პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ონისე გერგედავა - "აქციის ბოლოს ბატონი როლანდიც მოვიდა. ჩამეხუტა თაფლიანს და მითხრა: არ გაცივდეო"
ონისე გერგედავა - "აქციის ბოლოს ბატონი როლანდიც მოვიდა. ჩამეხუტა თაფლიანს და მითხრა: არ გაცივდეო"

"აქ­ცი­ის ბო­ლოს ბა­ტო­ნი რო­ლან­დიც მო­ვი­და. ჩა­მე­ხუ­ტა თაფ­ლი­ანს და მი­თხრა: არ გა­ცივ­დე, ჩა­იც­ვი დღეს გე­ყო­ფაო", - ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ბაჩო ახა­ლა­ი­ას მხარ­დამ­ჭე­რი ონი­სე გერ­გე­და­ვა წერს. უა­მინ­დო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დღეს 34 წლის ონი­სე გერ­გე­და­ვა ტან­ზე იხ­დის, თაფლს ის­ვამს და ღია ცის ქვეშ ჯდე­ბა. ის ამ ფორ­მით ბაჩო ახა­ლა­ი­ა­სად­მი სო­ლი­და­რო­ბას გა­მო­ხა­ტავს. ონი­სე ახა­ლა­ი­ას მხარ­და­სა­ჭე­რად გუ­შინ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მო­რი­გი პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თა.

"აქ­ცი­ის ბოლო დღეს ბა­ტო­ნი რო­ლან­დიც მო­ვი­და. ჩა­მე­ხუ­ტა თაფ­ლი­ანს და მი­თხრა: არ გა­ცივ­დე, ჩა­იც­ვი დღეს გე­ყო­ფაო. წვიმ­და და სი­ცი­ვის­გან კბი­ლებს ვა­რა­ხუ­ნებ­დი. მაგ­რამ ავუხ­სე­ნი, რომ ღმერ­თს და­ვუთ­ქვი: ისე გა­მაძ­ლე­ბი­ნოს, რო­გო­რი მარ­თა­ლიც ბა­ჩოა ამ საქ­მე­ში. რა­ღაც მაძ­ლი­ე­რებს, თო­რემ შე­იძ­ლე­ბო­და პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში გავ­ცი­ვე­ბუ­ლი­ყა­ვი ამ სა­ში­ნელ ამინ­დებ­ში. წელს უკვე 42 ადა­მი­ა­ნია ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი. ეს მეშ­ვი­დე დღეა, რაც აქ ვდგა­ვარ მარ­ტის წვი­მა­ში და ქარ­ში. მზის­გა­ნაც სა­ში­ნე­ლი დამ­წვრო­ბა მი­ვი­ღე. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლან ამით. მო­ნურ-კა­რი­ე­რის­ტუ­ლი სული რე­ჟი­მის გა­ნა­წყე­ნე­ბას ერი­დე­ბა. ღმერ­თმა შე­მაძ­ლე­ბი­ნა, რომ ბო­ლომ­დე გა­მეძ­ლო და თა­ვა­დაც დავ­რწმუნ­დი ბა­ჩოს სი­მარ­თლე­ში.

ბევ­რმა ვერ გა­ი­გო, რომ ჩემი აქ­ცი­ით, სა­კუ­თა­რი თავი კი არა ბაჩო გა­ვა­ი­გი­ვე ცოტ­ნეს გმი­რო­ბას­თან. ვინც თა­ნა­მებ­რძო­ლი გა­სა­ჭირ­ში არ მი­ა­ტო­ვა, ვინც მას­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი უსა­მარ­თლო და უსინ­დი­სო ჭო­რე­ბის­თვის გა­დაწ­ვი­ტა თვი­თონ გა­ე­ცა პა­სუ­ხი, ოღონდ სხვა არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო და თვი­თონ დას­ჯი­ლი­ყო უსა­მარ­თლოდ ამის­თვის, ვინც მი­ვი­და და თა­ვი­სი ნე­ბით ჩაჯ­და ცი­ხე­ში. ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის გარ­და ვე­რა­ფერს უმ­ტკი­ცე­ბენ. კაცი, რო­მელ­მაც ცოტ­ნეს გმი­რო­ბა გა­ი­მე­ო­რა, ბაჩო ახა­ლა­ი­აა 21-ე სა­უ­კუ­ნის ცოტ­ნე და­დი­ა­ნი! ალ­ბათ არის ამა­ში რა­ღაც გე­ნე­ტი­კუ­რი", - წერს გერ­გე­და­ვა.

ონი­სე გერ­გე­და­ვა გა­ლის რა­ი­ო­ნი­დან დევ­ნი­ლია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უცხოვ­რია და მხო­ლოდ ახ­ლა­ხან დაბ­რუნ­და. სპორ­ტსმე­ნია და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლიც - რო­გორც თა­ვად აცხა­დებს, რამ­დე­ნი­მე ტურ­ნი­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია კრივ­სა და წე­სე­ბის გა­რე­შე ბრძო­ლა­ში. მი­სი­ვე თქმით, სო­ლი­და­რო­ბის ეს უჩ­ვე­უ­ლო ფორ­მა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უსა­მარ­თლო­ბის გა­მო­ძა­ხი­ლია, რად­გან დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის სტი­ლი XIII სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლოს აგო­ნებს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა მონ­ღო­ლე­ბის ზე­წო­ლის ქვეშ იყო.

ასე­ვე იხი­ლეთ:

ბაჩო ახა­ლა­ი­ა­სად­მი სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად მა­მა­კა­ცი გა­შიშ­ვლდა და თაფ­ლი წა­ის­ვა

"დრო­ზე მო­დით გონს ქარ­თვე­ლე­ბო" - სოც.ქსე­ლე­ბის "ცოტ­ნე და­დი­ა­ნი" გვაფრ­თხი­ლებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ონისე გერგედავა - "აქციის ბოლოს ბატონი როლანდიც მოვიდა. ჩამეხუტა თაფლიანს და მითხრა: არ გაცივდეო"

ონისე გერგედავა - "აქციის ბოლოს ბატონი როლანდიც მოვიდა. ჩამეხუტა თაფლიანს და მითხრა: არ გაცივდეო"

"აქციის ბოლოს ბატონი როლანდიც მოვიდა. ჩამეხუტა თაფლიანს და მითხრა: არ გაცივდე, ჩაიცვი დღეს გეყოფაო", - ამის შესახებ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი ონისე გერგედავა წერს. უამინდობის მიუხედავად, სასამართლო პროცესის დღეს 34 წლის ონისე გერგედავა ტანზე იხდის, თაფლს ისვამს და ღია ცის ქვეშ ჯდება. ის ამ ფორმით ბაჩო ახალაიასადმი სოლიდარობას გამოხატავს. ონისე ახალაიას მხარდასაჭერად გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოშიც იმყოფებოდა, სადაც მორიგი პროცესი გაიმართა.

"აქციის ბოლო დღეს ბატონი როლანდიც მოვიდა. ჩამეხუტა თაფლიანს და მითხრა: არ გაცივდე, ჩაიცვი დღეს გეყოფაო. წვიმდა და სიცივისგან კბილებს ვარახუნებდი. მაგრამ ავუხსენი, რომ ღმერთს დავუთქვი: ისე გამაძლებინოს, როგორი მართალიც ბაჩოა ამ საქმეში. რაღაც მაძლიერებს, თორემ შეიძლებოდა პირველივე დღეებში გავცივებულიყავი ამ საშინელ ამინდებში. წელს უკვე 42 ადამიანია ვირუსით გარდაცვლილი. ეს მეშვიდე დღეა, რაც აქ ვდგავარ მარტის წვიმაში და ქარში. მზისგანაც საშინელი დამწვრობა მივიღე. ჟურნალისტები არ დაინტერესებულან ამით. მონურ-კარიერისტული სული რეჟიმის განაწყენებას ერიდება. ღმერთმა შემაძლებინა, რომ ბოლომდე გამეძლო და თავადაც დავრწმუნდი ბაჩოს სიმართლეში.

ბევრმა ვერ გაიგო, რომ ჩემი აქციით, საკუთარი თავი კი არა ბაჩო გავაიგივე ცოტნეს გმირობასთან. ვინც თანამებრძოლი გასაჭირში არ მიატოვა, ვინც მასზე გავრცელებული უსამართლო და უსინდისო ჭორებისთვის გადაწვიტა თვითონ გაეცა პასუხი, ოღონდ სხვა არ დაზიანებულიყო და თვითონ დასჯილიყო უსამართლოდ ამისთვის, ვინც მივიდა და თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში. ვისაც საქართველოს სიყვარულის გარდა ვერაფერს უმტკიცებენ. კაცი, რომელმაც ცოტნეს გმირობა გაიმეორა, ბაჩო ახალაიაა 21-ე საუკუნის ცოტნე დადიანი! ალბათ არის ამაში რაღაც გენეტიკური", - წერს გერგედავა.

ონისე გერგედავა გალის რაიონიდან დევნილია. წლების განმავლობაში საქართველოში არ უცხოვრია და მხოლოდ ახლახან დაბრუნდა. სპორტსმენია და საკმაოდ წარმატებულიც - როგორც თავად აცხადებს, რამდენიმე ტურნირის გამარჯვებულია კრივსა და წესების გარეშე ბრძოლაში. მისივე თქმით, სოლიდარობის ეს უჩვეულო ფორმა ქვეყანაში არსებული უსამართლობის გამოძახილია, რადგან დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის სტილი XIII საუკუნის საქართველოს აგონებს, როდესაც ქვეყანა მონღოლების ზეწოლის ქვეშ იყო.

ასევე იხილეთ:

ბაჩო ახალაიასადმი სოლიდარობის ნიშნად მამაკაცი გაშიშვლდა და თაფლი წაისვა

"დროზე მოდით გონს ქართველებო" - სოც.ქსელების "ცოტნე დადიანი" გვაფრთხილებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს