პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აკეთებენ მდიდარი რუსების შვილები
რას აკეთებენ მდიდარი რუსების შვილები

რუსი მი­ლი­არ­დე­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის შე­სა­ხებ ბევ­რი არ ილა­პა­რა­კონ. თუმ­ცა გულ­მოდ­გი­ნედ და­მა­ლუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მა­ინც ხდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი.

მა­გა­ლი­თად, რო­მან აბ­რა­მო­ვი­ჩის 19 წლის ვაჟ­მა არ­კა­დიმ ცოტა ხნის წინ თა­ვი­სი პირ­ვე­ლი მსხვი­ლი გა­რი­გე­ბა გა­ა­ფორ­მა - წილი იყი­და ციმ­ბი­რის ნავ­თობ­სა­ბა­დო­ში 46 მლნ დო­ლა­რად. 2010 წელს მა­მის გზით წა­სუ­ლი არ­კა­დი ცდი­ლობ­და და­ნი­უ­რი სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის" ყიდ­ვას, თუმ­ცა ეს გა­რი­გე­ბა ჩა­ე­შა­ლა. ინ­გლის­ში ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ­ში მან მა­მის კლუ­ბი, ინ­გლი­სუ­რი "ჩელ­სი" ჩა­ი­ბა­როს სა­მარ­თა­ვად.

მი­ლი­არ­დერ დი­მიტ­რი რი­ბო­ლოვ­ლე­ვის 23 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ეკა­ტე­რი­ნა ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი ძვირ­ფა­სი შე­ნა­ძე­ნე­ბით. მა­გა­ლი­თად, შარ­შან 88 მლნ დო­ლა­რად იყი­და ნიუ-იორ­კის ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ბინა, რო­მელ­შიც ამე­რი­კა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში იცხოვ­რებს.

რძის მაგ­ნა­ტის, სერ­გეი პლას­ტი­ნი­ნის 20 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი კირა და­ლა­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს და თან მო­დე­ლი­ე­რის კა­რი­ე­რას აწყობს. გარ­და ამი­სა, მოს­კოვ­ში მას მო­დის მა­ღა­ზი­ე­ბის ქსე­ლი ეკუთ­ვნის. ამ­ბო­ბენ, რომ კირა პლას­ტი­ნი­ნას ტან­საც­მლის კო­ლექ­ცი­ის გა­სა­პი­ა­რებ­ლად პე­რის ჰილ­ტო­ნის ჩა­მოყ­ვა­ნა ხუთი წლის წინ მა­მა­მისს 2 მლნ დო­ლა­რი და­უჯ­და.

თუმ­ცა ყვე­ლა ოლი­გარ­ქი არ უნა­წი­ლებს ქო­ნე­ბას შვი­ლებს. მა­გა­ლი­თად, "ინ­ტე­რრო­ი­სის" მფლო­ბე­ლის, ვლა­დი­მირ პო­ტა­ნი­ნის ქა­ლიშ­ვილ­მა ანას­ტა­სი­ამ ჯერ კი­დევ 2010 წელს გა­მო­ა­ცხა­და, რომ სავ­სე­ბით ეთან­ხმე­ბა მა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მთე­ლი ფული ქველ­მოქ­მე­დე­ბას მო­ახ­მა­როს. ანას­ტა­სი­ას ბიზ­ნე­სი ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებს. ის აკ­ვა­ბა­იკ­ში მსოფ­ლი­ოს სამ­გზის ჩემ­პი­ო­ნია.

ამ წლის და­სა­წყის­ში კომ­პა­ნია "ლუ­კო­ი­ლის" პრე­ზი­დენ­ტმა ვა­გიპ ალეკპე­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რო­დე­საც მისი ვაჟი იუ­სუფ ალეკპე­რო­ვი, რო­მე­ლიც ახლა ციმ­ბირ­ში მე­ნავ­თო­ბედ მუ­შა­ობს, მა­მის კომ­პა­ნი­ას მი­ი­ღებს მემ­კვიდ­რე­ო­ბით, ამას რამ­დე­ნი­მე აუ­ცი­ლებ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაც ექ­ნე­ბა. "ჩემს ვაჟს არ ექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა, კომ­პა­ნია გა­ყოს ან გა­ყი­დოს. ასე რომ, თა­ვად უნდა აირ­ჩი­ოს თა­ვი­სი მო­მა­ვა­ლი. თუ და­ი­ცავს პი­რო­ბებს, ჩემი მემ­კვიდ­რე იქ­ნე­ბა", - და­ას­კვნა ალეკპე­როვ­მა.

The Guardian

რას აკეთებენ მდიდარი რუსების შვილები

რას აკეთებენ მდიდარი რუსების შვილები

რუსი მილიარდერები ცდილობენ, თავიანთი შვილების მომავლის შესახებ ბევრი არ ილაპარაკონ. თუმცა გულმოდგინედ დამალული ინფორმაცია მაინც ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

მაგალითად, რომან აბრამოვიჩის 19 წლის ვაჟმა არკადიმ ცოტა ხნის წინ თავისი პირველი მსხვილი გარიგება გააფორმა - წილი იყიდა ციმბირის ნავთობსაბადოში 46 მლნ დოლარად. 2010 წელს მამის გზით წასული არკადი ცდილობდა დანიური საფეხბურთო კლუბ "კოპენჰაგენის" ყიდვას, თუმცა ეს გარიგება ჩაეშალა. ინგლისში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მომავალში მან მამის კლუბი, ინგლისური "ჩელსი" ჩაიბაროს სამართავად.

მილიარდერ დიმიტრი რიბოლოვლევის 23 წლის ქალიშვილი ეკატერინა ცნობილია თავისი ძვირფასი შენაძენებით. მაგალითად, შარშან 88 მლნ დოლარად იყიდა ნიუ-იორკის ყველაზე ძვირად ღირებული ბინა, რომელშიც ამერიკაში სწავლის პერიოდში იცხოვრებს.

რძის მაგნატის, სერგეი პლასტინინის 20 წლის ქალიშვილი კირა დალასის უნივერსიტეტში სწავლობს და თან მოდელიერის კარიერას აწყობს. გარდა ამისა, მოსკოვში მას მოდის მაღაზიების ქსელი ეკუთვნის. ამბობენ, რომ კირა პლასტინინას ტანსაცმლის კოლექციის გასაპიარებლად პერის ჰილტონის ჩამოყვანა ხუთი წლის წინ მამამისს 2 მლნ დოლარი დაუჯდა.

თუმცა ყველა ოლიგარქი არ უნაწილებს ქონებას შვილებს. მაგალითად, "ინტერროისის" მფლობელის, ვლადიმირ პოტანინის ქალიშვილმა ანასტასიამ ჯერ კიდევ 2010 წელს გამოაცხადა, რომ სავსებით ეთანხმება მამის გადაწყვეტილებას, მთელი ფული ქველმოქმედებას მოახმაროს. ანასტასიას ბიზნესი ნაკლებად აინტერესებს. ის აკვაბაიკში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.

ამ წლის დასაწყისში კომპანია "ლუკოილის" პრეზიდენტმა ვაგიპ ალეკპეროვმა განაცხადა, რომ როდესაც მისი ვაჟი იუსუფ ალეკპეროვი, რომელიც ახლა ციმბირში მენავთობედ მუშაობს, მამის კომპანიას მიიღებს მემკვიდრეობით, ამას რამდენიმე აუცილებლად შესასრულებელი პირობაც ექნება. "ჩემს ვაჟს არ ექნება უფლება, კომპანია გაყოს ან გაყიდოს. ასე რომ, თავად უნდა აირჩიოს თავისი მომავალი. თუ დაიცავს პირობებს, ჩემი მემკვიდრე იქნება", - დაასკვნა ალეკპეროვმა.

The Guardian

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა