საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ნაციონალების უცნობი მეორე ნახევრები
ცნობილი ნაციონალების უცნობი მეორე ნახევრები

მარ­თა­ლია, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ ძა­ლა­უფ­ლე­ბა დათ­მო, მაგ­რამ რიგი ლი­დე­რე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი დღემ­დე არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა. ამ სტა­ტი­ა­ში შე­ვეც­დე­ბით, ცნო­ბი­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის უც­ნო­ბი მე­ო­რე ნა­ხევ­რე­ბი გა­გაც­ნოთ.

ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი 1981 წლის 28 თე­ბერ­ვალს ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და. სა­ნამ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მაია ნა­დი­რა­ძე" გახ­დე­ბო­და და სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის­თვის სი­სხ­ლ­საც დაღ­ვრი­და, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით. ჩი­ო­რას სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­გეთ, მაგ­რამ მისი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დღემ­დე უც­ნო­ბი რჩე­ბა. ქალ­ბა­ტო­ნი ჩი­ო­რას ფი­ნან­სურ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც 2012 წლის 27 მა­ისს შე­ავ­სო, ვკი­თხუ­ლობთ, რომ ჰყავს მე­უღ­ლე - ილია ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1975 წლის 19 აგ­ვის­ტოს ქა­ლაქ ბა­თუმ­ში. ჩი­ო­რას მე­უღ­ლე "რუს­თა­ვი 2"-ის სპორ­ტულ რე­დაქ­ცი­ა­ში მთარ­გმნე­ლად მუ­შა­ობს.

წყვი­ლი სა­ერ­თო ფო­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერი­დე­ბა, თუმ­ცა ჩვენ მა­ინც მო­ვი­პო­ვეთ ფოტო, რო­მელ­ზეც ილია ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელ რო­ნალ­დი­ნი­ოს­თან ერ­თად არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ჯერ კი­დევ ჟურ­ნა­ლის­ტად მუ­შა­ო­ბის დროს გა­იც­ნო. იმ პე­რი­ოდ­ში და­ვით და­ღე­ლაშ­ვი­ლი მა­შინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მინი­ს­ტრ ზუ­რაბ ჟვა­ნიას პი­რა­დი დაც­ვის წევ­რი გახ­ლდათ. ამ­ბო­ბენ, რომ ჟვა­ნიამ არა­ერ­თხელ მი­უ­თი­თა სა­კუ­თარ დაც­ვას, ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცია ამ ძა­ლი­ან კარ­გი გო­გო­ნას­თვის. მალე წყვილს ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­და და და­ქორ­წინ­დნენ. მათ სა­ერ­თო ფო­ტო­ებს და ინ­ტერ­ვი­უს პრე­სა­ში ვერ ნა­ხავთ, თუმ­ცა ჩვენ მიერ მო­პო­ვე­ბულ ფო­ტო­ზე ირ­მას მე­უღ­ლე და­ვით და­ღე­ლაშ­ვი­ლი მათ ვაჟ­თან ერ­თად არის აღ­ბეჭ­დი­ლი.

დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ შე­უ­ერ­თდა. სამი სა­მი­ნის­ტრო გა­მო­იც­ვა­ლა - სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის და ბო­ლოს თავ­დაც­ვის. კა­რი­ე­რაც სკან­და­ლუ­რად და­ას­რუ­ლა - არ­ჩევ­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გაქ­რა, შემ­დეგ ოჯახ­თან ერ­თად ამე­რი­კა­ში აღ­მოჩ­ნდა. დი­მიტ­რიმ ერ­თგვა­რი მო­დაც კი და­ამ­კვიდ­რა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, რად­გან ის პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც "ფე­ის­ბუ­ქის" სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ჯა­რო წე­რი­ლე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. შაშ­კი­ნის მე­უღ­ლე ანა ტყე­მა­ლა­ძე-შაშ­კი­ნა გახ­ლავთ. წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს. ამ­ჯე­რად ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა, თუმ­ცა ოჯა­ხუ­რი ფო­ტო­ე­ბი შტა­ტებ­ში, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი.

ბაჩო ახა­ლა­ი­ას პერ­სო­ნა სკან­და­ლუ­რად გა­მოჩ­ნდა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ცხრაწ­ლი­ან ის­ტო­რი­ა­ში და ასე­ვე სკან­და­ლუ­რად და­ას­რუ­ლა კა­რი­ე­რა. მარ­თა­ლია, დღეს ის­ტო­რი­კო­სი სი­მონ მას­ხა­რაშ­ვი­ლი მას თა­ნა­მედ­რო­ვე ცოტ­ნე და­დი­ანს უწო­დებს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ და­დი­ა­ნო­ბამ­დე ახა­ლა­ი­ას ბევ­რი უკ­ლია და გლ­და­ნის ცი­ხე­ში ყო­ველ­დღე პა­ტიმ­რე­ბის შე­ძა­ხი­ლე­ბის მოს­მე­ნა უწევს. მის­გან სა­ში­ში და და­უნ­დო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის იმი­ჯის შექ­მნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ძველ მთავ­რო­ბას თა­ვად აწყობ­და, რათა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში შიში გა­ე­ჩი­ნათ. ის ყო­ველ­თვის იქ გა­დაჰ­ყავ­დათ, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტად იყო სა­ჭი­რო მკაც­რი ხელი და ბა­ჩოც პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებ­და და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას. ახა­ლა­ი­ას დაც­ვას მა­შინ­დე­ლი მთავ­რო­ბა რომ არ ცდი­ლობ­და, ეს იქი­და­ნაც ჩანს, რომ ხში­რად ლე­გენ­დე­ბის შე­თხზვას თა­ვად უწყობ­დნენ ხელს და ერ­თმა­ნეთ­ში არე­უ­ლი ტყუ­ილ-მარ­თა­ლი, სა­ბო­ლო­ოდ, ისევ ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა ცირ­კად აქ­ცი­ეს და ხალ­ხს აჯე­რე­ბენ, რომ მი­ნის­ტრი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც პა­ტიმ­რე­ბი ათას სი­სას­ტი­კეს ჰყვე­ბი­ან, მხო­ლოდ ვაშ­ლის გათ­ლის­თვის არის და­კა­ვე­ბუ­ლი. სკან­და­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც. პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე, ირი­ნა ჰე­ი­ბე­ლი, გერ­მა­ნე­ლი გახ­ლდათ. წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი, 13 წლის მაქ­სი ჰყავთ, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ და ირი­ნა ჰე­ი­ბე­ლი შვილ­თან ერ­თად გერ­მა­ნი­ა­ში დაბ­რუნ­და. მე­ო­რე მე­უღ­ლის შე­სა­ხებ დიდი ხანი არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი. ბა­ჩოს და­კა­ვე­ბის შემ­დეგ კი ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნო. ანი აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, გარ­დაც­ვლი­ლი თა­მაზ ნა­და­რე­იშ­ვი­ლის შვი­ლი გახ­ლავთ. ანი და ბაჩო ორი წე­ლია და­ო­ჯახ­დნენ და სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ - რამ­დე­ნი­მე თვის კესო. ანი მა­ნამ­დეც იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და ჰყავს 13 წლის მა­რი­ამ კე­რე­სე­ლი­ძე. ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ბა­ჩა­ნას და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ჩა­ე­ბა და რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც უნდა გეჩ­ვე­ნოთ, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ა­არ­სა, რო­მე­ლიც უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის უფ­ლე­ბებს იცავს.

და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე სო­ფიო ჩი­ქო­ვა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ "რუს­თა­ვი 2"-ის პრო­ექტ "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ის" ჩა­მონ­გრე­უ­ლი შე­ნო­ბის სკან­და­ლი­დან გა­იც­ნო. ამ ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად პრო­ექ­ტის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი გო­გო­ნა და­შავ­და, ორი მე­მონ­ტა­ჟე - ნიკა გე­ლაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი გა­ბუ­ნია კი და­ი­ღუპ­ნენ. სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს აღ­ნიშ­ნულ ობი­ექ­ტზე ერთ-ერთი კომ­პა­ნია აწარ­მო­ებ­და, რომ­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბიც სო­ფიო ჩი­ქო­ვა­ნი და გიგა ბო­კე­რი­ას ცო­ლის­და - რუ­სუ­დან ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი გახ­ლდნენ. ფაქ­ტია, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა მა­შინ ზედა რგოლ­მა არ ისურ­ვა და პრე­ზი­დენ­ტის მუ­ქა­რა, რომ მალე ყვე­ლა­ფერს გა­მო­ი­ძი­ებ­დნენ და დამ­ნა­შა­ვე და­ის­ჯე­ბო­და, მუ­ქა­რად დარ­ჩა, რად­გან მთელ ამ ტრა­გე­დი­ა­ში დამ­ნა­შა­ვე მხო­ლოდ "პრა­რა­ბი" აღ­მოჩ­ნდა. სო­ფიო ჩი­ქო­ვა­ნის პერ­სო­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი რამ­დე­ნი­მე თვის წინ თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად ისევ შე­ახ­სე­ნა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე, რომ­ლებ­ზეც გიგი უგუ­ლა­ვა სტიპ­ტიზ­ბარ­ში მე­უღ­ლე­სა და მის და­ქა­ლებ­თან ერ­თად "გუ­ლა­ობს", კე­ზე­რაშ­ვი­ლი-ჩი­ქო­ვა­ნის წყვი­ლიც ფი­გუ­რი­რებს.

ნიკა გი­ლა­უ­რის ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა დღემ­დე ბუ­რუ­სით არის მო­ცუ­ლი. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ამ­ბობ­დნენ, რომ გი­ლა­უ­რი ერთ-ერთ ცნო­ბილ ტე­ლე­წამ­ყვან ქალ­ბა­ტონ­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მო­მა­ვალ დე­დამ­თილს სარ­ძლო არ მოს­წონ­და და ნი­კაც დე­დას და­ე­მორ­ჩი­ლა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მა­შინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ო­ჯა­ხე­ბას დე­და­ქა­ლაქ­ში ჭო­რე­ბის სე­რია მოჰ­ყვა. მა­რი­ნა შა­მუ­გი­ას და ნიკა გი­ლა­უ­რის ქორ­წი­ნე­ბის რამ­დე­ნი­მე ვერ­სია არ­სე­ბობს. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, გი­ლა­უ­რი-შა­მუ­გი­ას ქორ­წი­ნე­ბა მშობ­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, თუმ­ცა უფრო სარ­წმუ­ნო მე­ო­რე ვერ­სი­აა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მა­რი­ნა ნი­კას ბავ­შვო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი გახ­ლდათ, გო­გო­ნა გა­თხოვ­და, მაგ­რამ ქმარს მალე და­შორ­და და ძველ სიყ­ვა­რულს და­უბ­რუნ­და. მა­რი­ნა შა­მუ­გია ყო­ფი­ლი მო­დე­ლი გახ­ლავთ და ერთ-ერთ წელს სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სშიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნიკა გი­ლა­უ­რი სა­ჯა­რო პირი გახ­ლდათ, მისი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა და ფო­ტო­ე­ბი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი რჩე­ბო­და. წყვილს ერთი შვი­ლი ჰყავს, გო­გო­ნა.

გია ბა­რა­მი­ძის მე­უღ­ლე, ეკა ჯა­ფა­რი­ძე, მხატ­ვარ ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას ცოლი იყო და მათ სა­ერ­თო შვი­ლი, 28 წლის ნა­ტა­შა შენ­გე­ლა­ია ჰყავთ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბე­ბი­ას­თან, სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელ­თან ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში, პრე­სას ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბით ხში­რად ანე­ბივ­რებ­და. ბა­რა­მი­ძე-ჯა­ფა­რი­ძის წყვილს ერთი გო­გო­ნა, ანა ჰყავს.

ქეთი მე­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ცნობილი ნაციონალების უცნობი მეორე ნახევრები

ცნობილი ნაციონალების უცნობი მეორე ნახევრები

მართალია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებში დამარცხების შემდეგ ძალაუფლება დათმო, მაგრამ რიგი ლიდერების მიმართ საზოგადოების ინტერესი დღემდე არ განელებულა. ამ სტატიაში შევეცდებით, ცნობილი ნაციონალების უცნობი მეორე ნახევრები გაგაცნოთ.

ჩიორა თაქთაქიშვილი 1981 წლის 28 თებერვალს ქუთაისში დაიბადა. სანამ "ნაციონალური მოძრაობის მაია ნადირაძე" გახდებოდა და საკუთარი პარტიისთვის სი­სხ­ლ­საც დაღვრიდა, თბილისის სახელმწიფო უნ­ივერსიტეტი დაამთავრა სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ჩიორას სწავლა-განათლების შესახებ თითქმის ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ მისი გასაიდუმლოებული პირადი ცხოვრება ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი რჩება. ქალბატონი ჩიორას ფინანსურ დეკლარაციაში, რომელიც 2012 წლის 27 მაისს შეავსო, ვკითხულობთ, რომ ჰყავს მეუღლე - ილია ნიკოლაიშვილი, დაბადებული 1975 წლის 19 აგვისტოს ქალაქ ბათუმში. ჩიორას მეუღლე "რუსთავი 2"-ის სპორტულ რედაქციაში მთარგმნელად მუშაობს.

წყვილი საერთო ფოტოს გამოქვეყნებას სოციალურ ქსელში ერიდება, თუმცა ჩვენ მაინც მოვიპოვეთ ფოტო, რომელზეც ილია ნიკოლაიშვილი ცნობილ ფეხბურთელ რონალდინიოსთან ერთად არის გადაღებული.

ირმა ნადირაშვილმა მომავალი მეუღლე ჯერ კიდევ ჟურნალისტად მუშაობის დროს გაიცნო. იმ პერიოდში დავით დაღელაშვილი მაშინდელი პრემიერ-მინი­ს­ტრ ზურაბ ჟვა­ნიას პირადი დაცვის წევრი გახლდათ. ამბობენ, რომ ჟვა­ნიამ არაერთხელ მიუთითა საკუთარ დაცვას, ყურადღება მიექცია ამ ძალიან კარგი გოგონასთვის. მალე წყვილს ერთმანეთი შეუყვარდა და დაქორწინდნენ. მათ საერთო ფოტოებს და ინტერვიუს პრესაში ვერ ნახავთ, თუმცა ჩვენ მიერ მოპოვებულ ფოტოზე ირმას მეუღლე დავით დაღელაშვილი მათ ვაჟთან ერთად არის აღბეჭდილი.

დიმიტრი შაშკინი ვარდების ხელისუფლებას, მოგვიანებით, რევოლუციიდან რამდენიმე წლის შემდეგ შეუერთდა. სამი სამინისტრო გამოიცვალა - სასჯელაღსრულების, განათლების და ბოლოს თავდაცვის. კარიერაც სკანდალურად დაასრულა - არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების შემდეგ მოულოდნელად გაქრა, შემდეგ ოჯახთან ერთად ამერიკაში აღმოჩნდა. დიმიტრიმ ერთგვარი მოდაც კი დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში, რადგან ის პირველი იყო, რომელმაც "ფეისბუქის" საშუალებით საჯარო წერილები გამოაქვეყნა. შაშკინის მეუღლე ანა ტყემალაძე-შაშკინა გახლავთ. წყვილს ორი შვილი ჰყავს. ამჯერად ყოფილი მინისტრი საქართველოში იმყოფება, თუმცა ოჯახური ფოტოები შტატებში, ნაციონალების დამარცხების შემდეგ აქვს გადაღებული.

ბაჩო ახალაიას პერსონა სკანდალუ­რად გამოჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიან ისტორიაში და ასევე სკანდალურად დაასრულა კარიერა. მართალია, დღეს ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი მას თანამედროვე ცოტნე დადიანს უწოდებს, მაგრამ ფაქტია, რომ დადიანობამდე ახალაიას ბევრი უკლია და გლდანის ციხეში ყოველდღე პატიმრების შეძახილების მოსმენა უწევს. მისგან საშიში და დაუნდობელი ადამიანის იმიჯის შექმნა, სავარაუდოდ, ძველ მთავრობას თავად აწყობდა, რათა მოსახლეობაში შიში გაეჩინათ. ის ყოველთვის იქ გადაჰყავდათ, სადაც ყველაზე მეტად იყო საჭირო მკაცრი ხელი და ბაჩოც პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. ახალაიას დაცვას მაშინდელი მთავრობა რომ არ ცდილობდა, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ხშირად ლეგენდების შეთხზვას თავად უწყობდნენ ხელს და ერთმანეთში არეული ტყუილ-მართალი, საბოლოოდ, ისევ ნაციონალებმა ცირკად აქციეს და ხალხს აჯერებენ, რომ მინისტრი, რომლის შესახებაც პატიმრები ათას სისასტიკეს ჰყვებიან, მხოლოდ ვაშლის გათლისთვის არის დაკავებული. სკანდალური აღმოჩნდა მისი პირადი ცხოვრებაც. პირველი მეუღლე, ირინა ჰეიბელი, გერმანელი გახლდათ. წყვილს საერთო შვილი, 13 წლის მაქსი ჰყავთ, თუმცა რამდენიმე წელია, რაც ერთმანეთს დაშორდნენ და ირინა ჰეიბელი შვილთან ერთად გერმანიაში დაბრუნდა. მეორე მეუღლის შესახებ დიდი ხანი არაფერი იყო ცნობილი. ბაჩოს დაკავების შემდეგ კი ანი ნადარეიშვილი საზოგადოებამ გაიცნო. ანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, გარდაცვლილი თამაზ ნადარეიშვილის შვილი გახლავთ. ანი და ბაჩო ორი წელია დაოჯახდნენ და საერთო შვილი ჰყავთ - რამდენიმე თვის კესო. ანი მანამდეც იყო დაქორწინებული და ჰყავს 13 წლის მარიამ კერესელიძე. ანი ნადარეიშვილი საზოგადოებრივ საქმიანობაში ბაჩანას დაკავების შემდეგ ჩაება და რაოდენ გასაკვირიც უნდა გეჩვენოთ, არასამთავრობო ორგანიზაცია დააარსა, რომელიც უკანონოდ დაკავებული პატიმრების უფლებებს იცავს.

დავით კეზერაშვილის მეუღლე სოფიო ჩიქოვანი საზოგადოებამ "რუსთავი 2"-ის პროექტ "ვარსკვლავების აკადემიის" ჩამონგრეული შენობის სკანდალიდან გაიცნო. ამ ტრაგედიის შედეგად პროექტის ერთ-ერთი თანამშრომელი გოგონა დაშავდა, ორი მემონტაჟე - ნიკა გელაშვილი და გიორგი გაბუნია კი დაიღუპნენ. სამშენებლო სამუშაოებს აღნიშნულ ობიექტზე ერთ-ერთი კომპანია აწარმოებდა, რომლის დამფუძნებლებიც სოფიო ჩიქოვანი და გიგა ბოკერიას ცოლისდა - რუსუდან ჩერგოლეიშვილი გახლდნენ. ფაქტია, რომ პასუხისმგებლობის აღება მაშინ ზედა რგოლმა არ ისურვა და პრეზიდენტის მუქარა, რომ მალე ყველაფერს გამოიძიებდნენ და დამნაშავე დაისჯებოდა, მუქარად დარჩა, რადგან მთელ ამ ტრაგედიაში დამნაშავე მხოლოდ "პრარაბი" აღმოჩნდა. სოფიო ჩიქოვანის პერსონამ საზოგადოებას თავი რამდენიმე თვის წინ თავისდაუნებურად ისევ შეახსენა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე, რომლებზეც გიგი უგულავა სტიპტიზბარში მეუღლესა და მის დაქალებთან ერთად "გულაობს", კეზერაშვილი-ჩიქოვანის წყვილიც ფიგურირებს.

ნიკა გილაურის ოჯახური ცხოვრება დღემდე ბურუსით არის მოცული. რამდენიმე წლის წინ ამბობდნენ, რომ გილაური ერთ-ერთ ცნობილ ტელეწამყვან ქალბატონზე იყო შეყვარებული, მაგრამ მომავალ დედამთილს სარძლო არ მოსწონდა და ნიკაც დედას დაემორჩილა. რამდენიმე წლის წინ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის დაოჯახებას დედაქალაქში ჭორების სერია მოჰყვა. მარინა შამუგიას და ნიკა გილაურის ქორწინების რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, გილაური-შამუგიას ქორწინება მშობლებმა გადაწყვიტეს, თუმცა უფრო სარწმუნო მეორე ვერსიაა, რომლის თანახმადაც, მარინა ნიკას ბავშვობის სიყვარული გახლდათ, გოგონა გათხოვდა, მაგრამ ქმარს მალე დაშორდა და ძველ სიყვარულს დაუბრუნდა. მარინა შამუგია ყოფილი მოდელი გახლავთ და ერთ-ერთ წელს სილამაზის კონკურსშიც მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გილაური საჯარო პირი გახლდათ, მისი ოჯახური ცხოვრება და ფოტოები გასაიდუმლოებული რჩებოდა. წყვილს ერთი შვილი ჰყავს, გოგონა.

გია ბარამიძის მეუღლე, ეკა ჯაფარიძე, მხატვარ ნიკუშა შენგელაიას ცოლი იყო და მათ საერთო შვილი, 28 წლის ნატაშა შენგელაია ჰყავთ, რომელიც საქართველოში ბებიასთან, სოფიკო ჭიაურელთან ცხოვრების პერიოდში, პრესას ინტერვიუებით ხშირად ანებივრებდა. ბარამიძე-ჯაფარიძის წყვილს ერთი გოგონა, ანა ჰყავს.

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"