საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსახიობობიდან მწერლობამდე
მსახიობობიდან მწერლობამდე

ბევ­რი ვარ­სკვლა­ვი თუ ყო­ფი­ლი მსა­ხი­ო­ბი წერს წიგ­ნებს, ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ას, თუმ­ცა ამ­ჯე­რად მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მათ­განს გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი, ძი­რი­თა­დად ახ­ლან­დელ, "მოქ­მედ" ვარ­სკვლა­ვებს, რომ­ლებ­მაც ამ სფე­რო­შიც მი­აღ­წი­ეს გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბას. მარ­თა­ლია, ზო­გი­ერთ ვარ­სკვლავ­ზე იმა­საც ამ­ბო­ბენ, სხვე­ბი უწე­რენ წიგ­ნებს და თა­ვი­სად "ასა­ღე­ბენ", მეტი რეკ­ლა­მი­სა და პი­ა­რის­თვი­სო, მაგ­რამ მა­ინც...

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე "ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი" დღე­ვან­დელ ვარ­სკვლა­ვებს შო­რის მა­დო­ნაა. მით უმე­ტეს, რომ მან უბ­რა­ლოდ ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფია კი არ და­წე­რა, რო­გორც მისი კო­ლე­გე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა აკე­თებს, მან თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნიჭი სრუ­ლად გა­მო­ავ­ლი­ნა და სა­ბავ­შვო მწერ­ლად მოგ­ვევ­ლი­ნა. ათი წლის წინ გა­მო­უშ­ვა წიგ­ნი "ინ­გლი­სუ­რი ვარ­დე­ბი", რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე სა­ბავ­შვო მო­თხრო­ბა და ზღა­პა­რი შე­ვი­და. ამ­ბო­ბენ, რომ ინ­გლი­სელ და ამე­რი­კელ ბავ­შვებს ეს წიგ­ნი ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ, ასე რომ, მა­დო­ნას მწერ­ლუ­რი ნი­ჭიც და­ფას­და. სხვა­თა შო­რის, სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მით ასე­ვე გა­ით­ქვეს სა­ხე­ლი ტორი სპე­ლინ­გმა და ჯერი ჰო­ლი­ველ­მა.

მსა­ხი­ობ ნი­კოლ რი­ჩის მო­სა­ყო­ლი ბევ­რი აღ­მო­აჩ­ნდა - ორი წლის იყო, როცა მა­მა­მი­სი, მომ­ღე­რალ ლა­ი­ო­ნელ რი­ჩის ჯგუფ­ში მოღ­ვა­წე მომ­ღე­რა­ლი, გარ­და­იც­ვა­ლა და რი­ჩიმ და მის­მა ცოლ­მა ნი­კო­ლი იშ­ვი­ლეს, გვა­რიც მის­ცეს, მისი ნათ­ლია კი მა­იკლ ჯეკ­სო­ნი გახ­და. მო­ზარ­დო­ბი­სას საკ­მა­ოდ აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და, მე­ტის­მე­ტი დი­ე­ტე­ბის გამო ანო­რექ­სი­აც და­ე­მარ­თა და სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც მოხ­ვდა. ახლა უკვე ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლია, ქმარ-შვი­ლიც ჰყავს, თუმ­ცა მა­ინც გა­და­წყვი­ტა, რომ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ამ­ბის და­წე­რა სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და. ასე გა­მო­ვი­და მისი წიგ­ნი "სი­მარ­თლე ბრი­ლი­ან­ტე­ბის შე­სა­ხებ", რო­მელ­შიც მთა­ვა­რი გმი­რის პრო­ტო­ტი­პი სწო­რედ ნი­კო­ლია.

ცოტა ხნის წინ გა­ი­გო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რომ პა­მე­ლა ან­დერ­სონს მხო­ლოდ წი­თე­ლი სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით სირ­ბი­ლი კი არა, ცხო­ვე­ლე­ბის დაც­ვაც შე­უძ­ლია. 2004 წელს კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად წიგ­ნიც გა­მო­უშ­ვა სა­ხელ­წო­დე­ბით "ვარ­სკვლა­ვი". პა­მე­ლამ წიგნ­ზე "მთე­ლი" ერთი თვე იმუ­შა­ვა და მო­ი­გო­ნა ამ­ბა­ვი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა­ზე, რო­მე­ლიც პრო­ვინ­ცი­ი­დან ჩა­მო­ვი­და ლოს-ან­ჯე­ლეს­ში და ფო­ტო­მო­დე­ლო­ბა გა­და­წყვი­ტა.

დებ­მა კარ­და­ში­ა­ნებ­მა ვარ­დის­ფერყდი­ა­ნი წიგ­ნი გა­მო­უშ­ვეს - "კარ­და­ში­ა­ნე­ბის აღი­ა­რე­ბა­ნი". მას­ში ისი­ნი გო­გო­ნებს ას­წავ­ლი­ან, რო­გორ ჩა­იც­ვან მო­დუ­რად და რო­გო­რე­ბი იყ­ვნენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის დროს თვი­თონ.

მა­ი­ლი სა­ი­რუ­სი, რო­მე­ლიც უკვე გა­თხო­ვე­ბას აპი­რებს, მო­ზარ­დო­ბის წლებ­ში­ვე გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი და მო­სა­ყო­ლი მარ­თლაც ბევ­რი ჰქონ­და. ამი­ტო­მაც იყო, რომ 16 წლი­სამ, "დის­ნე­ის" ვარ­სკვლავ­მა, მე­მუ­ა­რე­ბი გა­მო­უშ­ვა - Mileas to Go.

ჰი­ლა­რი დაფ­მაც მომ­ღერ­ლო­ბის კა­რი­ე­რა დრო­ე­ბით გვერ­დზე გა­და­დო და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს წიგ­ნე­ბის წერა და­ი­წყო. ახალ­გაზ­რდა დე­დამ ორი წიგ­ნი გა­მო­უშ­ვა, სა­ხელ­წო­დე­ბით "ელექ­სი­რი". მისი უკა­ნას­კნე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნაღ­ვა­წის პრე­ზენ­ტა­ცია მისი ორ­სუ­ლო­ბის დროს შედ­გა.

ასე­ვე ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი აქვთ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ჯე­ნი­ფერ ლავ-ჰი­უ­იტს, გვი­ნეტ პელტრო­უს, პე­რის ჰილ­ტონს, ვე­ნუს უი­ლი­ამსსა და სხვებს, რომ­ლებ­ზეც ამ­ჯე­რად აღარ შევ­ჩერ­დე­ბით.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

მსახიობობიდან მწერლობამდე

მსახიობობიდან მწერლობამდე

ბევრი ვარსკვლავი თუ ყოფილი მსახიობი წერს წიგნებს, ავტობიოგრაფიას, თუმცა ამჯერად მხოლოდ რამდენიმე მათგანს გადავავლოთ თვალი, ძირითადად ახლანდელ, "მოქმედ" ვარსკვლავებს, რომლებმაც ამ სფეროშიც მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას. მართალია, ზოგიერთ ვარსკვლავზე იმასაც ამბობენ, სხვები უწერენ წიგნებს და თავისად "ასაღებენ", მეტი რეკლამისა და პიარისთვისო, მაგრამ მაინც...

ერთ-ერთი ყველაზე "ცნობილი მწერალი" დღევანდელ ვარსკვლავებს შორის მადონაა. მით უმეტეს, რომ მან უბრალოდ ავტობიოგრაფია კი არ დაწერა, როგორც მისი კოლეგების უმრავლესობა აკეთებს, მან თავისი შემოქმედებითი ნიჭი სრულად გამოავლინა და საბავშვო მწერლად მოგვევლინა. ათი წლის წინ გამოუშვა წიგნი "ინგლისური ვარდები", რომელშიც რამდენიმე საბავშვო მოთხრობა და ზღაპარი შევიდა. ამბობენ, რომ ინგლისელ და ამერიკელ ბავშვებს ეს წიგნი ძალიან მოეწონათ, ასე რომ, მადონას მწერლური ნიჭიც დაფასდა. სხვათა შორის, საბავშვო წიგნების გამოცემით ასევე გაითქვეს სახელი ტორი სპელინგმა და ჯერი ჰოლიველმა.

მსახიობ ნიკოლ რიჩის მოსაყოლი ბევრი აღმოაჩნდა - ორი წლის იყო, როცა მამამისი, მომღერალ ლაიონელ რიჩის ჯგუფში მოღვაწე მომღერალი, გარდაიცვალა და რიჩიმ და მისმა ცოლმა ნიკოლი იშვილეს, გვარიც მისცეს, მისი ნათლია კი მაიკლ ჯეკსონი გახდა. მოზარდობისას საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა, მეტისმეტი დიეტების გამო ანორექსიაც დაემართა და საავადმყოფოშიც მოხვდა. ახლა უკვე ცნობილი და წარმატებულია, ქმარ-შვილიც ჰყავს, თუმცა მაინც გადაწყვიტა, რომ თავისი ცხოვრების შესახებ ამბის დაწერა საინტერესო იქნებოდა. ასე გამოვიდა მისი წიგნი "სიმართლე ბრილიანტების შესახებ", რომელშიც მთავარი გმირის პროტოტიპი სწორედ ნიკოლია.

ცოტა ხნის წინ გაიგო საზოგადოებამ, რომ პამელა ანდერსონს მხოლოდ წითელი საცურაო კოსტიუმით სირბილი კი არა, ცხოველების დაცვაც შეუძლია. 2004 წელს კი მოულოდნელად წიგნიც გამოუშვა სახელწოდებით "ვარსკვლავი". პამელამ წიგნზე "მთელი" ერთი თვე იმუშავა და მოიგონა ამბავი ახალგაზრდა გოგონაზე, რომელიც პროვინციიდან ჩამოვიდა ლოს-ანჯელესში და ფოტომოდელობა გადაწყვიტა.

დებმა კარდაშიანებმა ვარდისფერყდიანი წიგნი გამოუშვეს - "კარდაშიანების აღიარებანი". მასში ისინი გოგონებს ასწავლიან, როგორ ჩაიცვან მოდურად და როგორები იყვნენ შეყვარებულობის დროს თვითონ.

მაილი საირუსი, რომელიც უკვე გათხოვებას აპირებს, მოზარდობის წლებშივე გახდა პოპულარული და მოსაყოლი მართლაც ბევრი ჰქონდა. ამიტომაც იყო, რომ 16 წლისამ, "დისნეის" ვარსკვლავმა, მემუარები გამოუშვა - Mileas to Go.

ჰილარი დაფმაც მომღერლობის კარიერა დროებით გვერდზე გადადო და ერთ მშვენიერ დღეს წიგნების წერა დაიწყო. ახალგაზრდა დედამ ორი წიგნი გამოუშვა, სახელწოდებით "ელექსირი". მისი უკანასკნელი ლიტერატურული ნაღვაწის პრეზენტაცია მისი ორსულობის დროს შედგა.

ასევე ავტობიოგრაფიები აქვთ გამოშვებული ჯენიფერ ლავ-ჰიუიტს, გვინეტ პელტროუს, პერის ჰილტონს, ვენუს უილიამსსა და სხვებს, რომლებზეც ამჯერად აღარ შევჩერდებით.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს