პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”რეიტინგი” ნინი შერმადინის ბრალდებებს ინტერვიუს აუდიოჩანაწერით პასუხობს
”რეიტინგი” ნინი შერმადინის ბრალდებებს ინტერვიუს აუდიოჩანაწერით პასუხობს

ბოლო დროს რეს­პონ­დენ­ტე­ბის მხრი­დან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ლან­ძღვი­სა და მათ­ზე "ხე­ლის შეწ­მენ­დის" ფაქ­ტე­ბი გახ­შირ­და. ამი­ტომ ჟურ­ნალ­მა "რე­ი­ტინ­გმა" სა­ჭი­როდ ჩავ­თვა­ლა მო­რი­გი ცი­ლის­წა­მე­ბა უპა­სუ­ხოდ არ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, როცა მომ­ღე­რა­ლი ნინი შერ­მა­დი­ნი ამე­რი­კი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა ხნით დაბ­რუნ­და, "რე­ი­ტინ­გი" მას სახ­ლში ეს­ტუმ­რა და მო­ნატ­რე­ბულ მომ­ღე­რალ­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა.

ინ­ტერ­ვი­უს თემა მისი ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა და იქ მიღ­წე­უ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი წარ­მა­ტე­ბე­ბი იყო. ინ­ტერ­ვი­უს ბო­ლოს ნინი სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ებ­რა­ე­ლებ­საც შე­ე­ხო, რბი­ლად რომ ვთქვათ, არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო კონ­ტექ­სტში მო­იხ­სე­ნია. შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც ამე­რი­კის ერთ-ერთ შტა­ტის მეტ­რო­ში მოხ­და, ნი­ნი­სა და ებ­რა­ელ მორ­წმუ­ნე­ებს შო­რის, ნი­ნიმ ჟურ­ნა­ლის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში დე­ტა­ლუ­რად გა­შა­ლა. ინ­ტერ­ვი­უს ამ ნა­წილს უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. უკვე ერთი თვეა, ამ მა­სა­ლა­ზე კო­მენ­ტა­რებს ტო­ვე­ბენ გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი და არა მხო­ლოდ ისი­ნი.

მომ­ღე­რალ­მა ბევ­რი იფიქ­რა თუ ცოტა, სი­ტუ­ა­ცი­ი­დან "იოლი" გა­მო­სა­ვა­ლი მო­ძებ­ნა და ყვე­ლა­ფე­რი ჟურ­ნალს და ჟურ­ნა­ლისტს გა­და­აბ­რა­ლა. მას ამე­რი­კა­ში სკა­ი­პის სა­შუ­ა­ლე­ბით და­უ­კავ­შირ­და საიტ "ვარ­სკვლა­ვე­ბის" რე­დაქ­ტო­რი ბესო ჩუ­ბი­ნი­ძე და ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი სთხო­ვა. ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში, რო­მე­ლიც უკვე "ფე­ის­ბუქ­ზეც" გავ­რცელ­და, ნინი თავს იმარ­თლებს, ბო­დიშს იხ­დის და ამ "გა­უ­გებ­რო­ბა­ში" ჟურ­ნალს ადა­ნა­შა­უ­ლებს. ამ­ბობს, რომ ეს არ არის მისი შეც­დო­მა, ამ­ბობს, რომ, რო­გორც ჩანს, მა­სა­ლის შე­მოკ­ლე­ბის მიზ­ნით ინ­ტერ­ვი­უს ის ფრა­ზე­ბი აკ­ლია, რო­მელ­მაც მა­სა­ლა და­ა­მა­ხინ­ჯა და კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯილ­მა ფრა­ზებ­მა გა­ა­ნა­წყე­ნა ებ­რა­ე­ლე­ბი. გთა­ვა­ზობთ ჩა­ნა­წერს, ინ­ტერ­ვი­უს იმ ნა­წილს, რო­მელ­საც ეს ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

იხი­ლეთ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

იხი­ლეთ ბმუ­ლი: ნინი შერ­მა­დი­ნი: "ყვე­ლა­ზე არა­ვაჟ­კა­ცუ­რი ტიპი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ვაჟ­კაც ამე­რი­კელს სჯო­ბია"

”რეიტინგი” ნინი შერმადინის ბრალდებებს ინტერვიუს აუდიოჩანაწერით პასუხობს

”რეიტინგი” ნინი შერმადინის ბრალდებებს ინტერვიუს აუდიოჩანაწერით პასუხობს

ბოლო დროს რესპონდენტების მხრიდან ჟურნალისტების ლანძღვისა და მათზე "ხელის შეწმენდის" ფაქტები გახშირდა. ამიტომ ჟურნალმა ”რეიტინგმა” საჭიროდ ჩავთვალა მორიგი ცილისწამება უპასუხოდ არ დაეტოვებინა. დაახლოებით ერთი თვის წინ, როცა მომღერალი ნინი შერმადინი ამერიკიდან საქართველოში ცოტა ხნით დაბრუნდა, ”რეიტინგი” მას სახლში ესტუმრა და მონატრებულ მომღერალთან ინტერვიუ ჩაწერა.

ინტერვიუს თემა მისი ამერიკული ცხოვრება და იქ მიღწეული მუსიკალური წარმატებები იყო. ინტერვიუს ბოლოს ნინი საკუთარი ინიციატივით ამერიკაში მცხოვრებ ებრაელებსაც შეეხო, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო კონტექსტში მოიხსენია. შემთხვევა, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ შტატის მეტროში მოხდა, ნინისა და ებრაელ მორწმუნეებს შორის, ნინიმ ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში დეტალურად გაშალა. ინტერვიუს ამ ნაწილს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. უკვე ერთი თვეა, ამ მასალაზე კომენტარებს ტოვებენ განაწყენებული და შეურაცხყოფილი ებრაელები და არა მხოლოდ ისინი.

მომღერალმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, სიტუაციიდან "იოლი" გამოსავალი მოძებნა და ყველაფერი ჟურნალს და ჟურნალისტს გადააბრალა. მას ამერიკაში სკაიპის საშუალებით დაუკავშირდა საიტ "ვარსკვლავების" რედაქტორი ბესო ჩუბინიძე და ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა. ვიდეომიმართვაში, რომელიც უკვე "ფეისბუქზეც" გავრცელდა, ნინი თავს იმართლებს, ბოდიშს იხდის და ამ "გაუგებრობაში" ჟურნალს ადანაშაულებს. ამბობს, რომ ეს არ არის მისი შეცდომა, ამბობს, რომ, როგორც ჩანს, მასალის შემოკლების მიზნით ინტერვიუს ის ფრაზები აკლია, რომელმაც მასალა დაამახინჯა და კონტექსტიდან ამოგლეჯილმა ფრაზებმა გაანაწყენა ებრაელები. გთავაზობთ ჩანაწერს, ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელსაც ეს ხმაური მოჰყვა.

იხილეთ აუდიოჩანაწერი

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი ”რეიტინგი”

იხილეთ ბმული: ნინი შერმადინი: "ყველაზე არავაჟკაცური ტიპი საქართველოში ყველაზე ვაჟკაც ამერიკელს სჯობია"

48 წლის გვინეტ პელტროუ გაშიშვლდა - "ჯერ კიდევ შემიძლია, რომ გავიხადო"

ოთხი ჯილდო ერთ ფილმს  - "ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურის არასოდეს მიუღია"

ვინ არიან ილიკო სუხიშვილის შვილები - პოპულარული ოჯახის შთამომავლების ცხოვრება და წლების შემდეგ ნაპოვნი ქალიშვილი (ფოტოები)