პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მელანქოლიური ლუკა ზაქარიაძის გატაცება
მელანქოლიური ლუკა ზაქარიაძის გატაცება

მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის - "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ლუკა ზა­ქა­რი­ა­ძე იმიჯ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ ზრუ­ნავს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, სიმ­პა­თი­უ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს. ის ცხოვ­რე­ბის­გან ბევრ სი­ახ­ლეს ელის და ყვე­ლა­ფერ­ში ზო­მი­ე­რე­ბას იცავს; არ მოს­წონს "თავ­ზე ხე­ლა­ღე­ბუ­ლი" გარ­თო­ბა...

სა­მო­სი

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მო­სი უფრო მე­ტად მომ­წონს, ვიდ­რე - ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი. უპი­რა­ტე­სო­ბას შავ ფერს ვა­ნი­ჭებ - ჩემს ში­ნა­გან მდგო­მა­რე­ო­ბას გა­მო­ხა­ტავს.

- ანუ მე­ლან­ქო­ლი­უ­რი და დეპ­რე­სი­უ­ლი ხარ?

- ცოტა მე­ლან­ქო­ლი­უ­რი, ცო­ტაც - დეპ­რე­სი­უ­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი, მგრძნო­ბი­ა­რე... სხვა ფე­რის სა­მო­სიც მიხ­დე­ბა, მაგ­რამ შავი ძა­ლი­ან მომ­წონს.

- ტა­ნი­სა­მოსს და­მო­უ­კი­დებ­ლად ირ­ჩევ თუ ვინ­მეს რჩე­ვებს ით­ვა­ლის­წი­ნებ?

- მე­გობ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის, გო­გო­ნე­ბის რჩე­ვებს ვით­ვა­ლის­წი­ნებ. ჯერ საქ­მე იქამ­დე არ მი­სუ­ლა, რომ პრო­დი­უ­სე­რის რჩე­ვე­ბიც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო (იცი­ნის). კაპ­რი­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ ვარ.

- როცა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­დი, სას­ცე­ნო სა­მო­სიც მოგ­წონ­და?

- მა­შინ ამ საქ­მე­ში სხვი­სი შრო­მა და აზ­როვ­ნე­ბა იყო "ჩა­დე­ბუ­ლი". მომ­წონ­და თუ არა, პრე­ტენ­ზია არ გა­მო­მით­ქვამს.

- შო­პინ­გი შენ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია?

- შო­პინ­გით გა­ტა­ცე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ვიც­ნობ, მაგ­რამ პი­რა­დად მე, აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი არ მაქვს, რომ ყო­ველკ­ვი­რა ან თვე­ში ერთხელ მა­ინც რა­ღაც ახა­ლი ვი­ყი­დო. ჩაც­მუ­ლო­ბას და ზო­გა­დად, გა­რეგ­ნო­ბას უზო­მოდ დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ. არ მი­მაჩ­ნია, რომ შო­პინ­გი ადა­მი­ანს უფრო მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის.

აქ­სე­სუ­ა­რე­ბი

- სათ­ვა­ლე, ქა­მა­რი და ტატუ მომ­წონს, პირ­სინ­გე­ბი - არა. ჩემს თვალ­ში პირ­სინ­გი უშ­ნოდ ჩანს. ტატუ არ მაქვს. მგო­ნია, რომ გა­ვი­კე­თო, მალე მომ­ბეზ­რდე­ბა. მზის სათ­ვა­ლეს სიბ­ნე­ლე­ში არ ვი­კე­თებ - გიჟი არ ვარ (იღი­მის)... მე­დი­ა­ტო­რი ყო­ველ­თვის თან და­მაქვს, რად­გან შე­იძ­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ერ დროს დამ­ჭირ­დეს. მე­გო­ბარ­მა მა­ჩუ­ქა, რო­მე­ლიც ასე­ვე, რო­კით გახ­ლავთ გა­ტა­ცე­ბუ­ლი.

ვარ­ცხნი­ლო­ბა

- ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი ვარ­ცხნი­ლო­ბის გა­კე­თე­ბა­ზე არ მი­ფიქ­რია. უბ­რა­ლოდ, თმა ახა­ლი და­ბა­ნი­ლი მაქვს და ქარ­მა გა­მი­წე­წა (იცი­ნის). აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, რომ რო­კის მომ­ღე­რა­ლი "ბინ­ძურ იმიჯ­თან" ასო­ცირ­დე­ბო­დეს და 4 დღის და­უ­ბა­ნე­ლი, გა­წე­წი­ლი თმით და­დი­ო­დეს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბა მომ­წონს, ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის დაც­ვით (იცი­ნის).

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- მი­მაჩ­ნია, რომ მა­მა­კაც­მა კუნ­თებ­ზე და ზო­გა­დად, გა­რეგ­ნო­ბა­ზე ყო­ველ­თვის უნდა იზ­რუ­ნოს. უბ­რა­ლოდ, ეს სხე­უ­ლის სი­ლა­მა­ზეა. კულ­ტუ­რის­ტი არ ვარ, მაგ­რამ ფორ­მა­ში ყოფ­ნის­თვის, ყო­ველ დი­ლით გა­მამ­ხნე­ვე­ბელ ვარ­ჯი­შებს ვა­კე­თებ, რათა "მოშ­ვე­ბუ­ლი" არ ვიყო.

დი­ე­ტის დაც­ვა არ დამ­ჭირ­ვე­ბია. 60 კი­ლო­ზე მეტს ვი­წო­ნი - ბოლო დროს ბევ­რს ვჭამ და "შევ­სუქ­დი­სა­ვით". ძლი­ერ­მა ქარ­მა რომ და­უ­ბე­როს, არ წა­მი­ღებს, ადრე კი ამის ცოტა არ იყოს, მე­ში­ნო­და (იცი­ნის).

ცურ­ვა და ფეხ­ბურ­თი

- ზა­ფხუ­ლო­ბით, დღე და ღამე ზღვა­ზე არ დავ­დი­ვარ, მაგ­რამ მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ზღვა­ში ღრმად გას­ვლა მიყ­ვარს - იქ უფრო მეტ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ.

- ცურ­ვა და­მო­უ­კი­დებ­ლად ის­წავ­ლე?

- კი. ერთხელ ხი­დი­დან გად­მოვ­ხტი და გავ­ცუ­რე - სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ მქონ­და. ცურ­ვა კარ­გი რამ არის... ფეხ­ბურ­თი მიყ­ვარს. ის სპორ­ტის ნო­მე­რი პირ­ვე­ლი სა­ხე­ო­ბა გახ­ლავთ. თან, მა­მა­კაცს ფეხ­ბურ­თი რომ არ უყ­ვარ­დეს, ცოტა არ იყოს, უჩ­ვე­უ­ლო იქ­ნე­ბა. სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბით ბავ­შვო­ბი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვარ. "ბარ­სე­ლო­ნას" ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. ეზო­ში ისე­თი სტა­დი­ო­ნი გვქონ­და, რომ ფეხ­ბურ­თის წრე­ზე სი­ა­რუ­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას მი­ნა­ზღა­უ­რებ­და. ყო­ველ­დღე ვთა­მა­შობ­დი.

საქ­მე

- ამ ეტაპ­ზე, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე მუ­სი­კა გახ­ლავთ. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. თუმ­ცა, ში­ნა­გა­ნად ისევ ისე­თი ვარ, რო­გო­რიც ადრე ვი­ყა­ვი...

- შენი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა რო­გორ ვი­თარ­დე­ბა? რო­გორც ვიცი, იურ­მა­ლას მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აპი­რებ.

- ეს სა­კი­თხი ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის. და­ზუს­ტე­ბით ვე­რა­ფერს გე­ტყვით... სხვა­თა შო­რის, სცე­ნა­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბუ­ნებ­რი­ვი ვარ: იმას ვა­კე­თებ, რა­საც ვგრძნობ. ისე­თი დო­ნის არ­ტის­ტი არ ვარ, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ყალ­ბი ღი­მი­ლის ჩუ­ქე­ბა შე­უძ­ლია. თუ არ მე­ღი­მე­ბა, არ ვი­ღი­მი.

თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი

- ჩემ მი­მართ გა­მო­ხა­ტუ­ლი დიდი ყუ­რა­დღე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად, დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის. იმა­საც ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ყუ­რა­დღე­ბის მი­ზე­ზი ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლია და მათ­თან კონ­ტაქ­ტი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ხში­რად იმის ხა­სი­ათ­ზე არ ვარ, რომ ყვე­ლას ერ­თდრო­უ­ლად ვე­კონ­ტაქ­ტო, მაგ­რამ ჩემი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის წრი­დან გარ­კვე­ულ ადა­მი­ა­ნებს გა­მო­ვარ­ჩევ ხოლ­მე; მათ­თან ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, რო­გო­რიც სა­ჭი­როა: ისი­ნი არ უნდა გა­ვაბ­რა­ზო, უმა­დუ­რად არ უნდა მო­ვექ­ცე... ღმერ­თი არ ვარ, რომ ვინ­მემ ჩემ­ზე ილო­ცოს.

- რო­გორც ვიცი, სწავ­ლობ. რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი?

- იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ.

ოჯა­ხი

- მად­ლო­ბა ღმერ­თს, ოჯახ­თან ერ­თად კარ­გად ვცხოვ­რობ, - ანუ ისე, რო­გორც ქარ­თულ ოჯახს შე­ე­ფე­რე­ბა. ადა­მი­ა­ნი მშობ­ლე­ბის­გან ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვებს იღებს...

- შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე რას გვე­ტყვი?

- ამ ეტაპ­ზე, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ვარ.

- არა­და, 1 კვი­რის წინ, ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში თქვი, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყა­ვი.

- ეგ რამ­დე­ნი­მე თვის წი­ნან­დე­ლი ჩა­ნა­წე­რი გახ­ლდათ.

- შენს ყუ­რა­დღე­ბას რო­გო­რი გო­გო­ნე­ბი იქ­ცე­ვენ?

- ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი არ მაქვს. მთა­ვა­რია, გო­გო­ნამ და­მა­ინ­ტე­რე­სოს და მომ­ხიბ­ლოს.

გარ­თო­ბა

- დღეს ცუდი რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბა (მა­გა­ლი­თად, ნარ­კო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა) მო­და­შია, მაგ­რამ მე უპი­რა­ტე­სო­ბას ჯან­საღ ცხოვ­რე­ბას ვა­ნი­ჭებ; "კა­ლა­პო­ტი­დან" არა­სო­დეს ვვარ­დე­ბი. ჯერ არ შემ­ხვედ­რია ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი (ჩემი ან მშობ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი), რო­მელ­საც ჩემ შე­სა­ხებ უთ­ქვამს, - ცუდი ბი­ჭია, დროს ცუ­დად ატა­რებ­სო. ბიჭი ვარ და თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი მეც მა­ხა­სი­ა­თებს, მაგ­რამ თავ­ზე ხე­ლა­ღე­ბუ­ლი გარ­თო­ბის მო­რევ­ში არ გა­და­ვეშ­ვე­ბი ხოლ­მე. ზო­მი­ე­რე­ბას ვი­ცავ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, გარ­თო­ბა­შიც მუ­ზას ვე­ძებ...

- და მა­ინც, რო­გორ ან სად ერ­თო­ბი ხოლ­მე?

- კლუ­ბებ­ში სი­ა­რუ­ლი დი­დად არ მომ­წონს, მაგ­რამ მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ასეთ ად­გი­ლებ­შიც დავ­დი­ვარ...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

მელანქოლიური ლუკა ზაქარიაძის გატაცება

მელანქოლიური ლუკა ზაქარიაძის გატაცება

მუსიკალური პროექტის - "საქართველოს ვარსკვლავი" გამარჯვებული, ლუკა ზაქარიაძე იმიჯზე განსაკუთრებულად არ ზრუნავს, მაგრამ ყოველთვის ცდილობს, სიმპათიურად გამოიყურებოდეს. ის ცხოვრებისგან ბევრ სიახლეს ელის და ყველაფერში ზომიერებას იცავს; არ მოსწონს "თავზე ხელაღებული" გართობა...

სამოსი

- სიმართლე გითხრათ, ჩვეულებრივი სამოსი უფრო მეტად მომწონს, ვიდრე - ექსტრავაგანტური. უპირატესობას შავ ფერს ვანიჭებ - ჩემს შინაგან მდგომარეობას გამოხატავს.

- ანუ მელანქოლიური და დეპრესიული ხარ?

- ცოტა მელანქოლიური, ცოტაც - დეპრესიული, აგრესიული, მგრძნობიარე... სხვა ფერის სამოსიც მიხდება, მაგრამ შავი ძალიან მომწონს.

- ტანისამოსს დამოუკიდებლად ირჩევ თუ ვინმეს რჩევებს ითვალისწინებ?

- მეგობრების, ახლობლების, გოგონების რჩევებს ვითვალისწინებ. ჯერ საქმე იქამდე არ მისულა, რომ პროდიუსერის რჩევებიც გავითვალისწინო (იცინის). კაპრიზული ადამიანი არ ვარ.

- როცა პროექტში მონაწილეობდი, სასცენო სამოსიც მოგწონდა?

- მაშინ ამ საქმეში სხვისი შრომა და აზროვნება იყო "ჩადებული". მომწონდა თუ არა, პრეტენზია არ გამომითქვამს.

- შოპინგი შენთვის სასიამოვნო პროცესია?

- შოპინგით გატაცებულ ადამიანებს ვიცნობ, მაგრამ პირადად მე, აკვიატებული არ მაქვს, რომ ყოველკვირა ან თვეში ერთხელ მაინც რაღაც ახალი ვიყიდო. ჩაცმულობას და ზოგადად, გარეგნობას უზომოდ დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. არ მიმაჩნია, რომ შოპინგი ადამიანს უფრო მეტად საინტერესოს ხდის.

აქსესუარები

- სათვალე, ქამარი და ტატუ მომწონს, პირსინგები - არა. ჩემს თვალში პირსინგი უშნოდ ჩანს. ტატუ არ მაქვს. მგონია, რომ გავიკეთო, მალე მომბეზრდება. მზის სათვალეს სიბნელეში არ ვიკეთებ - გიჟი არ ვარ (იღიმის)... მედიატორი ყოველთვის თან დამაქვს, რადგან შეიძლება, ნებისმიერ დროს დამჭირდეს. მეგობარმა მაჩუქა, რომელიც ასევე, როკით გახლავთ გატაცებული.

ვარცხნილობა

- ექსტრავაგანტური ვარცხნილობის გაკეთებაზე არ მიფიქრია. უბრალოდ, თმა ახალი დაბანილი მაქვს და ქარმა გამიწეწა (იცინის). აუცილებელი არ არის, რომ როკის მომღერალი "ბინძურ იმიჯთან" ასოცირდებოდეს და 4 დღის დაუბანელი, გაწეწილი თმით დადიოდეს. ჩვეულებრივი, მოწესრიგებული ვარცხნილობა მომწონს, ჰიგიენის ნორმების დაცვით (იცინის).

ვარჯიში და დიეტა

- მიმაჩნია, რომ მამაკაცმა კუნთებზე და ზოგადად, გარეგნობაზე ყოველთვის უნდა იზრუნოს. უბრალოდ, ეს სხეულის სილამაზეა. კულტურისტი არ ვარ, მაგრამ ფორმაში ყოფნისთვის, ყოველ დილით გამამხნევებელ ვარჯიშებს ვაკეთებ, რათა "მოშვებული" არ ვიყო.

დიეტის დაცვა არ დამჭირვებია. 60 კილოზე მეტს ვიწონი - ბოლო დროს ბევრს ვჭამ და "შევსუქდისავით". ძლიერმა ქარმა რომ დაუბეროს, არ წამიღებს, ადრე კი ამის ცოტა არ იყოს, მეშინოდა (იცინის).

ცურვა და ფეხბურთი

- ზაფხულობით, დღე და ღამე ზღვაზე არ დავდივარ, მაგრამ მეგობრებთან ერთად, ზღვაში ღრმად გასვლა მიყვარს - იქ უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ.

- ცურვა დამოუკიდებლად ისწავლე?

- კი. ერთხელ ხიდიდან გადმოვხტი და გავცურე - სხვა გამოსავალი არ მქონდა. ცურვა კარგი რამ არის... ფეხბურთი მიყვარს. ის სპორტის ნომერი პირველი სახეობა გახლავთ. თან, მამაკაცს ფეხბურთი რომ არ უყვარდეს, ცოტა არ იყოს, უჩვეულო იქნება. სპორტის ამ სახეობით ბავშვობიდან გატაცებული ვარ. "ბარსელონას" ვგულშემატკივრობ. ეზოში ისეთი სტადიონი გვქონდა, რომ ფეხბურთის წრეზე სიარულის მოთხოვნილებას მინაზღაურებდა. ყოველდღე ვთამაშობდი.

საქმე

- ამ ეტაპზე, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე მუსიკა გახლავთ. "საქართველოს ვარსკვლავში" გამარჯვების შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა, შინაგანად ისევ ისეთი ვარ, როგორიც ადრე ვიყავი...

- შენი მუსიკალური კარიერა როგორ ვითარდება? როგორც ვიცი, იურმალას მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობას აპირებ.

- ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით... სხვათა შორის, სცენაზე აბსოლუტურად ბუნებრივი ვარ: იმას ვაკეთებ, რასაც ვგრძნობ. ისეთი დონის არტისტი არ ვარ, რომელსაც საზოგადოებისათვის ყალბი ღიმილის ჩუქება შეუძლია. თუ არ მეღიმება, არ ვიღიმი.

თაყვანისმცემლები

- ჩემ მიმართ გამოხატული დიდი ყურადღება გარკვეულწილად, დისკომფორტს მიქმნის. იმასაც ვაცნობიერებ, რომ ყურადღების მიზეზი ხალხის სიყვარულია და მათთან კონტაქტი აუცილებელია. ხშირად იმის ხასიათზე არ ვარ, რომ ყველას ერთდროულად ვეკონტაქტო, მაგრამ ჩემი გულშემატკივრების წრიდან გარკვეულ ადამიანებს გამოვარჩევ ხოლმე; მათთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, როგორიც საჭიროა: ისინი არ უნდა გავაბრაზო, უმადურად არ უნდა მოვექცე... ღმერთი არ ვარ, რომ ვინმემ ჩემზე ილოცოს.

- როგორც ვიცი, სწავლობ. რა პროფესიას ეუფლები?

- იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობ.

ოჯახი

- მადლობა ღმერთს, ოჯახთან ერთად კარგად ვცხოვრობ, - ანუ ისე, როგორც ქართულ ოჯახს შეეფერება. ადამიანი მშობლებისგან ყოველთვის საინტერესო რჩევებს იღებს...

- შენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?

- ამ ეტაპზე, შეყვარებული არ ვარ.

- არადა, 1 კვირის წინ, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში თქვი, რომ შეყვარებული იყავი.

- ეგ რამდენიმე თვის წინანდელი ჩანაწერი გახლდათ.

- შენს ყურადღებას როგორი გოგონები იქცევენ?

- ჩამოყალიბებული კრიტერიუმები არ მაქვს. მთავარია, გოგონამ დამაინტერესოს და მომხიბლოს.

გართობა

- დღეს ცუდი რაღაცების კეთება (მაგალითად, ნარკოტიკების მიღება) მოდაშია, მაგრამ მე უპირატესობას ჯანსაღ ცხოვრებას ვანიჭებ; "კალაპოტიდან" არასოდეს ვვარდები. ჯერ არ შემხვედრია ზრდასრული ადამიანი (ჩემი ან მშობლების მეგობარი), რომელსაც ჩემ შესახებ უთქვამს, - ცუდი ბიჭია, დროს ცუდად ატარებსო. ბიჭი ვარ და თავისებურებები მეც მახასიათებს, მაგრამ თავზე ხელაღებული გართობის მორევში არ გადავეშვები ხოლმე. ზომიერებას ვიცავ. სიმართლე გითხრათ, გართობაშიც მუზას ვეძებ...

- და მაინც, როგორ ან სად ერთობი ხოლმე?

- კლუბებში სიარული დიდად არ მომწონს, მაგრამ მეგობრებთან ერთად, ასეთ ადგილებშიც დავდივარ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება