პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლანა ქუთათელაძის პასუხი გიორგი ხაბურზანიას
ლანა ქუთათელაძის პასუხი გიორგი ხაბურზანიას

გა­სულ კვი­რას ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გში" გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ას ინ­ტერ­ვიუ და­ი­ბეჭ­და. გი­ორ­გი ამ­ბობ­და, რომ "მაგ­თი­ფა­ნი", რო­მე­ლიც მალე "მა­ესტროს" ეთერ­ში გავა, ძა­ლი­ან ჰგავს "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ას". შე­სა­ბა­მი­სად, "მაგ­თი­ფა­ნის" შემ­ქმნე­ლებს შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ და სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლონ. გი­ორ­გის თქმით, მას "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ის" ლი­ცენ­ზი­ის მფლო­ბე­ლი ჰო­ლან­დი­უ­რი კომ­პა­ნია "ენ­დე­მო­ლი" და­უ­კავ­შირ­და და ჰკი­თხა, რა ახა­ლი პრო­ექ­ტი მზად­დე­ბო­და "მა­ესტრო­ზე". ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით "მაგ­თი­ფა­ნის" მთა­ვარ პრო­დი­უ­სერ ლანა ქუ­თა­თე­ლა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დი.

- ლანა, გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ას თქმით, "მაგ­თი­ფანს" შე­იძ­ლე­ბა, პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნას "ენ­დე­მოლ­თან", რად­გან პრო­ექ­ტი მათ­გან არ გი­ყი­დი­ათ. რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა გა­მარ­თლდეს გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ას პროგ­ნო­ზი?

- ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ უნდა გვე­ყი­და "ენ­დე­მო­ლის­გან" პრო­ექ­ტი?

- გი­ორ­გის თქმით, "მაგ­თი­ფა­ნის" რეკ­ლა­მე­ბი რომ ნახა, გა­უჩ­ნდა აზრი, რომ თქვე­ნი პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან ჰგავს "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ას".

- "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ას­თან" და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ვიცი, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ამ პრო­ექ­ტზე მე თვი­თონ ვმუ­შა­ობ­დი. გა­სა­გე­ბია, რა­ზე­ცაა სა­უ­ბა­რი. რეკ­ლა­მე­ბი­დან გა­ა­კე­თოს ადა­მი­ან­მა დას­კვნა იმის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნად ჰგავს "მაგ­თი­ფა­ნი" რო­მე­ლი­მე პრო­ექტს, არ გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ ეს არა­სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა? რეკ­ლა­მე­ბი­დან ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გა­ა­კე­თებ დას­კვნებს, "მაგ­თი­ფა­ნი" რო­მე­ლი­მე პრო­ექ­ტის ანა­ლო­გი არის თუ არა. "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ას­თან" მისი მსგავ­სე­ბა მხო­ლოდ ისაა, რომ ორი­ვე მუ­სი­კა­ლუ­რი რე­ა­ლუ­რი შოუა. ამით ამ ორ პრო­ექტს შო­რის ყვე­ლა­ნა­ი­რი მსგავ­სე­ბა მთავ­რდე­ბა. თუკი ჩვენ შეგ­ვექ­მნე­ბა პრობ­ლე­მე­ბი "სტარ აკა­დე­მი­ის" ავ­ტო­რებ­თან, მგო­ნი, ეს ჩვე­ნი საქ­მეა და არა სხვა არ­ხე­ბის. ჩვენ გა­ვარ­კვევთ ურ­თი­ერ­თო­ბას "ენ­დე­მოლ­თან".

- გი­ორ­გი "რე­ი­ტინგთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში იმა­საც ამ­ბობს, რომ "ენ­დე­მო­ლი­დან" უკვე და­უ­კავ­შირ­დნენ და ჰკი­თხეს, რა პრო­ექ­ტი მზად­დე­ბო­და "მა­ესტრო­ზე", რად­გან "რუს­თა­ვი 2" ყო­ველ­თვის ნო­ვა­ტო­რია და ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი შე­მო­აქვთ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- ძა­ლი­ან ცდე­ბით, რო­დე­საც ამ სა­კითხს ასეთ ფორ­მუ­ლი­რე­ბას აძ­ლევთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ა­ლუ­რი შოუს ნო­ვა­ტო­რი მა­მუ­კა ღლონ­ტი იყო.

- გი­ორ­გი ამ შემ­თხვე­ვა­ში მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტებს გუ­ლის­ხმობ­და.

- გა­სა­გე­ბია, რომ გი­ორ­გი არის მა­ღა­ლი დო­ნის პრო­დი­უ­სე­რი, რო­მე­ლიც ბევ­რი წე­ლია, "ენ­დე­მოლ­თან" ურ­თი­ერ­თობს. ყი­დუ­ლობს მათ­გან ლი­ცენ­ზი­ებს, რის შემ­დე­გაც "რუს­თა­ვი 2"-ზე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ექ­ტე­ბი კეთ­დე­ბა, მაგ­რამ ეს პრო­ექ­ტი არის "მაგ­თი­ფა­ნი" და არა "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მია", რო­მელ­საც აქვს თა­ვი­სი ფორ­მა­ტი და თა­ვი­სი წე­სე­ბი, ამი­ტომ ჩვენ არ ჩავ­თვა­ლეთ სა­ჭი­როდ, რომ "ენ­დე­მო­ლის­გან" უნდა გვე­ყი­და. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ეს არაა "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მია". ესაა "მა­ესტროს" პრო­ექ­ტი, ავ­ტო­რი კი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, "მა­ესტროს" მთლი­ა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დია.

- რო­დის გავა "მაგ­თი­ფა­ნი" ეთერ­ში?

- 15 აპ­რილს გა­ვალთ ეთერ­ში საპ­რე­ზენ­ტა­ციო ფილ­მე­ბით და 24 აპ­რილს იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი ლა­ივ­კონ­ცერ­ტი.

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ლანა ქუთათელაძის პასუხი გიორგი ხაბურზანიას

ლანა ქუთათელაძის პასუხი გიორგი ხაბურზანიას

გასულ კვირას ჟურნალ "რეიტინგში" გიორგი ხაბურზანიას ინტერვიუ დაიბეჭდა. გიორგი ამბობდა, რომ "მაგთიფანი", რომელიც მალე "მაესტროს" ეთერში გავა, ძალიან ჰგავს "ვარსკვლავების აკადემიას". შესაბამისად, "მაგთიფანის" შემქმნელებს შეიძლება პრობლემები შეექმნათ და საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულონ. გიორგის თქმით, მას "ვარსკვლავების აკადემიის" ლიცენზიის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია "ენდემოლი" დაუკავშირდა და ჰკითხა, რა ახალი პროექტი მზადდებოდა "მაესტროზე". ამ საკითხთან დაკავშირებით "მაგთიფანის" მთავარ პროდიუსერ ლანა ქუთათელაძეს დავუკავშირდი.

- ლანა, გიორგი ხაბურზანიას თქმით, "მაგთიფანს" შეიძლება, პრობლემები შეექმნას "ენდემოლთან", რადგან პროექტი მათგან არ გიყიდიათ. რამდენად შეიძლება გამართლდეს გიორგი ხაბურზანიას პროგნოზი?

- ვერ ვხვდები, რატომ უნდა გვეყიდა "ენდემოლისგან" პროექტი?

- გიორგის თქმით, "მაგთიფანის" რეკლამები რომ ნახა, გაუჩნდა აზრი, რომ თქვენი პროექტი ძალიან ჰგავს "ვარსკვლავების აკადემიას".

- "ვარსკვლავების აკადემიასთან" დაკავშირებით ყველაფერი კარგად ვიცი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროექტზე მე თვითონ ვმუშაობდი. გასაგებია, რაზეცაა საუბარი. რეკლამებიდან გააკეთოს ადამიანმა დასკვნა იმის შესახებ, რამდენად ჰგავს "მაგთიფანი" რომელიმე პროექტს, არ გეჩვენებათ, რომ ეს არასერიოზული დამოკიდებულებაა? რეკლამებიდან ვერანაირად ვერ გააკეთებ დასკვნებს, "მაგთიფანი" რომელიმე პროექტის ანალოგი არის თუ არა. "ვარსკვლავების აკადემიასთან" მისი მსგავსება მხოლოდ ისაა, რომ ორივე მუსიკალური რეალური შოუა. ამით ამ ორ პროექტს შორის ყველანაირი მსგავსება მთავრდება. თუკი ჩვენ შეგვექმნება პრობლემები "სტარ აკადემიის" ავტორებთან, მგონი, ეს ჩვენი საქმეა და არა სხვა არხების. ჩვენ გავარკვევთ ურთიერთობას "ენდემოლთან".

- გიორგი "რეიტინგთან" ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ "ენდემოლიდან" უკვე დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, რა პროექტი მზადდებოდა "მაესტროზე", რადგან "რუსთავი 2" ყოველთვის ნოვატორია და ახალი პროექტები შემოაქვთ საქართველოში.

- ძალიან ცდებით, როდესაც ამ საკითხს ასეთ ფორმულირებას აძლევთ. საქართველოში რეალური შოუს ნოვატორი მამუკა ღლონტი იყო.

- გიორგი ამ შემთხვევაში მუსიკალურ პროექტებს გულისხმობდა.

- გასაგებია, რომ გიორგი არის მაღალი დონის პროდიუსერი, რომელიც ბევრი წელია, "ენდემოლთან" ურთიერთობს. ყიდულობს მათგან ლიცენზიებს, რის შემდეგაც "რუსთავი 2"-ზე არაჩვეულებრივი პროექტები კეთდება, მაგრამ ეს პროექტი არის "მაგთიფანი" და არა "ვარსკვლავების აკადემია", რომელსაც აქვს თავისი ფორმატი და თავისი წესები, ამიტომ ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ "ენდემოლისგან" უნდა გვეყიდა. გამომდინარე აქედან, ეს არაა "ვარსკვლავების აკადემია". ესაა "მაესტროს" პროექტი, ავტორი კი, შეიძლება ითქვას, "მაესტროს" მთლიანი შემოქმედებითი გუნდია.

- როდის გავა "მაგთიფანი" ეთერში?

- 15 აპრილს გავალთ ეთერში საპრეზენტაციო ფილმებით და 24 აპრილს იქნება პირველი ლაივკონცერტი.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები