. ძალიან ბევრი მეგობარი არ მყავს, - სულ რამდენიმე. ვცდილობ, ისეთი რამ ჩამოვუტანო მათ, რაც გაუხარდებათ და გამოიყენებენ.

- კურიოზული შემთხვევები ალბათ თან ახლავს ხოლმე მოგზაურობას...

- არ არსებობს მოგზაურობა კურიოზების გარეშე. პატარა ვიყავი. მე და დედა ესპანეთში, სანტა სუსანას კურორტზე ვისვენებდით. მახსოვს, კლუბში მივდიოდით. შესასვლელთან დაახლოებით 15 საბავშვო ეტლი იდგა. მშობლები გარეთ ტოვებდნენ ბავშვებს. ამას მაშინვე მივხვდი და ცოტა შევშფოთდი, მეც იგივე ბედი არ მწვეოდა. საბედნიეროდ, გადავრჩი დაცვასთან დარჩენას და კლუბში აღმოვჩდი. შეკრებილი იყვნენ ფლამენკოს ცეკვის საუკეთესო რომლებიც რაღაც დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ერთ-ერთმა მოცეკვავემ თავისი კასტანიედა (მუსიკალური საკრავი) მაჩუქა. უამრავი ხალხი გარედანაც კი უყურებდა მათ ცეკვას. სწორედ ამ ბედნიერების ჟამს ჩამეძინა და ვერ წარმოიდგენთ, როგორ დამწყდა გული, სასტუმროს ნომერში რომ გამეღვიძა. ერთხელ ბებიაჩემი გაქურდეს - ჩანთა წაართვეს. მან ეს ისე სასაცილოდ შეიცხადა, რომ მე და ბაბუაჩემი სიცილით დავიხოცეთ, დასახმარებლადაც კი ვერ მივედით. ამის შემდეგ ბებია დიდხანს არ გველაპარაკებოდა. ისევ ბებიაჩემზე მახსენდება: სამოგზაუროდ რომ მივდიოდით, იმდენი კატლეტი შეწვა, ქვეყანა არ დარჩა, სადაც ხალხს არ გაუმასპინძლდა.

მახსოვს, მაღაზიიდან ტანსაცმელი მოვიპარე. დედაჩემი რომ აიღებდა რაიმეს და არ მოეწონებოდა, მე მაწვდიდა, - დაკიდეო. ისე მეძინებოდა, რომ გამოვიყოლე ყველაფერი. რა თქმა უნდა, უკან დავაბრუნეთ. ერთხელ მონტე-კარლოში, ფანტასტიკური გარეგნობის ბიჭი დავინახე. გადავწყვიტე, რომ რაღაცნაირად, მისი ყურადღება მიმექცია. ვიფიქრე, წყალში ლამაზად შევცურავ და ეფექტს მოახდენს-მეთქი. ვერ გავთვალე, რომ წყალი ჯერ პატარაა და შემდეგ ღრმავდება. ქვიშაში პირდაპირ ცხვირით ჩავერჭვე. იმ ბიჭმა კი ძალიან ბევრი იცინა, შევეცოდე და ქვიშიანს მბერტყავდა.

- რომელი ქვეყნის სამზარეულო გიყვარს?

- ჩინური და იაპონური სამზარეულო მიყვარს. ასევე მომწონს იტალიური საჭმელები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ვგიჟდები. ებრაელებს აქვთ ძალიან გემრიელი სამზარეულო. კრუასანებს, ნამცხვრებსა და ფუნთუშებს ფრანგები ყველაზე გემრიელად ამზადებენ. გერმანელები ჭამენ ბევრს და საინტერესო კომბინაციები აქვთ. მაგალითად, თევზი - ყველით, კვერცხით და ა.შ. სხვათა შორის, მომეწონა... მიმაჩნია, რომ ყველა ქვეყნის სამზარეულოში აღმოაჩენთ გემრიელ კერძებს.

- რომელ ქვეყანაში გინდა ყველაზე მეტად მოგზაურობა?

- ძალიან მინდა ქალაქში - რიო-დე-ჟანეიროში და ბუენოს-აირესში წასვლა. ისე არ მოვკვდები, რომ რიოში იესოს ძეგლი არ ვნახო. თანაც წავიკითხე, რომ მაგ ადგილზე არქიტექტორის შვილი გარდაცვლილა, შემდგომ შეუძენია ის მიწა და შვილის პატივსაცემად, ეს ძეგლი აუგია. საინტერესოა, რომ მთელი ბრაზილიის სიმბოლო გახდა. რა თქმა უნდა, კარნავალზე დასწრებაც მინდა. სამწუხაროდ, არ მაქვს ახლა იმის საშუალება, რომ იმდენი ვიმოგზაურო, რამდენსაც ბავშვობაში ვმოგზაურობდი. კარგი იქნება, ყველამ თითო "კაპიკი" გადადოს ამ სიამოვნებისთვის. ხანდაზმულ ასაკში მინდა, ჩემი პენსიით შევძლო მოგზაურობა.

- რომელი ქვეყნის მცხოვრებნი გვგვანან ხასიათით?

- ბერძნები. ისინი ისეთივე ემოციურები და ჭორიკანები არიან, როგორც ჩვენ. აინტერესებთ, მეზობლის სახლში რა ხდება, ვის როგორი კაბა აქვს, ვინ ვის გაჰყვა ცოლად და ა.შ.

- უცხოელებიდან რომელი ქვეყნის მამაკაცებს გამოარჩევდი?

- შვედებს მაგარი კაცები ჰყავთ - ძალიან სიმპათიურები. ადრე ყველა ინტერვიუში ვამბობდი, ქერა მამაკაცები მომწონს-მეთქი. ახლა კი აღმოვაჩინე, რომ შავგვრემნები მირჩევნია. ამბობენ, შვიდ წელიწადში ერთხელ ადამიანის გემოვნება იცვლებაო და ალბათ მეც შემეცვალა.

- ბოლოს სად იმოგზაურე?

- ისრაელში ვიყავი. ებრაული სისხლი მაქვს და ეს ქვეყანა ისე მომეწონა, რომ ვამბობდი, - აქ ვრჩები-მეთქი. ბიზანტიური ელემენტები, რაც წმინდა მიწაზე ჭარბობს, ძალიან შთამბეჭდავია. ცხოვრებით, ამერიკაში ვიცხოვრებდი. თავისუფალი ცხოვრების სტილი ძალიან ახლოს არის ჩემთან. საქართველო იმდენად მრავალფეროვანია მენტალიტეტით, რომ თუ ოდესმე აქ გიცხოვრია, შემდგომ სხვაგან ცხოვრება აღარ გაგიჭირდება.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- 22 აპრილს ჩეხეთში, პრაღაში, ჩემს ორ საუკეთესო მეგობართან ერთად მივდივარ. სპექტაკლი მიაქვთ და მეც მივყვები. კარიერას რაც შეეხება, სერიალ "შუა ქალაქში" ვარ. ძალიან მომწონს სიტუაცია, ხალხი. თავს კარგად ვგრძნობ. გარდა ამისა, მე და გიორგი ნაზღაიძეს რადიო "აფხაზეთის ხმაში" მიგვყავს გადაცემა: "ცოტა ყავა და ბევრი ჭორი". მეტ-ნაკლებად, პრესა ბოლო დროს პოლიტიკური გახდა, ჭორები ნაკლებად იბეჭდება. სამაგიეროდ, ჩვენ ვეტყვით, ვისაც დააინტერესებს, ვინ ვისთან დადის, ვის სად რა ეცვა და ა.შ. კიდევ არის სიახლეები ჩემს კარიერაში, თუმცა სიურპრიზად დავტოვებ.

- პირად ცხოვრებაში სიახლეები არ არის?

- არა, სიახლეები არ არის. მარტო ვარ და დავდივარ აქეთ-იქით.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება