მარკ ენტონი მესამედ ქორწინდება?

მარკ ენტონი მესამედ ქორწინდება?

დაახლოებით ერთი წლის წინ მარკ ენტონი მეუღლეს, ჯენიფერ ლოპესს 7 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. როგორც ჩანს, მომღერალი მზადაა, საკურთხეველთან კიდევ ერთხელ მივიდეს.

ამჯერად მარკის რჩეული 22 წლის ხლოი გრინი - Topshop-ის იმპერიის მემკვიდრეა. წყვილი ერთმანეთს რამდენიმე თვეა ხვდება.

ამ დროისთვის კი ხლოი და მარკი ახალ სახლს ეძებენ, სადაც ერთად იცხოვრებენ. წყვილი სახლს მაიამიში ან ნიუ-იორკში ეძებს.

ფაქტს არ გამოხმაურებია მარკის ყოფილი მეუღლე, თუმცა ის უყურადღებოდ მაინც არ დატოვეს ჯენიფერის თაყვანისმცემლებმა. მათი აზრით, მარკს ცოლად მეორე ჯენიფერი მოყავს: ისეთივე ვარცხნილობით, თმის ფერით, სახის მსგავსი ნაკვთებით და ჩაცმის სტილით.

მარკ ენტონის და ჯენიფერ ლოპესს ქორწინებიდან 2 შვილი, ტყუპები - ემა და მაქსი ჰყავთ. ჯენიფერი ახლა 25 წლის მოცეკვავეს, კასპერ სმარტს ხვდება.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება