პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვოგის" რედაქციამ გამხდარი მოდელები დაითხოვა
"ვოგის" რედაქციამ გამხდარი მოდელები დაითხოვა

მო­და­ში სავ­სე ფორ­მი­ა­ნი ქა­ლე­ბი დაბ­რუნ­დნენ და მო­დის ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ტო­რებ­მაც ზედ­მე­ტად გამ­ხდა­რი მო­დე­ლე­ბი და­ი­თხო­ვეს.

"ვო­გის" ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის რე­დაქ­ცი­ამ მო­დე­ლე­ბის­თვის ახა­ლი კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა. ის მო­დე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც "ვო­გის­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან, 10 პუნ­ქტი და­იც­ვან, მათ შო­რის მკაც­რად გა­წე­რი­ლია ჭამა. მო­დე­ლე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან, ფო­ტო­სე­სი­ე­ბი­სა და ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის გა­და­ღე­ბის დროს შე­ის­ვე­ნონ და ისა­დი­ლონ. გა­ნი­სა­ზღვრა სა­მუ­შაო გრა­ფი­კიც - მო­დე­ლიც, ფო­ტო­მო­დე­ლი­ცა და სუ­პერ­მო­დე­ლიც ნაც­ვლად 20 სა­ა­თი­სა, დღე­ში მხო­ლოდ 10 სა­ა­თი იმუ­შა­ვებს. მათ ნება დარ­თეს, ფო­ტო­სე­სი­ის დროს პა­უ­ზა მო­ი­თხო­ვონ და ტუ­ა­ლეტ­შიც შე­ვიდ­ნენ.

მო­დე­ლებს რე­დაქ­ცია სხვა­დას­ხვა პრი­ვი­ლე­გი­ი­თაც გა­ა­ნე­ბივ­რებს - ეს ეხე­ბა გა­რან­ტი­ას შიშ­ველ, ან ნა­ხევ­რად შიშ­ველ ფო­ტო­ებ­ზე, შე­თან­ხმე­ბას შვე­ბუ­ლე­ბა­ზე, საკ­ვებ­ზე, ტრან­სპორტზე, ფო­ტო­სე­სი­ის დროს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა­სა და ხელ­ფას­ზე.

"ვო­გის" ამე­რი­კულ­მა გა­მო­ცე­მამ 16 წლამ­დე ყვე­ლა თი­ნე­ი­ჯე­რი მო­დე­ლი და­ი­თხო­ვა, ასე­ვე კონ­ტრაქ­ტი შე­უ­წყდა ყვე­ლა იმ გო­გო­ნას, რო­მელ­საც კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მა ჰქონ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

"ვოგის" რედაქციამ გამხდარი მოდელები დაითხოვა

"ვოგის" რედაქციამ გამხდარი მოდელები დაითხოვა

მოდაში სავსე ფორმიანი ქალები დაბრუნდნენ და მოდის ჟურნალის რედაქტორებმაც ზედმეტად გამხდარი მოდელები დაითხოვეს.

"ვოგის" ბრიტანული გამოცემის რედაქციამ მოდელებისთვის ახალი კონტრაქტი გააფორმა. ის მოდელები, რომლებიც "ვოგისთან" თანამშრომლობენ, ვალდებულნი არიან, 10 პუნქტი დაიცვან, მათ შორის მკაცრად გაწერილია ჭამა. მოდელები ვალდებულნი არიან, ფოტოსესიებისა და ვიდეორგოლების გადაღების დროს შეისვენონ და ისადილონ. განისაზღვრა სამუშაო გრაფიკიც - მოდელიც, ფოტომოდელიცა და სუპერმოდელიც ნაცვლად 20 საათისა, დღეში მხოლოდ 10 საათი იმუშავებს. მათ ნება დართეს, ფოტოსესიის დროს პაუზა მოითხოვონ და ტუალეტშიც შევიდნენ.

მოდელებს რედაქცია სხვადასხვა პრივილეგიითაც გაანებივრებს - ეს ეხება გარანტიას შიშველ, ან ნახევრად შიშველ ფოტოებზე, შეთანხმებას შვებულებაზე, საკვებზე, ტრანსპორტზე, ფოტოსესიის დროს ჰაერის ტემპერატურასა და ხელფასზე.

"ვოგის" ამერიკულმა გამოცემამ 16 წლამდე ყველა თინეიჯერი მოდელი დაითხოვა, ასევე კონტრაქტი შეუწყდა ყველა იმ გოგონას, რომელსაც კვებასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება