პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდაცვის სამინისტრომ რეკრუტების მიერ პალდოს ბაზის მიტოვებაზე განცხადება გაავრცელა
თავდაცვის სამინისტრომ რეკრუტების მიერ პალდოს ბაზის მიტოვებაზე განცხადება გაავრცელა

პალ­დოს სამ­ხედ­რო ბა­ზი­დან რეკ­რუ­ტე­ბის წა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის 600 ვა­კან­ტურ ად­გილ­ზე 4383 გა­ნა­ცხა­დი შე­მო­ვი­და. უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლი კონ­კურ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი არ­ჩევს ღირ­სე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნი სამ­შობ­ლო უნდა და­იც­ვან.

"პალ­დოს" ბა­ზა­ზე მყოფ­მა რეკ­რუ­ტე­ბის ნა­წილ­მა (60 რეკ­რუ­ტი), რომ­ლე­ბიც ხაზ­გას­მით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ არ არი­ან სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი, წეს­დე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. შე­სა­ბა­მი­სად, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მათი ბა­ზი­დან და­თხოვ­ნის შე­სა­ხებ.

გერ­ქვას ჯა­რის­კა­ცი და იცავ­დე სამ­შობ­ლოს - ღირ­სე­ულ­თა ხვედ­რია. ჯა­რის­კა­ცე­ბის ღირ­სე­ბის დაც­ვა კი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უპირ­ვე­ლე­სი მო­ვა­ლე­ო­ბაა", - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თავდაცვის სამინისტრომ რეკრუტების მიერ პალდოს ბაზის მიტოვებაზე განცხადება გაავრცელა

თავდაცვის სამინისტრომ რეკრუტების მიერ პალდოს ბაზის მიტოვებაზე განცხადება გაავრცელა

პალდოს სამხედრო ბაზიდან რეკრუტების წამოსვლასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის 600 ვაკანტურ ადგილზე 4383 განაცხადი შემოვიდა. უპრეცედენტოდ მაღალი კონკურსის გათვალისწინებით, საქართველოს შეიარაღებული ძალები არჩევს ღირსეულ მოქალაქეებს, რომლებმაც ჩვენი სამშობლო უნდა დაიცვან.

"პალდოს" ბაზაზე მყოფმა რეკრუტების ნაწილმა (60 რეკრუტი), რომლებიც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არ არიან სამხედრო მოსამსახურეები, წესდებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მათი ბაზიდან დათხოვნის შესახებ.

გერქვას ჯარისკაცი და იცავდე სამშობლოს - ღირსეულთა ხვედრია. ჯარისკაცების ღირსების დაცვა კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უპირველესი მოვალეობაა", - ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე