მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნათია აბრამია - C ჰეპატიტამდე და მას შემდეგ...
ნათია აბრამია - C ჰეპატიტამდე და მას შემდეგ...

ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ნა­თია აბ­რა­მია და ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვი­ლი აწარ­მო­ე­ბენ ბლოგს C ჰე­პა­ტი­ტის დი­აგ­ნო­ზით ცხოვ­რე­ბა­ზე - c-hepatiti.blogspot.co.uk - ბლო­გის სა­ხელ­წო­დე­ბაა "C ჰე­პა­ტი­ტამ­დე და შემ­დეგ". ამ­ჟა­მად ორი­ვე ცხოვ­რობს ინ­გლის­ში და მუ­შა­ობს "ბი-ბი-სი"-ზე. ისი­ნი ბლოგ­ში აღ­წე­რენ, თუ რო­გო­რი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ვირუს­მა მათ ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ზე.

ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვილს C ჰე­პა­ტი­ტის დი­აგ­ნო­ზი 2006 წელს და­უს­ვეს. მას შემ­დეგ ნა­თია და ირაკ­ლი ამ პრობ­ლე­მით და­ინ­ტე­რეს­დნენ და და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მოგ­რო­ვე­ბა და­ი­წყეს. მათი მი­ზა­ნია ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ ყვე­ლას, ვი­საც შე­ე­ხო ჰე­პა­ტი­ტის პრობ­ლე­მა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 6.7% (და­ახ­ლო­ე­ბით 200 ათა­სი ადა­მი­ა­ნია) ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ჩვენ უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ მათ ბლოგ­პოსტს.

ნა­თია აბ­რა­მი­ას ბლო­გი: მკუ­რა­ლო­ბის მე­სა­მე კვი­რა

რამ­დე­ნი რამ მინ­და:

მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბი­დან 4 კვი­რის თავ­ზე ექიმ­მა ირაკ­ლის უთხრას, რომ გან­კურ­ნე­ბის რე­ა­ლუ­რი შან­სი აქვს და რომ მხო­ლოდ მოკ­ლე კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა მო­უ­წევს (ახლა არ ვი­ცით 24 კვი­რა უნდა იკე­თოს ნემ­სი, თუ 48)

ანა­მა­რი­ამ ჩა­ა­ბა­როს თე­ატ­რა­ლურ სკო­ლა­ში, მო­ა­ხერ­ხოს თა­ვი­სი ნი­ჭის და სურ­ვი­ლე­ბის იქ რე­ა­ლი­ზე­ბა და აღარ იწუ­წუ­ნოს იმა­ზე, რომ კას­ტინ­გებ­ზე არ დამ­ყავს... ყო­ველ­დღე არ მი­თხრას სხვა ბავ­შვებს, ვი­საც მსა­ხი­ო­ბო­ბა უნ­დათ, დე­დე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ა­ნო;

დრო­უ­ლად გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი თბი­ლის­ში და ნაკ­ლე­ბად ვი­ნერ­ვი­უ­ლო იმა­ზე, რო­გორ გრძნო­ბენ თავს. ასე­ვე დრო­უ­ლად და­ვი­წყო დე­ი­და­ჩე­მის 80 წლის იუ­ბი­ლეს ორ­გა­ნი­ზე­ბა, რომ ყვე­ლაფ­რის კარ­გად მომ­ზა­დე­ბა მო­ვას­წრო;

სამ­ხრე­თი­დან სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­დე ჩრდი­ლო­ეთ ლონ­დონ­ში, სა­დაც ჩემი მე­გობ­რე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ცხოვ­რობს და სა­ღა­მოს სტუმ­რე­ბი გა­უფრ­თხი­ლებ­ლად მო­დი­ოდ­ნენ ხოლ­მე ჩემ­თან სახ­ლში;

ცოტა გა­მო­ი­და­როს ამ კუნ­ძულ­ზე, გა­ვიხ­სე­ნო რო­გო­რია მზე.

მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად მა­ინც სი­ჩუ­მე და გა­მო­ძი­ნე­ბა მინ­და!

მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ ირაკ­ლი მთე­ლი ღამე შფო­თავს!

ხან ცივა, ხან ცხე­ლა!

ფა­ჯრის გა­ღე­ბას ითხოვს - მეტი ჰა­ე­რი უნდა; მერე და­ხურ­ვას მთხოვს - გა­ი­ყი­ნა ოთა­ხი!!!

კვი­რა­ში სამ­ჯერ დი­ლით ხუთ სა­ათ­ზე ჩემი მაღ­ვი­ძა­რა რე­კავს, მერე ტაქ­სი მა­კი­თხავს და "ბი­ბი­სის" უზარ­მა­ზარ ნი­უს­რუმ­ში მივ­ყა­ვარ. იქ რამ­დე­ნი­მე ჭიქა ყა­ვას ვსვამ, რომ გა­მოვ­ფხიზ­ლდე და დი­ლის გა­მოშ­ვე­ბის და­გეგ­მვა მო­ვას­წრო. თორ­მეტ­სა­ა­თი­ა­ნი სა­მუ­შაო დღის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სახ­ლში ვბრუნ­დე­ბი...ჩემს ყუ­რა­დღე­ბას ხან ანა­მა­რია ითხოვს, ხან - ირაკ­ლი, ხან - ორი­ვე ერ­თად.

ირაკ­ლის სა­ღა­მო­ო­ბით ხან­და­ხან კარ­გი ხა­სი­ა­თის შე­ტე­ვე­ბი აქვს: მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი ენერ­გი­ის და­ხარ­ჯვას ცდი­ლობს, ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კობს, ანა­მა­რი­ას აცი­ნებს, ეთა­მა­შე­ბა, ისეთ ხმა­ზე ხარ­ხა­რე­ბენ, მე­ში­ნია მე­ზობ­ლებ­მა არ გვი­ჩივ­ლონ.

მერე უცებ უხა­სი­ა­თო­ბა შე­მო­უ­ტევს, პა­ტა­რა დე­ტალ­ზე ღი­ზი­ან­დე­ბა, ბოლო ხმა­ზე იწყებს ყვი­რილს! (ახლა კი ნამ­დვი­ლად და­რე­კა­ვენ პო­ლი­ცი­ა­ში, ყო­ველ ჯერ­ზე ამას ვფიქ­რობ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით გვი­ტა­ნენ.)

მოკ­ლედ მკურ­ნა­ლო­ბა და­ი­წყო და ყვე­ლა­ფე­რი ყი­რა­ზე დად­გა.

ირაკ­ლი დი­ლის ექვს სა­ათ­ზე თვი­თონ იმ­ზა­დებს სა­უზ­მეს. მე ამ დროს ან სახ­ლში არ ვარ, ან ლო­გი­ნი­დან თავს ვერ ვწევ. თუმ­ცა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი "კვე­ბის მე­ნე­ჯე­რი" მე ვარ. ვამ­ზა­დებ საჭ­მე­ლებს, ვით­ვლი ცხი­მის შემ­ცვე­ლო­ბას.

ლან­ჩი ორ სა­ათ­ზე უწევს!

სა­დი­ლი - ათზე!

დრო­ის გა­და­ცი­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა!

მადა არ აქვს, მაგ­რამ დღე­ში სამ­ჯერ, ტე­ლაპ­რე­ვირ­თან ერ­თად, მი­ნი­მუმ 20 გრა­მი ცხი­მი უნდა მი­ი­ღოს. ვცდი­ლობ ისე­თი კერ­ძე­ბი შევ­თა­ვა­ზო, რომ ჭამა და წამ­ლის მი­ღე­ბა დამ­თრგუნ­ვე­ლი არ გახ­დეს. რომ ლუკ­მის გა­დაყ­ლაპ­ვა კი არ და­ა­ძა­ლოს სა­კუ­თარ თავს, უბ­რა­ლოდ საჭ­მელს რომ და­ი­ნა­ხავს, გა­სინ­ჯვა მო­უნ­დეს.

უკვე რამ­დე­ნი წე­ლია ვცდი­ლობთ ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წესი და უცხი­მო დი­ე­ტა დავ­ნერ­გოთ ოჯახ­ში. რე­ცეპ­ტე­ბის წიგნ­ში ცხი­მი­ა­ნი კერ­ძე­ბი არ მაქვს. ახლა უცებ ცოტა ძნე­ლია მუდ­მი­ვად იმა­ზე ფიქ­რი რო­გორ მო­ვამ­ზა­დო მაქ­სი­მა­ლუ­რად მსუ­ყე საჭ­მე­ლი. დღი­სით კა­ლო­რი­ულ რე­ცეპ­ტებს ვე­ძებ ინ­ტერ­ნეტ­ში. გვი­ან სა­ღა­მოს ირაკ­ლის­თან ერ­თად ვჭამ. გავ­სუქ­დი!!! და ზედ­მე­ტი წონა ძა­ლი­ან ცუდ ხა­სი­ათ­ზე მა­ყე­ნებს:(

თვი­თონ ირაკ­ლის მზა­რე­უ­ლო­ბის სურ­ვი­ლი აღარ აქვს, არა­და მა­ნამ­დე კვი­რა­ში ორ­ჯერ მა­ინც გვიმ­ზა­დებ­და გემ­რი­ელ ვახ­შამს. არ მომ­წონს, რომ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მარ­ტო დავ­რჩი, თუმ­ცა იმე­დი მაქვს რომ ეს დრო­ე­ბი­თია. საჭ­მლის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში ვცდი­ლობ კერ­ძის სუნი არ დად­გეს, რომ გუ­ლის რე­ვის შეგ­რძნე­ბა არ გა­უძ­ლი­ერ­დეს. ასე­ვე ვცდი­ლობ არ გან­ვმე­ორ­დე, რომ კერ­ძე­ბი არ მო­ბეზ­რდეს. საჭ­მე­ლი, რო­მე­ლიც ერთ დღეს მოს­წონს, მე­ო­რე დღეს სა­შინ­ლად ეზი­ზღე­ბა. უკვე ვე­ღარ ვი­ყე­ნებ ერ­ბოს, მა­ი­ო­ნეზს... არ ვიცი ხვალ რას შე­ი­ძუ­ლებს.

ამის მი­უ­ხე­და­ვად კვე­ბა­ზე ნაკ­ლე­ბად ვდარ­დობ, ვიცი, რომ მო­ვა­ხერ­ხებთ რა­მეს,

მე უფრო მისი ხა­სი­ა­თი/უხა­სი­ა­თო­ბა მა­დარ­დებს. ამ მხრივ უბ­რა­ლოდ არ ცდი­ლობს რომ სა­კუ­თა­რი თავი ხელ­ში აიყ­ვა­ნოს. ძა­ლი­ან მღლის მისი მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი მხი­ა­რუ­ლე­ბა, მერე გა­და­მე­ტე­ბუ­ლი უხა­სი­ა­თო­ბა, აგ­რე­სია და ღა­მის შფო­თი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვცდი­ლობ და­ვეხ­მა­რო, არ შე­მიძ­ლია თვა­ლი დავ­ხუ­ჭო ხოლ­მე მის არა­ა­დეკ­ვა­ტურ ქმე­დე­ბა­ზე.

ამი­ტომ როცა უსა­მარ­თლოდ ჩხუ­ბობს არ ვი­პა­რე­ბი ოთა­ხი­დან და არ ვე­მუ­და­რე­ბი დამ­შვიდ­დეს. უბ­რა­ლოდ ვე­უბ­ნე­ბი, რომ არას­წო­რად იქ­ცე­ვა და თავი უნდა მო­თო­კოს.

ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ადა­მი­ანს თუკი გი­ჟი­ვით ექ­ცე­ვი, უფრო უმწვავ­დე­ბა იმის შეგ­რძნე­ბა რომ ავად არის. თუ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, მა­ინც იპო­ვის ჩხუ­ბის მი­ზეზს!

ამი­ტომ მგო­ნია, რომ უნდა გა­უფრ­თხილ­დე, უნდა შე­ე­ცა­დო არ გა­აბ­რა­ზო, მაგ­რამ ზო­მი­ე­რე­ბა არ უნდა და­კარ­გო. აზრი არ აქვს ფე­ხის წვე­რებ­ზე სი­ა­რულს და ყვე­ლა კაპ­რი­ზის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას. მან თვი­თონ უნდა გა­ი­აზ­როს, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ყვი­რი­ლი და­ი­წყოს იმის გამო, რომ რა­ღაც ითხო­ვა ხუთი წა­მის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ა­წო­დეს.

მოკ­ლედ, ყო­ველ მო­რიგ წა­მოყ­ვი­რე­ბა­ზე ვრე­ა­გი­რებ ისე, რო­გორც ამას ჩვე­უ­ლებ­რივ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­ვა­კე­თებ­დი. თუმ­ცა მე­ო­რე დი­ლით ჩემს თავს ვე­უბ­ნე­ბი რომ გუ­შინ ირაკ­ლი კი არ ყვი­რო­და, მისი დი­აგ­ნო­ზი ავ­ლენ­და აგ­რე­სი­ას. ამი­ტომ დი­ლა­ო­ბით, რო­გორც კი და­ვი­ნა­ხავ, სას­წრა­ფოდ რა­ი­მე თბილ და მო­სიყ­ვა­რუ­ლეს ვე­უბ­ნე­ბი. ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად იმა­ვე ტონ­ში მპა­სუ­ხობს... მერე აღარ ვარ­ჩევთ ვინ იყო გუ­შინ მარ­თა­ლი და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით სიმ­შვი­დე მყარ­დე­ბა.

მაგ­რამ მერე ისევ სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად პო­უ­ლობს გაბ­რა­ზე­ბის მი­ზეზს, ისევ ბოლო ხმა­ზე ყვი­რის პა­ტა­რა გა­უ­გებ­რო­ბის გამო.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბის ფონ­ზე ხდე­ბა.

იხი­ლეთ ბმუ­ლი: http://c-hepatiti.blogspot.co.uk/

ნათია აბრამია - C ჰეპატიტამდე და მას შემდეგ...

ნათია აბრამია - C ჰეპატიტამდე და მას შემდეგ...

ქართველი ჟურნალისტები ნათია აბრამია და ირაკლი იმნაიშვილი აწარმოებენ ბლოგს C ჰეპატიტის დიაგნოზით ცხოვრებაზე - c-hepatiti.blogspot.co.uk - ბლოგის სახელწოდებაა "C ჰეპატიტამდე და შემდეგ". ამჟამად ორივე ცხოვრობს ინგლისში და მუშაობს "ბი-ბი-სი"-ზე. ისინი ბლოგში აღწერენ, თუ როგორი გავლენა მოახდინა ვირუსმა მათ ოჯახურ ცხოვრებაზე.

ირაკლი იმნაიშვილს C ჰეპატიტის დიაგნოზი 2006 წელს დაუსვეს. მას შემდეგ ნათია და ირაკლი ამ პრობლემით დაინტერესდნენ და დაავადების შესახებ ინფორმაციის მოგროვება დაიწყეს. მათი მიზანია ინფორმაცია მიაწოდონ ყველას, ვისაც შეეხო ჰეპატიტის პრობლემა.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 6.7% (დაახლოებით 200 ათასი ადამიანია) ინფიცირებული. ჩვენ უცვლელად გთავაზობთ მათ ბლოგპოსტს.

ნათია აბრამიას ბლოგი: მკურალობის მესამე კვირა

რამდენი რამ მინდა:

მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის თავზე ექიმმა ირაკლის უთხრას, რომ განკურნების რეალური შანსი აქვს და რომ მხოლოდ მოკლე კურსის ჩატარება მოუწევს (ახლა არ ვიცით 24 კვირა უნდა იკეთოს ნემსი, თუ 48)

ანამარიამ ჩააბაროს თეატრალურ სკოლაში, მოახერხოს თავისი ნიჭის და სურვილების იქ რეალიზება და აღარ იწუწუნოს იმაზე, რომ კასტინგებზე არ დამყავს... ყოველდღე არ მითხრას სხვა ბავშვებს, ვისაც მსახიობობა უნდათ, დედები ეხმარებიანო;

დროულად გამოჯანმრთელდნენ ჩემი ოჯახის წევრები თბილისში და ნაკლებად ვინერვიულო იმაზე, როგორ გრძნობენ თავს. ასევე დროულად დავიწყო დეიდაჩემის 80 წლის იუბილეს ორგანიზება, რომ ყველაფრის კარგად მომზადება მოვასწრო;

სამხრეთიდან საცხოვრებლად გადავიდე ჩრდილოეთ ლონდონში, სადაც ჩემი მეგობრების უდიდესი ნაწილი ცხოვრობს და საღამოს სტუმრები გაუფრთხილებლად მოდიოდნენ ხოლმე ჩემთან სახლში;

ცოტა გამოიდაროს ამ კუნძულზე, გავიხსენო როგორია მზე.

მაგრამ ყველაფერზე მეტად მაინც სიჩუმე და გამოძინება მინდა!

მკურნალობის დაწყების შემდეგ ირაკლი მთელი ღამე შფოთავს!

ხან ცივა, ხან ცხელა!

ფაჯრის გაღებას ითხოვს - მეტი ჰაერი უნდა; მერე დახურვას მთხოვს - გაიყინა ოთახი!!!

კვირაში სამჯერ დილით ხუთ საათზე ჩემი მაღვიძარა რეკავს, მერე ტაქსი მაკითხავს და "ბიბისის" უზარმაზარ ნიუსრუმში მივყავარ. იქ რამდენიმე ჭიქა ყავას ვსვამ, რომ გამოვფხიზლდე და დილის გამოშვების დაგეგმვა მოვასწრო. თორმეტსაათიანი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სახლში ვბრუნდები...ჩემს ყურადღებას ხან ანამარია ითხოვს, ხან - ირაკლი, ხან - ორივე ერთად.

ირაკლის საღამოობით ხანდახან კარგი ხასიათის შეტევები აქვს: მოჭარბებული ენერგიის დახარჯვას ცდილობს, ხმამაღლა ლაპარაკობს, ანამარიას აცინებს, ეთამაშება, ისეთ ხმაზე ხარხარებენ, მეშინია მეზობლებმა არ გვიჩივლონ.

მერე უცებ უხასიათობა შემოუტევს, პატარა დეტალზე ღიზიანდება, ბოლო ხმაზე იწყებს ყვირილს! (ახლა კი ნამდვილად დარეკავენ პოლიციაში, ყოველ ჯერზე ამას ვფიქრობ, თუმცა ჯერჯერობით გვიტანენ.)

მოკლედ მკურნალობა დაიწყო და ყველაფერი ყირაზე დადგა.

ირაკლი დილის ექვს საათზე თვითონ იმზადებს საუზმეს. მე ამ დროს ან სახლში არ ვარ, ან ლოგინიდან თავს ვერ ვწევ. თუმცა დღის განმავლობაში მისი "კვების მენეჯერი" მე ვარ. ვამზადებ საჭმელებს, ვითვლი ცხიმის შემცველობას.

ლანჩი ორ საათზე უწევს!

სადილი - ათზე!

დროის გადაცილება არ შეიძლება!

მადა არ აქვს, მაგრამ დღეში სამჯერ, ტელაპრევირთან ერთად, მინიმუმ 20 გრამი ცხიმი უნდა მიიღოს. ვცდილობ ისეთი კერძები შევთავაზო, რომ ჭამა და წამლის მიღება დამთრგუნველი არ გახდეს. რომ ლუკმის გადაყლაპვა კი არ დააძალოს საკუთარ თავს, უბრალოდ საჭმელს რომ დაინახავს, გასინჯვა მოუნდეს.

უკვე რამდენი წელია ვცდილობთ ჯანმრთელი ცხოვრების წესი და უცხიმო დიეტა დავნერგოთ ოჯახში. რეცეპტების წიგნში ცხიმიანი კერძები არ მაქვს. ახლა უცებ ცოტა ძნელია მუდმივად იმაზე ფიქრი როგორ მოვამზადო მაქსიმალურად მსუყე საჭმელი. დღისით კალორიულ რეცეპტებს ვეძებ ინტერნეტში. გვიან საღამოს ირაკლისთან ერთად ვჭამ. გავსუქდი!!! და ზედმეტი წონა ძალიან ცუდ ხასიათზე მაყენებს:(

თვითონ ირაკლის მზარეულობის სურვილი აღარ აქვს, არადა მანამდე კვირაში ორჯერ მაინც გვიმზადებდა გემრიელ ვახშამს. არ მომწონს, რომ სამზარეულოში მარტო დავრჩი, თუმცა იმედი მაქვს რომ ეს დროებითია. საჭმლის მზადების პროცესში ვცდილობ კერძის სუნი არ დადგეს, რომ გულის რევის შეგრძნება არ გაუძლიერდეს. ასევე ვცდილობ არ განვმეორდე, რომ კერძები არ მობეზრდეს. საჭმელი, რომელიც ერთ დღეს მოსწონს, მეორე დღეს საშინლად ეზიზღება. უკვე ვეღარ ვიყენებ ერბოს, მაიონეზს... არ ვიცი ხვალ რას შეიძულებს.

ამის მიუხედავად კვებაზე ნაკლებად ვდარდობ, ვიცი, რომ მოვახერხებთ რამეს,

მე უფრო მისი ხასიათი/უხასიათობა მადარდებს. ამ მხრივ უბრალოდ არ ცდილობს რომ საკუთარი თავი ხელში აიყვანოს. ძალიან მღლის მისი მოჭარბებული მხიარულება, მერე გადამეტებული უხასიათობა, აგრესია და ღამის შფოთი.

მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ დავეხმარო, არ შემიძლია თვალი დავხუჭო ხოლმე მის არაადეკვატურ ქმედებაზე.

ამიტომ როცა უსამართლოდ ჩხუბობს არ ვიპარები ოთახიდან და არ ვემუდარები დამშვიდდეს. უბრალოდ ვეუბნები, რომ არასწორად იქცევა და თავი უნდა მოთოკოს.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანს თუკი გიჟივით ექცევი, უფრო უმწვავდება იმის შეგრძნება რომ ავად არის. თუ გაღიზიანებულია, მაინც იპოვის ჩხუბის მიზეზს!

ამიტომ მგონია, რომ უნდა გაუფრთხილდე, უნდა შეეცადო არ გააბრაზო, მაგრამ ზომიერება არ უნდა დაკარგო. აზრი არ აქვს ფეხის წვერებზე სიარულს და ყველა კაპრიზის დაკმაყოფილებას. მან თვითონ უნდა გაიაზროს, რომ არ შეიძლება ყვირილი დაიწყოს იმის გამო, რომ რაღაც ითხოვა ხუთი წამის დაგვიანებით მიაწოდეს.

მოკლედ, ყოველ მორიგ წამოყვირებაზე ვრეაგირებ ისე, როგორც ამას ჩვეულებრივ სიტუაციაში გავაკეთებდი. თუმცა მეორე დილით ჩემს თავს ვეუბნები რომ გუშინ ირაკლი კი არ ყვიროდა, მისი დიაგნოზი ავლენდა აგრესიას. ამიტომ დილაობით, როგორც კი დავინახავ, სასწრაფოდ რაიმე თბილ და მოსიყვარულეს ვეუბნები. ძალაუნებურად იმავე ტონში მპასუხობს... მერე აღარ ვარჩევთ ვინ იყო გუშინ მართალი და რამდენიმე საათით სიმშვიდე მყარდება.

მაგრამ მერე ისევ სრულიად მოულოდნელად პოულობს გაბრაზების მიზეზს, ისევ ბოლო ხმაზე ყვირის პატარა გაუგებრობის გამო.

ეს ყველაფერი ანტიდეპრესანტების ფონზე ხდება.

იხილეთ ბმული: http://c-hepatiti.blogspot.co.uk/

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები