მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში "Tbilisi Music Week" გაიმართება
თბილისში  "Tbilisi Music Week" გაიმართება

თბი­ლის­ში 9-11 მა­ისს კავ­კა­სი­ის მუ­სი­კა­ლუ­რი კვი­რე­უ­ლი "Tbilisi Music Week" გა­ი­მარ­თე­ბა.

რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-სთან სა­უბ­რი­სას შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, "Tbilisi Music Week" ყო­ველ­წლი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლი და მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­დუსტრი­ის კონ­ფე­რენ­ცი­აა, რო­მე­ლიც 9-11 მა­ისს თბი­ლის­ში, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას გა­ი­მარ­თე­ბა და მო­ი­ცავს რო­გორც ქარ­თვე­ლი, ასე­ვე უცხო­ე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის პერ­ფორ­მან­სებს, ასე­ვე თბი­ლი­სის მუ­სი­კა­ლუ­რი კვი­რე­უ­ლის ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი დე­ლე­გა­ტე­ბის შეხ­ვედ­რას, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან, ფი­ნე­თი­დან, ეს­ტო­ნე­თი­დან, გა­ეც­ნო­ბი­ან, რა კეთ­დე­ბა ახა­ლი და რით არის სა­ინ­ტე­რე­სო ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი სივ­რცე.

- ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი/კონ­ფე­რენ­ცია/გა­მო­ფე­ნა, რომ­ლის მი­ზა­ნია, ერ­თად მო­უ­ყა­როს თავი ქარ­თველ მუ­სი­კო­სებს, მუ­სი­კის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­სა და უბ­რა­ლოდ, ენ­თუ­ზი­ას­ტებს, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს ამ სფე­რო­ში დაგ­რო­ვილ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­რე­ბენ.

- რა მიზ­ნებს ისა­ხავს ფეს­ტი­ვა­ლი?

- ფეს­ტი­ვა­ლი­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნია ევ­რო­პის მას­შტა­ბით გა­ი­ზარ­დოს ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის რე­პუ­ტა­ცია, ად­გი­ლობ­რივ მუ­სი­კა­ლურ ინ­დუსტრი­ას მის­ცეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სარ­ბი­ელ­ზე გან­ვი­თა­რე­ბის შან­სი და გა­უ­წი­ოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი ტუ­რიზ­მის ზო­ნას.

სა­ფეს­ტი­ვა­ლო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში 9 მა­ისს თბი­ლის­ში მო­ნა­წი­ლე დე­ლე­გა­ტე­ბი ჩა­მოვ­ლენ, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სის კულ­ტუ­რულ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს გა­ეც­ნო­ბი­ან, ასე­ვე და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ მცხე­თას და ქარ­თულ ვე­ნახს. ამა­ვე დღეს სტუმ­რე­ბის­თვის ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სუფ­რა გა­იშ­ლე­ბა.

10 მა­ისს 11.00–15.00 სა­ა­თებ­ში სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რში ფეს­ტი­ვა­ლის დე­ლე­გა­ტე­ბი შე­იკ­რი­ბე­ბი­ან, სა­დაც ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ბაზ­რის მი­მო­ხილ­ვა და დის­კუ­სია გა­ი­მარ­თე­ბა თე­მა­ზე "რო­გორ უნდა გავ­ყი­დოთ კულ­ტუ­რა?.. რო­გორ და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ სხვა ქვეყ­ნე­ბი".

19.00 სა­ათ­ზე "თბი­ლი­სის ივენთ-ჰოლ­ში" ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გალა-კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა.

11 მა­ისს 10.00-დან 18.00 სა­ა­თამ­დე თბი­ლი­სის მუ­სი­კა­ლუ­რი კვი­რე­უ­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის სცე­ნას და­ი­კა­ვე­ბენ.

19.00 სა­ათ­ზე გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კლუბ "Le France"-ში გა­მოვ­ლენ.

21.00 სა­ათ­ზე კლუბ­ში "დი­ვა­ნი" ჯემ-სე­ი­შე­ნი და ფეს­ტი­ვა­ლის და­ხურ­ვის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თე­ბა.

მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას "დიდ­გო­რი" (სა­ქარ­თვე­ლო), "იბე­რი" (სა­ქარ­თვე­ლო), "გზე­ბა" (სა­ქარ­თვე­ლო), სოფი ვილი (სა­ქარ­თვე­ლო), მარი პო­კი­ნე­ნი (ეს­ტო­ნე­თი), ტუ­ო­მა­რი ნურ­მიო (ფი­ნე­თი), ულ­ტი­მა ტულე (ეს­ტო­ნე­თი) მი­ი­ღე­ბენ.

ფეს­ტი­ვა­ლის ჰედ­ლა­ი­ნე­რი ცნო­ბი­ლი ფი­ნე­ლი აკორ­დე­ო­ნის­ტი კიმო პო­ი­ო­ნე­ნია, რომ­ლის კა­რი­ე­რა 90-იან წლებ­ში და­ი­წყო.

კიმო პი­ო­ნენ­მა აკორ­დე­ო­ნის ჟღე­რა­დო­ბას სრუ­ლი­ად ახა­ლი სული შთა­ბე­რა. მას აქვს გა­მო­ცე­მუ­ლი რამ­დე­ნი­მე ალ­ბო­მი და მოგ­ზა­უ­რობს მთელ მსოფ­ლი­ო­ში თა­ვის აკორ­დე­ონ­თან ერ­თად.

აკორ­დე­ო­ნის­ტი თბი­ლის­ში თა­ვის მე­უღ­ლეს­თან, ვო­კა­ლისტ და დრა­მერ სა­ა­ნა პო­ი­ო­ნენ­თან ერ­თად ჩა­მო­დის.

"Tbilisi Music Week"-ის დე­ლე­გა­ტე­ბი არი­ან ჟურ­ნა­ლის­ტი ენ­დრიუ კრონ­შოუ (დიდი ბრი­ტა­ნე­თი); სა­ფეს­ტი­ვა­ლო პრო­დი­უ­სე­რი ბენ მან­დელ­სო­ნი (დიდი ბრი­ტა­ნე­თი); ან­სამ­ბლ "იბე­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლი და მომ­ღე­რა­ლი ბუბა მურ­ღუ­ლია (სა­ქარ­თვე­ლო); პრო­დი­უ­სე­რი ანუ აი­ტო­ნი­ე­მი (ფი­ნე­თი); სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტორ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გიგა კო­ბა­ლა­ძე; ან­სამ­ბლ "დიდ­გო­რის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გივი აბე­სა­ძე (სა­ქარ­თვე­ლო); პრო­დი­უ­სე­რი ჰე­ი­კი სა­ვო­ლა­ი­ნე­ნი (ფი­ნე­თი); თბი­ლი­სის მუ­სი­კა­ლუ­რი კვი­რე­უ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პრო­მო­უ­ტე­რი იუკო კარ­პა­ნე­ნი (ფი­ნე­თი); მე­ნე­ჯე­რი და პრო­მო­უ­ტე­რი იუ­ლია ვო­ლო­ზი (გერ­მა­ნია); პრო­მო­უ­ტე­რი პაულ პიფ­ლა­კი (ეს­ტო­ნე­თი); პრო­დი­უ­სე­რი ლა­უ­რი ლი­ი­ვა­კი (ეს­ტო­ნე­თი).

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

თბილისში "Tbilisi Music Week" გაიმართება

თბილისში  "Tbilisi Music Week" გაიმართება

თბილისში 9-11 მაისს კავკასიის მუსიკალური კვირეული "Tbilisi Music Week" გაიმართება.

როგორც ”ამბები.გე”-სთან საუბრისას შეხვედრის ორგანიზატორებმა განაცხადეს, "Tbilisi Music Week" ყოველწლიური ფესტივალი და მუსიკალური ინდუსტრიის კონფერენციაა, რომელიც 9-11 მაისს თბილისში, სხვადასხვა ადგილას გაიმართება და მოიცავს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შემსრულებლების პერფორმანსებს, ასევე თბილისის მუსიკალური კვირეულის ქართველი და უცხოელი დელეგატების შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც ჩამოსული სტუმრები დიდი ბრიტანეთიდან, ფინეთიდან, ესტონეთიდან, გაეცნობიან, რა კეთდება ახალი და რით არის საინტერესო ქართული მუსიკალური სივრცე.

- ეს არის საერთაშორისო ფესტივალი/კონფერენცია/გამოფენა, რომლის მიზანია, ერთად მოუყაროს თავი ქართველ მუსიკოსებს, მუსიკის პროფესიონალებს, ინსტიტუციებსა და უბრალოდ, ენთუზიასტებს, რომლებიც ერთმანეთს ამ სფეროში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

- რა მიზნებს ისახავს ფესტივალი?

- ფესტივალისა და კონფერენციის მიზანია ევროპის მასშტაბით გაიზარდოს ქართული მუსიკის რეპუტაცია, ადგილობრივ მუსიკალურ ინდუსტრიას მისცეს საერთაშორისო სარბიელზე განვითარების შანსი და გაუწიოს პოპულარიზაცია საქართველოს, როგორც კულტურული ტურიზმის ზონას.

საფესტივალო პროგრამის ფარგლებში 9 მაისს თბილისში  მონაწილე დელეგატები ჩამოვლენ, რომლებიც თბილისის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან, ასევე დაათვალიერებენ მცხეთას და ქართულ ვენახს. ამავე დღეს სტუმრებისთვის ქართული ტრადიციული სუფრა გაიშლება.

10 მაისს 11.00–15.00 საათებში სამეფო უბნის თეატრში ფესტივალის დელეგატები შეიკრიბებიან, სადაც ქართული მუსიკალური ბაზრის მიმოხილვა და დისკუსია გაიმართება თემაზე "როგორ უნდა გავყიდოთ კულტურა?.. როგორ დავაინტერესოთ სხვა ქვეყნები".

19.00 საათზე "თბილისის ივენთ-ჰოლში" ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით გალა-კონცერტი გაიმართება.

11 მაისს 10.00-დან 18.00 საათამდე თბილისის მუსიკალური კვირეულის მონაწილეები ღვინის ფესტივალის სცენას დაიკავებენ.

19.00 საათზე გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მდებარე კლუბ "Le France"-ში გამოვლენ.

21.00 საათზე კლუბში "დივანი" ჯემ-სეიშენი და ფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართება.

მუსიკალურ ფესტივალსა და კონფერენციაში მონაწილეობას "დიდგორი" (საქართველო), "იბერი" (საქართველო), "გზება" (საქართველო), სოფი ვილი (საქართველო), მარი პოკინენი (ესტონეთი), ტუომარი ნურმიო (ფინეთი), ულტიმა ტულე (ესტონეთი) მიიღებენ.

ფესტივალის ჰედლაინერი ცნობილი ფინელი აკორდეონისტი კიმო პოიონენია, რომლის კარიერა 90-იან წლებში დაიწყო.

კიმო პიონენმა აკორდეონის ჟღერადობას სრულიად ახალი სული შთაბერა. მას აქვს გამოცემული რამდენიმე ალბომი და მოგზაურობს მთელ მსოფლიოში თავის აკორდეონთან ერთად.

აკორდეონისტი თბილისში თავის მეუღლესთან, ვოკალისტ და დრამერ საანა პოიონენთან ერთად ჩამოდის.

"Tbilisi Music Week"-ის დელეგატები არიან ჟურნალისტი ენდრიუ კრონშოუ (დიდი ბრიტანეთი); საფესტივალო პროდიუსერი ბენ მანდელსონი (დიდი ბრიტანეთი); ანსამბლ "იბერის" ხელმძღვანელი და მომღერალი ბუბა მურღულია (საქართველო); პროდიუსერი ანუ აიტონიემი (ფინეთი); საქართველოს ავტორთა საზოგადოების ხელმძღვანელი გიგა კობალაძე; ანსამბლ "დიდგორის" წარმომადგენელი გივი აბესაძე (საქართველო); პროდიუსერი ჰეიკი სავოლაინენი (ფინეთი); თბილისის მუსიკალური კვირეულის დამფუძნებელი და პრომოუტერი იუკო კარპანენი (ფინეთი); მენეჯერი და პრომოუტერი იულია ვოლოზი (გერმანია); პრომოუტერი პაულ პიფლაკი (ესტონეთი); პროდიუსერი ლაური ლიივაკი (ესტონეთი).

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება